12 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

რო­ცა ვა­და­რებ სა­ი­დან და­ვიწყეთ და რო­გორ გა­უმ­ჯო­ბეს­და მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ყვე­ლა სირ­თუ­ლე მა­ვიწყ­დე­ბა

spot_img

თა­მუ­ნა პო­პი­აშ­ვი­ლი

სსიპ დე­დოფ­ლის­წყა­როს №2 სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

📌 ნა­ბი­ჯი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­კენ ⇒ ჩე­მი პირ­ვე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლო­ბაა. მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, მუდ­მი­ვად ვაწყ­დე­ბო­დი ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებს, სა­დაც ვხე­დავ­დი სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დე­ბის, სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა თუ აქ­ტი­ვო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა სწო­რედ ის სფე­როა, სა­დაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვი­მუ­შა­ოთ, მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. აქე­დან და­იწყო ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩა­ვა­ბა­რე ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე. იქ გა­ტა­რე­ბულ­მა ორ­მა წელ­მა უდა­ვოდ ბევ­რი რამ შემ­ძი­ნა და წინ წამ­წია ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის დროს გა­ვი­ცა­ნი არა­ერ­თი კომ­პე­ტენ­ტუ­რი და მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ლექ­ტო­რე­ბის სა­ხით. დღეს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩე­მი საყ­რ­დე­ნი, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის დროს შე­მიძ­ლია ვკითხო მათ რჩე­ვა, რა­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

📌 სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერ­თი დღე… ძი­რი­თა­დად, რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა გი­წევთ?

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გვი­წევს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის, მდგო­მა­რე­ო­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა. არც თუ იშ­ვი­ა­თად, ვაწყ­დე­ბით მო­უ­ლოდ­ნელ გა­რე­მო­ე­ბებს და უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, სწო­რედ ესაა გა­მოწ­ვე­ვა, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა.

ყო­ველ დი­ლით, პირ­ველ რიგ­ში, ვნა­ხუ­ლობ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაკ­ვე­თი­ლებს ეს­წ­რე­ბი­ან. ვა­წარ­მო­ებ აღ­რიცხ­ვას, შემ­დეგ ვიწყებ მოს­წავ­ლე­ე­ბის დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რე­სურ­სო­თახ­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ან საკ­ლა­სო ოთახ­ში გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბა და ამ გზით მხარ­და­ჭე­რა, დას­ვე­ნე­ბას მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. ვეხ­მა­რე­ბი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის შედ­გე­ნა­ში, ასე­ვე, ხში­რად ვაწ­ვ­დი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურსს, რაც გაკ­ვე­თილ­ზე შე­უძ­ლია შეს­თა­ვა­ზოს.

სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვა­ტა­რებთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რებს. გარ­და ფორ­მა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი­სა, ყო­ველ­დღი­უ­რად, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ და ვსა­უბ­რობთ მოს­წავ­ლე­ე­ბის პროგ­რეს­სა თუ რეგ­რეს­ზე, ვმსჯე­ლობთ რო­მე­ლი სტრა­ტე­გია გა­მოგ­ვად­გე­ბა ამა თუ იმ მოს­წავ­ლეს­თან. ხში­რად ვგეგ­მავთ ერ­თ­სა და იმა­ვე უნარ­ზე მორ­გე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბას, რა­საც საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში, მე კი რე­სურ­სო­თახ­ში ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და ამ გზით მივ­დი­ვართ და­სა­ხულ მიზ­ნე­ბამ­დე. რეგ­რე­სის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ასე­ვე, სა­ჭი­როა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რა­თა და­ზუს­ტ­დეს მიზ­ნე­ბი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მარ­ტივ­დეს.

📌 მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე

პირ­ველ რიგ­ში, ვცდი­ლობ, კარ­გად გა­ვიც­ნო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, გა­ვი­გო მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი, ვი­მე­გობ­რო მათ­თან. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სკო­ლის დი­რექ­ცია გვერ­დ­ში მიდ­გას, ზრუ­ნავს რე­სურ­სო­თა­ხის აღ­ჭურ­ვა­ზე. მუდ­მი­ვად ხდე­ბა გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი რე­სურ­სის შე­ძე­ნა, რაც, და­მე­თან­ხ­მე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მუ­შა­ო­ბის დროს. ვცდი­ლობთ, მოს­წავ­ლე­ებს ისე­თი გა­რე­მო და­ვახ­ვედ­როთ, სა­დაც თავს კარ­გად იგ­რ­ძ­ნო­ბენ.

რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, თი­თო­ე­ულ მათ­განს აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა, რაც ჩემ­გან სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დის ცოდ­ნას მო­ითხოვს. პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან ტრან­ზი­ცი­ის გეგ­მას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ, ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო და­ვახ­ვედ­რო, რა­თა მოს­წავ­ლე და­დე­ბი­თად გა­ნეწყოს, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნოდ და სა­ხა­ლი­სოდ წა­რი­მარ­თოს. ხში­რად მივ­მარ­თავ და­დე­ბით გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, რა­თა მოს­წავ­ლეს მო­ტი­ვა­ცია მო­ე­მა­ტოს და მე­ტი მონ­დო­მე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლოს მუ­შა­ო­ბა.

📌 ყველ­აზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიდ­გო­მა პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კი­დან

ვფიქ­რობ, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მიდ­გო­მის ან აქ­ტი­ვო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რად­გან, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ. თუმ­ცა, ერ­თი რამ, რა­საც ყვე­ლას­თან ვი­ყე­ნებ, ისაა, რომ ყო­ველ­თ­ვის ვუს­მენ და ვით­ვა­ლის­წი­ნებ მათ ინ­ტე­რე­სებ­სა და სურ­ვი­ლებს. ვცდი­ლობ, რე­სურ­სო­თახ­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბა ყვე­ლა მათ­გა­ნის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სურ­ვე­ლი იყოს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ხე­ლოვ­ნე­ბაა და სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან იმის ცოდ­ნას მო­ითხოვს, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სწო­რი და შე­დე­გის მომ­ტა­ნი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებს არ გვი­წევს სტან­დარ­ტუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში ვხვდე­ბით არა­ერთ გა­მოწ­ვე­ვას, რა­ზეც მო­მენ­ტა­ლუ­რა­დაა სა­ჭი­რო რე­ა­გი­რე­ბა – გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ქცე­ვის შემ­თხ­ვე­ვებ­ში.

📌 რჩე­ვა კო­ლე­გებს – რო­გორ მო­იქ­ც­ნენ, თუ კლას­ში სსსმ ან შშმ მოს­წავ­ლე ჰყავთ

თუ სსსმ მოს­წავ­ლე ახა­ლია კლას­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ჭი­როა დაკ­ვირ­ვე­ბა, რაც მი­სი შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს. შე­ფა­სე­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვად­გი­ნოთ მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი, გა­ვი­გოთ მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და ამის შემ­დეგ და­ვი­სა­ხოთ მიღ­წე­ვა­დი მიზ­ნე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ მშო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ასე­ვე მრავ­ლის მომ­ცე­მია, რად­გან, სწო­რედ მშო­ბე­ლია ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ყვე­ლა­ზე უკეთ იც­ნობს ბავშვს. მშობ­ლის­გან ხში­რად ისეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­გებთ, რაც სკო­ლის სივ­რ­ცე­ში არ გა­მო­უვ­ლე­ნია მოს­წავ­ლეს.

ასე­ვე ვურ­ჩევ, არ შეწყ­ვი­ტონ გან­ვი­თა­რე­ბა. დღეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ვი­თარ­დე­ბა, თან­და­თან მაღ­ლ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე, ტარ­დე­ბა უამ­რა­ვი კვლე­ვა. ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბო­დეს სი­ახ­ლე­ებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­სა და ახალ მე­თო­დურ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, რაც უდა­ვოდ დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბა­ში.

📌 რა­ტომ არის ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი

რო­გორც ვი­ცით, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში არ არ­სე­ბობ­და პროგ­რა­მა, რომ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლიც იქ­ნე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რა­მაც კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბო­ლო წლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გაჩ­ნ­და ეს სპე­ცი­ა­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ფა­კულ­ტე­ტე­ბი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით.

ასე­ვე იყო დრო, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ას ითავ­სებ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. დღეს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე აღარ არის. ვფიქ­რობ, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა მო­ითხოვს დიდ დროს, ენერ­გი­ას და კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნის მი­ღე­ბას. ეს არ არის სხვა საგ­ნის სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად შე­სა­თავ­სე­ბე­ლი საქ­მე. თან­და­თან მა­ტუ­ლობს სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლებად და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა რიცხ­ვი, რაც უდა­ვოდ და­დე­ბი­თი ტენ­დენ­ციაა.

📌 შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­თა მი­მართ სტიგ­მა ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია სკო­ლებ­ში…

თუ წლე­ბის წი­ნან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ვა­და­რებთ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს ბევ­რად უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა გვაქვს. გა­ი­ზარ­და მიმ­ღებ­ლო­ბა. ვფიქ­რობ, ამას დრო და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მიმ­ღებ­ლო­ბის ზრდა ერთ დღე­ში ვერ მოხ­დე­ბა. სა­ჭი­როა ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის საქ­მე­ში. იბეჭ­დე­ბა უამ­რა­ვი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, გვაქვს ინ­ტერ­ნეტ წიგ­ნე­ბი, რო­მელ­შიც მო­წო­დე­ბუ­ლია სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია და ასე, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, მივ­დი­ვართ წინ.

📌 გა­მოწ­ვე­ვე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ საგ­რ­ძ­ნობ­ლად და­ბა­ლია, ისე­ვე, რო­გორც მშობ­ლე­ბის…

სამ­წუ­ხა­როდ, ასეა. ხში­რად საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი თავს არი­დე­ბენ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბას. დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბა კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის­თ­ვი­საა გა­კე­თე­ბუ­ლი და არა ნა­ფიქ­რი და მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი, შე­დე­გად ვი­ღებთ უინ­ტე­რე­სო­ბას, მო­ტი­ვა­ცი­ის კლე­ბას და რთუ­ლი ქცე­ვის შემ­თხ­ვე­ვებს. ვფიქ­რობ, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ო­ბა მათ­თ­ვის ისე­თი­ვე ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­გორც ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლეს­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა მშობ­ლებს, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­ში მრავ­ლად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და მხარ­დამ­ჭე­რი მშობ­ლე­ბი, ისი­ნი და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რ­ძ­ვი­ან რომ მათ­მა შვი­ლებ­მა სა­ჭი­რო სერ­ვი­სე­ბი მი­ი­ღონ. თუმ­ცა, ვხვდე­ბით მშობ­ლებს, ვის­თა­ნაც ხან­გ­რ­ძ­ლი­ვად გვი­წევს სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლის­თ­ვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე.

საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ზოგ­ჯერ გა­მო­რიცხა­ვენ თა­ვი­ანთ როლს სა­ერ­თო შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში და შშმ/სსსმ ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ში სპეც­მას­წავ­ლე­ბელს აკის­რე­ბენ სრულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას.

ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ერ­თად მუ­შა­ობ­დეს გუნ­დი, რად­გან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა მოს­წავ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა, შევ­სე­ბა. ამ ჯგუფ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლი, ესე­ნია: სკო­ლის დი­რექ­ცია, კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მშო­ბე­ლი, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. თუ ამ ჯაჭ­ვის ერ­თი რგო­ლი მა­ინც არ თა­ნამ­შ­რომ­ლობს გუნ­დ­თან, შე­დე­გი სა­ხარ­ბი­ე­ლო არ იქ­ნე­ბა. სწო­რედ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა, თა­ვის სა­გან­ში და­ი­სა­ხოს მიზ­ნე­ბი მოს­წავ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბით და გო­ნივ­რულ ვა­და­ში მი­აღ­წი­ოს მათ.

ხში­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი  შაბ­ლო­ნუ­რა­დ ი­წე­რე­ბა, ზოგ­ჯერ ისე, რომ მას­წავ­ლე­ბელს ნა­ნა­ხიც არ ჰყავს მოს­წავ­ლე და არ იც­ნობს მის სა­ჭი­რო­ე­ბებს. სკო­ლა კმა­ყო­ფილ­დე­ბა იმით, რომ შშმ/სსსმ მოს­წავ­ლე სკო­ლა­ში და­დის. ხელ­შე­სა­ხე­ბი ცვლი­ლე­ბე­ბის მიღ­წე­ვა, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ წე­რენ და იყე­ნე­ბენ სხვის და­წე­რილ ისგ-ს. რა თქმა უნ­და, ერ­თი მოს­წავ­ლის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი მე­ო­რე­ზე მორ­გე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუნ­დაც საქ­მე ერ­თ­სა და იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბას ეხე­ბო­დეს. ხში­რად ვხვდე­ბი შემ­თხ­ვე­ვებს, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი თით­ქოს თავს იმარ­თ­ლებს და ამ­ბობს, რომ მოს­წავ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა არ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მას­თან იმუ­შა­ოს. მერ­წ­მუ­ნეთ, ეს არ არის სწო­რი. რო­გო­რი და­ბალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რიც არ უნ­და იყოს მოს­წავ­ლე, მას­თან მი­მარ­თე­ბით მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი მიზ­ნე­ბი და­ვი­სა­ხოთ და ვი­მუ­შა­ოთ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც მძი­მე და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ეს დო­კუ­მენ­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, მიზ­ნად და­ვი­სა­ხოთ ფუნ­ქ­ცი­ურ უნა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რაც გაზ­რ­დის მა­თი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს. ისგ ის დო­კუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც დიდ დახ­მა­რე­ბას გვი­წევს მუ­შა­ო­ბა­ში, რომ ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა არ იყოს ქა­ო­სუ­რი, და­უ­გეგ­მა­ვი, სტი­ქი­უ­რი და მოს­წავ­ლეს შევ­თა­ვა­ზოთ წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. რა თქმა უნ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ისგ ნე­ბის­მი­ერ დროს გა­და­ი­ხე­დოს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იც­ვა­ლოს კი­დეც.

📌 ასის­ტენ­ტის რო­ლი და სა­ჭი­რო­ე­ბა

ასის­ტენ­ტის სა­კითხი ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვაა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რე­ბის ანაზღა­უ­რე­ბა იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ ნაკ­ლე­ბად გვყავს მსურ­ვე­ლე­ბი. ასის­ტენტს ევა­ლე­ბა ბავ­შ­ვის თან­ხ­ლე­ბა სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში და მი­სი ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ასე­ვე, მის მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში შე­დის მოს­წავ­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხ­ზე. რო­გორც ვხე­დავთ, ასის­ტენ­ტი უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ამი­ტომ ვფიქ­რობ, მათ­თ­ვის ანაზღა­უ­რე­ბის მო­მა­ტე­ბა მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა იმ პირ­თათ­ვის, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, ასის­ტენ­ტად და­საქ­მ­დეს.

რო­გორც ვი­ცი, ასის­ტენ­ტების­თ­ვის ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გი, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეს საკ­მა­რი­სი არ არის. კარ­გი იქ­ნე­ბა, ტრე­ნინგს მოჰ­ყ­ვე­ბო­დეს პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უფ­რო პრო­დუქ­ტი­ულს გახ­დი­და თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას და, სა­ჭი­როა, ასის­ტენ­ტე­ბი რთუ­ლი ქცე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც დატ­რე­ნინ­გ­დ­ნენ.

📌 სპეც­მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა

2021 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­ვი თა­ვი. ზო­გა­დად, ვცდი­ლობ, უარი არ ვთქვა ტრე­ნინ­გებ­სა და ვე­ბი­ნა­რებ­ზე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეს­წ­რე­ბი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს, სა­დაც ვეც­ნო­ბი სი­ახ­ლე­ებს, ვუს­მენ კო­ლე­გებს, რომ­ლე­ბიც გა­ნი­ხი­ლა­ვენ კონ­კ­რე­ტულ ქე­ი­სებს (რა თქმა უნ­და, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვით). უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩემს პრაქ­ტი­კა­შიც არა­ერ­თხელ გა­მო­მად­გა კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ზო­გა­დად, ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ერ­თი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ხში­რი შეხ­ვედ­რა.

იმ მას­წავ­ლებ­ლებს, ვინც ახ­ლა აპი­რებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას, ვურ­ჩევ, პირ­ველ რიგ­ში, არ ინერ­ვი­უ­ლონ. გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად კი, შე­იძ­ლე­ბა, რო­გორც გა­სუ­ლი წლე­ბის გა­მოც­დებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის გა­და­ხედ­ვა, ასე­ვე იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის წა­კითხ­ვა, რომ­ლე­ბიც მრავ­ლად გა­მო­ი­ცა ბო­ლო წლებ­ში. პი­რა­დად მე, გა­მოც­და­ზე სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­მად­გა, რაც არ­გუ­მენ­ტე­ბად მო­ვიყ­ვა­ნე სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბებ­ში.

📌 რა სა­ხის ხელ­შეწყო­ბას ისურ­ვებ­დით, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

ვი­სურ­ვებ­დი, რე­გი­ონ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ხელ­მის­აწვ­დო­მი იყოს ხში­რი შეხ­ვედ­რე­ბი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. ამ კუთხით, არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვ­ნიშ­ნო რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რი, რო­მელ­ზეც 2019 წლის გა­ზაფხულ­ზე ვი­ყა­ვი. ეს იყო და­უ­ვიწყა­რი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­თ­ვის. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. ამ დროს ერ­თი წლის დაწყე­ბუ­ლი მქონ­და მუ­შა­ო­ბა და ბევ­რი რამ გა­ვი­გე რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რის ფარ­გ­ლებ­ში.

სა­სურ­ვე­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ხე­ლოვ­ნ­დ­ნენ ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, რო­გორ ვი­მუ­შა­ოთ მცი­რემ­ხედ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­თან, სმე­ნის დარ­ღვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან, დას­წავ­ლის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვი­სა და სხვა­დას­ხ­ვა მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან. ასე­ვე, ვფიქ­რობ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა ქცე­ვის მარ­თ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რად­გან ხში­რად არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მოს­წავ­ლეს აქვს რე­სურ­სი, მი­აღ­წი­ოს პროგ­რესს, მაგ­რამ ამა­ში რთუ­ლი ქცე­ვა უშ­ლის ხელს. ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რი, ასე­ვე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფლობ­დ­ნენ ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ებს.

📌 ბევ­რი სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ამ პრო­ფე­სი­ის­თ­ვის მსა­ხუ­რე­ბა ნიშ­ნავს:

♦ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა უაღ­რე­სად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე საქ­მი­ა­ნო­ბაა, რო­მე­ლიც მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ამ სფე­რო­ში არ გაქვს უფ­ლე­ბა, ფე­ხი არ აუწყო სი­ახ­ლე­ებს. ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბო­დე ახალ კვლე­ვებს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, ქმნი­დე რე­სურსს, რა­თა სწო­რად და­ეხ­მა­რო იმ მო­სწავ­ლე­ებს, ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა.

♦  სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლო­ბა ად­ვი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის, ზოგ­ჯერ დის­კომ­ფორტს უქ­მ­ნის სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე სხვა­დას­ხ­ვა პირს. ამი­ტომ, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­დაწყ­ვეტს სპეც­მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბას, მზად უნ­და იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

♦  სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ერთ-ერ­თი მო­ვა­ლე­ო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბაც არის. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ირ­ღ­ვე­ვა მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბე­ბი, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, და­ვიც­ვათ მი­სი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი. ზოგ­ჯერ, ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ, მას­წავ­ლე­ბე­ლი ან თვით მშო­ბე­ლიც კი, არ­ღ­ვევს ბავ­შვის უფ­ლე­ბებს. ვგუ­ლის­ხ­მობ, მა­გა­ლი­თად, მშობ­ლის მხრი­დან მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბა­ზე უარის თქმას, რად­გან არ სურს, რომ ბავშვს ჰქონ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის სტა­ტუ­სი. ხში­რად გვი­წევს მუ­შა­ო­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ ავუხ­ს­ნათ მშო­ბელს თუ რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს მის შვილს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა.

გუ­ლისტკი­ვი­ლით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სსსმ მოს­წავ­ლე კლას­ში გა­რი­ყუ­ლად გრძნობს თავს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს უდი­დე­სი რო­ლი აკის­რია, ის უნ­და შე­ე­ცა­დოს, მოს­წავ­ლემ კლა­სის ნა­წი­ლად იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი. არას­წო­რია, რო­ცა სსსმ მოს­წავ­ლეს სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ვთა­ვა­ზობთ იმ მი­ზე­ზით, რომ მას არ შე­უძ­ლია კლასს მიჰ­ყ­ვეს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია იმა­ვე ტექ­ს­ტის თუ მა­სა­ლის იმ­გ­ვა­რად ადაპ­ტი­რე­ბა, რომ მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს თა­ვის გარ­თ­მე­ვა. მას­წავ­ლე­ბე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ცდი­ლობ­დეს, სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი კლა­სის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლის მსგავ­სი იყოს, რამ­დე­ნა­დაც  მოგ­ვ­ცემს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოს­წავ­ლე.

მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლის მომ­ნი­ჭე­ბე­ლია ის გან­ც­და, რომ მოს­წავ­ლეს­თან შე­დეგს მი­აღ­წიე. ზოგ­ჯერ, რო­ცა ვა­და­რებ სა­ი­დან და­ვიწყეთ და ახ­ლა რამ­დე­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ყვე­ლა სირ­თუ­ლე მა­ვიწყ­დე­ბა.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები