11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბების პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის

spot_img

სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვა, რე­აქ­ტი­ვე­ბი­სა და სხვა სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის არ­სე­ბო­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად შე­სას­წავ­ლად. ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­კის შეს­წავ­ლა­ში, მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნით, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით. ეს პრობ­ლე­მა, ქა­ლა­ქის სკო­ლებ­თან ერ­თად, სოფ­ლის სკო­ლებ­შიც აქ­ტი­უ­რად დგას. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი — ბავ­შ­ვებს. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბების პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თ­ვის, ექ­ს­პე­რი­მენ­ტით გა­ჯე­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს.

სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რა რა­ჭის სა­მი სოფ­ლის — ნი­კორ­წ­მინ­და, ლი­ხე­თი და ბუ­გე­უ­ლი — სკო­ლებს და­ნი­უ­რი კომ­პა­ნია, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ფეა თრი­იზ ფა­უნ­დე­ი­შე­ნი“, რომ­ლის და­ფი­ნან­სე­ბით, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით აღი­ჭურ­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფონდს „ფეა თრი­იზ ფა­უნ­დე­ი­შე­ნი“ კომ­პა­ნია LLC Fair Trees აფი­ნან­სებს, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­უ­რი სო­ჭის თესლს მო­ი­პო­ვებს თლუ­ღის ტყის სატყეო კვარ­ტ­ლებ­ში.

სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის გახ­ს­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბას რა­ჭა-ლეჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძე, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პი­რებ­თან და კომ­პა­ნია „ფეა თრი­იზ“-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, მა­რი­ა­ნა ბოლ­ს­თან ერ­თად, და­ეს­წ­რო. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სკო­ლე­ბის აღ­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნობ­რი­ვი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა­თა პე­და­გო­გებს მი­ე­ცეთ კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს.

რა­ჭის მა­ღალ­მ­თი­ა­ნი სოფ­ლე­ბის (ნი­კორ­წ­მინ­და, ლი­ხე­თი, ბუ­გე­უ­ლი) მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, სულ მა­ლე, ჩა­უ­ტარ­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი და კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რა­საც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლის­თ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

სო­ფელ ნი­კორ­წ­მინ­დის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის­ა და მა­თი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, 12 სექ­ტემ­ბე­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო დღე იყო. „ეს დღე ჩვე­ნი სკო­ლის ის­ტო­რი­ა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თა­რი­ღად ჩა­ი­წე­რე­ბა. სკოლ­აში არ არ­სე­ბუ­ლი ქი­მი­ის და ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის არარსებობის გა­მო პე­და­გო­გებს გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მწი­რი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით უხ­დე­ბო­დათ, რის გა­მოც ამ საგ­ნე­ბის მი­მართ ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ების სა­შუ­ა­ლე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ად­ვი­ლად აღ­ქ­მა­დი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა ამ საგ­ნე­ბის შეს­წავ­ლა, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტან­დარ­ტის მიღ­წე­ვა, გა­ნუ­ვი­თარ­დებათ კვლე­ვი­თი და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი უნა­რე­ბი, გა­მო­უ­მუ­შავ­დე­ბათ პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი და სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვა და, გაკ­ვე­თი­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, თე­მა­ტი­კის შე­სა­ფე­რი­სი ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა ხელს შე­უწყობს ცოდ­ნის უკეთ გა­აზ­რე­ბას, გან­მ­ტ­კი­ცე­ბას და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ­თ­ვის ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სკო­ლა­ში და­ნი­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუმ­რო­ბა, რომ­ლებ­მაც ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს მას­ტერ­კ­ლა­სე­ბი ჩა­უ­ტა­რეს და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქი­მი­უ­რი ცდე­ბი უჩვენეს. მად­ლო­ბას ვუხ­დით ქალ­ბა­ტონ მა­რი­ა­ნას აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის“. — გვითხ­რა სო­ფელ ნი­კორ­წ­მინ­დის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა ეკა ღო­ღო­ბე­რი­ძემ.

სკო­ლის IX და XI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი — ლა­მა­რა და ელე­ნე დოხ­ნა­ძე­ე­ბი, გუ­ბაზ   ჩიხ­რა­ძე, გვან­ცა მი­ქი­აშ­ვი­ლი, ქე­თი გურ­გე­ნი­ძე და სხვე­ბი სი­ხა­რულს ვერ მა­ლა­ვენ და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რე­ბენ.

ლა­მა­რა ამ­ბობს, რომ ქი­მია-ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­ს­ნა მის­თ­ვის და მი­სი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლოა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რად­გან სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი კლას-კა­ბი­ნე­ტე­ბი სწავ­ლის პრო­ცესს უფ­რო გა­ა­ად­ვი­ლებს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის. იმე­დი აქვს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სულ მა­ლე შე­უდ­გე­ბა ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­კის სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ცდები­სა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბეს.

ქი­მია-ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­ს­ნა­ზე ელე­ნე და მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი დი­დი ხა­ნია ოც­ნე­ბობ­დ­ნენ. უნ­დო­დათ ის ამო­ცა­ნე­ბი, რო­მელ­საც თე­ო­რი­უ­ლად სწავ­ლობ­დ­ნენ, პრაქ­ტი­კა­ში გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ენა­ხათ და შე­ეგ­რ­ძ­ნოთ, თუ რა არის სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ფი­ზი­კა და ქი­მია, მა­გა­ლი­თად, რო­გორ დიდ­დე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მას იღებს ციც­ქ­ნა აბი, რო­გორ იწ­ვის გო­გირ­დი და ფოს­ფო­რი, რო­მე­ლი მე­ტა­ლი რა ფერს გვაძ­ლევს, რო­გორ მზად­დე­ბა ლი­მო­ნა­თი, იფ­რ­ქ­ვე­ვა ვულ­კა­ნი, წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა მშრა­ლი ყი­ნუ­ლის კვამ­ლი და მრა­ვა­ლი სხვა. ამ­ბობენ, რომ დი­დი ხნის ოც­ნე­ბა აუხ­დათ და ამ სი­კე­თის­თ­ვის მად­ლი­ე­რი არიან ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვი­საც წვლი­ლი მი­უძღ­ვის ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

გუ­ბაზ­მა ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­ს­ნის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­გან გა­ი­გო და ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე   აღ­ფ­რ­თო­ვან­და, რად­გან დღე­ი­დან თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად შეძ­ლებს და­აკ­ვირ­დეს და ჩა­ა­ტა­როს სა­ინ­ტე­რე­სო ცდე­ბი. სჯე­რა, რომ ლა­ბო­რა­ტო­რია ბევრ მოს­წავ­ლეს შე­აყ­ვა­რებს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებს.

გვან­ცა და ქე­თი მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის პირ­ვე­ლ გაკ­ვე­თილს. გუ­ლის­ყუ­რით და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და გა­ეც­ნენ ყვე­ლა ახალ ნივთს, ქი­მი­უ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ჭურ­ჭელ­სა და და­ნად­გა­რებს, უკ­ვე კარ­გად იცი­ან ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბის წე­სე­ბი, უხა­რი­ათ, რომ კლას­ში ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უფ­რო ხში­რად იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ახ­ლა, ერ­თი სუ­ლი აქვთ, ჩა­ა­ტა­რონ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდე­ბი, რო­მე­ლიც აქამ­დე მხო­ლოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში იყო მო­ცე­მუ­ლი და მხო­ლოდ სა­ოც­ნე­ბო იყო.

სო­ფელ ლი­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის პე­და­გო­გი სო­ფიო მა­ი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი ხელს შე­უწყობს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ბავ­შ­ვებ­ში მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას. „სო­ფელ ლი­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­ს­ნას ფი­ზი­კი­სა და ქი­მი­ის შეს­წავ­ლი­სათ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, რაც მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა გა­იღ­რ­მა­ონ და გა­ნიმ­ტ­კი­ცონ პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი. ქი­მი­უ­რი ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ი­თა­ვი­სე­ბენ ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ის ცნე­ბას, შე­ის­წავ­ლი­ან ნივ­თი­ე­რე­ბა­თა თვი­სე­ბებ­სა და ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ში მათ უსაფ­რ­თხოდ გა­მო­ყე­ნე­ბას.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვე­ნი სკო­ლა მოკ­ლე­ბუ­ლი იყო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბას და მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი კურ­სით ხდე­ბო­და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ცოდ­ნის გა­და­ცე­მა. 2019 წლის გა­ზაფხუ­ლი­დან ქალ­ბა­ტო­ნებ­მა: მა­რი­ა­ნა ბოლ­ს­მა და ჟა­ნა ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა რა­ჭის მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის, მა­თი და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის „ფე­ა თრი­იზ ფა­უნ­დე­ი­შე­ნი“ პრე­ზი­დენ­ტის, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი დვა­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვით, მო­ხერ­ხ­და ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სამ სკო­ლა­ში ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვა.

ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლი­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ხე­ლით, მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ პირს, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი, დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, ეფექ­ტუ­რად და სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა“.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები