27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ ჩავწეროთ და წავიკითხოთ რიცხვები იოლად?

spot_img

ბავშვებო, დღეს მინდა გესაუბროთ რიცხვების ჩაწერაზე. პირველ კლასში თქვენ ისწავლეთ ათი ციფრი, რომლებითაც ნებისმიერი რიცხვის გამოსახვა შეიძლება. ეს ციფრებია: 0,1,2,3,4,5,6,7,8,9.

რიცხვების ჩაწერისა და წაკითხვის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, მოგიკრავთ თვალი ეკრანზე ისეთი ციფრების კომბინაციისთვის, რომლის სიგრძემაც შეგაშინათ და წაკითხვა აღარც კი მოგინდათ. კლასშიც გექნებოდათ ისეთი შემთხვევა, როცა დაბნეულმა მოსწავლემ არასწორად წაიკითხა რაღაც ციფრული მონაცემები.

დღეს გასწავლით მარტივ ხერხს, როგორ მოვიგვაროთ ეს საკითხი და მერე თქვენი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარეთ, ან სულაც თავი მოიწონეთ შინ, რომ ნებისმიერი სირთულის ციფრთა კომბინაციას კითხულობთ.

რიცხვი, მინიმუმ, ერთციფრიანია. აღვნიშნოთ რიცხვი პირობითი სიმბოლოთი N. N-თა რაოდენობა განსაზღვრავს რიცხვთა კლასს:

♦ მარჯვნიდან პირველი სამი ციფრი ქმნის ერთეულების კლასს;

♦ მარჯვნიდან სამციფრიანი  მეორე ჯგუფი ქმნის ათასეულების კლასს (ანუ, მათი ადგილებია რიცხვში მე-4, მე-5 და მე-6);

♦ მარჯვნიდან სამი ციფრით შედგენილი  მესამე ჯგუფი ქმნის მილიონების კლასს (ანუ, მათი ადგილებია რიცხვში მე-7, მე-8 და მე-9);

♦ მარჯვნიდან სამციფრიანი  მეოთხე ჯგუფი ქმნის მილიარდების კლასს (ანუ, მათი ადგილებია რიცხვში მე-10, მე-11 და მე-12);

სხვა „ახალ კლასებშიც“ სამ-სამი ციფრი ჯგუფდება, თუმცა, ჯერ მხოლოდ მილიარდების კლასებამდე მივიდეთ.

ახლა N-ების საშუალებით შევადგინოთ პატარა ცხრილი, ცარიელ უჯრებში კი თქვენი სურვილის მიხედვით ჩაწერეთ რიცხვები, ოღონდ „უკუღმა“ – უჯრების შევსება დაიწყეთ მარჯვნიდან მარცხნივ. თუ თქვენ ჩასაწერი გაქვთ 984, მარჯვნივ პირველად ჩაწერეთ 4, მის წინ 8 და ამ უკანასკნელის წინ 9. უცებ დალაგდება ყველაფერი: ასეულის ქვეშ იქნება 9, ათეულის ქვეშ – 8, ერთეულის სვეტში კი – 4.

წაკითხვა კი უნდა დავიწყოთ მარცხნიდან მარჯვნივ:

9 – ასეულია, ანუ ცხრაასი;

8 – ათეულია, ანუ ოთხმოცი;

4 – ერთეულია, ანუ ოთხი.

ახლა კი შევაერთოთ ჩვენი მონაცემები: ცხრაას+ოთხმოც(ი)+(და)ოთხი


ახლა კი ორი  მარტივი დავალება უნდა მოგცეთ და ივარჯიშეთ დამოუკიდებლად.

დავალება 1. ჩაწერეთ ციფრებით წითლად აღნიშნული სიტყვები.

დედამიწის ეკვატორული რადიუსი ექვსი ათას სამას სამოცდათვრამეტი კილომეტრია.

დედამიწის პოლარული რადიუსი ექვსი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი კილომეტრია.

დედამიწის ეკვატორის სიგრძე ორმოცი ათას სამოცდათხუთმეტი კილომეტრია.

დედამიწის მერიდიანის სიგრძე ორმოცი ათას შვიდი კილომეტრია.

დედამიწის ზედაპირის ფართობი ხუთას ათი მილიონი კვადრატული კილომეტრია.

მსოფლიო ოკეანის ზედაპირის ფართობი სამას სამოცდაერთი მილიონი კვადრატული კილომეტრია.

ხმელეთის ზედაპირის ფართობი ას ორმოცდაცხრა მილიონი კვადრატული კილომეტრია.

დავალება 2. წაიკითხეთ წითლად აღნიშნული რიცხვები.

⇒451456 წლებში გაიმართა ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა ალანების წინააღმდეგ.

⇒542562 წლებში გაიმართა ეგრისის დიდი ომი.

⇒ 627628 წლებში გაიმართა ჰერაკლე კეისრის ლაშქრობები ქართლში.

⇒ 729730 წლებში გაიმართა ჯარაჰის შემოსევები საქართველოში.

⇒ 735737 წლებში გაიმართა მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში.

⇒ 764 წელს გაიმართა ხაზარების ლაშქრობა საქართველოში.

⇒ 842 წელს გაიმართა მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა.

⇒ 853 წელს გაიმართა ბუღა თურქის შემოსევა.

⇒ 914 წელს გაიმართა აბუ ლ-კასიმის შემოსევა.

⇒1013 წელს გაიმართა ქართველთა ლაშქრობა განძაში.

⇒10211023 წლებში გაიმართა საქართველო-ბიზანტიის ომი.

⇒1028 წელს გაიმართა საქართველო-ბიზანტიის ომი.

⇒1204 წელს გაიმართა ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში.

⇒12041210 წლებში გაიმართა ქართველთა ლაშქრობები ხლათში.

⇒1210 წელს გაიმართა ქართველთა ლაშქრობა ირანში.

⇒12201221 წლებში გაიმართა პირველი ბრძოლები მონღოლებთან.

⇒12251228 წლებში გაიმართა ჯალალედინის ლაშქრობები საქართველოში.

⇒12351236 წლებში გაიმართა საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ.

⇒ 1261 წელს გაიმართა არღუნის ლაშქრობა სამცხეში.

⇒1265 წელს გაიმართა ბერქა-ყაენის ლაშქრობა.

⇒12821285 წლებში გაიმართა დავით VI-ის ლაშქრობა ტრაპიზონის სამეფოში.

⇒12851306 წლებში გაიმართა რუმელი თურქების შემოსევები.

⇒13021303 წლებში გაიმართა აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში.

⇔13861403 წლებში გაიმართა თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში.

⇒14401444 წლებში გაიმართა ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში.

⇒14731477 წლებში გაიმართა უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში.

⇒14861489 წლებში გაიმართა იაყუბ-ყაენის ლაშქრობები საქართველოში.

⇒1516 წელს გაიმართა დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობა სამცხეში.

⇒15181522 წლებში გაიმართა ისმაილ I-ის ლაშქრობები საქართველოში.

⇒1533 წელს გაიმართა მეგრელთა ლაშქრობა ჯიქეთში.

⇒15411554 წლებში გაიმართა თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში.

⇒1578 მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობა ამიერკავკასიაში.

⇒15781590 წლებში გაიმართა ფერჰად-ფაშას ლაშქრობები საქართველოში.

⇒16141617 წლებში გაიმართა შაჰ აბასის ლაშქრობები ქართლ-კახეთში.

⇒16601720 წლებში გაიმართა დინასტიური ომები იმერეთში.

⇒1703 წელს გაიმართა ოსმალების ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში.

⇒17851800 წლებში გაიმართა ომარ-ხანის ლაშქრობები.

⇒1795 წელს გაიმართა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა.

ხათუნა სვანაძეფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები