14 დეკემბერი, შაბათი, 2024

საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

spot_img
დღეს, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ყველა საგამოცდო ცენტრში, აბიტურიენტები გამოცდას უცხოურ ენებში აბარებენ. რეგისტრაცია დილის 8 საათზე დაიწყო, გამოცდა კი – 9 საათზე.
6 ივლისს აბიტურიენტებმა ინგლისური და რუსული ენების გამოცდა ჩააბარეს. დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო, არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი – ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ. დამატებითი სესია დაინიშნება იმ 80-მდე აბიტურიენტისთვისაც, რომლებმაც ანალოგიური მიზეზის გამო ვერ შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასვლა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გამოცდების მიმდინარეობას გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო. ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი და ყველგან ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები, ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
უცხოურ ენებში გამოცდას აბიტურიენტები 7 და 8 ივლისს ჩააბარებენ. 9 ივლისს საგამოცდო პროცესი მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო და ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. დაფიქსირდა ერთი ფაქტი, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა – აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.
ხვალ უცხოური ენების გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები