5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა 2024 – ტესტის აღწერა და დავალებათა ნიმუშები

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა საბაზო პროფესიული უნარების (სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის) საგამოცდო ტესტის აღწერა და დავალებათა ნიმუშები.

საგამოცდო ტესტის აღწერა და დავალებათა ნიმუშები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წელს პირველად ატარებს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას, რომელიც წარმოადგენს სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მინიმალური კომპტენციების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც შემუშავდა საგამოცდო პროგრამა.

ტესტის მოკლე აღწერა

♦ საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 45.

♦ საგამოცდო ტესტში სხვადასხვა ტიპის 37 დავალებაა გამოყენებული, მათგან:

30 – არჩევითპასუხიანი დავალება;

⇒ 3 – შესაბამისობის დავალება;

⇒  4 – ღია დავალება.

გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.

საგამოცდო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/3137

გთავაზობთ ტესტურ დავალებათა ნიმუშებს:

არჩევითპასუხებიანი დავალება

(მაქსიმალური ქულა – 1)

მასწავლებლის მიზანია, იზრუნოს დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე. სემესტრის მიწურულს ის მშობლებს უგზავნის წერილს, სადაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად მრავალჯერადი მითითებისა, მათი შვილის აკადემიური მოსწრება კვლავ არადამაკმაყოფილებელია. პედაგოგი სთხოვს მშობლებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მოსწავლის სწავლის პროცესში და იქონიონ მასზე ზეგავლენა. მშობლები შვილს საყვედურობენ და ურჩევენ, მეტი იმუშაოს.

მასწავლებლის ქმედება მის მიერ დასახული მიზნის: 

ა) ადეკვატურია, რადგან მოსწავლეს მშობლების შიში და რიდი უფრო აქვს, იგი მომავალში შეეცდება გაიუმჯობესოს შედეგები და არ გაანაწყენოს ისინი.

ბ) ადეკვატური არ არის, რადგან  მასწავლებელს მშობლებისთვის პრობლემის გამწვავებამდე

პერიოდულად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია და  საქმის კურსში ჩაეყენებინა ისინი.

გ) ადეკვატურია, რადგან მშობლებთან წერილობითი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მათ მეტი

დრო ეძლევათ სიტუაციის გასაანალიზებლად და სწორი სტრატეგიის შესამუშავებლად.

დ) ადეკვატური არ არის, რადგან წერილი მშობლებისთვის უსიამოვნო იქნება, მასწავლებელი

პრობლემებს საკუთარი ძალებით უნდა აგვარებდეს.

სწორი პასუხი: (ბ)

არჩევითპასუხებიანი დავალება

                                                                                     (მაქსიმალური ქულა – 1)

დისკუსია ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის გამოყენებაც ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და ხელს უწყობს მათი სოციალური უნარების განვითარებას.

ჩამოთვლილთაგან რომელი  რეკომენდაცია/რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა დისკუსიის პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის?

  1. მასწავლებელმა დისკუსიის მსვლელობისას უნდა შეიტანოს შესწორებები მოსწავლეთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში და ასე დაეხმაროს მათ სწორი დასკვნის გამოტანაში.
  2. მასწავლებელმა დისკუსიის დროს ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს, რომ მათ დამოუკიდებლად, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, ამოწურონ სადისკუსიო თემა.

III. მასწავლებელმა უნდა დააწესოს დროის ლიმიტი და ამასთან, აკონტროლოს პროცესი, რათა მოსწავლეებმა არ გადაუხვიონ სადისკუსიო თემიდან სხვა საკითხზე.

ა) მხოლოდ I;       ბ) მხოლოდ I და II;       გ) მხოლოდ II და III;       დ) მხოლოდ III.

სწორი პასუხი: (გ)

შესაბამისობის დავალება

                                                                                                                                                                                                             (მაქსიმალური ქულა – 1)

ცხრილის A  სვეტში მოცემულია მასწავლებლის მიერ გამოყენებული აქტივობები,

ხოლო B სვეტში – უნარები, რომელთა განვითარებასაც უწყობს ხელს ეს აქტივობები. შეუსაბამეთ ისინი ერთმანეთს.

აქტივობა (A) უნარი (B)
I. მასწავლებელმა მოსწავლეებს სიტყვის სინონიმისა და ანტონიმის ცნებების მნიშვნელობა აუხსნა, რამდენიმე მაგალითი მოუყვანა და დაავალა უცნობ ტექსტში მათი ნიმუშების მოძებნა და ამოწერა.  

ა) ტრანსფერის უნარი

 

ბ)კრიტიკული

აზროვნების       უნარი

 

გ)ანალიტიკური

აზროვნების       უნარი

 

დ)შემოქმედებითი       აზროვნების უნარი

II. ნაწარმოების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეებს ჩამოუწერა ორი პერსონაჟის კონკრეტული მახასიათებლები და ვენის დიაგრამის გამოყენებით მათ შორის მსგავსება-განსხვავების აღმოჩენა დაავალა.
III. მასწავლებელმა მოსწავლეებს  წიგნში მოცემული მასალისა და შესაბამისი საისტორიო წყაროების ერთმანეთთან დაკავშირება და ავტორის მოტივაციის შეფასება დაავალა.

 

შესაბამისობები ჩაწერეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

აქტივობა (A) I II III
უნარი (B)

 

ღია დავალება

                                                                                                                   (მაქსიმალური ქულა – 3)

მასწავლებლები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ სიმულაციასა და როლურ თამაშებს, როგორც ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და საინტერესო სტრატეგიას.

♦ აღწერეთ მასწავლებლის მიერ სიმულაციის/როლური თამაშების გამოყენების დადებითი შედეგი.

დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები