5 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

რო­ცა ყვე­ლა გზა ჯა­ვა­ხეთ­ში მი­დის

spot_img

მე ვარ ანა მეტ­რე­ვე­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რ­დი­ლი ქა­ლაქ თბი­ლის­ში. და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის 167-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და, იმა­ვე წელს, ჩა­ვა­ბა­რე სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ლო­ლო­გია-ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე და მას შემ­დეგ სულ ვმუ­შა­ობ და ვმუ­შა­ობ.

ჯერ თბი­ლი­სის 167-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად, მე­რე – ხე­ლოვ­ნე­ბის კო­ლეჯ­ში, შემ­დეგ 136-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლას­თან არ­სე­ბულ გიმ­ნა­ზი­ა­ში ვას­წავ­ლი­დი ქარ­თულ ენას და რამ­დე­ნი­მე წე­ლი – ხე­ლოვ­ნე­ბის სა­გან­საც. ეს იყო პე­რი­ო­დი 1998 წლი­დან 2011 წლამ­დე.

რო­გორ მოვ­ხ­ვ­დი ჯა­ვა­ხეთ­ში?

2011 წე­ლი იყო, ჩემ­თან მო­ვი­და მე­ზობ­ლის გო­გო, ირი­ნა, რო­მელ­მაც მთხო­ვა, სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლის და­წე­რა­ში დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. სა­უ­ბარ­ში გა­ვარ­კ­ვიე, რომ პროგ­რა­მა „ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის“ აცხა­დებ­და კონ­კურსს მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ირი­ნას, რა თქმა უნ­და, და­ვეხ­მა­რე, გა­ვე­ცა­ნი კონ­კურ­სის პი­რო­ბებს და გა­მიჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის სა­ჭი­რო საქ­მე­ში, ჩე­მი მცი­რე­დი წვლი­ლიც შე­მე­ტა­ნა, თან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­საც შე­ვი­ძენ­დი.

კონ­კურ­სის ყვე­ლა ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე და 2011 წლის 3 ნო­ემ­ბერს სა­მუ­შა­ოდ ჯა­ვა­ხეთ­ში გა­მიშ­ვეს, სო­ფელ ფა­რავ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად. სულ ერ­თი წე­ლი ვი­მუ­შა­ვე ამ პა­ტა­რა სოფ­ლის სკო­ლა­ში, სა­დაც დამ­ხ­ვ­და 40-მდე მოს­წავ­ლე, კლას-კომ­პ­ლექ­ტე­ბი და 20-იოდე მას­წავ­ლე­ბე­ლი. ეს იყო სომ­ხუ­რი სკო­ლა, რად­გან იქ ამ­ჟა­მად მხო­ლოდ ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი შევ­ყუ­რებ­დი ფა­რავ­ნის ტბის ულა­მა­ზეს პე­ი­ზაჟს, რო­მელ­საც მზის კაშ­კა­შა სხი­ვე­ბი აბ­რ­ჭყ­ვი­ა­ლებ­და. თა­ვი ზღა­პარ­ში მე­გო­ნა, მაგ­რამ ეს რო­მან­ტი­კა მა­ლე­ვე დას­რულ­და. 7 ნო­ემ­ბერს პირ­ვე­ლი თოვ­ლი მო­ვი­და და ისე აცივ­და, რომ სარ­კე­სა­ვით გა­და­ეკ­რა ყი­ნუ­ლი ფა­რავ­ნის ტბას. თან­და­თან უმა­ტა სი­ცი­ვემ, სუს­ხ­მა, ვნა­ხე ქა­რიშ­ხა­ლი, ქარ­ბუ­ქი, 40 გრა­დუ­სამ­დე ყინ­ვა… გზა ჩა­ი­კე­ტა თვე­ო­ბით, ლა­მის ზაფხუ­ლამ­დე. სოფ­ლი­დან ფეხ­საც ვერ­სად გა­ად­გამ­დი. ფა­რავ­ნის ტბა­ზე, ზამ­თარ­ში, ყი­ნუ­ლის ფე­ნა 1,5 მეტ­რი იყო.

ძა­ლი­ან მი­ჭირ­და ასეთ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა. მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა თბი­ლის­ში თოვლს ვნატ­რობ­დი და ახ­ლა მომ­ბეზ­რ­და, ვე­ღარ ვძლებ­დი. ზამ­თა­რი ძა­ლი­ან ცი­ვი და მრის­ხა­ნე იყო, მაგ­რამ ფა­რავ­ნის ხალ­ხი მზე­სა­ვით მათ­ბობ­და. მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ სტუმ­რად, ენის კურ­ს­ზე ბავ­შ­ვე­ბიც და­დი­ოდ­ნენ და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. 19 მა­ისს, თბი­ლის­ში მო­ვაწყ­ვეთ ექ­ს­კურ­სია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი დღე იყო, და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი.

მინ­და, მად­ლი­ე­რე­ბით გა­ვიხ­სე­ნო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის ოჯა­ხებ­შიც ვცხოვ­რობ­დი ჯა­ვა­ხეთ­ში, ფა­რავ­ნი­სა და მამ­წ­ვა­რის სოფ­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის დროს. სო­ფელ ფა­რა­ვან­ში, ჩე­მი მას­პინ­ძ­ლის ოჯახ­ში, ვცხოვ­რობ­დით: დი­დი შუ­შა­ნი­კა — კა­რე­ნის დე­და, კა­რე­ნი და მა­ნუ­შა­კი, მა­თი პა­ტა­რა გო­გო­ნა შუ­შა­ნი­კა და მე. მა­ნუ­შა­კი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ერ­თად დავ­დი­ო­დით სკო­ლა­ში, ერ­თად ვწერ­დით გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მებს, ვსა­უბ­რობ­დით, ვოც­ნე­ბობ­დით… 3 წლის პა­ტა­რა შუ­შა­ნი­კას­თან დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი. ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ყვე­ლა ასო ვას­წავ­ლე და სიტყ­ვე­ბის ამო­კითხ­ვაც შე­ეძ­ლო. ა – ანა, კ – კა­რენ, შ – შუ­შა­ნიკ, –  ტიკ­ტი­კებ­და. ერთ სა­ღა­მოს, ამ ამ­ბის პრე­ზენ­ტა­ცია მო­ვაწყ­ვეთ ოჯახ­ში. გა­ხა­რე­ბულ­მა კა­რენ­მა წა­მო­ი­ძა­ხა: ანა­ჯან, მო­დი შაშ­კინს და­უ­რე­კე და უთხა­რი, რომ შუ­შა­ნი­კამ ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის ყვე­ლა ასო იცის და სიტყ­ვებ­საც კითხუ­ლობს, ერ­თი კომ­პი­უ­ტე­რი აჩუ­ქო­სო. ამა­ზე ბევ­რი ვი­ცი­ნეთ…

და­უს­რუ­ლებ­ლად შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ფა­რა­ვან­ზე, მაგ­რამ თავს არ შე­გაწყენთ.

დი­დი ამ­ბით, გა­მო­ტი­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბის მოწყო­ბით, ცრემ­ლე­ბით, ემო­ცი­ე­ბით, ჩა­ხუ­ტე­ბით და სა­მახ­სოვ­რო სა­ჩუქ­რე­ბით, ზაფხულ­ში, ფა­რავ­ნის სკო­ლას და­ვემ­შ­ვი­დო­ბე.

მა­შინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ, მარ­თ­ლაც, ღირ­სე­უ­ლად დაგ­ვი­ფა­სა შრო­მა თი­თო­ე­ულ პროგ­რა­მელს: მოგ­ვიწყ­ვეს გრან­დი­ო­ზუ­ლი შეხ­ვედ­რა,  სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ვ­ცეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, აიპა­დე­ბი. თავს და­ფა­სე­ბუ­ლად და ამა­ყად ვგრძნობ­დი, მაგ­რამ უკან დაბ­რუ­ნე­ბას აღარ ვფიქ­რობ­დი. ის ჩა­კე­ტი­ლი გზა და სი­ცი­ვე არ მა­ვიწყ­დე­ბო­და. ვთქვი – ფე­ხი მომ­ტყ­დეს, თუ აქეთ კი­დევ წა­მო­ვი­დე სა­მუ­შა­ოდ-მეთ­ქი. მარ­თ­ლა ასე ვთქვი, რად­გან ჩე­მი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ამ კლი­მატ­მა საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­არ­ყია, ფე­ხის თი­თიც კი მო­მე­ყი­ნა.

   

მე­რე რა მოხ­და?

ფე­ხიც მომ­ტყ­და, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც გავ­ხ­დი, გავ­თხოვ­დი, ორ­სუ­ლა­დაც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც ჯა­ვა­ხეთ­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა გან­გე­ბამ.

2012 წელს, უკ­ვე კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად, კვლავ ჯა­ვა­ხეთ­ში, ამ­ჯე­რად ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მამ­წ­ვა­რას სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­მო­მიშ­ვეს, სა­დაც 2 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე. აქ შე­და­რე­ბით უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი იყო და გზაც იშ­ვი­ა­თად, 2-3 დღე თუ ჩა­ი­კე­ტე­ბო­და. სკო­ლაც დი­დი იყო, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი. იქ ქარ­თ­ვე­ლი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბიც დამ­ხ­ვ­დ­ნენ, პროგ­რა­მი­დან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. ძა­ლი­ან ბევრს ვმუ­შა­ობ­დით, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. სახ­ლ­ში ჯდო­მას სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა გვერ­ჩივ­ნა. ბავ­შ­ვე­ბიც ხელს გვიწყობ­დ­ნენ, უხა­რო­დათ ჩვენ­თან ყოფ­ნა.

ერ­თხელ, დაწყე­ბი­თი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი რა­ბათ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ ექ­ს­კურ­სი­ა­ზე. მძღო­ლი ვერ იჯე­რებ­და, რომ ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი არ იყ­ვ­ნენ, იმ­დე­ნი ლექ­სი თქვეს და იმ­ღე­რეს ქარ­თუ­ლად. და­უ­ზა­რებ­ლად ურ­თავ­დნენ შეკ­ვე­თილ სიმ­ღე­რებს.

იქ მუ­შა­ო­ბის ბო­ლო წე­ლი უმ­ძი­მე­სი იყო, რად­გან ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და წნე­ვის ცვა­ლე­ბა­დო­ბა მტან­ჯავ­და, სახ­ლი­დან შორს ყოფ­ნაც… ისევ ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ ჩე­მი მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­როც და მი­ზე­ზიც. სოფ­ლის ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი სკო­ლა­ში და ისი­ნიც ერ­თ­მა­ნეთს ას­წ­რებ­დ­ნენ, რომ ჩემ­თ­ვის გზა გა­ეკ­ვა­ლათ, ან ყი­ნუ­ლი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­მევ­ლო. გზა­ში ხან რას ვლა­პა­რა­კობ­დით და ხან – რას, ვი­ცი­ნო­დით. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ბავშვს რომ გა­ვა­ჩენ­დი, ხომ ისევ იქ ვივ­ლი­დი სა­მუ­შა­ოდ და ჩემს პა­ტა­რა­საც იქ წა­ვიყ­ვან­დი. ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით და აქ იცხოვ­რე­თო – ამას ისე­თი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თვა­ლებ­ზე ცრემ­ლე­ბი მად­გე­ბო­და. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას ვერ ვას­წავ­ლე კარ­გად ქარ­თუ­ლი, ან ზოგ­მა იზარ­მა­ცა და არ ის­წავ­ლა, მაგ­რამ ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ერ­თო­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იყო.

სას­წავ­ლო წე­ლი კი ჩა­ვამ­თავ­რე მამ­წ­ვა­რის სკო­ლა­ში, 15 ივ­ნისს, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჩე­მი შვი­ლი ნა­ად­რე­ვად და­ი­ბა­და, ივ­ნი­სის ბო­ლოს, 7 თვის. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, პრო­ექ­ტი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს იყო 2014 წე­ლი.

შემ­დეგ მა­ინც ვერ მო­ვის­ვე­ნე, მე­ნატ­რე­ბო­და სკო­ლა, ჩე­მი საქ­მე, თან ფუ­ლიც ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და, უკ­ვე ბავ­შ­ვიც ცო­ტა წა­მოვ­ზარ­დე. ისევ გა­მოცხად­და კონ­კურ­სი. კვლავ თა­ვი­დან გა­ვი­ა­რე ყვე­ლა ეტა­პი, წარ­მა­ტე­ბით, და­მა­საქ­მეს. 2016 წლის 22 თე­ბერ­ვ­ლი­დან დღემ­დე, სსიპ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ყუ­ლა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლად და ქარ­თულს ვას­წავ­ლი.

   

ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სკო­ლაა, რად­გან აქ ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი არი­ან და­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი. მიყ­ვარს ჩე­მი სკო­ლა, ჩე­მი კო­ლე­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. ისე­თი თბი­ლე­ბი არი­ან, მზრუნ­ვე­ლე­ბი… ძვე­ლი სკო­ლა გვაქვს, რე­მონ­ტ­საც კი აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და გვპირ­დე­ბი­ან, რომ ახალ სკო­ლას მა­ლე აგ­ვი­შე­ნე­ბენ. ახ­ლა სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლის 4 მას­წავ­ლე­ბე­ლი ვართ, ისი­ნი მე­ზო­ბელ სო­ფელ მა­რა­დის­ში ცხოვ­რო­ბენ და ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან, მე — თბი­ლი­სი­დან დავ­დი­ვარ.

ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გა­რე­მო გვაქვს. ყვე­ლა ერ­თად ვართ, ჭირ­შიც და ლხინ­შიც. ვცდი­ლობთ, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია, და­ვეხ­მა­როთ ერ­თ­მა­ნეთს. სკო­ლის თით­ქ­მის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­ა­ბა­რა საგ­ნის გა­მოც­და, ენის კურ­სე­ბიც გა­ი­ა­რეს, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გახ­დ­ნენ.

ვცდი­ლობთ, სწავ­ლის ახალ მე­თო­დებს და ტენ­დენ­ცი­ებს ავუწყოთ ფე­ხი, მაგ­რამ ცო­ტა რთუ­ლია, რად­გან საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი მწი­რია. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სურ­ვი­ლია, მა­ლე აგ­ვი­შე­ნონ ახა­ლი სკო­ლა და გვქონ­დეს 21-ე სა­უ­კუ­ნის შე­სა­ფე­რი­სი პი­რო­ბე­ბი.

ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი მოს­წავ­ლე გვყავს, ბევ­რი გახ­და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი. პრო­ფე­სი­ე­ბი შე­ის­წავ­ლეს, და­საქ­მ­დ­ნენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ვხა­რობთ ასე­თი ამ­ბე­ბის გა­გე­ბით და შე­დე­გე­ბით, სულ პა­ტა­რა წვლი­ლი ხომ ჩვენც მიგ­ვიძღ­ვის ამა­ში.

არა­ფე­რი გა­მო­ვა თუ საქ­მე­ში, დიდ შრო­მას­თან ერ­თად, არ ჩა­დებ გულს, სულს, სიყ­ვა­რულს, ნე­ბის­ყო­ფას… ჩვენც და ისი­ნიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ, ამი­ტომ ბევ­რი გვაქვს სა­ერ­თო, უკეთ უნ­და ვიც­ნობ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს და ვი­ცო­დეთ ერ­თ­მა­ნე­თის სატ­კი­ვა­რიც და სი­ხა­რუ­ლიც. აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ მე­ტად შე­უწყოს ხე­ლი ასე­თი პროგ­რა­მე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, იყოს ბა­ნა­კე­ბი, კონ­კურ­სე­ბი, ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, შეხ­ვედ­რე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი… კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლო­ბა მხო­ლოდ იმას არ ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი ას­წავ­ლო, ან კო­ლე­გებს პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რო. ეს დი­დი მი­სიაა, პა­ტი­ვი, რომ უკეთ გა­აც­ნო მათ ქარ­თ­ვე­ლი და სა­ქარ­თ­ვე­ლო, შე­აყ­ვა­რო შე­ნი ადა­მი­ა­ნო­ბით, მე­გობ­რო­ბით, პა­ტი­ვის­ცე­მით, კულ­ტუ­რით.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები