9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რო­დის და რატომ ვა­ჩუ­მებთ ბავ­შ­ვებს?

spot_img

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე – სსიპ  ქ. ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ისე მოხ­და, რომ მე, ჩე­მი ერთ-ერ­თი კლა­სი და მწე­რა­ლი თა­მარ გე­გე­ში­ძე უც­ნა­უ­რად და­ვუ­კავ­შირ­დით ერ­თ­მა­ნეთს. ყვე­ლა­ფე­რი ასე და­იწყო –  რო­ცა ჩე­მი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მეცხ­რეკ­ლა­სე­ლე­ბი 11 წლი­სა­ნი იყ­ვ­ნენ, წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე ერთ ახალ­გა­მო­სულ წიგნს და­ვად­გი თვა­ლი (ანო­ტა­ცი­ამ და­მა­ინ­ტე­რე­სა – 11 წლის ბი­ჭი­სა და მი­სი ოჯა­ხის, მა­რი­კა მას­წავ­ლებ­ლი­სა და კლა­სის, მუდ­მი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლის, მოკ­ლედ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მის შე­სა­ხებ გვპირ­დე­ბო­და მწე­რა­ლი თხრო­ბას, ისიც არ იყო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო დე­ტა­ლი, წიგ­ნის ავ­ტო­რი რომ თა­ვა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლ­დათ). წიგნს რომ ვყი­დუ­ლობ­დი, სიმ­პა­თი­ურ­მა, ხუ­ჭუჭ­თ­მი­ან­მა გო­გო­ნამ მო­მა­ძა­ხა, ხომ არ გნე­ბავთ, წა­გი­წე­რო­თო. ჯერ კი გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შევ­ხე­დე, რა უნ­და წა­მი­წე­როს-მეთ­ქი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ წიგ­ნის ავ­ტო­რი მთა­ვა­ზობ­და ავ­ტოგ­რაფს. წიგ­ნი წა­ვი­კითხე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­საც წა­ვა­კითხე, ზო­გი­ერთს ავ­ტო­რი­სათ­ვის წე­რი­ლის მი­წე­რის სურ­ვი­ლიც გა­უჩ­ნ­და, მის­წე­რა კი­დეც და რა­მაც ბავ­შ­ვე­ბიც მო­ხიბ­ლა და, გა­მო­გიტყ­დე­ბით – მეც, ის იყო, რომ სულ მა­ლე ავ­ტორ­მა პა­სუ­ხიც გა­მო­უგ­ზავ­ნა. ლი­ზი დღემ­დე სა­თუ­თად ინა­ხავს ამ წე­რილს.

მე­რე, ეს ბავ­შ­ვე­ბი რომ ცა­მე­ტი­სა­ნი გახ­დ­ნენ, ახა­ლი წიგ­ნი გა­მოჩ­ნ­და ამა­ვე ავ­ტო­რი­სა, „საშ­ლე­ლე­ბი“. ახ­ლა ბავ­შ­ვებ­მა და­მას­წ­რეს წიგ­ნის ყიდ­ვა­ცა და წა­კითხ­ვაც — ამ­ჯე­რად ცა­მე­ტი წლის ანა­სა და მი­სი კლა­სის ამ­ბებს გა­ეც­ნენ.

2022 წე­ლი დად­გა და, რო­დე­საც თა­მარ გე­გე­ში­ძის ახა­ლი წიგ­ნის („ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“) წარ­დ­გე­ნა და­ა­ნონ­ს­და, რა­კი არათ­ბი­ლი­სე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­გ­ვარ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წ­რე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბას მოკ­ლე­ბულ­ნი ვართ, შემ­თხ­ვე­ვით თბი­ლის­ში მყო­ფი სწო­რედ ის გო­გო­ნა და­ეს­წ­რო წარ­დ­გე­ნას, მწე­რალ­მა რომ ად­რე წე­რი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა, წიგ­ნიც ჩა­მო­ი­ტა­ნა (ავ­ტოგ­რა­ფით!) და და­იწყო ახა­ლი ის­ტო­რია ამ­ჟა­მინ­დე­ლი მეცხ­რე კლა­სი­სა და თა­მარ გე­გე­ში­ძის ახა­ლი წიგ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა.

ჯერ წიგ­ნიც არ გვქონ­და წა­კითხუ­ლი, სწო­რედ ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თილ­ზე ვნა­ხეთ პირ­ვე­ლად და რა­კი­ღა და­მო­კი­დე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის სა­ხე­ებს ვსწავ­ლობ­დით, ეს სა­თა­უ­რიც „გა­მოგ­ვად­გა“ — მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე, მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ სა­თა­უ­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ისე, რომ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა მი­ე­ღოთ. ასე გაჩ­ნ­და სა­თა­უ­რის და­სას­რუ­ლის უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი:

ჩუ­მად უნ­და იჯ­დე, რა­თა არა­ვინ შე­გამ­ჩ­ნი­ოს

……………………., რად­გან არა­ფე­რი გაქვს სათ­ქ­მე­ლი

……………………., რომ არა­ვინ და­გი­ნა­ხოს

……………………., რომ არა­ვის შე­ეჩხი­რო თვალ­ში

……………………. თუ თვლი, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რი არ გა­გაჩ­ნია

……………………., რად­გან შე­ნი აზ­რი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს

……………………. მა­შინ, რო­ცა ხვდე­ბი, რომ მა­თი ნა­წი­ლი არა ხარ

……………………., რა­თა არა­ვინ დაგ­ცი­ნოს

ალ­ბათ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის სა­ხე­ე­ბი, თა­ვის­თა­ვად, მაგ­რამ ფრი­ად ყუ­რად­სა­ღე­ბი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე. სწო­რედ ამი­ტომ ვთხო­ვე პირ­და­პირ ამ სა­თა­უ­რის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა ბავ­შ­ვებს.

მა­თი­ვე ნე­ბარ­თ­ვით, რამ­დე­ნი­მე ფრაგ­მენტს გა­გი­ზი­ა­რებთ მა­თი ნა­აზ­რე­ვი­დან (ალ­ბათ, სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ნამ და­წე­რეს, სა­ნამ წიგნს წა­ი­კითხავ­დ­ნენ).

„ჩუ­მად უნ­და იჯ­დე, რო­ცა გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არა­ფერ­ში სა­ჭი­რო არ ხარ, არა­ფე­რი არ შე­გიძ­ლია!“

„ჩუ­მად უნ­და იჯ­დე, რო­ცა არ გის­წავ­ლია, რო­ცა რა­მე და­ა­შა­ვე, რო­დე­საც სად­მე ზედ­მე­ტი ხარ, რო­ცა ხა­სი­ათ­ზე არ ხარ!“

„ჩუ­მად ყოფ­ნა მტკივ­ნე­უ­ლი არის მა­შინ, რო­ცა იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ჩუ­მად იყო, შენს თავს გა­მუდ­მე­ბით ერ­თ­სა და იმა­ვეს უმე­ო­რებ: ჩუ­მად იყა­ვი! ჩუ­მად იყა­ვი! ჩუ­მად უნ­და იყო! თუ ხმას ამო­ი­ღებ, ვინ­მეს შენს სი­სუს­ტე­სა და გუ­ლის­ტ­კი­ვილ­ზე მო­უყ­ვე­ბი, მა­ინც არა­ვინ გა­გი­გებს, მა­ინც არა­ვინ გა­მო­გიწ­ვ­დის დახ­მა­რე­ბის ხელს, ამი­ტომ ჩუ­მად იყა­ვი! ყუ­რადღე­ბა არ მი­იპყ­რო და შე­ე­გუე მარ­ტო­ო­ბას!“

„სკო­ლა­ში თუ ჩუ­მად ზი­ხარ – არა­ფე­რი იცი, თუ ხმა ამო­ი­ღე – ზოგ-ზო­გი­ერ­თის თვალ­ში ზედ­მე­ტად ცდი­ლობ, თუ ერ­თი სიტყ­ვა მა­ინც თქვი – შეგ­ძ­ლე­ბია! რა მარ­ტი­ვი არის სხვე­ბის „შე­ფა­სე­ბა!“

„ჩუ­მად უნ­და იჯ­დე, თუ გინ­და, რომ დარ­ჩე ადა­მი­ა­ნებ­ში შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი, მაგ­რამ შე­ამ­ჩ­ნიო ყვე­ლა­ფე­რი. ჩუ­მად უნ­და იჯ­დე, რო­ცა ხვდე­ბი, რომ არ ღირს დი­ა­ლოგ­ში ჩაბ­მა!“

„ჩუ­მად უნ­და ვი­ყო, რომ მე­ზო­ბე­ლი არ მო­ვიმ­დუ­რო!“

ეს პა­სუ­ხე­ბი ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე დაგ­ვა­ფიქ­რებს მას­წავ­ლებ­ლებ­საც და მშობ­ლებ­საც.

რო­დის ვა­ჩუ­მებთ ბავ­შ­ვებს? რა­ტომ ვა­ჩუ­მებთ?

აი, ამ ბავ­შ­ვე­ბის პა­სუ­ხე­ბიც: „ხში­რად ეუბ­ნე­ბი­ან ამ ფრა­ზას ბავ­შ­ვებს, რა­თა ისი­ნი ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი გა­ზარ­დონ!“(!!!)

„ხში­რად მსმე­ნია მსგავ­სი რამ, თუ უფ­რო­სე­ბის სა­უ­ბარ­ში ჩა­ე­რე­ვი, უტაქ­ტო ხარ, თუ უფ­როსს შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი და პა­სუხს გას­ცემ, უზ­რ­დე­ლი ხარ, მაგ­რამ, თუ ჩუ­მად იჯ­დე­ბი, არ გა­მოთ­ქ­ვამ სა­კუ­თარ აზრს, არ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი უფ­რო­სებს, და­გი­ძა­ხე­ბენ ზრდი­ლო­ბი­ანს და ალ­ბათ, ზო­გი­ერ­თებს ზრდი­ლო­ბი­ა­ნის სა­ხე­ლი ურ­ჩევ­ნი­ათ!“

„უფ­რო­სე­ბი­სა­გან ხში­რად მეს­მის: რო­ცა ორი ადა­მი­ა­ნი ჩხუ­ბობს, შენ არ უნ­და ჩა­ე­რიო, ჩუ­მად უნ­და იჯ­დე! თუ უფ­როს­მა ადა­მი­ან­მა შე­უ­რაცხ­ყო­ფა მო­გა­ყე­ნა, ჩუ­მად და­ჯე­ქი და ხმა არ ამო­ი­ღო, რად­გან ის უფ­რო­სია და ყო­ველ­თ­ვის მარ­თა­ლია!“

„ჩუ­მად უნ­და იჯ­დე, არ უნ­და თქვა, რომ და­ი­ღა­ლე, რად­გან ბავ­შ­ვე­ბი არ იღ­ლე­ბი­ან, ჩუ­მად უნ­და იყო, არ გა­ამ­წ­ვა­ვო სი­ტუ­ა­ცია!“

კი, ასე­თი და­რი­გე­ბე­ბიც ხში­რად მო­უს­მე­ნი­ათ ჩვენს ბავ­შ­ვებს. მე­რე კი ბევ­რი რამ გვიკ­ვირს ხოლ­მე, არ გვინ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, რო­გორ თა­ო­ბას ვზრდით, მუდ­მი­ვად რომ ვა­კომ­პ­ლექ­სებთ – უფ­რო­სე­ბის სა­უ­ბარ­ში არ ჩა­ე­რიო, არა­ვის შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გო, არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოს, რომ არ დაგ­ცი­ნონ? თუ – სა­კუ­თა­რი აზ­რი ყვე­ლა­ფერ­ზე გქონ­დეს, მი­სი კო­რექ­ტუ­ლად გა­მოთ­ქ­მაც შე­გეძ­ლოს და დაც­ვაც, არ და­დუმ­დე , რად­გან დუ­მი­ლი ზოგ­ჯერ და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სია?

ვაი რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო­სე­ბი პირ­ველს ირ­ჩე­ვენ, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, თა­ვად ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ასე ფიქ­რობს: „არა, ჩუ­მად არა­სო­დეს არ უნ­და იჯ­დე, არ აფიქ­რე­ბი­ნო ხალხს, რომ არა­ვინ ხარ და არა­ფე­რი შე­გიძ­ლია, ნუ იქ­ნე­ბი შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი!“

„ხმა უნ­და ამო­ვი­ღოთ და არ უნ­და ვის­ხ­დეთ ჩუ­მად, რად­გან ჩვე­ნი სიტყ­ვა ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რიც ყვე­ლა­სი და ჩუ­მად არ უნ­და ვი­ყოთ!“

„არ ღირს ჩუ­მად ჯდო­მა, არა ამ რე­ა­ლო­ბა­ში, არა ყო­ველ­თ­ვის!“

„ჩუ­მად, ჩე­მი აზ­რით, არ უნ­და იჯ­დე! ჩუ­მად ყოფ­ნის დროს შენს სათ­ქ­მელს ვე­რა­ვინ იგებს, ამი­ტომ ილა­პა­რა­კე, მაგ­რამ გა­აჩ­ნია, რას ილა­პა­რა­კებ!“

„ჩუ­მად არ უნ­და იჯ­დე, შენს მე­გო­ბარს რო­ცა დას­ცი­ნი­ან, აბეზღე­ბენ და ხელს ურ­ტყა­მენ!“

„ხან­და­ხან ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­ცა ეს ფრა­ზა „ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“ არა­ვის­გან არ გეს­მის! — არც სხვის­გან და არც შე­ნი თა­ვის­გან!“

„ჩუ­მად უნ­და იჯ­დე მა­შინ, რო­ცა შენ გინ­და და არა მა­შინ, რო­ცა სხვას უნ­და!“

„არ მინ­და ჩუ­მად ყოფ­ნა. მინ­და მწვერ­ვალ­ზე ავი­დე და ბო­ლო ხმა­ზე ვიყ­ვი­რო — მე ეს შევ­ძე­ლი!“

„ჩე­მი აზ­რით, ჩუ­მად არ უნ­და იჯ­დე, არ უნ­და მო­ის­ხა უჩინ­მა­ჩი­ნის ლა­ბა­და, ქა­მე­ლე­ო­ნის რო­ლიც არ უნ­და მო­ირ­გო, თუ გაქვს მო­საზ­რე­ბა, ის აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მოთ­ქ­ვა!“

ჩვენ ხში­რად გვიყ­ვარს გა­მე­ო­რე­ბა ფრა­ზი­სა, მე­დალს ორი მხა­რე აქ­ვ­სო. არა­მარ­ტო მე­დალს, ყვე­ლა­ფერს… გა­აჩ­ნია, რო­მე­ლი მხრი­დან შე­ხე­დავ – ვინ 6-ს და­ი­ნა­ხავს და ვინ-9-ს. ბავ­შ­ვებ­მა ამ სი­ჩუ­მეს („ჩუ­მად უნ­და იჯ­დე!“) სხვა მხრი­და­ნაც შე­ხე­დეს და ამის შე­სა­ხე­ბაც სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქ­ვეს:

„მშვი­დი, ჩუ­მი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თ­ვის იზი­დავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. არ იცი, რას ფიქ­რობს, რა ფე­რა­დაა მი­სი ფიქ­რე­ბი აბ­რ­დღ­ვი­ა­ლე­ბუ­ლი, იგი შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლია და ამავ­დ­რო­უ­ლად შენს ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს.“

„იყო ჩუ­მად და იჯ­დე მარ­ტო, არ არის იდეა, ეს არის არ­ჩე­ვა­ნი და ამას ვე­რა­ვინ და­მიშ­ლის!“

„ჩუ­მად იჯ­დე, ნიშ­ნავს, იცო­დე მე­ტი, და­ი­ნა­ხო მე­ტი, გა­ი­გო მე­ტი!“

„სი­ჩუ­მე ჩემ­თ­ვის იქ არის, სა­დაც მხო­ლოდ სხვა „მე“ ვარ, ჩე­მი ფიქ­რე­ბია და გან­ც­დე­ბი.“

„სი­ჩუ­მი­სა და ჩემს ფიქ­რებ­თან ლა­პა­რა­კის გა­მო ბევრს ჩა­კე­ტი­ლი ვგო­ნი­ვარ, მაგ­რამ სუ­ლაც არა!“

ბავ­შ­ვე­ბი ბევრ რა­მეს ჩვენ­ზე უკე­თაც ხვდე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თი და­რი­გე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბა­საც ამ­ჩ­ნე­ვენ და ამ და­რი­გე­ბის მორ­ჩი­ლად შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის უამ­რავ პრობ­ლე­მა­საც: „სამ­წუ­ხა­როდ, ამ ფრა­ზით გაზ­რ­დილ ბავ­შ­ვებს აქვთ სა­უბ­რის კომ­პ­ლექ­სი, ხდე­ბი­ან ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლ­ნი, მუ­დამ იჩაგ­რე­ბი­ან და არას­დ­როს არა­ვინ იცის მა­თი აზ­რი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხის მი­მართ.“

ორ­გ­ვარ სი­ჩუ­მე­საც ჩვენ­ზე უკეთ ას­ხ­ვა­ვე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან, „ჩე­მი აზ­რით, სი­ჩუ­მე ორ­ნა­ი­რია. პირ­ვე­ლი – გა­აზ­რე­ბუ­ლი სი­ჩუ­მეა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა, მე­ო­რე კი ში­შის სი­ჩუ­მეა –  რო­ცა გე­ში­ნია. ჩვენ უნ­და გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, რო­მე­ლია ჩვე­ნი სი­ჩუ­მე?“

და მარ­თ­ლაც, რო­მე­ლია ჩვე­ნი სი­ჩუ­მე?

რო­გორ უპა­სუ­ხე­ბენ ამ კითხ­ვას ჩე­მი ბავ­შ­ვე­ბი, რო­ცა თა­მარ გე­გე­ში­ძის ახა­ლი წიგ­ნის („ჩუ­მად უნ­და იჯ­დე“) წა­კითხ­ვას და­ას­რუ­ლე­ბენ?

და­ვე­ლო­დე­ბი პა­სუ­ხებს…

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები