14 დეკემბერი, შაბათი, 2024

როგორ შევაგუოთ პირველკლასელი სასკოლო გარემოს უმტკივნეულოდ

spot_img

ნი­ნო ლა­ბარ­ტყა­ვა

ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ქვეპ­როგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი

🔶🔸 სკო­ლა­ში შეს­ვ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნისთვის. ბავ­შ­ვი პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს მე­ტად საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში, სა­დაც მას ხვდე­ბა ახა­ლი, სახ­ლი­სა და ბა­ღი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, გა­რე­მო, ახა­ლი წე­სე­ბი, დღის რუ­ტი­ნა და საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სკო­ლა ახა­ლი სა­ფე­ხუ­რია არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვის, არა­მედ მთე­ლი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში. ასეთ დროს მშობ­ლე­ბიც ღე­ლა­ვენ, ვი­ნა­ი­დან მათ­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა თუ რო­გორ შეხ­ვ­დე­ბა პა­ტა­რა ახალ მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორ გა­უმ­კ­ლავ­დე­ბა ახალ მოთხოვ­ნებს, რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან მი­სი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი.

ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, წი­ნას­წარ და­ვიწყოთ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შერ­ჩე­ულ სკო­ლას­თან. ვი­ნა­ი­დან ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ ოჯა­ხი ან მხო­ლოდ სკო­ლა, არა­მედ ისიც, თუ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მყარ­დე­ბა მათ შო­რის. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ოჯა­ხი­ცა და სკო­ლაც რე­ა­ლუ­რად ხე­დავს, რომ ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბაა მა­თი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად ამ­ყა­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთ­თან პო­ზი­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ, მა­შინ ბავ­შ­ვიც მე­ტად უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლოდ ეგუ­ე­ბა ახალ გა­რე­მოს და მი­იჩ­ნე­ვა, რომ სა­მო­მავ­ლოდ სწავ­ლის შე­დე­გე­ბიც უკე­თე­სი ექ­ნე­ბა.

🔶🔸 ასე­ვე  მშობ­ლე­ბი ხში­რად სვა­მენ ხოლ­მე შე­კითხ­ვას, რო­გორ უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ ბავ­შ­ვი სკო­ლის­თ­ვის? სკო­ლის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა­ში მხო­ლოდ ლექ­სე­ბის ან ცალ­კე­უ­ლი ასო­ე­ბის ცნო­ბა იგუ­ლის­ხ­მე­ბა, თუ ბავ­შ­ვის სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი და შე­მეც­ნე­ბი­თი სიმ­წი­ფე?

🔶🔸 ტრა­დი­ცი­უ­ლად, სას­კო­ლო მზა­ო­ბის მკვლე­ვა­რი ავ­ტო­რე­ბი, სას­კო­ლო მზა­ო­ბის ცნე­ბის აღ­წე­რი­სას, რამ­დე­ნი­მე სფე­როს გა­მოკ­ვეთ­დ­ნენ. ავ­ტორ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ხაზს უს­ვამ­და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სფე­როს, მო­ტო­რუ­ლი აპა­რა­ტი­სა და შე­მეც­ნე­ბი­თი სფე­როს მომ­წი­ფე­ბას. თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბი კი ხაზს უს­ვა­მენ არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვის მზა­ო­ბას სკო­ლის­თ­ვის, არა­მედ  მშობ­ლე­ბის მზა­ო­ბას მოს­წავ­ლის მშობ­ლის რო­ლის მო­სარ­გე­ბად  და თა­ვად სკო­ლის მზა­ო­ბას,  შე­უქ­მ­ნას პა­ტა­რა მოს­წავ­ლეს პო­ზი­ტი­უ­რი, მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მო.

🔶🔸 რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შ­ვის მომ­ზა­დე­ბას სკო­ლის­თ­ვის, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ამას გა­ნა­პი­რო­ბებს არა მხო­ლოდ აკა­დე­მი­უ­რი და შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბი, არა­მედ ბავ­შ­ვის სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი მზა­ო­ბა. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, სკო­ლას­თან შე­გუ­ე­ბა იმ ბავ­შ­ვებს უფ­რო უჭირთ, ვი­საც ნაკ­ლე­ბად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის — თვით­მოვ­ლის ჩვე­ვე­ბი, სხვებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბი და არა მათ, ვინც, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბი ლექ­სი ან ასო­ე­ბის გა­მო­წე­რა იცის.

🔶🔸 ამი­ტომ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვის ჰო­ლის­ტურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ად­რე­ულ ასაკ­ში ზრუნ­ვა, იგუ­ლის­ხ­მე­ბა: ბავ­შ­ვის ფი­ზი­კუ­რი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი, კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის, ენის, მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა რო­გორც მზრუნ­ვე­ლე­ბის, ისე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის მხრი­დან; რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია უფ­რო­სე­ბის მხრი­დან ყუ­რადღე­ბი­ა­ნი და გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბით, მშობ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლა­ცი­ით. სტი­მუ­ლა­ცია გუ­ლის­ხ­მობს მშობ­ლებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს შეც­ნო­ბას, ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მოს­მე­ნას, მო­ფე­რე­ბას, სე­ირ­ნო­ბას, წიგ­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, კითხ­ვას და, რა თქმა უნ­და, თა­მაშს.

🔶🔸 ამას გარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლა­ში შეს­ვ­ლამ­დე, მო­ვუყ­ვეთ ბავშვს სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი სკო­ლის შე­სა­ხებ; სა­ნამ სწავ­ლა და­იწყე­ბა, ვუჩ­ვე­ნოთ სკო­ლა, საკ­ლა­სო ოთა­ხი, გა­ვაც­ნოთ პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი; აგ­რეთ­ვე, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად დავ­გეგ­მოთ, რომ სკო­ლა­ში ვი­ზი­ტი­სას ბავშვს რამ­დე­ნი­მე თა­ნაკ­ლა­სე­ლი გა­ვაც­ნოთ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვის­თ­ვის სკო­ლა ნაც­ნო­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა, რაც მე­ტად გა­უ­ი­ო­ლებს სკო­ლას­თან შე­გუ­ე­ბას.

🔶🔸 ამას­თა­ნა­ვე, ალ­ბათ, დავ­კ­ვირ­ვე­ბი­ვართ, რომ ზო­გი­ერთ ბავშვს უფ­რო უჭირს მშობ­ლე­ბის გა­რე­შე სკო­ლა­ში დარ­ჩე­ნა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, და­ვა­წე­სოთ მშობ­ლებ­თან დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის რი­ტუ­ა­ლი, რო­მელ­საც ყო­ველ­დღე შე­ას­რუ­ლებს მშო­ბე­ლი, ბავ­შ­ვი და მას­წავ­ლე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, მოს­ვ­ლი­სას, ბავ­შ­ვი და­კი­დებს ქურ­თუკს და მი­ე­სალ­მე­ბა მას­წავ­ლე­ბელს. ისი­ნი ერ­თად მი­ა­ცი­ლე­ბენ მშო­ბელს კარ­თან და ფან­ჯ­რი­დან ხელს და­უქ­ნე­ვენ. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავშვს აღ­ნიშ­ნულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აქ­ტი­უ­რი რო­ლი და გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­ტ­რო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, არ მო­ვატყუ­ოთ ბავ­შ­ვი და ვუთხ­რათ რო­დის დავ­ბ­რუნ­დე­ბით. აქ არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი, რო­მელ­საც,  თუ ბავ­შ­ვი მო­იწყენს, შე­უძ­ლია ესა­უბ­როს მას გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ და უთხ­რას: „მოწყე­ნი­ლი ხარ, რად­გან დე­და იძუ­ლე­ბუ­ლია წა­ვი­დეს, მაგ­რამ ის,  მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ, აუცი­ლებ­ლად მო­გა­კითხავს“. სკო­ლა­ში რო­დე­საც ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან მომ­წონ­და საკ­ლა­სო ოთახ­ში გაკ­რუ­ლი სახ­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მლის ფან­ჯ­რებ­შიც ბავ­შ­ვე­ბის სახ­ლი­დან მო­ტა­ნილ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს ვაკ­რავ­დით. თა­ვად ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო იყო, ბავ­შ­ვე­ბი ხა­ლი­სით გვი­ზი­ა­რებ­დ­ნენ თუ ვინ იყო მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი, რო­დის გა­და­ი­ღეს, რაც, ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლე­ბელ­თან არა­ფორ­მა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო და, მე­ო­რე მხრივ, ბავშვს სახ­ლ­სა და ოჯახს შო­რის უწყ­ვე­ტი კავ­ში­რის გრძნო­ბას უქ­მ­ნი­და.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები