8 ოქტომბერი, შაბათი, 2022

რომელ მოსწავლეს აქვს შინ სწავლების რეჟიმზე გადასვლის უფლება

spot_img

ახალი საწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სკოლებისთვის ცნობილი გახდა განახლებული რეგულაციები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა. შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს, მოსწავლეებს დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აღარ აქვთ; მხოლოდ 60 საჯარო სკოლაში, სადაც სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა, სასწავლო წლის განსხვავებულ ფორმატში დაწყება – ჰიბრიდულ ან დისტანიურ რეჟიმში. 21 სექტემბერს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა გარემოება, რომელიც სკოლას დაავალდებულებს, მოსწავლეს  დისტანციური სწავლების რეჟიმის არჩევის უფლება მისცეს.

2022 წლის 21 სექტემბერის №106/ნ ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მახარაშვილი: სკოლა ვალდებულია, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნებიან რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში და მშობლის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებები ცნობილი ხდება სკოლისათვის.“

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები