13 ოქტომბერი, კვირა, 2024

რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბის საქ­მე­ში

spot_img

მზია ქელ­ბა­ქი­ა­ნი

სსიპ ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. დე­და­ლა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გია-გე­ოგ­რა­ფი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბა და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რია,რად­გან მათ გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა (კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა და სხვა), რომ­ლე­ბიც მწვა­ვედ დგას კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე და საფ­რ­თხეს უქ­მ­ნი­ან მის არ­სე­ბო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, არა­საკ­მა­რი­სი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის გა­მო, ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს ამ საფ­რ­თხე­ებს და არას­წო­რი ქცე­ვით ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს. გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბა სწო­რედ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხე­ბის ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხავს უსაფ­რ­თხო და სუფ­თა გა­რე­მოს, რა­თა შეძ­ლონ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ბავ­შ­ვებ­ში ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნ­და და­ვიწყოთ, რა­თა ად­ვი­ლად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ და გა­ნუმ­ტ­კიც­დეთ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და უნარ-ჩვე­ვე­ბი; სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა სკო­ლებ­ში. მი­სი მი­ზა­ნია, ეკოკ­ლუ­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და მათ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გზით, მოს­წავ­ლე­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბის ამაღ­ლე­ბა, გა­რე­მოს მი­მართ ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და მო­მა­ვალ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მა ნარ­ჩე­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და მი­სი მარ­თ­ვაა. გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი უკონ­ტ­რო­ლოდ დაყ­რი­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბია, გან­სა­კუთ­რე­ბით, სოფ­ლებ­ში, სა­დაც არ არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­გავ­საყ­რე­ლე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბა ნარ­ჩე­ნებს ხევ­ში, გზის­პი­რას, მდი­ნა­რე­თა ნა­პი­რებ­ზე ან პირ­და­პირ მდი­ნა­რე­ში ყრის, რაც მდი­ნა­რე­ე­ბის და გრუნ­ტის წყლე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის, მდი­ნა­რე კი სო­ფელ­ში ბავ­შ­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია, მას დაც­ვა და გაფ­რ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის, გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მიზ­ნით, ჩვენს სკო­ლა­ში შევ­ქ­მე­ნით ეკოკ­ლუ­ბი „ბუ­ნე­ბის ქო­მა­გე­ბი“. კლუ­ბი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მოს­დაც­ვით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში (იხ. ვებ­გ­ვერ­დი „Ecovision-ბუ­ნე­ბის ქო­მა­გე­ბი“): ვრგავთ მწვა­ნე ნარ­გა­ვებს, ვაწყობთ და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ებს, ვაგ­რო­ვებთ მა­კუ­ლა­ტუ­რას, პლას­ტ­მა­სის ბოთ­ლებს; ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რომ არ დაწ­ვან და არ და­ყა­რონ ნარ­ჩე­ნე­ბი, ვა­ტა­რებთ გა­რე­მოს­დაც­ვით შე­მეც­ნე­ბით-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებს სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ზე: ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვა, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა და ა.შ. ვი­ყე­ნებთ სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ურ ფორ­მას – რო­ლურ თა­მა­შებს, რა­თა უკეთ გა­ი­აზ­რონ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხე­ბი და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კითხ­ში უკეთ გარ­კ­ვე­ვის მიზ­ნით, ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, დავ­წე­რეთ სცე­ნა­რი, შე­ვურ­ჩი­ეთ სა­თა­უ­რი, გა­ვა­ნა­წი­ლეთ რო­ლე­ბი, გა­ვი­ვარ­ჯი­შეთ და ნარ­ჩე­ნე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­ვად­გი­ნეთ (მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ III-V კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი).

სას­კო­ლო სცე­ნა­რი

„ჩვენ ეკოკ­ლუ­ბე­ლე­ბი ვართ“

სცე­ნა­ზე ყრია სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ნარ­ჩე­ნი: პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი, პლას­ტ­მა­სის და მი­ნის ბოთ­ლე­ბი, მა­კუ­ლა­ტუ­რა და სხვა. შუ­ა­ში დგას დე­და­მი­წა (ბავ­შ­ვი წარ­წე­რით – „დე­და­მი­წა“) და ტი­რის: – მიშ­ვე­ლეთ, მიშ­ვე­ლეთ!

შე­მო­დი­ან ეკოკ­ლუ­ბის წევ­რე­ბი. ერთ-ერ­თი ბავ­შ­ვი:

– ნე­ტავ, სა­ი­დან გაჩ­ნ­და ეს ამ­დე­ნი ნარ­ჩე­ნი? მო­დი, და­ვა­სუფ­თა­ოთ!

შე­მო­ეს­მე­ბათ ტი­რი­ლის ხმა:

მე-2 ბავ­შ­ვი: – ჩუ, რა­ღაც ხმა ის­მის, მგო­ნი ვი­ღაც ტი­რის.

მე-3 ბავ­შ­ვი: – მო­დით აქეთ ბავ­შ­ვე­ბო, მო­დით! ეს ხომ ჩვე­ნი დე­და­მი­წაა, ეგ რა მოგ­ს­ვ­ლია?

დე­და­მი­წა:

– „თავს ცუ­დად ვგრძნობ, მიშ­ვე­ლეთ, გავ­ხ­დი გა­და­სარ­ჩე­ნი,

მე რომ ასე მა­ნად­გუ­რებს, იმას ჰქვია ნარ­ჩე­ნი.“

ბავ­შ­ვე­ბი: – ნუ გე­ში­ნია, ჩვენ გიშ­ვე­ლით.

დე­და­მი­წა: – თქვენ, რო­გორ შეძ­ლებთ?

ბავ­შ­ვე­ბი: – ჩვენ ბევ­რ­ნი ვართ, ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძ­ლებთ.

ერთ-ერ­თი ბავ­შ­ვი: – „მზე, რომ იყოს ყვი­თე­ლი და ყვა­ვი­ლე­ბი ჭრე­ლი,/გა­ვუ­წო­დოთ დე­და­მი­წას დახ­მა­რე­ბის ხე­ლი!“

(ბავ­შ­ვე­ბი მი­დი­ან და ნარ­ჩე­ნებს აც­ლი­ან).

დე­და­მი­წა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქავს და იტყ­ვის: – გა­ი­ხა­რეთ ბავ­შ­ვე­ბო, რო­გორც მე გა­მა­ხა­რეთ!

მე-2 ბავ­შ­ვი: – „ასე უფ­რო ხა­ლი­სით გა­აგ­რ­ძე­ლებ ბრუნ­ვას,/თუ­კი იგ­რ­ძ­ნობ ჩვენ­გან სიყ­ვა­რულს და ზრუნ­ვას.

მე3  ბავ­შ­ვი: – „ნარ­ჩე­ნე­ბი ძა­ლი­ან აბინ­ძუ­რებს ბუ­ნე­ბას,/ავად ხდის და უფუ­ჭებს გან­წყო­ბას და გუ­ნე­ბას“.

მე-4 ბავ­შ­ვი: – „და­ბინ­ძურ­და მი­წა, და­ბინ­ძურ­და წყა­ლი,/შე­ვამ­ცი­როთ ნარ­ჩე­ნი, მო­ვი­ხა­დოთ ვა­ლი!“.

მე-5 ბავ­შ­ვი: – „შე­მოგ­ვი­ერ­თ­დით ყვე­ლა, რომ შე­ვამ­ცი­როთ ნარ­ჩე­ნი./დაგ­ვი­ბინ­ძურ­და გა­რე­მო და გახ­და ჩვე­ნი საშ­ვე­ლი!“

მე-6 ბავ­შ­ვი: – „შე­მოგ­ვი­ერ­თ­დით, ნარ­ჩენებს ვებ­რ­ძო­ლოთ ერ­თად ყვე­ლა/მხარ­ში და­ვუდ­გეთ გა­რე­მოს, ახ­ლა სჭირ­დე­ბა შვე­ლა!“.

ყვე­ლა ერ­თად: – „ახ­ლა კი­დევ ერ­თად ვი­მე­ო­რებთ ყვე­ლა,/და­ბინ­ძურ­და გა­რე­მო და სჭირ­დე­ბა შვე­ლა!“.

ერთ-ერ­თი ბავ­შ­ვი: – მო­დი ,ბავ­შ­ვე­ბო, და­ვა­სუფ­თა­ოთ, შე­ვაგ­რო­ვოთ და და­ვა­ხა­რის­ხოთ!

(ბავ­შ­ვე­ბი იწყე­ბენ ცალ-ცალ­კე ტომ­რებ­ში ჩაყ­რას, რო­მელ­თაც აწე­რია: მი­ნა, ქა­ღალ­დი, პლას­ტ­მა­სი; იპო­ვი­ან გა­დაჭ­რილ პლას­ტ­მა­სის ბოთლს).

პირ­ვე­ლი ბავ­შ­ვი: – მო­დი, ეს ბოთ­ლი კალ­მე­ბის ჩა­საწყო­ბად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

მე-2 ბავ­შ­ვი: – ეს ყვა­ვი­ლის ჩა­სარ­გა­ვად გა­მოდ­გე­ბა.

მე-3 ბავ­შ­ვი: -ეს კი­დევ წყლის ჭურ­ჭე­ლი იქ­ნე­ბა, ამით ხომ ნარ­ჩე­ნებს შე­ვამ­ცი­რებთ, გა­რე­მო­საც და­ვი­ცავთ.

და­ი­ნა­ხა­ვენ, ვი­ღაც კუთხე­ში ნარ­ჩენს ყრის, მიც­ვივ­დე­ბი­ან:

– არ და­ყა­როთ, არ და­ყა­როთ, ამით ხომ გა­რე­მო ბინ­ძურ­დე­ბა!

ქა­ლი: – აბა, რა ვუ­ყო ამ ნა­გავს?

ბავ­შ­ვე­ბი: – ეს ნა­გა­ვი კი არა ნარ­ჩე­ნია, მი­სი გა­და­მუ­შა­ვე­ბა და ხე­ლახ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ამით სარ­გე­ბელს ნა­ხავ, და­ზო­გავ ფულს, დროს და ენერ­გი­ას, გა­რე­მო­საც და­ი­ცავ.

პირ­ვე­ლი ბავ­შ­ვი: – შენ იცი, რომ სა­მი ცა­ლი პლას­ტ­მა­სის ბოთ­ლის გა­და­მუ­შა­ვე­ბით ერ­თი წყვი­ლი ბო­ტა­სი მზად­დე­ბა?

მე-2 ბავ­შ­ვი: – 1ტონა მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბით 17 ძი­რი ხე გა­დარ­ჩე­ბა.

ქა­ლი: – არ ვი­ცო­დი, ამის შემ­დეგ აღარ გა­დავ­ყ­რი, შე­ვაგ­რო­ვებ და ჩა­ვა­ბა­რებ.

ბავ­შ­ვე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ვი­ღაც ცდი­ლობს ფოთ­ლე­ბის დაწ­ვას, მიც­ვივ­დე­ბი­ან და ერ­თხ­მად ეუბ­ნე­ბი­ან: – არ დაწ­ვათ, არ დაწ­ვათ! ამით ხომ ჰა­ე­რი ბინ­ძურ­დე­ბა, ჩვენ გვინ­და სუფ­თა ჰა­ე­რი, სუფ­თა სო­ფე­ლი.

ქა­ლი: – აბა, რა ვქნა, სად წა­ვი­ღო?

ბავ­შ­ვი: – ჩა­ყა­რე აგერ კომ­პოს­ტერ­ში!

ქა­ლი: – კომ­პოს­ტე­რი რა­ღაა?

ბავ­შ­ვი: – კომ­პოს­ტე­რი ფიც­რე­ბის­გან შე­ჭე­დი­ლი ყუ­თია, რო­მელ­შიც ხის ტო­ტე­ბი, ფოთ­ლე­ბი სხვა ორ­გა­ნუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბი იყ­რე­ბა და სა­სუ­ქად იქ­ცე­ვა, შემ­დეგ მას ბაღ-ბოს­ტან­ში გა­მო­ი­ყე­ნებ, ასე არა სჯო­ბია?!

ქა­ლი: – ეს რა კარ­გი რამ მას­წავ­ლეთ, ასეც მო­ვიქ­ცე­ვი.

ბავ­შ­ვე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ, რომ ვი­ღაც ხეს ჭრის, მიც­ვივ­დე­ბი­ან და ეტყ­ვი­ან: – არ მოჭ­რათ, არ მოჭ­რათ! ის ხომ ჰა­ერს ასუფ­თა­ვებს და ჟან­გ­ბადს გვაძ­ლევს.

კა­ცი: – აბა რა ვქნა, შე­შა არ მინ­და, რი­თი გავ­თ­ბე?

ბავ­შ­ვი: მო­ჭე­რი, ოღონდ მო­ჭე­რი გა­და­ბე­რე­ბუ­ლი, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ხმე­ლი ხე­ე­ბი. მო­ჭე­რი იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც გჭირ­დე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნე მთლი­ა­ნად და უდა­ნა­კარ­გოდ, ნარ­ჩე­ნე­ბის გა­რე­შე, გა­სა­გე­ბია?

კა­ცი: – გა­სა­გე­ბია.

ბავ­შ­ვე­ბი: — ოჰ! რო­გორ და­ვი­ღა­ლეთ, მოგ­ვ­შივ­და კი­დეც, მო­დი რა­მე ვი­ყი­დოთ. მი­დი­ან სა­ვაჭ­რო ჯი­ხურ­თან და გამ­ყიდ­ველს ეუბ­ნე­ბი­ან:

– მოგ­ვე­ცით პუ­რი და ფუნ­თუ­შე­ბი.

გამ­ყიდ­ვე­ლი პრო­დუქ­ტებს ცალ-ცალ­კე პარ­კ­ში შე­უხ­ვევს.

პირ­ვე­ლი ბავ­შ­ვი: – რა სა­ჭი­როა ამ­დე­ნი პარ­კი, რო­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ერთ პარ­კ­ში მო­თავ­ს­დეს, ამით ხომ ნარ­ჩე­ნებს შე­ვამ­ცი­რებთ?

მე-2 ბავ­შ­ვი: სულ არ გვინ­და ეს პარ­კე­ბი, ჩვენ ხომ ნაჭ­რის ჩან­თე­ბი გვაქვს, ამო­ი­ღებს ნაჭ­რის ჩან­თას და შიგ პურს და ფუნ­თუ­შებს ჩა­აწყობს.

ბო­ლოს ბავ­შ­ვე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან, ნა­ხე­ვარ­წ­რე­ზე ლაგ­დე­ბი­ან, წინ შეგ­რო­ვი­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ტომ­რე­ბი უწყ­ვი­ათ, რომ­ლებ­საც აწე­რია: მი­ნა, პლას­ტ­მა­სი, ქა­ღალ­დი. ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლებს ჩას­ჭი­დე­ბენ, ტომ­რებს მაღ­ლა ას­წე­ვენ და ერ­თხ­მად იტყ­ვი­ან:

– ჩვენ ეკოკ­ლუ­ბე­ლე­ბი ვართ, ვიწყებთ და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ას, ჩვე­ნი დე­ვი­ზია: „სო­ფე­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­რე­შე!“, ამ საქ­მე­ში თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბა, შე­მოგ­ვი­ერ­თ­დით!

♦♦♦

თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გავ­მარ­თეთ მსჯე­ლო­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხე­ბის გარ­შე­მო. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­მოთ­ქ­ვეს თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი: რა გა­ი­გეს, რა ის­წავ­ლეს ამ თა­მა­შე­ბი­დან და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ამ ცოდ­ნას ცხოვ­რე­ბა­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მო­დი­ან ბავ­შ­ვე­ბი და მე­უბ­ნე­ბი­ან:

– მას­წავ­ლე­ბე­ლო, სკო­ლის ეზო­ში კან­ფე­ტე­ბის ქა­ღალ­დე­ბი ეყა­რა, ჩვენ ავი­ღეთ და ნაგ­ვის ურ­ნა­ში ჩავ­ყა­რეთ, – მე შე­ვა­ქე და მო­ვუ­წო­დე, ასე გა­აგ­რ­ძე­ლონ მუ­შა­ო­ბა, სხვებ­საც აუხ­ს­ნან, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის დაყ­რა გა­რე­მო­ში და­უშ­ვე­ბე­ლია; შემ­პირ­დ­ნენ, რომ ასე მო­იქ­ცე­ვი­ან.

ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­რ­ძელ­დე­ბა.მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პროგ­რა­მე­ბი, ჩავ­რ­თოთ უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბე­ლი, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა, შევ­ქ­მ­ნათ უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი ჩვე­ნი სკო­ლის, სოფ­ლი­სა და ქვეყ­ნი­სათ­ვის.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები