25 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პა­ლა­ტა სას­კო­ლო ოთახს სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ შეც­ვ­ლის

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ახალ სას­წავ­ლო სე­ზონ­საც, სკო­ლის შე­ნო­ბის ნაც­ვ­ლად, სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში შეხ­ვ­და, 62 მოს­წავ­ლე, საკ­ლა­სო ოთა­ხის ნაც­ვ­ლად, ამ­ჯე­რა­დაც, სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პა­ლა­ტა­ში მი­უჯ­და სკო­ლის მერხს, 4 პირ­ველ­კ­ლა­სელს სკო­ლის­თ­ვის, ცო­ტა არ იყოს და, შე­უ­ფე­რე­ბელ გა­რე­მო­ში მო­უხ­და სკო­ლას­თან ზი­ა­რე­ბა…

ამ სკო­ლის პრობ­ლე­მა­ზე ად­რეც ვწერ­დით, რო­ცა იქა­უ­რებს სა­კუ­თა­რი კედ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა და ლა­მის „ბო­შუ­რი“ ცხოვ­რე­ბის დაწყე­ბა მო­უხ­დათ. მა­შინ­ვე იყო ბევ­რი შე­პი­რე­ბა, იყო სა­უ­ბა­რი ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა­ზეც, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღემ­დე არა აქვთ სა­კუ­თა­რი ბი­ნა. იქა­უ­რე­ბი ახ­ლა მო­რი­გი და­პი­რე­ბე­ბის იმე­დად არი­ან…

ეს სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი, დი­დი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სკო­ლაა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე, რო­ცა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობ­და, გა­ნათ­ლე­ბას მოწყუ­რე­ბულ­მა სო­ფელ­მა, მი­სი პროგ­რე­სუ­ლი ნა­წი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­კუ­თა­რი ხე­ლით, სა­კუ­თა­რი შრო­მით, ხალ­ხ­ში აგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ააშე­ნა და აგერ, აქამ­დე ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არა მარ­ტო სა­ჭა­მი­ა­სერს, არა ­მარ­ტო ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ფარ­თო სპექ­ტ­რ­საც. იქა­უ­რო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი შემ­კ­რე­ბი წერ­ტი­ლია გარ­შე­მო სოფ­ლე­ბის­თ­ვის: სა­კუთ­რივ სა­ჭა­მი­ა­სე­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­მა­ვა­ლი ჩო­მე­თის, ქვე­მო­ხე­თის (ად­რე, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლე­ბამ­დე ორი­ვე­გან 4-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი დაწყე­ბი­თი სას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც მე­რე და­ი­ხუ­რა), კა­ლა­გო­ნის, მა­მუ­ლა­რის, მე­ზო­ბე­ლი ზე­მო­ხე­თის (რო­მელ­შიც ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი შე­დის) და სამ­ტ­რე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის – გორ­მა­ღა­ლი­სა და ქვა­ყუ­დეს­თ­ვის. თა­ვის დრო­ზე, რო­ცა აშენ­და და რო­ცა სკო­ლე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბა იყო, აქ თურ­მე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო შო­რი სოფ­ლე­ბი­და­ნაც და­დი­ოდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი. ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქ მე­ზო­ბე­ლი სუფ­სის ხე­ო­ბი­დან, ნოე და ისი­დო­რე რა­მიშ­ვი­ლე­ბის და სხვა ის­ტო­რი­ულ პირ­თა მშობ­ლი­ურ სო­ფელ დიდ­ვა­ნი­და­ნაც კი და­დი­ოდ­ნენ, ხო­ლო მე­ზო­ბელ კოხ­ნარ­სა და სხვა სოფ­ლებ­ზე არ­ცაა სა­უ­ბა­რი.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მოთხოვ­ნაც გა­ი­ზარ­და, იმა­ტა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­მაც და ის თავ­და­პირ­ვე­ლი შე­ნო­ბა ვერ იტევ­და მსურ­ველს. ამი­ტომ წი­ნა მხრი­დან მი­ა­შე­ნეს თუ ჩა­უდ­გეს ახა­ლი, ბევ­რად უფ­რო ვრცე­ლი 4-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი (თუმ­ცა და­სავ­ლე­თის მხრი­დან, რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ხუ­თე სარ­თუ­ლიც გა­მო­ვი­და, ოღონდ – არა სარ­და­ფი, სა­დაც ბუ­ფე­ტი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი) და სკო­ლა­მაც იქ გად­მო­ი­ნაც­ვ­ლა, ძველ შე­ნო­ბას კი, ძი­რი­თა­დად, დამ­ხ­მა­რე ფარ­თად იყე­ნებ­დ­ნენ, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი სას­წავ­ლო კა­ბი­ნე­ტე­ბი იქაც დარ­ჩა.

პრობ­ლე­მე­ბი, ძი­რი­თა­დად, უფ­რო ამ სა­უ­კუ­ნი­დან გაჩ­ნ­და, რო­ცა შე­ნო­ბის ორი­ვე ნა­წილ­მა – ძველ­მაც და ახალ­მაც ბზა­რე­ბი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში იზარ­და და თან­და­თან სა­ში­შად იქ­ცა. 2019 წელს სკო­ლა­ში სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­ს­პერ­ტი­ზის ბი­უ­როც მო­იწ­ვი­ეს, რომ­ლის დას­კ­ვ­ნი­თაც სკო­ლა ავა­რი­უ­ლად შე­ფას­და. ამის შემ­დეგ კარ­გა ხანს იმა­ზე ბჭობ­დ­ნენ, გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აჯო­ბებ­და თუ – დან­გ­რე­ვა და ახ­ლის აშე­ნე­ბა. იყო სა­უ­ბა­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სას­კო­ლო შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა­ზეც, რა­მაც მას­წავ­ლე­ბელ­თა აზ­რე­ბი ორად გა­ყო – ენა­ნე­ბო­დათ მათ­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი შე­ნო­ბის დან­გ­რე­ვა, სა­დაც უმე­ტე­სო­ბამ თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბა, მოს­წავ­ლე­ო­ბა გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის შე­ნო­ბაც ისე­თი მაც­დუ­რი სატყუ­ა­რა იყო, უარს ვერც ამა­ზე ამ­ბობ­დ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ მა­შინ იმა­ზე შე­ჯერ­დ­ნენ, რომ გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რაც უმოკ­ლეს ვა­დებ­ში უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ დღემ­დე არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლა­ში მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რად­გან სხვა­გან გადა­სას­ვ­ლე­ლად ახა­ლი ფარ­თის მო­ძი­ე­ბა გა­ჭირ­და. ეს პრო­ცე­სი 2022 წლის მარ­ტამ­დე გაგ­რ­ძელ­და და სა­გა­ზაფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ სკო­ლა ერთ-ერ­თი თა­ნა­სოფ­ლე­ლის კერ­ძო სახ­ლ­ში გა­და­ბარ­გ­და. ის სას­წავ­ლო წე­ლი იქ ჩა­ამ­თავ­რეს, 2022 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან კი სოფ­ლის ყო­ფილ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლეს, სა­დაც დღემ­დე რჩე­ბი­ან.

იქ გა­დას­ვ­ლა მა­ნამ­დეც იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს შე­ნო­ბა­ში სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ბა­ღის­თ­ვის ცალ­კე შენ­დე­ბო­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად უხა­რის­ხოდ აშენ­და, სა­თა­ნა­დო უწყე­ბებ­მა არ ჩა­ი­ბა­რეს და მი­სი რე­მონ­ტი კი­დევ ერ­თი წლით გაგ­რ­ძელ­და. სწო­რედ მა­შინ მო­უ­წია ამ სკო­ლას კერ­ძო სახ­ლ­ში გა­და­ბარ­გე­ბა და რო­ცა ბა­ღის შე­ნო­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­რე­მონ­ტ­და, ბა­ღიც იქ გა­და­ვი­და, სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბულ შე­ნო­ბა­ში – სკო­ლა… რო­გორც გითხა­რით, დღემ­დე იქ რჩე­ბი­ან. ამით მა­თი მოგ­ზა­უ­რო­ბა კი დას­რულ­და, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი – არა. თქმაც არ უნ­და, სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს პა­ლა­ტა სას­კო­ლო ოთახს სრულ­ფა­სოვ­ნად რომ ვერ შეც­ვ­ლის, მაგ­რამ, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არაა, იტა­ნენ რო­გორ­ღაც.

ბუ­ნებ­რი­ვია, მას შემ­დეგ სო­ფე­ლიც და სკო­ლის პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვიც ყო­ველ დღეს იმ იმე­დით ხვდე­ბოდ­ნენ, რომ და­იწყე­ბო­და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და მათ გა­ჭირ­ვე­ბა­საც საშ­ვე­ლი და­ად­გე­ბო­და, თუმ­ცა – ამა­ოდ.

ახ­ლა სკო­ლა ახა­ლი იმე­დით ცოცხ­ლობს. პირველ სექ­ტემ­ბერს, ამ ზო­ნა­ში, ხე­ვის­წყა­ლას სოფ­ლებ­ში – კოხ­ნარ­ში, სა­ჭა­მი­ა­სერ­სა და ზე­მო­ხეთ­ში, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, გუ­რი­ის რე­გი­ო­ნის რწმუ­ნე­ბუ­ლი იმყო­ფე­ბო­და, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ახ­ლან­დელ მერ­სა და მე­რო­ბის კან­დი­და­ტებ­თან, რა­ი­ო­ნის სხვა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად. სხვა სოფ­ლე­ბის მსგავ­სად, პრობ­ლე­მე­ბი არც სა­ჭა­მი­ა­სერს აკ­ლია, თუმ­ცა სკო­ლა მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლიც ამ თე­მას და­ეთ­მო. სტუმ­რებ­მა პი­რა­დად მო­ი­ნა­ხუ­ლეს ახ­ლან­დე­ლი შე­ნო­ბა და თა­ვად გა­ეც­ნენ იქ არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას, არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს… ბუ­ნებ­რი­ვია, იყო და­პი­რე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ ამას არ დას­ჯერ­დ­ნენ. მას შემ­დეგ სკო­ლა­ში კი­დევ იყო მი­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი სხვა­დას­ხ­ვა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან თუ უწყე­ბე­ბი­დან ვი­თა­რე­ბის გა­საც­ნო­ბად. იმე­დია, ეს მხო­ლოდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აქ­ტი­უ­რო­ბად არ დარ­ჩე­ბა, ასე­თი ვი­ზი­ტე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებს იმედს უჩენს. თუმ­ცა აქ ერ­თი პრობ­ლე­მააა – ამ­ჟა­მად დან­გ­რე­უ­ლია და შენ­დე­ბა და­ბა ჩო­ხა­ტა­უ­რის ის­ტო­რი­უ­ლი, უამ­რა­ვი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის აღ­მ­ზ­რ­დე­ლი №1 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ერთ-ერ­თი სა­ხე­ლო­ვა­ნი აღ­ზ­რ­დი­ლის – აკა­დე­მი­კოს ნი­კო მა­რის სა­ხელს ატა­რებს. მი­სი მშე­ნებ­ლო­ბა საკ­მა­ოდ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ და­იწყო, მოს­წავ­ლე­ე­ბი კი ახალ სას­წავ­ლო სე­ზონს 2 ლო­კა­ცი­ა­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბულ­ნი შეხ­ვ­დ­ნენ. რო­გორც რა­ი­ო­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ამ­ბობს, იმ სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და­იწყე­ბენ სა­ჭა­მი­ა­სე­რის სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბას. ღმერ­თ­მაც ქნას!

თუმ­ცა ახ­ლა ახა­ლი პრობ­ლე­მე­ბი წა­მო­ვი­და. 2019 წლის შემ­დეგ, რო­ცა სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს ის დას­კ­ვნა და­ი­დო, წლე­ბი გა­ვი­და და შე­ნო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფ­რო დამ­ძიმ­და – ნაპ­რა­ლებ­მაც იმა­ტა, ბევ­რ­გან კარ-ფან­ჯ­რის ჩარ­ჩო­ე­ბიც დე­ფორ­მირ­და და დღეს შე­ნო­ბა­ში არა­თუ შეს­ვ­ლა, სი­ახ­ლო­ვეს გავ­ლაც კი სა­ში­შია. ამი­ტომ ახ­ლა გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ებ­ზე კი არა, ახა­ლი შე­ნო­ბის აშე­ნე­ბა­ზე უფ­რო სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა სა­კითხი ბო­ლომ­დე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი არაა. ბო­ლომ­დე ისიც არაა გარ­კ­ვე­უ­ლი, ისევ იმა­ვე ად­გი­ლას ააშე­ნე­ბენ თუ სხვა­გან გა­და­ი­ტა­ნენ. ძველ სკო­ლას საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ეზო აქვს, მეტ-ნაკ­ლე­ბად მოვ­ლი­ლი და გა­შე­ნე­ბუ­ლი, მყა­რი ღო­ბით შე­მო­ღო­ბი­ლიც. ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლებ­ლებს მი­სი დათ­მო­ბაც ენა­ნე­ბათ (მით უფ­რო, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნიც იქ­ვეა, ისიც შე­მო­ღო­ბი­ლი), თუმ­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფარ­თ­საც ეძე­ბენ. ძველ ად­გი­ლას და­ტო­ვე­ბა ნი­ა­და­გის ქა­ნე­ბის მდგრა­დო­ბა­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამის შე­სა­მოწ­მებ­ლად კი ახა­ლი ექ­ს­პერ­ტი­ზაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, რაც გარ­კ­ვე­ულ დროს მო­ითხოვს… იმე­დია, ეს სა­კითხი დიდ­ხანს არ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა და ამ სკო­ლა­საც და­ად­გე­ბა საშ­ვე­ლი.

მა­ნამ­დე კი სკო­ლა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, თუ შე­იძ­ლე­ბა, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში სწავ­ლას ჩვე­უ­ლი ეწო­დოს. სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია კად­რე­ბით და რაც მთა­ვა­რია, ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბით, რო­მელ­თა უდი­დე­სი ნა­წი­ლიც სხვა­დას­ხ­ვა სტა­ტუ­სის მქო­ნეა, მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არც აქვთ და არც ჰყავთ. აქა­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და დი­დი წარ­მა­ტე­ბი­თაც სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნობ­რივ თუ სხვა ტი­პის ოლიმ­პი­ა­დებ­ში, სას­წავ­ლო პრო­ექ­ტებ­სა და ამ­გ­ვარ სა­გან­მან­თ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში; პე­რი­ო­დუ­ლად ეწყო­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ხის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ბუ­ნე­ბის დაც­ვა­სა და ეკო­ლო­გი­ა­ზე, შშმ პი­რებ­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე და სხვა… ერთ-ერ­თი ასე­თი ბო­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო მა­ის­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტ­ში „სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კა“, მას­წავ­ლე­ბე­ლი – ეკა ჭკუ­ა­სე­ლი.

სკო­ლა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი შეხ­ვ­და ახალ სას­წავ­ლო წელს. სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბიც ჩა­ა­ტა­რეს, პრო­ცე­სი ისევ გრძელ­დე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ებს სას­კო­ლო ატ­მოს­ფე­რო შე­უქ­მ­ნან. მოს­წავ­ლე კი, რო­გორც ზე­მოთ გითხა­რით, 62 ჰყავთ, რაც იმ მას­შ­ტა­ბე­ბის­თ­ვის, რა­საც ეს სკო­ლა მო­ი­ცავს, ძალ­ზე მცი­რეა. თუმ­ცა ამ სიმ­ცი­რის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი შე­ნო­ბის არარ­სე­ბო­ბაა – ახალ ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­დას­ვ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბევ­რ­მა ოჯახ­მა სხვა­გან გა­და­იყ­ვა­ნა შვი­ლი. ძი­რი­თა­დად – სხვა სოფ­ლე­ბის მაცხოვ­რებ­ლებ­მა, თუმ­ცა არი­ან ამ სოფ­ლის ოჯა­ხე­ბიც. სიმ­ცი­რის მე­ო­რე და უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი ის მძვინ­ვა­რე მიგ­რა­ციაა, რა­მაც ბო­ლო წლებ­ში ესეც და ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სხვა სოფ­ლე­ბიც, რომ­ლებ­საც ეს სკო­ლა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ცა­ლა და მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ამ­ცი­რა. ზე­მოთ ისიც გითხა­რით, რომ წე­ლს ამ პი­რო­ბი­თი სკო­ლის კა­რი მხო­ლოდ 4-მა პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა შე­ა­ღო, რაც ასე­ვე მცი­რე ციფ­რია, რაც ზე­მო­მოყ­ვა­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ამათ 4 მა­ინც ჰყავთ, მე­ზო­ბელ კოხ­ნარს, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი სო­ფე­ლი იყო (ცალ­კე­ულ სოფ­ლებსა და არა  თე­მებს შო­რის) 2 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი ჰყავს!

და­სას­რულ, სა­ჭა­მი­ა­სე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გე­ბის მსგავ­სად, ჩვენც გა­მოვ­თ­ქ­ვამთ იმედს, რომ ამ სკო­ლის პრობ­ლე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად მოგ­ვარ­დე­ბა.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება