24 ნოემბერი, კვირა, 2024

სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ

spot_img

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის
ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი
ირ­მა ჭა­ფო­ძე
ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი
მაყ­ვა­ლა ხა­რა­იშ­ვი­ლი

„სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა ხელს უნ­და უწყობ­დეს მოს­წავ­ლე­თა ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას – ეს ერთ-ერ­თი პრინ­ცი­პია, რო­მელ­საც ეფუძ­ნე­ბა პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და უზ­რუნ­ველ­ყოფს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას“.

სწავ­ლა არის ცოდ­ნის, უნა­რე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, კონ­ცეფ­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბას, გა­გე­ბა­სა და გა­მო­ყე­ნე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, სწავ­ლა იწ­ვევს აზ­როვ­ნე­ბის, აღ­ქ­მი­სა და ქცე­ვის ცვლი­ლე­ბას.

სწავ­ლი­სად­მი ინ­ტე­რესს სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს:

♦ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ახ­ლის შეს­წავ­ლი­სა და გა­გე­ბის სურ­ვი­ლი;

♦ ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია, სწავ­ლის პრო­ცე­სის­გან მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის პო­ზი­ტი­უ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა;

♦ გა­რე ფაქ­ტო­რე­ბი – ჯილ­დო, აღი­ა­რე­ბა და შე­ქე­ბა, რომ­ლე­ბიც საგ­რ­ძ­ნობ­ლად ზრდის სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ას, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გა­რე­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბელს ხდის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას;

♦ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და არ რჩე­ბა პა­სი­უ­რი ან გა­რი­ყუ­ლი;

♦ პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი. შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად შეს­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს კე­თე­ბით სწავ­ლას, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­სა და  კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას;

♦ მხარ­დამ­ჭე­რი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი;

♦ მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ მას­წავ­ლებ­ლებ­თან;

♦ სას­წავ­ლო გა­რე­მო, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა არ­ჩე­ვა­ნი და ინ­ტე­რე­სე­ბი;

♦ მოს­წავ­ლის თვით­რ­წ­მე­ნა, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ტი­ვია სწავ­ლი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს, ის დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და ეჭ­ვი არ უნ­და ეპა­რე­ბო­დეს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში.

სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ხში­რად სწავ­ლა იძუ­ლე­ბი­თი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც არ არის და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ში­ნა­გან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე.

სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბი:

♦ გა­რე ზე­წო­ლა: მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ზე­წო­ლა აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბი­სა­კენ, რო­მელ­მაც სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­დოს სა­ვალ­დე­ბუ­ლო და არა­სა­სი­ა­მოვ­ნო;

♦ ქუ­ლე­ბი და შე­ფა­სე­ბა: ქუ­ლებ­სა და შე­ფა­სე­ბებ­ზე ზედ­მე­ტად ფო­კუ­სი­რე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებ­ში სტრე­სი­სა და შფოთ­ვის დო­ნეს ზრდის. ამ დროს მათ პრი­ო­რი­ტე­ტად მი­აჩ­ნი­ათ და­მახ­სოვ­რე­ბა და და­ვა­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბა, ვიდ­რე სას­წავ­ლო მა­სა­ლის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი წვდო­მა და გა­აზ­რე­ბა;

♦ რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა: რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ ხე­და­ვენ სწავ­ლის შე­სა­ბა­მი­სო­ბას მათ ცხოვ­რე­ბას­თან ან სა­მო­მავ­ლო მიზ­ნებ­თან, მათ შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვან სწავ­ლა, რო­გორც იძუ­ლე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა;

♦ სას­წავ­ლო გა­რე­მო: ნე­გა­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, სწავ­ლე­ბის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ან რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, იწ­ვევს მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სწავ­ლის გან­ც­დას.

მი­ზე­ზი კი­დევ ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს.

სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა იმ დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი და სწავ­ლის ხა­რის­ხი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­სუს­ტ­და.

არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­მომ­წ­ვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბის შე­სას­წავ­ლად ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლებ­მა ჩა­ვა­ტა­რეთ პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა და გაგ­ვერ­კ­ვია რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი, თუ რა იწ­ვევ­და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ მოს­წავ­ლე­თა და­ბალ მო­ტი­ვა­ცი­ას და მოგ­ვე­ძებ­ნა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად.

სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია, ამი­ტომ სა­მიზ­ნე ჯგუფ­ში შე­ირ­ჩა მეშ­ვი­დე და მერ­ვე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­თი მშობ­ლე­ბი და სხვა საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ კლა­სებს ას­წავ­ლი­ან. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა გა­მო­ხა­ტა ინ­ტე­რე­სი და მზა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ კვლე­ვის პრო­ცეს­ში.

კვლე­ვის პრო­ცეს­ში გა­მო­ვი­ყე­ნეთ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და თვი­სობ­რი­ვი კვლე­ვის მე­თო­დე­ბის კომ­ბი­ნა­ცია.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს STEM საგ­ნე­ბის გა­გე­ბა ძა­ლი­ან უჭირთ:

♦ აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ცნე­ბე­ბი­სა და ფორ­მუ­ლე­ბის გა­მო, რომ­ლე­ბიც მა­თი აღ­ქ­მით რთუ­ლია;

♦ ეს საგ­ნე­ბი არ უკავ­შირ­დე­ბა მათ ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ას;

♦ არ იც­ნო­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად არ იყე­ნე­ბენ სწავ­ლე­ბის ინ­ტე­რაქ­ტი­ულ მე­თო­დებს;

♦ აქვთ ნაკ­ლე­ბი თვით­რ­წ­მე­ნა და ნე­გა­ტი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა;

♦ სკო­ლას არ აქვს სა­თა­ნა­დო რე­სურ­სე­ბი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ან პრაქ­ტი­კუ­ლი სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად, რო­მე­ლიც აფერ­ხებს მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რეს­სა და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას ამ საგ­ნე­ბის მი­მართ.

კვლე­ვის მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა იყო და და­გეგ­მი­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბიც ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რა­თა სკო­ლა­ში მო­ტი­ვა­ცი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მოს მო­დე­ლი დაგ­ვე­ნერ­გა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი

2023-24 სას­წავ­ლო წლის მე­ო­რე სე­მეს­ტ­რ­ში, ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის შე­იქ­მ­ნა კლუ­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით „ჟან­გ­ბა­დი“.

სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი:

  1. ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია – „ადა­მი­ა­ნის გავ­ლე­ნა გა­რე­მო­ზე“;
  2. მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ პოს­ტე­რის შექ­მ­ნა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­მარ­თ­ვა გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის უარ­ყო­ფით ას­პექ­ტებ­სა და მა­თი აღ­მოფხ­ვ­რის გზებ­ზე;
  3. ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი გა­რე­მოს­დაც­ვით სა­კითხებ­ზე, რო­მელ­მაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა მოს­წავ­ლე­ებს და­ე­ნა­ხათ, თუ რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მოვ­ლე­ნა ერ­თ­მა­ნეთს.

პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბა: „სკო­ლის ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს დაც­ვა“

  1. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი თა­მა­შის/ქვი­ზის შეს­რუ­ლე­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით – „ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მა“

https://wordwall.net/resource/68881175;

  1. სკო­ლის ახ­ლომ­დე­ბა­რე სკვე­რის და­სუფ­თა­ვე­ბა და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნარ­გა­ვე­ბის გა­შე­ნე­ბა;
  2. ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი:

♦ მცე­ნა­რის (ნი­ა­ხუ­რი, ნემ­სიწ­ვე­რა) ღე­რო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა სა­ხა­ტა­ვი სა­ღე­ბა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით;

♦ ლო­ბი­ოს გა­ღი­ვე­ბულ თეს­ლ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა-თეს­ლი, აღ­მო­ნა­ცე­ნი, ახალ­გაზ­რ­და მცე­ნა­რე, ყვა­ვი­ლი, ნა­ყო­ფი;

♦ ნა­მარ­ხი ორ­გა­ნიზ­მე­ბის (ლო­კო­კი­ნას ნი­ჟა­რა) შეგ­რო­ვე­ბა და მას­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა;

  1. ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი: წი­თე­ლი კომ­ბოს­ტოს ინ­დი­კა­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა-მი­წი­სა და წვი­მის წყლის მჟა­ვი­ა­ნო­ბის აღ­მო­ჩე­ნა;
  2. ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი თა­მა­შე­ბი: „ვინ უფ­რო მეტს გა­ივ­ლის“, „იქ­სე­ბი და ნუ­ლე­ბი“, „მე­სა­მე ზედ­მე­ტია“, „ქი­მი­უ­რი ლო­ტო“ და სხვ.
  3. 2024 წლის 22 მარტს, სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა ქუ­თა­ი­სის ზო­ო­ლო­გი­ის მუ­ზე­უ­მი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. მათ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იშ­ვი­ა­თი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი, გა­ეც­ნენ უხერ­ხემ­ლო და ხერ­ხემ­ლი­ა­ნი ცხო­ვე­ლე­ბის აგე­ბუ­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ანო­მა­ლი­ებს და სხვ. შემ­დეგ ისი­ნი ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის ქი­მი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ეწ­ვივ­ნენ:

♦ მოს­წავ­ლე­ე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, გა­ეც­ნენ უსაფ­რ­თხო­ე­ბის პრო­ტო­კოლს;

♦ და­აკ­ვირ­დ­ნენ ჩა­ტა­რე­ბულ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს;

♦ ბო­ლოს კი, პრაქ­ტი­კის ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რის ასის­ტი­რე­ბით, თა­ვა­დაც ჩა­ერ­თ­ნენ მხი­ა­რულ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­ში;

♦ მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რაც საკ­ლა­სო ოთახ­ში თე­ო­რი­უ­ლად ის­წავ­ლეს, ამან უფ­რო გა­ზარ­და მა­თი ინ­ტე­რე­სი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ;

  1. ქი­მი­უ­რი და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი: წყალ­ბა­დის ზე­ჟან­გის გავ­ლე­ნა თეს­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბა­ზე.

კლუ­ბის წევ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო თეს­ლის გაღ­ვი­ვე­ბის პრო­ცეს­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა. წყალ­სა და სა­მი სა­ხის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ხსნარ­ში მო­თავ­ს­და საკ­ვ­ლე­ვი ნი­მუ­ში (სი­მინ­დი­სა და ლო­ბი­ოს თეს­ლე­ბი), შე­ი­ფუ­თა და სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლას გან­თავ­ს­და. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და დაკ­ვირ­ვე­ბა მცე­ნა­რე­თა აღ­მო­ცე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებ­ზე და წყალ­ბა­დის პე­როქ­სი­დის ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე სხვა­დას­ხ­ვა კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ი­სას.

  1. 22 აპ­რილს დე­და­მი­წის დღის აღ­ნიშ­ვ­ნა. სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა კლუ­ბის წევ­რებ­თან, მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით თე­მა­ტუ­რი ნა­ხა­ტე­ბი­სა და პლა­კა­ტე­ბის შექ­მ­ნა.

სხვა­დას­ხ­ვა მო­ტი­ვა­ცი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლაც შექ­მ­ნას დი­ნა­მი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რესს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ. ამ მხრივ, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს:

♦ სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას;

♦ საგ­ნობ­რი­ვი კუ­რი­კუ­ლუ­მის გა­ნახ­ლე­ბას;

♦ არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას;

♦ ინ­ტე­რაქ­ტი­ულ სა­ვარ­ჯი­შო­ებს;

♦ მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას;

♦ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, მოს­წავ­ლე­თა თვით­რ­წ­მე­ნის ამაღ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­მართ.

რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა?

♦ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მე­ტად არი­ან ჩარ­თულ­ნი სწავ­ლის პრო­ცეს­ში, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სვა­მენ კითხ­ვებს და ეძე­ბენ და­მა­ტე­ბით რე­სურ­სებს ცოდ­ნის გა­საღ­რ­მა­ვებ­ლად;

♦ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა;

♦ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მე­ტად უძ­ლე­ბენ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას. ისი­ნი დაბ­რ­კო­ლე­ბებს აღიქ­ვა­მენ, რო­გორც სწავ­ლი­სა და ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და არა რო­გორც და­ნე­ბე­ბის მი­ზეზს;

♦ პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა იწ­ვევს სწავ­ლის სიყ­ვა­რულს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

♦ უზ­ნა­ძის გან­წყო­ბის თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, პო­ზი­ტი­უ­რი სას­წავ­ლო გა­რე­მო და სწავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა იწ­ვევს შე­მეც­ნე­ბით მოთხოვ­ნი­ლე­ბას. მოთხოვ­ნი­ლე­ბი­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის თან­ხ­ვედ­რის შე­დე­გად მოს­წავ­ლეს უჩ­ნ­დე­ბა გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც გან­საზღ­ვ­რავს მის ემო­ცი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სწავ­ლი­სად­მი;

♦ მო­ტი­ვა­ცია დიდ როლს ას­რუ­ლებს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ის ხელს უწყობს ისე­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­გო­რი­ცაა: მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა, დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტი და თვით­დის­ციპ­ლი­ნა;

♦ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად გა­ნიც­დი­ან წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის პო­ზი­ტი­ურ შეგ­რ­ძ­ნე­ბას, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის.

მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­ჭი­როა მუდ­მი­ვი მცდე­ლო­ბა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და არა მხო­ლოდ

მათ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას უწყობს ხელს, არა­მედ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­ერ­თო კე­თილ­დღე­ო­ბას.

⤵️⤵️⤵️

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები