25 თებერვალი, კვირა, 2024

რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ მოს­წავ­ლეს კითხ­ვა

spot_img

თა­მარ თა­რაშ­ვი­ლი
ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა, ენის შე­სას­წავ­ლად, საკ­მა­ოდ რთუ­ლია. სწავ­ლის პრო­ცეს­ში ბევრ სირ­თუ­ლეს აწყ­დე­ბი­ან, რის გა­მოც კარ­გა­ვენ მო­ტი­ვა­ცი­ას. ცნო­ბი­ლია, რომ მო­ტი­ვა­ცია აუცი­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია კითხ­ვის უნარ-ჩვე­ვის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. კითხ­ვა კი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია უცხო ენის შე­სას­წავ­ლად, რად­გა­ნაც მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­იმ­დიდ­რონ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, მი­ეჩ­ვი­ონ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბას, გამოიმუშაონ ანა­ლი­ზის უნარი, მსჯე­ლო­ბის, პა­რა­ლე­ლე­ბი­სა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა. ზოგ­ჯერ რთუ­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ნა­ხოს ის ოპ­ტი­მა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც შეძ­ლებს კითხ­ვი­სად­მი მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბას. ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, თუ­კი მა­სა­ლა რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლას­თ­ვის თა­ნაბ­რად მი­სა­ღე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. და მა­ინც, რო­გორ ის­წავ­ლე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი და ინ­გ­ლი­სუ­რად კითხ­ვა სკო­ლებ­ში? ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, ვი­ზუ­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ასე­ვე აუდიო და ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბით. ძი­რი­თა­დად, მას­წავ­ლე­ბე­ლი, ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვამ­დე, ახალ სიტყ­ვებს წერს და­ფა­ზე. მი­სი დახ­მა­რე­ბით ბავ­შ­ვე­ბი თარ­გ­მ­ნი­ან და იმე­ო­რე­ბენ ამ სიტყ­ვებს, რა­თა სწო­რად წარ­მოთ­ქ­ვან. შემ­დ­გომ, ახალ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, გა­ხა­ზა­ვენ იმ ფრა­ზებ­სა თუ სიტყ­ვებს, რომ­ლე­ბიც არ იცი­ან. ტექ­ს­ტის გარ­ჩე­ვის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ე­ბი მზად არი­ან, უპა­სუ­ხონ კითხ­ვებს და ჩა­ერ­თონ დის­კუ­სი­ა­ში. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კითხ­ვე­ბი სტან­დარ­ტუ­ლია: რა იქ­ნე­ბო­და ტექ­ს­ტის სა­თა­უ­რი? რის შე­სა­ხე­ბაა ტექ­ს­ტი?

ზოგ შემთხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ მაგ­ნი­ტო­ფონს – წა­კითხ­ვამ­დე, ბავ­შ­ვე­ბი უს­მე­ნენ ტექსტს და ცდი­ლო­ბენ გა­ი­გონ რა არის ძი­რი­თა­დი აზ­რი. შემ­დ­გომ, თუ ტექ­ს­ტი რთუ­ლი არაა, ქარ­თუ­ლად თარ­გ­მ­ნის გა­რე­შე კითხუ­ლო­ბენ და აგ­რ­ძე­ლე­ბენ პრაქ­ტი­კუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, მაგ.: ჭე­შმა­რი­ტია/მცდა­რია, კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ამო­არ­ჩი­ეთ სწო­რი პა­სუ­ხი, შე­ავ­სეთ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი და ა.შ. ეს ის სტან­დარ­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც წიგ­ნ­შია მო­ცე­მუ­ლი და მივ­ყ­ვე­ბი რო­გორც მე, ასე­ვე სხვა პე­და­გო­გე­ბიც.

მი­ვუბ­რუნ­დეთ მო­ტი­ვა­ცი­ას. არ­სე­ბობს სტრა­ტე­გი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას, მოს­წავ­ლე­ებ­მა უფ­რო მე­ტი რომ იკითხონ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აქ­ცენ­ტი მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბო­და, რო­გორც მთა­ვა­რი მი­ზა­ნი გა­ნათ­ლე­ბა­ში. ტერ­მი­ნი „მო­ტი­ვა­ცია“ მომ­დი­ნა­რე­ობს ლა­თი­ნუ­რი „movere“-დან, რაც ნიშ­ნავს „გა­და­ად­გი­ლე­ბას“ და, ჩვე­უ­ლებ­რივ, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, რო­გორც ფაქ­ტო­რე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებს ქცე­ვას და აძ­ლევს მი­მარ­თუ­ლე­ბას. მო­ტი­ცა­ვია გან­საზღ­ვ­რავს ბავ­შ­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სკო­ლი­სად­მი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი; მათ მონ­დო­მე­ბას, რო­დე­საც დაბ­რ­კო­ლე­ბას აწყ­დე­ბი­ან; რო­გორ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ ტეს­ტებ­ში და ა.შ. რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი არ არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, რთუ­ლია და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. უფ­რო მე­ტიც, არა­მო­ტი­ვი­რე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ თა­ნა­ტო­ლებ­ზე, და­ა­კარ­გი­ნონ ენ­თუ­ზი­აზ­მი სწავ­ლი­სად­მი, რაც უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა რო­გორც კლას­ზე, ასე­ვე სას­კო­ლო გა­რე­მო­ზე. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი გზა თუ რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია:

  1. აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თოთ მოს­წავ­ლე­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რა­თა ჰქონ­დეთ კონ­ტ­რო­ლი­სა და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა;
  2. მკა­ფი­ოდ გან­ვ­საზღ­ვ­როთ მიზ­ნე­ბი;
  3. შევ­ქ­მ­ნათ უსაფ­რ­თხო სას­წავ­ლო გა­რე­მო;
  4. შევ­თა­ვა­ზოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლა;
  5. წა­ვა­ხა­ლი­სოთ, რა­თა თა­მა­მად გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას;
  6. და­ვეხ­მა­როთ ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის პოვ­ნა­ში.

გარ­და ამი­სა, მრა­ვალ­ფე­რო­ვან გაკ­ვე­თი­ლებს, სა­ინ­ტე­რე­სო და სწო­რად შერ­ჩე­ულ წიგ­ნებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა მა­სა­ლას შე­უძ­ლია გა­მო­აღ­ვი­ძოს ინ­ტე­რე­სი მოს­წავ­ლე­ებ­ში. ჩემს პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ზე ყო­ველ­დღი­ურ­მა დაკ­ვირ­ვე­ბამ და გარ­კ­ვე­ულ­მა ფაქ­ტებ­მა მი­მიყ­ვა­ნა დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებს (მე-11 კლა­სი) არ ჰქონ­დათ მო­ტი­ვა­ცია კითხ­ვი­სად­მი. გაკ­ვე­თილ­ზე, რო­დე­საც ვარ­ჩევ­დით ტექ­ს­ტებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, ვმსჯე­ლობ­დით მათ გარ­შე­მო, ვა­კე­თებ­დით კითხ­ვის შემ­დ­გომ და­ვა­ლე­ბებს, აშ­კა­რა იყო, რომ კლა­სის გარ­კ­ვე­უ­ლი (არც თუ ისე მცი­რე) ნა­წი­ლი მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებ­ში არ ერ­თ­ვე­ბო­და, მა­შინ რო­ცა მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბე­ბის, თა­ვი­სუ­ფალ თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბის ან წე­რი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის დროს მა­თი აქ­ტი­უ­რო­ბა თვალ­ში სა­ცე­მი იყო. გა­მიჩ­ნ­და კითხ­ვა, ბავ­შ­ვებს ზო­გა­დად არ უყ­ვარ­დათ კითხ­ვა თუ სკო­ლის წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი იყო პრობ­ლე­მა მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის არ­ქო­ნის. ამის და­სად­გე­ნად, გა­დავ­წყ­ვი­ტე, კვლ­ევა და პა­ტა­რა ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, და­ვუ­რი­გე კითხ­ვა­რე­ბი — რამ­დე­ნად მოს­წონ­დათ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, იწ­ვევ­და თუ არა ეს ტექ­ს­ტე­ბი ინ­ტე­რესს და დის­კუ­სი­ის სურ­ვილს, რა ჟან­რის ტექ­ს­ტებს მი­ა­ნი­ჭებ­დ­ნენ უპი­რა­ტე­სო­ბას და ა.შ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბავ­შ­ვებს კითხ­ვის მი­მართ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ინ­ტე­რე­სი აქვთ. რა­ო­დე­ნობ­რივ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მოს­წავ­ლე­თა შო­რის გან­ს­ხა­ვე­ბაა, მო­ტი­ვა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. ასე­ვე გა­ვი­გეთ, თუ რა­ტომ არის მათ­თ­ვის უინ­ტე­რე­სო ის ტექ­ს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­შია შე­ტა­ნი­ლი. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვას­კ­ვე­ნი, რომ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ტექ­ს­ტე­ბი მათ­თ­ვის სრუ­ლი­დან უინ­ტე­რე­სო და მარ­ტი­ვი იყო, რაც იწ­ვევ­და და­ბალ მო­ტი­ვა­ცი­ას. ექ­ს­პე­რი­მენ­ტი მიზ­ნად ისა­ხავ­და, კვი­რა­ში ერ­თხელ, და­მა­ტე­ბი­თი სა­კითხა­ვი მა­სა­ლის მი­წო­დე­ბას, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და შე­სას­წავ­ლი ენის კულ­ტუ­რა­ზე, რაც ნამ­დ­ვი­ლად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის. მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდა პირ­და­პირ აისა­ხა ტეს­ტე­ბის შე­დე­გებ­ზე, რო­მე­ლიც ექ­ს­პე­რი­მენ­ტამ­დე, ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას და ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც და­წე­რეს (რა თქმა უნ­და, ერ­თი და იმა­ვე სირ­თუ­ლის ტეს­ტი). ამის შემ­დ­გომ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე დავ­გეგ­მე, რომ მო­ვარ­გე მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს, შემ­ქონ­და და­მა­ტე­ბი­თი სა­კითხა­ვი მა­სა­ლა ინ­გ­ლი­სუ­რი კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ, მათ ტრა­დი­ცი­ებ­ზე, სა­ნა­ხაო­ბებ­ზე. ორ კვი­რა­ში ერ­თხელ, მთლი­ან გაკ­ვე­თილს ვუთ­მობ­დით ინ­გ­ლი­სე­ლი მწერ­ლე­ბის მოთხ­რო­ბე­ბის გან­ხილ­ვას, ბავ­შ­ვე­ბი თა­ვად წყვეტ­დ­ნენ რო­მელ ავ­ტორ­სა და რა მოთხ­რო­ბას გან­ვი­ხი­ლავ­დით. მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტორს ზოგ­ჯერ პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით, ზოგ­ჯერ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბით, ერ­თობ­ლი­ვად წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ, რა­მაც ხე­ლი შე­უწყო მოს­წავ­ლე­თა და­ახ­ლო­ე­ბას, აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლას და სას­წავ­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ეს კი, ჩემ­თ­ვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვა იყო.

ასე რომ, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია უცხო ენის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და გა­ნა­პი­რო­ბებს მოსწავლეთა აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებს, იმავ­დ­რო­უ­ლად, მას­წავ­ლე­ბელს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­ი­ყე­ნოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბი და მა­სა­ლე­ბი, რაც ნიშ­ნავს სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო გა­რე­მოს.

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები