„ახალი განათლება“ აგრძელებს მასწავლებელთა მხარდაჭერას და ამ ჯერზე წარმოგიდგენთ საუნივერსიტეტო კონფერენციის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას თბილისის N53 და N54 საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, კახაბერ გაბუჩიას, პრაქტიკაზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი მართავს მასწავლებელთა XI საუნივერსიტეტო კონფერენციას „უნივერსიტეტი სკოლას – სკოლა უნივერსიტეტს“ ,,მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 10 დეკემბერს ონლაინ ფორმატში. შეხვედრის ბმულს მიიღებთ 10 დეკემბრამდე ელ. ფოსტის საშუალებით.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი საგნობრივი და ზოგადი სექციები:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- ქართული, როგორც მეორე ენა;
- მათემატიკა;
- უცხო ენა;
- საზოგადოებრივი მეცნიერებები;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
- ესთეტიკური
- სპორტი;
- ზოგადი (საკითხის შესახებ არსებული თეორიული მასალა, რეკომენდაციები).
სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება – 15 წუთი; მსჯელობა – 10 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
♦ თეზისების გაგზავნის ვადა: 2022 წლის 1 დეკემბრამდე კონფერენციის ელექტრონული ფოსტის მისამართი: pedconference@tsu.ge
♦ კონფერენციაზე მომხსენებლად დაშვების შეტყობინება: 2022 წლის 6 დეკემბრამდე
თეზისების გაფორმების წესი: აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას:
⇒ საერთო სასკოლო მიდგომა;
⇒ საგნობრივ / საგანთშორის ჭრილში გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკის აღწერა (საგაკვეთილი გეგმები, პროექტები, კომპლექსური დავალებები და სხვა).
ფონტი: Sylfaen ზომა: 12 ინტერვალი: 1,5 მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( არაუმეტეს 500 სიტყვისა) ასევე, აბსტრაქტში თავფურცლის სახით მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: – სახელი და გვარი (პირადობის მიხედვით); – ორგანიზაციის დასახელება, რომელშიც მუშაობთ და დაკავებული თანამდებობა; – მოხსენების სათაური; – ელექტრონული ფოსტა; – მობილურის ნომერი. საკონტაქტო პირები: მარიკა ჩაფიძე – თსუ, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი. marika.chapidze@tsu.ge მეგი ესებუა – თსუ, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის ასისტენტი. Megi.esebua@tsu.ge
კონკრეტული მასალა:
სახელი და გვარი: კახაბერ გაბუჩია
ორგანიზაციის დასახელება, რომელშიც მუშაობთ და დაკავებული თანამდებობა:
მოხსენების სათაური: ,,მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე“.
ელექტრონული ფოსტა:
მობილურის ნომერი:
,,მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე“
თანამედროვე სამყაროში აუცილებელია იმ კომპეტენციათა ცოდნა, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის ადამიანს. იზოლირებული, ჩარჩოებში მოქცეული ცოდნა არ არის საკმარისი პიროვნული რეალიზებისთვის. ევროკავშირის მიერ მოწოდებული კომპეტენციათა ჩამონათვალი, რომელიც 8 პუნქტს მოითვლის, ყველა საგნის მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი ორიენტირია. წარმოგიდგენთ თბილისის N53 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ზეპირი საჯარო გამოსვლის ტექსტისთვის საჭირო კომპლექსური დავალების პირობას: დაწერეთ საჯარო გამოსვლის ტექსტი იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამებაზე“ დაყრდნობით. წერისას გამოკვეთეთ აბზაცები, გამოიყენეთ რიტორიკისთვის დამახასიათებელი სტილი, მრავალფეროვანი ლექსიკა, სხვადასხვა ტიპის წინადადებები, დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაცია.
ნამუშევარში:
♦ წარმოაჩინეთ მე-5 საუკუნის ქართლის მნიშვნელოვანი პრობლემები, მათი ყველა ასპექტი, მიზეზები, შედეგები; ასევე _ შუშანიკის როლი ქრისტიანობისა და ქართლის სახელმწიფოებრიობისთვის;
♦ გაითვალისწინეთ ადრესატი (ფართო მასები);
♦ გამოკვეთეთ სამნაწილიანი სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.
პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრეთ:
⇒ რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი საჯარო გამოსვლის ტექსტია;
⇒რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ტექსტი გასაგები და დამაჯერებელი იქნება მსმენელისთვის, რატომ გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის წინადადებები და მრავალფეროვანი ლექსიკა?
აღნიშნული კომპლექსური დავალების შესრულებისას გააქტიურდა წიგნიერება, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა, სამოქალაქო კომპეტენცია.
შეგახსენებთ:
„ახალი განათლება“ მასწავლებლების მხარდასაჭერად, დღეს 14 ნოემბერს, 19 საათზე. გამართავს ტრენინგს თემაზე : ,,მოსწავლეთა გამჭოლი უნარებისა და ღირებულებების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში“.
ტრენინგს წარუძღვება ეროვნული სასწავლო გეგმის, ხარისხის განვითარებისა და ავტორიზაციის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი
დასწრება თავისუფალია!
დასასწრებად დააწკაპეთ ბმულს: