17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საგამოცდო პროცესში დღეიდან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვნენ

spot_img

2023 წლის საგამოცდო პროცესში, დღეიდან, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვნენ.

პირველ სესიაზე გამოცდა მიმდინარეობს შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);

ისტორია (VII-XII);

ქიმია (VII-XII);

ბიოლოგია ( VII-XII).

პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 82%, დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ყველა საგამოცდო ცენტრში 14 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

‼️📢შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.

გისურვებთ წარმატებას!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები