3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

სა­ა­ხალ­წ­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში

spot_img
შო­ბა-ახა­ლი წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე უფ­რო­სე­ბის­თ­ვის, ყვე­ლა დი­დი სი­ხა­რუ­ლით ელო­დე­ბა. ახა­ლი წლის თა­რიღს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხში­რად ცვლიდ­ნენ — მე­ოთხე სა­უ­კუ­ნე­ში 6 აგ­ვის­ტოს აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნი­დან მეცხ­რე სა­უ­კუ­ნის დამ­დე­გამ­დე — სექ­ტემ­ბერ­ში, შემ­დ­გომ კი, მარ­ტ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. მე­თოთხ­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან ახა­ლი წლის თა­რი­ღი, ევ­რო­პუ­ლი კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, იან­ვარ­ში და­წეს­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ წელ­თან ბევ­რი წარ­მარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად: „ბა­სი­ლას“, „ჩი­ჩი­ლა­კის“ და სხვა კულ­ტე­ბი. ჩი­ჩი­ლა­კის კულ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ეს მორ­თუ­ლო­ბა მცი­რე დე­ტა­ლე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ცნო­ბი­ლია, რომ ჩი­ჩი­ლაკს თხი­ლის ტო­ტე­ბის­გან თლი­ან, რად­გან თხი­ლი, კა­კალ­თან ერ­თად, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­სავ­ლი­ან მცე­ნა­რედ ით­ვ­ლე­ბო­და. გრძელ თეთ­რ­წ­ვე­რი­ან ჩი­ჩი­ლაკს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბით, ტკბი­ლე­უ­ლით და ხი­ლით რთავ­დ­ნენ, რაც ბა­რა­ქი­სა და ულე­ვი სიტ­კ­ბო­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბო­და. ჩი­ჩი­ლაკს „ბა­სი­ლას წვერ­საც“ ეძა­ხი­ან და იგი წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ახალ წელ­საც, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხში­რად, „ბა­სი­ლის დღეს“ უწო­დებ­დ­ნენ, რად­გან პირ­ველ იან­ვარს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია წმინ­და ბა­სი­ლი დიდს იხ­სე­ნი­ებს.

კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ციაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წმინ­და ბა­სი­ლის სა­ხელ­თან. ძველ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ნამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბო­და, ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვ­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მზის ღვთა­ე­ბას­თან. ქარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო პუ­რი­სა­გან გა­მომ­ცხ­ვა­რი „ბა­სი­ლას“ ქან­და­კე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად, ბა­სი­ლა არა წმ. ბა­სი­ლის, არა­მედ წარ­მარ­თუ­ლი ხა­ნის მზის ღვთა­ე­ბის ქან­და­კე­ბა იყო, ბა­სი­ლას კვე­რე­ბი კი — მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღვთა­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, შო­რე­ულ წარ­სულ­ში, შვიდ მნა­თობ­თა სა­ხით სცემ­დ­ნენ თაყ­ვანს. მხო­ლოდ III სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ქრის­ტი­ა­ნულ­მა ეკ­ლე­სი­ამ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი წმ. ბა­სი­ლის ხსოვ­ნას და­უ­კავ­ში­რა და, ამ დრო­ი­დან, ქარ­თულ სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა­ზე მდე­ბა­რე მზის ღვთა­ე­ბის ქან­და­კე­ბას „ბა­სი­ლა“ ეწო­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხე სა­კუ­თა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კულ­ტუ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, არც სა­ა­ხალ­წ­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბია გა­მო­ნაკ­ლი­სი: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძი­რი­თა­დი სა­ა­ხალ­წ­ლო ტრა­დი­ცია ყვე­ლა კუთხე­ში სა­ერ­თო იყო, რი­ტუ­ა­ლე­ბი თით­ქ­მის ყველ­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და.

ძველ თბი­ლის­შითბი­ლი­სე­ლე­ბი, ახა­ლი წლის ღა­მეს, სახ­ლის კა­რებს ღი­ას ტო­ვებ­დ­ნენ. ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ახალ წელს ქუ­ჩებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა და­დი­ო­და და კა­რი და­კე­ტი­ლი თუ დახ­ვ­დე­ბო­და, იმ სახლს გვერდს აუვ­ლი­და.

ტკბი­ლე­უ­ლით სავ­სე სუფ­რას ტაბ­ლა­ზე შლიდ­ნენ. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ტაბ­ლის ოთხ კუთხე­ში სან­თ­ლებს ან­თებ­და (სან­თ­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ამ­ზა­დებ­და). რო­გორც კი ახა­ლი წე­ლი მო­ვი­დო­და, ოჯა­ხის უფ­რო­სი ტაბ­ლას ხელ­ში აიღებ­და და მთელ სახლს შე­მო­ივ­ლი­და. თბი­ლი­სე­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ამ დროს მათ მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი დაჰ­ყ­ვე­ბო­და, რო­მელ­საც ოჯა­ხის­თ­ვის სი­კე­თე და სიმ­დიდ­რე მოჰ­ქონ­და.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიახა­ლი წლის წი­ნა დღეს, ოჯახ­ში აუცი­ლებ­ლად მო­ი­ტან­დ­ნენ წყა­როს უმ­ძ­რახ წყალს და ეზო­ში მო­ას­ხამ­დ­ნენ. მეკ­ვ­ლე ოჯა­ხის უფ­რო­სი ან მოწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი იყო, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის დად­გო­მის შემ­დეგ ოჯახ­ში ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი შე­დი­ო­და, მიჰ­ქონ­და: დე­დას პუ­რე­ბი, ყვე­ლი, ხორ­ცი, ღვი­ნო, გო­ზი­ნა­ყი, ხი­ლი, ჩურ­ჩხე­ლა და მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი. ზოგ­ჯერ ცოცხა­ლი ქა­თა­მიც მიჰ­ყავ­და. გა­და­ა­ბი­ჯებ­და თუ არა მეკ­ვ­ლე ზღურბლს, მი­მო­აბ­ნევ­და ხორ­ბ­ლის, სი­მინ­დის ან ქე­რის მარ­ც­ვალს, რა­თა ახა­ლი წე­ლი ხვა­ვი­ა­ნი და ბა­რა­ქი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო.
ქარ­თ­ლ­ში ახალ წელს აცხობ­დ­ნენ წმინ­და ბა­სი­ლის ქან­და­კე­ბას. ასე­ვე აცხობ­დ­ნენ ბე­დის კვერს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ორ-ორ ბე­დის კვერს — ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის და თი­თო-თი­თოს — ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის.

გამ­თე­ნი­ი­სას ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი ღო­რის თავ­თან ბე­დის კვე­რებს დებ­და თეფ­შ­ზე და ასე­ვე თაფ­ლ­ში ამოვ­ლე­ბულ პუ­რის ლუკ­მებს მი­უწყობ­და გვერ­დ­ზე. თეფ­შის ერთ კი­დე­ში თაფ­ლის სან­თელს აან­თებ­და.

კა­ხეთ­შიმეკ­ვ­ლეს სახ­ლ­ში შე­მოს­ვ­ლი­სას, ხორ­ბალს ან სი­მინდს გა­და­უყ­რიდ­ნენ — ბევ­რი მაძღა­რი კრუხ-წი­წი­ლა გვე­ყო­ლე­ბაო. აქ­ვე ასე­თი მეს­ტ­ვი­რუ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო სიმ­ღე­რა ის­მო­და:

„ხელ­ში ორ ჭი­ქას ავი­ღებ, ვი­ლო­ცე­ბო­დე ღვი­ნი­თა,

ყვე­ლა კარ­გად და­ეს­წა­რით მრა­ვალ ახალ­წელს დი­ლი­თა,

ნათ­ლი­მა­მა თან მოგ­დევ­დეს, თაფ­ლი მო­ქონ­დეს ქი­ლი­თა;

ხურ­ჯი­ნიც სავ­სე ეკი­დოს, ჩურ­ჩხე­ლე­ბით და ხი­ლი­თა…

თქვე­ნი კო­დე­ბი ყო­ფი­ლა სავ­სე და — წმინ­და ფქვი­ლი­თა;

თქვე­ნი ქვევ­რე­ბი ყო­ფი­ლა სავ­სე და — წი­თელ ღვი­ნი­თა;

თქვე­ნი ფა­რე­ხი ყო­ფი­ლა სავ­სე და — ცხვრი­თა, ბი­ნი­თა…

თქვე­ნი მტე­რი წაქ­ცე­უ­ლა, ვე­ღა­რა ძღე­ბა ძი­ლი­თა…!“

კა­ხეთ­ში ახალ წელს ჩა­მი­ჩი­ან პუ­რებს აცხო­ბენ ისე, რომ ოჯა­ხის ყო­ველს წევრს თი­თო პუ­რი შეხ­ვ­დეს. ახა­ლი წლის ღა­მეს ყვე­ლა თა­ვის ჩა­მი­ჩი­ან პურს ჭამს. გამ­თე­ნი­ი­სას ოჯა­ხის უფ­რო­სი გა­რეთ გა­დის და სახლს სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლის. შინ შე­მობ­რუ­ნე­ბი­სას კი ოჯა­ხის წევ­რებს ახალ წელს ულო­ცავს და სა­გან­გე­ბოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუ­რი­ა­ნი ჯა­მი­დან ყვე­ლას თი­თო ლუკ­მას აჭ­მევს.

იმე­რეთ­ში, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე, ოჯა­ხის უფ­რო­სი, ხო­რა­გით სავ­სე ხონ­ჩით, სახლს სამ­ჯერ წაღ­მა შე­მო­უვ­ლი­და. მას ხელ­ში ლან­გა­რი ეჭი­რა, რო­მელ­ზეც ღო­რის თა­ვი, მწვა­დი, მო­ხარ­შუ­ლი დე­და­ლი, ლო­ბი­ა­ნი ღერ­ღი­ლის პუ­რი და ტკბი­ლი კვე­რე­ბი ეწყო. ამის შემ­დეგ ოჯა­ხის უფ­რო­სი სახ­ლ­ში, ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე ხნი­ერ წევ­რ­თან ერ­თად, შე­ვი­დო­და. ხნი­ე­რი წევ­რი კე­რი­ა­ში ნაკ­ვერ­ჩხალს რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კ­რავ­და ჯოხს და ცეცხ­ლი­დან ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი იყ­რე­ბო­და. ოჯა­ხის უხუ­ცე­სი თან ლო­ცუ­ლობ­და: „რო­გო­რი უხ­ვიც არის ეს ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი, ისე გვამ­რავ­ლე და გაგ­ვა­ხა­რეო“.

სა­ა­ხალ­წ­ლოდ რამ­დე­ნი­მე ჩი­ჩი­ლა­კი მზად­დე­ბო­და, ერთ-ერ­თი მარ­ნის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ახა­ლი წლის დი­ლას ში­ნა­უ­რი მეკ­ვ­ლე წყა­რო­დან წყალს მო­ი­ტან­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი პირს და­ი­ბან­დ­ნენ და, ისევ მეკ­ვ­ლეს წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, მარ­ნის­კენ წა­ვი­დოდ­ნენ. მიჰ­ქონ­დათ სა­ნო­ვა­გით სავ­სე გო­ბი, ორ­ში­მო და ჩი­ჩი­ლა­კი. მეკ­ვ­ლე ჩი­ჩი­ლაკს სა­ა­ხალ­წ­ლო ჭუ­რის გვერ­დით და­ა­სობ­და. მა­რანს ახალ წელს მი­უ­ლო­ცავ­და, შემ­დეგ სა­ა­ხალ­წ­ლო ჭურს მოხ­დი­და, ღვი­ნოს გა­სინ­ჯავ­დ­ნენ და დო­ქებს აავ­სებ­დ­ნენ.

სა­ინ­გი­ლო­ში წი­თელ მა­მალს კლა­ვენ ახალ წელს. სუფ­რას კი, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე მი­უს­ხ­დე­ბი­ან. აკე­თე­ბენ ქათ­მის წვნი­ან­სა და ფლავს. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თ­ვის მეკ­ვ­ლე, რო­მე­ლიც უნ­და იყოს ნა­თე­სა­ვი და ბე­დის­გან და­უ­ჩაგ­რა­ვი. ვიდ­რე მეკ­ვ­ლე არ ეწ­ვე­ვათ, სახ­ლ­ში არა­ვის მი­ი­ღე­ბენ.
თუ­შეთ­ში ახალ წელს „წელ­წ­დო­ბას“ უწო­დე­ბენ. ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად არაყს ხდიდ­ნენ და ლუდს ადუ­ღებ­დ­ნენ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის სა­ხელ­ზე ცხვე­ბო­და სა­თავ­ნო და ბე­დის კვე­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. აცხობ­დ­ნენ ერთ დიდ კვერს — „ქრის­ტეს საგ­ზალს“, ქა­ლე­ბის­თ­ვის — მრგვალ კვერს, ხო­ლო კა­ცე­ბის­თ­ვის — „ბა­ცუ­კაცს“. კვე­რებს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც აცხობ­დ­ნენ: ხა­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ კვერს რქე­ბი ჰქონ­და, ძრო­ხის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილს — ძუ­ძუ­ე­ბი, ცხე­ნის კვერს ნა­ლის ფორ­მა ჰქონ­და. ყვე­ლა სა­ხის კვერს ლან­გარ­ზე აწყობ­დ­ნენ მატყ­ლ­თან, მა­რილ­თან, ყველ­თან და ერ­ბოს­თან ერ­თად.

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე თუშ ქა­ლებს აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, თუ­კი რამ ჰქონ­დათ გა­ნათხოვ­რე­ბუ­ლი; იმა­რა­გებ­დ­ნენ ტკბი­ლე­ულს და აცხობ­დ­ნენ სა­მეკ­ვ­ლეო კვერს, რო­მელ­საც „ხა­რის გო­გას“ ეძახ­დ­ნენ. აქ მეკ­ვ­ლედ ისეთ კაცს იწ­ვევ­დ­ნენ, რო­მელ­საც კე­თი­ლი გუ­ლი, კარ­გი ფე­ხი და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. სა­ნამ მეკ­ვ­ლე არ მო­ვი­დო­და სუფ­რას­თან არა­ვინ ჯდე­ბო­და. ზუს­ტად თორ­მეტ სა­ათ­ზე მეკ­ვ­ლე ოჯახ­ში შე­მობ­რ­ძან­დე­ბო­და, ოჯა­ხის უფ­რო­სი კი მას სა­მეკ­ვ­ლეო კვერს მი­არ­თ­მევ­და. მეკ­ვ­ლე მას კე­რი­ას­თან და­ა­გო­რებ­და ისე, რომ კვე­რი წაღ­მა დამ­დ­გა­რი­ყო, რა­თა ახალ წელს ოჯა­ხის ბე­დი სულ წაღ­მა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო. ხდე­ბო­და ისეც, რომ მეკ­ვ­ლე­ო­ბას თუ­შე­ბი მეცხ­ვა­რის ძაღლს ან­დობ­დ­ნენ, რად­გან მი­აჩ­ნ­დათ, რომ მა­საც „კარ­გი კვა­ლი“ ჰქონ­და.

დი­ლით ად­რე ოჯა­ხის უფ­რო­სის ჯე­რი დგე­ბო­და. იგი უნ­და გა­სუ­ლი­ყო გა­რეთ, შე­მო­ე­ტა­ნა თოვ­ლი და სახ­ლ­ში მი­მო­ებ­ნია. ოჯა­ხის უფ­რო­სის და­ლოც­ვის შემ­დ­გომ, სა­ა­ხალ­წ­ლო მხი­ა­რუ­ლე­ბა იწყე­ბო­და.

ფშავ-ხევ­სუ­რეთ­შიახა­ლი წლის ღა­მეს, ხე­ვის­ბე­რი და მი­სი დამ­ხ­მა­რე­ე­ბი სა­ლო­ცავ­ში წა­ი­ღებ­დ­ნენ ქა­დებს, ერ­ბო­ი­ან პუ­რებს და სან­თ­ლებს. ასე­ვე მიჰ­ყავ­დათ და­საკ­ლა­ვი ცხო­ვე­ლი. ხე­ვის­ბე­რი და­ლო­ცავ­და ყვე­ლა ოჯახს და გვარს. დაკ­ლავ­დ­ნენ ცხვარს, თოვ­ლის გუნ­დებს ცხვრის სის­ხ­ლ­ში ამო­ავ­ლებ­დ­ნენ და სა­ლო­ცა­ვის კე­დელს ეს­როდ­ნენ.

ახალ­გაზ­რ­და ბი­ჭე­ბი ქუ­დებს ნაბ­დის ქვეშ დებ­დ­ნენ. ვინც მა­ლუ­ლად ქუდს აიღებ­და, სწო­რედ ის იყო მთე­ლი სოფ­ლის მეკ­ვ­ლე. და­ლოც­ვის შემ­დეგ სო­ფელ­ში დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბო­და. იხარ­შე­ბო­და ლუ­დი და ხინ­კა­ლი.

ფშავ­ში ხმი­ა­დის გა­მოცხო­ბით იწყე­ბა ახა­ლი წლის დი­ლა.  ხმი­ადს მა­გი­და­ზე თაფ­ლი­ან და ერ­ბო­ი­ან ჯა­მებს შე­მო­უმ­წ­კ­რი­ვე­ბენ. ოჯა­ხის ერ­თი წევ­რი წყალ­ზე მი­დის და თან მი­აქვს ყვე­ლი და პუ­რი. ჩა­აგ­დებს წყალ­ში და სამ­ჯერ იტყ­ვის: „წყა­ლო, ნაყ­რი მო­გი­ტა­ნე, ბე­დი გა­მო­მა­ყო­ლეო“. წა­მო­ი­ღებს წყალს, ხმი­ა­დე­ბით სავ­სე სუფ­რა­ზე და­დებს და და­ი­ლო­ცე­ბა. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­უს­ხ­დე­ბი­ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი სუფ­რას, დი­ა­სახ­ლი­სი მათ თაფლს და ხილს შე­აჭ­მევს და ერ­თ­მა­ნეთს ეტყ­ვი­ან: „ეგ­რემც ტკბი­ლად და­მი­ბერ­დიო“. გად­მო­ი­ღე­ბენ ხმი­ა­დებს, წვნი­ან ჯა­მებს და სა­უზ­მო­ბენ. ოჯა­ხი უც­დის წი­ნა ღა­მეს ხატ­ში წა­სუ­ლი ღა­მის­მ­თევ­ლე­ბის გა­მობ­რუ­ნე­ბას, მეკ­ვ­ლეს შე­მოს­ვ­ლას და ოჯა­ხი­დან არა­ვინ გა­დის. დი­ა­სახ­ლი­სი ქვაბს ჩა­მოჰ­კი­დებს და ხინ­კ­ლის კე­თე­ბას შე­უდ­გე­ბი­ან.
ხევ­სუ­რეთ­ში ახალ წელს „წელ­წადს“ უწო­დე­ბენ და მას დი­დი სამ­ზა­დი­სით ეგე­ბე­ბი­ან. ოჯა­ხებ­ში სა­ა­ხალ­წ­ლო არაყს ხდი­ან, ხატ­ში დას­ტუ­რე­ბი ლუდს ხარ­შა­ვენ. დი­ა­სახ­ლი­სი სა­ა­ხალ­წ­ლო კვე­რებს აცხობს. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­მეკ­ვ­ლეო კვე­რია, რო­მელ­ზე­დაც გა­მო­სა­ხუ­ლია ჯვა­რი, კა­ცი, სახ­ნი­სი, ხა­რი, ძრო­ხა, ცხე­ნი, ქე­რის თავ­თა­ვი და სხვა. სა­მეკ­ვ­ლეო კვერს გა­მოცხო­ბის დროს უც­ქე­რი­ან და, რო­მე­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც აიწევს, იმ წე­ლი­წადს ის იქ­ნე­ბა მრა­ვა­ლი და დოვ­ლა­თი­ა­ნი. შემ­დეგ დი­ა­სახ­ლი­სი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი­სათ­ვის აცხობს ბე­დის კვე­რებს: თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი ნი­შა­ნი აზის და გა­მოცხო­ბის დროს, ვი­სიც აფუვ­დე­ბა, ის ბე­დი­ა­ნი და ყის­მა­თი­ა­ნი იქ­ნე­ბაო.

ოჯა­ხის მეკ­ვ­ლე­ე­ბი ხა­ტებ­ში ათე­ნე­ბენ ახა­ლი წლის ღა­მეს. გა­თე­ნე­ბი­სას ხუ­ცე­სი გა­რეთ გა­მო­დის, თოვ­ლი შე­აქვს სა­ლო­ცავ­ში, მეკ­ვ­ლე­ებს თავ­ზე აყ­რის და და­ლო­ცავს: „ესრ თეთ­რად აყ­ვავ­დით! წე­ლიმც კა­ი­სა გა­მო­გეც­ვ­ლე­ბისთ, პუ­რი­ან-წუ­ლი­ა­ნი, სა­ხელ­სარ­გებ­ლი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­სა და კარ­გად ყოფ­ნი­სა!…“

გუ­რია-სა­მეგ­რე­ლო­ში ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს „კა­ლან­და“ ეწო­დე­ბა და მას თო­ფე­ბის სრო­ლით ეგე­ბე­ბი­ან.
სა­მეგ­რე­ლო­ში ახალ წელს დი­ლა­ად­რი­ან ოჯა­ხის უხუ­ცე­სი მა­მა­კა­ცი, ხელ­ში მორ­თუ­ლი ჩი­ჩი­ლა­კით და ღო­მის მარ­ც­ვ­ლი­ა­ნი ჯა­მით, რო­მელ­ზეც კვერ­ცხი დევს, სახ­ლი­დან გა­რეთ გა­დის ახა­ლი წლის მო­სა­ლო­ცად. გარ­კ­ვე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლ­ში შე­მო­დის, ჩი­ჩი­ლაკს კუთხე­ში მი­ა­ყუ­დებს, ჯამს იქ­ვე მი­უდ­გამს და თვი­თონ სა­ა­ხალ­წ­ლო ტაბ­ლას მი­უჯ­დე­ბა, რო­მელ­ზეც ალა­გია: ღო­რის თა­ვი, ხი­ლი და სხვ. სა­უზ­მის დაწყე­ბამ­დე მეკ­ვ­ლე ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს ტკბი­ლე­უ­ლით უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბა.

გუ­რი­ა­ში, კა­ლან­დის წი­ნადღით, მოჰ­ქონ­დათ „ცხემ­ლის“ (რცხი­ლის) შე­შა, რო­მელ­საც თხი­ლის ჯო­ხებ­საც მო­ა­ყო­ლებ­დ­ნენ ჩი­ჩი­ლა­კის­თ­ვის. ამ ჯო­ხებს ღა­დარ­ში აცხე­ლებ­დ­ნენ და კარ­გად ალე­სი­ლი და­ნით ისე თლიდ­ნენ, რომ ბურ­ბუ­შე­ლა ჯოხ­ზე­ვე რჩე­ბო­და და ეხ­ვე­ო­და. შემ­დეგ ჯვრი­ან და­სად­გ­მელს უკე­თებ­დ­ნენ, წვერ­ში ჯვა­რე­დი­ნად თხი­ლის ჯო­ხებს ჩა­ურ­ჭობ­დ­ნენ და რთავ­დ­ნენ სუ­როს ტო­ტე­ბით, ვაშ­ლე­ბით, სა­ჩი­ჩი­ლა­კე ხა­ჭა­პუ­რე­ბით, ტკბი­ლე­უ­ლი­თა და ვერ­ცხ­ლის ფუ­ლე­ბით. აქ­ვე ასე­თი წე­სი სრულ­დე­ბო­და: ოთხ ხა­ჭა­პურს გი­დელ­ში ჩა­აწყობ­დ­ნენ და გო­გო­ნას გა­ა­ტან­დ­ნენ მა­რან­ში. იქი­დან ვა­ჟი უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო ღვი­ნი­ა­ნი დო­ქით და გო­გო­ნას შეხ­ვედ­რო­და. მათ შო­რის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თე­ბო­და დო­ქი­სა თუ ხა­ჭა­პუ­რის წა­სარ­თ­მე­ვად და მა­რან­ში შე­სა­ტა­ნად. თუ ბი­ჭი იმარ­ჯ­ვებ­და, მა­შინ ყურ­ძ­ნის უხ­ვი მო­სა­ვა­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ხო­ლო თუ გო­გო­ნა იყო­ჩა­ღებ­და — აბ­რე­შუ­მის.

ახალ წელს, მამ­ლის ყი­ვილ­ზე, მთე­ლი ოჯა­ხი ფეხ­ზე დგე­ბა. მა­მა­კა­ცე­ბი ღო­რის თავს, ბა­სი­ლას, სა­ა­ხალ­წ­ლო გობს სა­ნო­ვა­გით დატ­ვირ­თულს, მორ­თულ ჩი­ჩი­ლაკს და ცა­რი­ელ ჩაფს იღე­ბენ და მარ­ნის­კენ გა­ე­შუ­რე­ბი­ან. მა­რან­ში შეს­ვ­ლი­სას, ოჯა­ხის უფ­რო­სი ხმა­ა­მო­უ­ღებ­ლად სა­ა­ხალ­წ­ლო გობს მი­წა­ზე დად­გამს, ჩაფს ღვი­ნით გა­ავ­სებს და და­ჩო­ქი­ლი წმინ­და ბა­სი­ლას ოჯა­ხის ბედ­ნი­ე­რე­ბას შეს­თხოვს. ადე­სას ღვი­ნით და­ლო­ცავს ქვე­ყა­ნას და მშვი­დო­ბის სადღეგ­რ­ძე­ლოს იტყ­ვის.

 

ლეჩხუმში ოჯა­ხის მეკ­ვ­ლე ბა­ბუა იყო ხოლ­მე. ახა­ლი წლის დად­გო­მი­სას ბა­ბუა, უმ­ც­როს ვაჟ­თან ერ­თად, ვე­ნახ­ში გა­დი­ო­და. ჯერ თვი­თონ ლო­ცავ­და ზვრებს, შემ­დეგ უმ­ც­როს ვაჟს ალოც­ვი­ნებ­და. ზვრებ­ში ღვი­ნოს აპ­კუ­რებ­დ­ნენ. მე­რე მი­ვი­დოდ­ნენ ბე­ღელ­თან, ნა­ლი­ას­თან, ჭუ­რებ­თან, ბო­ლოს სახ­ლ­ში შე­ვი­დოდ­ნენ და გვარს ლო­ცავ­დ­ნენ.

ახალ წელს, ნა­შუ­ადღევს, ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი ზურ­გ­ზე მო­ი­კი­დებ­და მე­ო­რე მა­მა­კაცს და ვე­ნა­ხის­კენ გას­წევ­და. თან მიჰ­ქონ­და ტაბ­ლა, რო­მელ­ზეც ეწყო ღვი­ნი­ა­ნი ჭი­ქა, ღო­რის შემ­წ­ვა­რი ხორ­ცი, ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი და ხორ­ბ­ლის ერთ-ერ­თი ჯი­შის — ზან­დუ­რის თავ­თა­ვე­ბის კო­ნა. ვე­ნახ­ში შეს­ვ­ლი­სას იგი იძახ­და: „ღუზ, ღუზ, ღუზ!“ შემ­დეგ კაცს ჩა­მოს­ვამ­და, თავ­თა­ვე­ბის კო­ნას სარ­ზე ჩა­მო­აც­ვამ­და, ტაბ­ლას წაღ­მა შე­ატ­რი­ა­ლებ­და, მე­რე ღვი­ნით და­ი­ლო­ცე­ბოდ­ნენ და მი­ტა­ნილ სა­ნო­ვა­გეს შე­ექ­ცე­ოდ­ნენ.

სამეგრელოში ყვე­ლა­ზე დიდ დღე­სას­წა­უ­ლად კა­ლან­და — ახა­ლი წე­ლი ით­ვ­ლე­ბო­და. შინ, გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას, დად­გამ­დ­ნენ ბრო­წე­უ­ლით, ხი­ლით, ტკბი­ლე­უ­ლით, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბით, აბ­რე­შუ­მის ძა­ფით, სუ­რო­სა და დაფ­ნის ტო­ტე­ბით მორ­თულ ჩი­ჩი­ლაკს. აცხობ­დ­ნენ ბა­სი­ლას და ღვე­ზელს, რო­მელ­შიც კვერ­ცხის გულს დებ­დ­ნენ. დი­ლით ად­რე სო­ფელ­ში თო­ფის სრო­ლა ატყ­დე­ბო­და. ოჯა­ხის უფ­რო­სი სა­ნო­ვა­გით სავ­სე ხონ­ჩას აიღებ­და, სახლს ლოც­ვით სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და, ღო­მის მარ­ც­ვ­ლებს აბ­ნევ­და და ღმერთს გა­მარ­ჯ­ვე­ბას, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და კარგ მო­სა­ვალს სთხოვ­და. შემ­დეგ შინ შე­ვი­დო­და და ყვე­ლას მი­უ­ლო­ცავ­და.

ახალ წელს სტუმ­რის მო­ტა­ცე­ბაც იცოდ­ნენ. ამ ჩვე­უ­ლე­ბა­ში მთე­ლი უბა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­ი­მარ­თე­ბო­და მხი­ა­რუ­ლი გა­წევ-გა­მო­წე­ვა, სი­ცი­ლი და ხუმ­რო­ბა. მო­ტა­ცე­ბულ სტუ­მარს ასა­ჩუქ­რებ­დ­ნენ, პა­ტივს სცემ­დ­ნენ და მე­ო­რე დღემ­დე არ გა­უშ­ვებ­დ­ნენ.

ახა­ლი წლის სა­ღა­მოს ეწყო­ბო­და „ტყა­პო­ბა“ — ახალ­გაზ­რ­და ქა­ლე­ბი და ვა­ჟე­ბი ერ­თ­მა­ნეთს სი­მინ­დის ცო­მით თხუპ­ნიდ­ნენ. ამ მხი­ა­რულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში ვინც მო­უთხუპ­ნა­ვი გა­დარ­ჩე­ბო­და, იმ წე­ლი­წადს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და.

აფხაზეთში ახალ წელს ხიჩხუ­ა­მას ეძახ­დ­ნენ. მთე­ლი ოჯა­ხი საგ­ვა­რე­უ­ლო სახ­ლ­ში იკ­რი­ბე­ბო­და, სა­გან­გე­ბოდ იხ­ს­ნე­ბო­და ქვევ­რი, ცხვე­ბო­და თაფ­ლი­ა­ნი და ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ქა­დე­ბი, აფხა­ზუ­რა პუ­რე­ბი. ოჯა­ხის უფ­რო­სი, საკ­ლა­ვის დაკ­ვ­ლის შემ­დეგ, დაკ­ლუ­ლი სა­ქონ­ლის ღვიძ­ლით, ფილ­ტ­ვი­თა და თირ­კ­მ­ლით ხელ­ში მი­დი­ო­და სა­ლო­ცავ­ში, ას­ხუ­რებ­და ღვი­ნოს, მე­რე კი ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ წელს ულო­ცავ­და ახ­ლობ­ლებს.
აჭარაშიახა­ლი წლის ღა­მეს, მთე­ლი ოჯა­ხი სუფ­რას­თან იკ­რი­ბე­ბო­და. ოჯა­ხის უფ­რო­სის ნე­ბარ­თ­ვით, ყვე­ლას უმ­ც­რო­სი ვა­ჟი ულო­ცავ­და ახალ წელს. დი­ა­სახ­ლი­სი ირ­გ­ვ­ლივ უმ­ძ­რახ წყალს მო­აპ­კუ­რებ­და, შემ­დეგ კი გახ­ს­ნი­და წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ ყა­ურ­მას. სუფ­რა­ზე ეწყო აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რე­ბი, ჰალ­ვა, ხარ­ჩო, ბურ­მე — თაფ­ლი­ა­ნი და ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ნამ­ცხ­ვა­რი, სან­თ­ლის არა­ყი. ქა­ლებს აუცი­ლებ­ლად უნ­და სცმო­დათ წი­თე­ლი კა­ბა და გულ­ზე ჰკი­დე­ბო­დათ ბე­ბი­ის ნა­ჩუ­ქა­რი ჯვა­რი. და­ი­ლო­ცე­ბოდ­ნენ აჭარ­ლე­ბი და ის­ვ­რიდ­ნენ თოფს, ნიშ­ნად იმი­სა, რომ ოჯა­ხი ხა­რობ­და და სი­ცოცხ­ლე გრძელ­დე­ბო­და. ახალ­გაზ­რ­დე­ბი თით­ქ­მის გა­თე­ნე­ბამ­დე და­დი­ოდ­ნენ სო­ფელ­ში და ყვე­ლა ოჯახს ახა­ლი წლის დად­გო­მას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­ღე­რით ულო­ცავ­დ­ნენ:

„შე­მოვ­დ­გი ფე­ხი, გი­ლო­ცავთ,

გწყა­ლობ­დეთ წმინ­და ბა­სი­ლი,

იმი­სი მად­ლით იყა­ვით

პუ­რით და ღვი­ნით ავ­სი­ლი.“

მას­პინ­ძ­ლე­ბი სა­ჩუქ­რებს აძ­ლევ­დ­ნენ მომ­ლოც­ვე­ლებს.

რაჭაშიახა­ლი წლის წი­ნა სა­ღა­მოს, ოჯა­ხის უფ­რო­სი „სამ­კ­ლო­ვი­ა­რო გერგვს“ აკე­თებ­და. ამის­თ­ვის ცხრა ვაზს თი­თო რქას შე­აჭ­რი­და, მათ ერ­თ­მა­ნეთს შე­აგ­რეხ­და, მორ­კა­ლავ­და და შუ­ა­ში ჯვრად თხი­ლის და­ჩი­ჩი­ლა­კე­ბულ ჯო­ხებს ჩა­უ­ყე­ნებ­და. ამ ჯო­ხებს გა­რეთ გა­მოშ­ვე­რილ წვე­რო­ებ­ზე ვაშ­ლებს წა­მო­აც­ვამ­დ­ნენ, ბაძ­გის მწვა­ნე ტო­ტე­ბით მორ­თავ­დ­ნენ და ზედ სა­ა­ხალ­წ­ლო გა­ნა­ტეხს და­ა­დებ­დ­ნენ.

„გფა­რავ­დეთ მრა­ვალ­ძა­ლის წმინ­და გი­ორ­გი! შე­გე­წი­ოთ ყოვ­ლად­წ­მინ­და ხო­ტე­ვი და ნი­კორ­წ­მინ­და! აგა­რა და უღე­ში, ღმერ­თ­მა მოგ­ცეთ ნუ­გე­ში“, — ამ სიტყ­ვე­ბით ლო­ცავ­და რა­ჭა­ში მე­ფე­ხე ოჯახს. თუ წი­ნა წელს მის ფეხს ოჯა­ხი კარ­გად დას­ც­დი­და, მას კი­დევ სა­მი წლით ირ­ჩევ­დ­ნენ. ამ სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მეკ­ვ­ლე ოჯახს პირ­ვე­ლი მი­უ­ლო­ცავ­და ახა­ლი წლის დად­გო­მას ღვი­ნის დო­ქით, მო­ხარ­შუ­ლი ლო­რით, შემ­წ­ვა­რი წი­წი­ლით, ვაშ­ლ­ში ჩარ­ჭო­ბი­ლი ხურ­და ფუ­ლით, ჩი­ჩი­ლა­კი­თა და სან­თ­ლით ხელ­ში; და­ლო­ცავ­და ოჯახს, საბ­ძელს, ნა­ლი­ას, მე­რე კი იწყე­ბო­და ლხი­ნი. რა­ჭულ სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რას ამ­შ­ვე­ნებ­და ლო­ბი­ა­ნე­ბი, ღვი­ნო, ლო­რი, თაფ­ლი, კა­კა­ლი, ტყლა­პი, ჩი­რი და ვაშ­ლი.

ზემო რაჭაში, სა­ა­ხალ­წ­ლოდ, ორ ბა­ჭულს აცხო­ბენ, ერთს — ახა­ლი წლის­თ­ვის, მე­ო­რეს — ძვე­ლის­თ­ვის. აცხო­ბენ აგ­რეთ­ვე ადა­მი­ა­ნის სა­ხის კაც-ბა­სი­ლას და ერთ დიდ პურს — „კე­რია-ბე­რი­ას“, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ე­ბით აჭ­რე­ლე­ბენ. ამ ნამ­ცხ­ვ­რებს ოჯა­ხის უფ­რო­სი ცხრილ­ზე და­ა­ლა­გებს და ბე­ღელ­ში შე­ი­ნა­ხავს. მამ­ლის პირ­ვე­ლი ყი­ვი­ლი­სას „მაკ­ვ­რი­ე­ლი“ ან მეკ­ვ­ლე ცეცხლს და­ან­თებს. შემ­დეგ გა­რეთ გა­ვა, მარ­ხილ­ზე დაწყო­ბილ ნე­კერს მო­ტე­ხავს, ჩი­ჩი­ლაკს აიღებს და ბე­ღელ­ში შე­ვა. შემ­დეგ შინ შე­მო­ვა ლოც­ვით „შე­მოვ­დ­გი ფე­ხი გწყა­ლობ­დეთ ღმერ­თი. დი­ამც მა­მი­ვა ახა­ლი წე­ლი: შე­ძე­ნის და მო­გე­ბის, მშვი­დო­ბის და კარ­გად ყოფ­ნის, ვა­ჟი­ა­ნო­ბის, ღვი­ნი­ა­ნო­ბის, პუ­რი­ა­ნო­ბის“. შემ­დეგ წყლის მო­სა­ტა­ნად წა­ვა, მის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე ყვე­ლა­ნი დგე­ბი­ან. მეკ­ვ­ლე ყვე­ლას ხელ­პირს და­ა­ბა­ნი­ნებს. სა­უზ­მის დროს კი, ოჯა­ხის ყვე­ლა წევრს „კე­რია-ბე­რი­ას“ უნა­წი­ლე­ბენ.

სვანეთში გან­სა­კუთ­რე­ბით ერი­დე­ბოდ­ნენ ახა­ლი წლის წი­ნა დღე­ებ­ში სტუმ­რად სი­ა­რულს, კლავ­დ­ნენ სა­ა­ხალ­წ­ლოდ გა­სუ­ქე­ბულ ღორს, რო­მელ­საც მე­ი­სა­რაი ერ­ქ­ვა, აცხობ­დ­ნენ პუ­რებს ჯვრე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და ტკბილ კვე­რებს. რო­გო­რი ამინ­დიც არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მე­ფე­ხეს ღა­მე გა­რეთ უნ­და გა­ე­თია, რა­თა ოჯახ­ში გან­წ­მენ­დი­ლი შე­სუ­ლი­ყო და კარ­გი ფე­ხი შე­ე­ტა­ნა. ოჯა­ხის უფ­როსს აქაც თა­ვი­სი საქ­მე ჰქონ­და: ალი­ონ­ზე უნ­და ამ­დ­გა­რი­ყო, სა­ქონ­ლის­თ­ვის მი­ე­ხე­და, მე­რე კი სან­თ­ლე­ბით ხელ­ში შე­სუ­ლი­ყო შინ და ოჯა­ხი და­ე­ლო­ცა.

ახალ წელს ოჯა­ხის უფ­რო­სი კა­ცი, ერ­თი ქა­ლი და ერ­თი კა­ცი, სის­ხამ დი­ლა­ზე, ჩუ­მად ად­გე­ბოდ­ნენ, სა­ნო­ვა­გით სავ­სე გი­დელს წა­ი­ღებ­დ­ნენ, ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ხარს წა­იყ­ვან­დ­ნენ და წყალს და­ა­ლე­ვი­ნებ­დ­ნენ, უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას თან წყა­ლი მოჰ­ქონ­დათ. კა­ლო­ზე თოვ­ლის ზვინს დად­გამ­დ­ნენ, შუ­ა­ში ნაძ­ვის ხეს ჩა­ურ­ჭობ­დ­ნენ, გარს შე­მო­უვ­ლიდ­ნენ და მე­რე სახ­ლ­ში შე­დი­ოდ­ნენ. კა­ცი იძახ­და: „კა­რი გა­მი­ღეთ, ღვთი­სა და ხელ­მ­წი­ფის წყა­ლო­ბა მო­მაქვს!“ შე­ვი­დო­და სახ­ლ­ში, შე­იყ­ვან­და ხარ­საც, სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და კე­რას, შემ­დეგ აიღებ­და ხელ­ში ბე­დის პურს, რო­მელ­ზეც ელა­გა: თაფ­ლი, ხორ­ცი, ყვე­ლი, ფუ­ლი და ყვე­ლას მი­უ­ლო­ცავ­და ახალ წელს.

ახალ­წ­ლის ღა­მეს, სვა­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ნო­ვა­გეს გი­დელ­ში ჩა­ა­ლა­გე­ბენ და სახ­ლის გა­სა­ვალ კა­რებ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბენ, რომ მეკ­ვ­ლეს მზად დახ­ვ­დეს. მეკ­ვ­ლე კა­რზე და­ა­კა­კუ­ნებს შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბით: „ყორ მუ­კი­არ, ყორ მუ­კი­არ (კა­რი გა­ა­ღეთ) ღერ თე­მი­ში იხელ­წი­ფი ჟორ ამ­ღ­ვე, ყორ მუ­კი­არ (ღვთი­სა და ხელ­მ­წი­ფის წყა­ლო­ბა მო­მაქვს, კა­რი გა­მი­ღეთ).“

ხევსა და მთიულეთში ახა­ლი წე­ლი ხე­ვის­ბე­რე­ბის სა­რი­ტუ­ა­ლო მსვლე­ლო­ბით იწყე­ბო­და — ისი­ნი დრო­შას ააბ­რ­ძა­ნებ­დ­ნენ წმინ­და გი­ორ­გის ხატ­ში. რო­გორც კი ზა­რე­ბი ახა­ლი წლის დად­გო­მას აუწყებ­დ­ნენ, ტაძ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ხე­ვის­ბე­რე­ბი ჯერ ერ­თ­მა­ნეთს, მე­რე კი თემს მი­უ­ლო­ცავ­დ­ნენ ახალ წელს, მშვი­დო­ბა­სა და ბა­რა­ქას უსურ­ვებ­დ­ნენ. ამის შემ­დეგ წმინ­და გი­ორ­გი­სა და მთა­ვარ­დიდ­მო­წა­მის სა­ხე­ლის სა­დი­დებ­ლად იკ­ვ­ლე­ბო­და საკ­ლა­ვი და იწყე­ბო­და ზე­ი­მი.
სამცხე-ჯავახეთში ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი უმ­ძ­რახ წყალს ეზო­ში, სა­სი­მინ­დე­სა და ნა­ლი­ა­ში ას­ხუ­რებ­და; სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა­ზე, გარ­და ტკბი­ლე­უ­ლი­სა, ეწყო კა­რა­ქი, ხა­ვი­წი­ა­ნი კვე­რე­ბი, კარ­ტო­ფი­ლის ხინ­კა­ლი და ღვი­ნო. ოჯა­ხის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის სა­ხელ­ზე ცხვე­ბო­და სა­ბე­დო, ბა­ნის, სა­მეკ­ვ­ლეო და ხა­რის ქე­დის კვე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ოჯა­ხის უფ­რო­სი ყრი­და ერ­დო­დან და თან ლოც­ვა­საც აყო­ლებ­და.

31 დე­კემ­ბერს, მზის ჩას­ვ­ლი­სას, ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი, ხელ­ში რკი­ნის ჯო­ხით, სახლს სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და, თან ფუ­ძის ან­გე­ლოზს სთხოვ­და მი­სი ოჯა­ხი ეშ­მა­კის გზი­დან აეც­დი­ნა. სა­ღა­მო ჟამს დი­ა­სახ­ლი­სი შე­უდ­გე­ბო­და სა­ა­ხალ­წ­ლო კვე­რე­ბის გა­მოცხო­ბას. პირ­ვე­ლად გა­მო­აცხობ­დ­ნენ ბა­სი­ლას, რო­მელ­საც გრძე­ლი წვე­რი და ნიგ­ვ­ზის თვა­ლე­ბი ჰქონ­და. შემ­დეგ აცხობ­დ­ნენ: „ხა­რის ქე­დის“ მრგვალ კვე­რებს, ცხვრის „ბუ­ჟუ­ნას“, რომ­ლის ცომ­საც სახ­რე­ზე და­ახ­ვევ­დ­ნენ და ისე გა­მო­აცხობ­დ­ნენ, „ბე­დის პუ­რი“ ცხვე­ბო­და დი­დი და შიგ ატან­დ­ნენ თეთრ აბა­ზი­ანს.

შემ­დეგ დი­ა­სახ­ლი­სი აცხობ­და „ბა­ნის პუ­რებს“ და „ქა­თამ-წი­წი­ლას“ პუ­რებს, რო­მელ­საც ვაშ­ლის ფორ­მა ჰქონ­და და გარ­შე­მო ცო­მის ნის­კარ­ტებს უკე­თებ­დ­ნენ. აცხობ­დ­ნენ სა­მე­ურ­ნეო იარა­ღე­ბის ბე­დის კვე­რებ­ს: ცელს, გუ­თანს, ძრო­ხის ძუ­ძუ­ებს, პუ­რის ორ­მოს, ქე­რი­სას და დი­კი­სას.

ამის შემ­დეგ სახ­ლის უფ­რო­სი კვე­რებს სა­ა­ხალ­წ­ლო ტაბ­ლა­ზე და­ა­ლა­გებ­და. შუ­ა­ში ეს­ვე­ნა ბა­სი­ლა, რო­მელ­საც ხე­ლე­ბი გულ­ზე ჰქონ­და გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი. თავ­თან და ფე­ხებ­თან ბა­სი­ლას ბა­ნის პუ­რებს და­უ­დებ­დ­ნენ. ტაბ­ლა­ზე და­დებ­დ­ნენ თაფ­ლი­ან ჯამს, ჰალ­ვას, გო­ზი­ნაყს და ტყვი­ას. ამ ტაბ­ლას ოჯა­ხის უფ­რო­სი კე­რას­თან მიდ­გამ­და.

მამ­ლის ყი­ვი­ლი­სას ამ ტაბ­ლას აიღებ­და, ავი­დო­და სახ­ლის ბან­ზე და დარ­ბა­ზის გვირ­გ­ვინს სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლი­და ლოც­ვით: „ერ­დო­სა შენ­სა შე­მოვ­დ­გი ფე­ხი, ჩე­მო ცოლ­შ­ვი­ლო გწყა­ლობ­დეს ღმერ­თი, ფე­ხი ჩე­მი, კვა­ლი ან­გე­ლო­ზი­სა, გწყა­ლობ­დეს წმ. ბა­სი­ლას მად­ლი.“

მეკ­ვ­ლე სახ­ლ­ში შეს­ვ­ლის დროს ასეთ ლექსს წარ­მოთ­ქ­ვამ­და:

„ახალ წე­ლი­წადს, წლის თავ­სა გიკ­ვ­ლევ ვა­ზი­სა ქი­თამ­ცა,

შე­ნიმ­ცა სახ­ლი ავ­სი­ლა ტყავ-კა­ბა-ზარ­ბა­ზი­თამ­ცა;

ცხენ­ზე­დაც შა­გის­ხ­დე­ბი­ან მშვილ­დის­რი­ან­ნი, ხმლი­თამ­ცა,

კარ­ზე­დამც მო­გად­გე­ბი­ან ცხენ-ჯორ-ამაფ­რა­ში­თამ­ცა;

ტახ­დ­ზე­დამც და­გიდ­გე­ბი­ან თავ-ოქ­რო-გვირ­გ­ვი­ნი­თამ­ცა,

მტე­რი სულ და­გიბ­მ­რავ­დე­ბის ეშ­მა­კი ხმა­ლით — ცი­თამ­ცა

მო­კე­თე ღმერ­თ­მა გიმ­რავ­ლოს, მოყ­ვა­რე მრა­ვალ გზი­თამ­ცა;

პურ-ღვი­ნო და­უ­ლე­ვე­ლი, ვით მო­ნა­დი­რე წყლი­თამ­ცა;

სი­ცოცხ­ლე გა­ხა­რე­ბუ­ლი, მო­უწყი­ნა­რი დღი­თამ­ცა;

ას­რე დას­ტ­კ­ბი ამ ქვე­ყა­ნას, ვით თაფ­ლი ფუტ­კ­რის სკი­თამ­ცა,

უხ­ვა­დაც მო­გე­ცე­მო­დეთ თვალ-მარ­გა­ლი­ტი ზღვი­თამ­ცა.“

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები