22 აპრილი, ორშაბათი, 2024

საბაზო პროფესიული უნარების გამოცდისთვის რეკომენდებული ლიტერატურა და მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალი

spot_img

ელს პირველად ტარდება საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (საბაზო უნარები სპეცმასწავლებლების მომზადებისთვის).

შეგახსენებთ, რომ ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სწავლა გააგრძელოს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

გთავაზობთ გამოცდისთვის რეკომენდებულ ლიტერატურას და მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალს. 

რეკომენდებული ლიტერატურა
  1. განვითარებისა და სწავლის თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (2008).
  2. სწავლება და შეფასება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი

(2008).

  1. სასწავლო და პროფესიული გარემო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (2008).
  2. ეფექტური სწავლება სკოლაში. მარზანო, რ.ჯ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (2009).
  3. ეფექტიანი სწავლება. თეორია და პრაქტიკა. გამოცდების ეროვნული ცენტრი (2010).
  4. კლასის მართვა. მარზანო, რ.ჯ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (2009).
  5. მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოების სერია განვითარებისა და სწავლის თეორიების მიმართულებით: ბიჰევიორიზმი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2012);
  • ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2012);
  • ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციოკულტურული თეორია“ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2012);
  • სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2012;
  • ჰუმანისტური თეორია (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2012);
  • კონსტრუქტივიზმი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2012).

საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი: (სარეკომენდაციო)

  1. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
  2. ბავშვთა უფლებების კონვენცია;
  3. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი.
მინიმალური კომპეტენციების ჩამონათვალი 

მუხლი 1. პოზიტიური, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და კლასის მართვა

1.1 დემოკრატიისა და სოციალური ინკლუზიის პრინციპების გაზიარება, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა და ტოლერანტობა.

1.2 მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოს უზრუნველყოფა.

1.3 მოსწავლეებთან კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა.

1.4 კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების ეფექტიანი სტრატეგიების ცოდნა.

1.5 კლასის ეფექტიანი მართვისთვის ქცევის წესების შემუშავება.

1.6 საკლასო ორგანიზაციის ფორმების გამოყენება საკლასო აქტივობების შესაბამისად.

1.7 მოსწავლეების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

1.8 მოსწავლეთა ჩართვა ისეთ აქტივობებში, რომლებიც ზრდის სკოლისადმი მათი მიკუთვნებულობის განცდას.

მუხლი 2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

2.1. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და პრინციპების ცოდნა.

2.2 სასწავლო მიზნების შერჩევისას მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება.

2.3 სასწავლო აქტივობების შერჩევა და დროის მენეჯმენტი.

2.4 სასწავლო რესურსების შერჩევა და მათი მიზნობრივი გამოყენება.

მუხლი 3. ეფექტიანი სწავლება

3.1 სწავლისა და განათლების თეორიების ძირითადი პოსტულატების ცოდნა.

3.2 მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების ცოდნა/გამოყენება.

მუხლი 4. მოსწავლეთა შეფასება

4.1 მოსწავლეთა შეფასების ძირითადი ფორმების ცოდნა.

4.2 მოსწავლის ეფექტიანი განმავითარებელი შეფასება/უკუკავშირი.

მუხლი 5. სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და პროფესიული ეთიკის დაცვა

5.1 მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია.

5.2 კოლეგებთან თანამშრომლობა.

5.3 მოსწავლეებთან, მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობისას ეთიკური სტანდარტების დაცვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები