22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რუ­სულ-უკ­რა­ი­ნუ­ლი ომის კონ­ტექ­ს­ტ­ში

spot_img
რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თ­ვე­ლო რუ­სუ­ლე­ნო­ვან იმიგ­რან­ტებს და რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მიღ­მა?

 

2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მ­დეგ რუ­სე­თის მი­ერ დაწყე­ბულ­მა აგ­რე­სი­ამ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნის პო­ლი­ტი­კა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ტის­ტი­კა, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს დღის წეს­რი­გი. სა­ინ­ტე­რე­სოა ომის გავ­ლე­ნის შეს­წავ­ლა გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით – რო­გორ შე­იც­ვა­ლა რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის რუ­კა და სპე­ცი­ფი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რო­გო­რია სა­ჯა­რო და კერ­ძო ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის დი­ნა­მი­კა, 2020 წლი­დან დღემ­დე. სწო­რედ ამ მთა­ვარ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კვლე­ვა და გა­მოს­ცა ან­გა­რი­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა, ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით (ავ­ტო­რე­ბი: ნა­თია გორ­გა­ძე, შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე, თა­მარ ან­თა­ძე). ან­გა­რიშ­ში ასა­ხუ­ლია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბე­ბი: რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზობს სა­ქარ­თ­ვე­ლო რუ­სუ­ლე­ნო­ვან იმიგ­რან­ტებს და რა ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მიღ­მა?  რა ტი­პის გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­ჯა­რო და კერ­ძო ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში წარ­მოქ­მ­ნილ სი­ახ­ლე­ებ­თან ადაპ­ტი­რე­ბი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და რო­გო­რია სის­ტე­მის რე­ა­გი­რე­ბი­სა და მზა­ო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ? რა მო­ლო­დი­ნე­ბი, აღ­ქ­მე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ იმიგ­რანტ მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან და სპე­ცი­ფი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რუ­სულ-უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ სა­ხეს იძენს და მათ­გან, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იმიგ­რი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის დი­დი ნა­წი­ლის ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნა.

უახ­ლე­სი კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობს ისე­თი არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ არის. ასე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ნა­წი­ლი სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას რუ­სე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წარ­მარ­თავს. თუმ­ცა, ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მათ „ვერ ხე­დავს“ და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­სა და ხედ­ვებ­თან თან­ხ­ვედ­რის შე­სა­ხებ.

კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, ვლინ­დე­ბა ახალ­და­არ­სე­ბუ­ლი კერ­ძო სკო­ლე­ბის კლას­ტე­რი, რო­მე­ლიც იმიგ­რი­რე­ბულ რუ­სუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებს აერ­თი­ა­ნებს და მათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სას­წავ­ლო გეგ­მის შე­სა­ბა­მის სწავ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა 16-მდე არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სკო­ლა ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რი, რო­მელ­თა შო­რის 12, რუ­სეთ­ში არ­სე­ბულ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სკო­ლას­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მოს­წავ­ლე­ებს რუ­სუ­ლი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას სთა­ვა­ზობს. სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი არას­რუ­ლია, რად­გან მხო­ლოდ მკვლე­ვარ­თა მი­ერ შეს­წავ­ლილ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ებს ეყ­რ­დ­ნო­ბა და არა ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბა ვერ მო­ხერ­ხ­და, რად­გან სკო­ლე­ბი ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ნა­წილს არ წარ­მო­ად­გე­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან სინ­ქ­რო­ნი­ზა­ცი­ის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვამს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, თუმ­ცა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ამ სა­კითხს არ გა­ნი­ხი­ლავს.

2022 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, იმიგ­რან­ტ­თა ტალ­ღის ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ლი მო­დი­ო­და რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნი­სა და ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და მა­თი სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის 35, 12 და 7 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და. კვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი­დან იმიგ­რი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო ასა­კის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქ­მის ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იმ მო­ზარ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ბა­ზა­ში არი­ან რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი. ბე­ლა­რუ­სი­დან იმიგ­რი­რე­ბულ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2-ჯერ და უფ­რო მე­ტია, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­რიცხულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა 2022 წელს უკ­რა­ი­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში იმიგ­რი­რე­ბულ მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბას, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო 1000-ით ნაკ­ლებ მოს­წავ­ლეს აღ­რიცხავს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, 2022 წელს, ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი 6-დან 18 წლის ასა­კამ­დე რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნი­სა და ბე­ლო­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე 4000-ზე მე­ტი პი­რი არ არის მოქ­ცე­უ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ფარ­გ­ლებ­ში.

კვლე­ვის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი ნა­თია გორ­გო­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მკვეთ­რად გაზ­რ­დი­ლია და, ამას­თა­ნა­ვე, იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვი­და (4000 მო­ზარ­დი), გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე იმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ხე­დავს. „რაც იმას ნიშ­ნავს, რომ, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გა­ნათ­ლე­ბას იღებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ანუ გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ იმ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მელ­საც ვერ ხე­დავს ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა – ისი­ნი არ არი­ან აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი და მე­ტიც, არამც თუ მხო­ლოდ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი არ არი­ან, არა­მედ, ისიც უც­ნო­ბია ჩვენ­თ­ვის, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი ამ სკო­ლებ­ში. ამ კვლე­ვამ ზუს­ტად ის გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ, მეტ­წი­ლად, სკო­ლე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სის­ტე­მის ქვეშ არი­ან და ამ სის­ტე­მის შე­სა­ბა­მი­სად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენ არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ის­წავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში“.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის (რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სი­სა და უკ­რა­ი­ნის) ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში გაზ­რ­დი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­წი­ლი რუ­სუ­ლე­ნო­ვან სექ­ტო­რებ­სა და სკო­ლებ­ში (რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო) ნა­წილ­დე­ბა, თუმ­ცა, „ამა­ვე დროს, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ არის არა­ფორ­მა­ლუ­რი ნა­წი­ლი, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი არ არის რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში და მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა 4 ათა­სამ­დეა, მათ შო­რის კი, 3000 რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ეს არის 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც არ ფიქ­სირ­დე­ბა არც კერ­ძო და არც სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მა­ლურ ნა­წილს, აქაც მკვეთ­რი ზრდაა, მა­გა­ლი­თად, 2016-2017 წელს, და­ახ­ლო­ე­ბით, 12 ათა­სამ­დე მოს­წავ­ლე გვყავ­და რუ­სუ­ლე­ნო­ვან სექ­ტო­რებ­სა და სკო­ლებ­ში, დღეს მა­თი რიცხ­ვი 17 ათასს აჭარ­ბებს. მათ შო­რის, ყვე­ლა­ზე მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბა, სწო­რედ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მოს­წავ­ლეა“.

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის შე­დე­გად, შე­მო­სუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ თბი­ლი­სის ორ სკო­ლა­სა და ბა­თუ­მის ერთ სკო­ლა­ში უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო/გა­ნა­ახ­ლა. 2022-2023 წლებ­ში, უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, პირ­ვე­ლი­დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვ­ლით, სულ, 1,486 მოს­წავ­ლე სწავ­ლობ­და, სა­ი­და­ნაც 896 აჭა­რა­ში, ხო­ლო თბი­ლის­ში – 590 იყო აღ­რიცხუ­ლი. მოს­წავ­ლე­ე­ბი სამ სკო­ლა­ში არი­ან გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი: აჭა­რა­ში, ქა­ლაქ ბა­თუ­მის 20 სკო­ლა­ში, თბი­ლის­ში – სსიპ მი­ხე­ილ გრუ­შევ­ს­კის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ თბი­ლი­სის №41 სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და სსიპ ქა­ლაქ თბი­ლი­სის №220 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში. ამავ­დ­რო­უ­ლად, უკ­რა­ი­ნულ სექ­ტორ­ზე სწავ­ლობს რუ­სე­თის 1 მო­ქა­ლა­ქე თბი­ლი­სის 41-ე სკო­ლის მეშ­ვი­დე კლას­ში და აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 მო­ქა­ლა­ქე, სა­ი­და­ნაც 1 ბა­თუ­მის სკო­ლის მე­სა­მე კლას­ში სწავ­ლობს, 2 – მე­ექ­ვ­სე, 2 – მეშ­ვი­დე, 1 – მერ­ვე და 2 – მე­ა­თე კლას­ში; თბი­ლი­სის 220-ე სკო­ლის მე­სა­მე და მე­ოთხე კლას­ში კი­დევ თი­თო-თი­თო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე, მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. 2021-2022 სას­წავ­ლო წლი­დან 2022-2023 სას­წავ­ლო წლამ­დე, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში, 1 102 მოს­წავ­ლით გა­ი­ზარ­და.
რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბას, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში; მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ღა­ლია, ასე­ვე, არა­ფორ­მა­ლუ­რი (სკო­ლე­ბი ქარ­თუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე) გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, სა­ჯა­რო და კერ­ძო ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, 2022-2023 სას­წავ­ლო წელს, 3 642-ს შე­ად­გენს, ხო­ლო ამა­ვე წელს სის­ტე­მა­ში ახალ­შე­მო­სუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2 040-ია. გაზ­რ­დი­ლია, ასე­ვე, ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც – ერთ წე­ლი­წად­ში 279 მოს­წავ­ლე და­ე­მა­ტა. ისი­ნი, ვინც არა­ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში სწავ­ლო­ბენ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არი­ან აღ­რიცხულ­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ბა­ზებ­ში. საქ­ს­ტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი­დან იმიგ­რი­რე­ბუ­ლი სას­კო­ლო ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, 2022 წელს, 4 515-ს შე­ად­გენ­და, ხო­ლო ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე­თა – 878-ს. უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მოს­წავ­ლე­ე­ბის მიგ­რა­ცი­ის კვალ­დაკ­ვალ, გაზ­რ­დი­ლია რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც და ბო­ლო ოთხ­წ­ლი­ან პე­რი­ოდ­ში ამ პრო­ცეს­მა 50%-იან ზრდას მი­აღ­წია. რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა 3/4 სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი – 3 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თა­გან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი სწო­რედ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნეა. საკ­მა­ოდ გაზ­რ­დი­ლია უკ­რა­ი­ნის და ბე­ლა­რუ­სის მო­ქა­ლა­ქე მოს­წავ­ლე­ე­ბის ხვედ­რი­თი წი­ლიც რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში. რუ­სი, უკ­რა­ი­ნე­ლი და ბე­ლა­რუ­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ომის შე­დე­გად არ­სე­ბუ­ლი მიგ­რა­ცი­ის ად­გი­ლად, თბი­ლის­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნს ირ­ჩე­ვენ. სხვა რე­გი­ო­ნებ­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის სტა­ტის­ტი­კის ზრდა ისე­თი მკა­ფი­­ო­ბით არ ხა­სი­ათ­დე­ბა, რო­გორც თბი­ლი­ს­სა და აჭა­რის რე­გი­ონ­ში.

კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ მიგ­რი­რე­ბულ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ბავ­შ­ვებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ:

(ა) გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა რუ­სუ­ლე­ნო­ვან სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში;

(ბ) გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა რუ­სუ­ლე­ნო­ვან კერ­ძო სკო­ლებ­ში;

(გ) გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კერ­ძო სკო­ლე­ბის პროგ­რა­მებ­ზე;

(დ) გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში;

(ე) ქარ­თუ­ლე­ნო­ვან კერ­ძო სკო­ლებ­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი კლა­სე­ბის და­მა­ტე­ბა, ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში;

(ვ) ავ­ტო­რი­ზე­ბულ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან კერ­ძო სკო­ლებ­ში არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი რუ­სუ­ლი კლა­სე­ბის გახ­ს­ნა, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ქოლ­გის ქვეშ;

(ზ) „სა­ო­ჯა­ხო სკო­ლის“ ტი­პის არა­ფორ­მა­ლუ­რი ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ რუ­სე­თის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო რე­გუ­ლი­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში;

(თ) არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რე­ბი – რე­ა­ლუ­რად, სკო­ლე­ბი სა­რე­პე­ტი­ტო­რო ცენ­ტ­რე­ბის სა­ფარ­ქ­ვეშ, რომ­ლე­ბიც ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბენ რუ­სე­თის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ქვეშ. უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მოს­წავ­ლე­თა ფორ­მა­ლურ მიბ­მას რუ­სე­თის სა­ჯა­რო სა­გან­მან­თ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და ონ­ლა­ინ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად;

(ი) სკო­ლამ­დე­ლი და სას­კო­ლო მო­ზარ­დე­ბის ცენ­ტ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ სა­ჭი­რო­ე­ბენ ლი­ცენ­ზი­ას და/ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ. რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან მიგ­რი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 50% არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ქვეშ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბად კერ­ძო და სა­ჯა­რო ავ­ტო­რი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში, ხო­ლო 50% – არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც ოპე­რი­რე­ბენ რუ­სუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის სა­ფარ­ქ­ვეშ და შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით აძ­ლე­ვენ რუ­სე­თის სა­გა­ნან­მა­ნათ­ლებ­ლო კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დის­ტან­ცი­ურ გა­ნათ­ლე­ბას მოს­წავ­ლე­ებს. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მიდ­გო­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რე­ბი ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში არ მო­აქ­ცი­ოს. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ამ წელს მსგავ­სი ტი­პის არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო ცენტრს, პრე­ცე­დენ­ტუ­ლად, უარი ეთ­ქ­ვა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე.

კვლე­ვის ან­გა­რი­ში, რუ­სულ-უკ­რა­ი­ნუ­ლე­ნო­ვან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს შო­რის, და­სა­ხელ­და: აც­დე­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­სა და რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნი­სა და ბე­ლა­რუ­სის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მებს შო­რის; კერ­ძო და სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა მი­ღე­ბის არა­საკ­მა­რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი; არა­საკ­მა­რი­სი და შე­უ­სა­ბა­მო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა; კად­რე­ბი­სა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა; მშობ­ლი­უ­რი ენის სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი; ომის ფონ­ზე, ორე­ნო­ვა­ნი სწავ­ლე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სკო­ლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა­ე­ნო­ვან სექ­ტორ­ზე მოს­წავ­ლე­ებს შო­რის უთან­ხ­მო­ე­ბე­ბი და გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ქარ­თ­ველ და რუ­სუ­ლე­ნო­ვან მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ვლინ­დე­ბა და ა.შ. „პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ინ­ს­ტი­ტუ­ცია. რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის მკაც­რად ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ო­ჯა­ხო სკო­ლე­ბი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მხო­ლოდ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას, თა­ვი­სუ­ფალ 9 სა­გაკ­ვე­თი­ლო ბა­დეს, პრაქ­ტი­კა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლის მიდ­გო­მებს და არა­ფორ­მა­ლუ­რი, რე­მე­დი­ა­ცი­უ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი გან­ვი­თა­რე­ბის მდი­დარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სთა­ვა­ზო­ბენ,“ – ვკითხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში.

ყუ­რად­სა­ღე­ბია ან­გა­რიშ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. „ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა სკო­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რო­გორც მოს­წავ­ლის მი­ღე­ბი­სა და კონ­კ­რე­ტულ კლას­ში გა­ნა­წი­ლე­ბის, ასე­ვე სწავ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­შიც“. ამის გარ­და, სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რუ­სუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­სა და სექ­ტო­რებ­ზე.

♦ გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, სკო­ლის დო­ნე­ზე, სექ­ტო­რებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და სა­ერ­თო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში სხვა­დას­ხ­ვა სექ­ტო­რე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­რე­ულ ჯგუ­ფე­ბად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. არა­ფორ­მა­ლუ­რი თუ ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში და­გეგ­მი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მთე­ლი სკო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას გუ­ლის­ხ­მობს, ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს მოს­წავ­ლე­ე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას.

♦ მოს­წავ­ლე­ებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ენა ინ­გ­ლი­სუ­რია, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, ფლო­ბენ თუ არა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თულ ენას. ეს ტენ­დენ­ცია იკ­ვე­თე­ბა რუ­სუ­ლე­ნო­ვან გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თულ ქარ­თ­ვე­ლი ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც, თუ ისი­ნი სა­თა­ნა­დოდ ვერ ფლო­ბენ ქარ­თულს.

♦ იკ­ვე­თე­ბა რუ­სუ­ლი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის მცდე­ლო­ბა, თა­ვი აარი­დონ ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას; იკ­ვე­თე­ბა, ასე­ვე, სექ­ტო­რის, რო­გორც „ერ­თად დგო­მის“ მცდე­ლო­ბე­ბი უთან­ხ­მო­ე­ბე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ან გა­სამ­კ­ლა­ვებ­ლად.

♦ მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ვერ ფლობს ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნის, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მარ­თ­ვის და სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­სა თუ სექ­ტო­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ებს.

♦ მშობ­ლე­ბი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მარ­თ­ვი­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუთხით არ­სე­ბობს კლას­სა და სკო­ლა­ში. თუმ­ცა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ღი­ად სა­უბ­რო­ბენ იმ ინ­ცი­დენ­ტე­ბის, უთან­ხ­მო­ე­ბი­სა თუ და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ეთ­ნი­კუ­რი და ენობ­რი­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს.

მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მშობ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სკო­ლის შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს უკავ­ში­რე­ბენ და რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე მოს­წავ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბი კი ქარ­თულ სკო­ლა­ში სწავ­ლას დრო­ე­ბით მოვ­ლე­ნად გა­ნი­ხი­ლა­ვენ და სა­კუ­თა­რი თუ შვი­ლე­ბის უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, მე­ტი სიხ­ში­რით, უკ­რა­ი­ნას უკავ­ში­რე­ბენ. ისი­ნი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ელო­დე­ბი­ან.

მოს­წავ­ლეე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გეგ­მა­ვენ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნის მი­ღე­ბი­თა და ქარ­თუ­ლი ენის სა­თა­ნა­დოდ სწავ­ლით. კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კა, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის საგ­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ქარ­თულ ენა­ში. ამავ­დ­რო­უ­ლად, არ­სე­ბობს ერ­თ­გ­ვა­რი უიმე­დო­ბაც, რომ ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, ქარ­თუ­ლი ენის არა­საკ­მა­რის დო­ნე­ზე ფლო­ბის გა­მო. გა­მო­სავ­ლად მოს­წავ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი სხვა (მე­ზო­ბელ) ქვეყ­ნებ­ში ჩა­ბა­რე­ბას და მო­ბი­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავს.

ან­გა­რიშ­ში შე­თა­ვა­ზე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს შო­რის ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რე­ბის, რუ­სეთ­ში ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ სკო­ლე­ბის, რუ­სე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი ცენ­ტ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და ამუ­შა­ვე­ბა­ზე, ასე­ვე, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა­ზე – არ­სე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და რე­სურ­სებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, ქარ­თუ­ლის, რო­გორ უცხო ენის სტან­დარ­ტი­სა და შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ, არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­თა­ვა­ზე­ბა იმიგ­რი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის; მოს­წავ­ლე­თა ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის დო­ნე­თა გან­საზღ­ვ­რა და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­ლის­ტუ­რი პროგ­რა­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მდგრა­დი ენობ­რი­ვი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები