23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რო­გორ ფას­დე­ბა „კარ­გია“ თუ  „ცუ­დი“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო?

spot_img

ნო­ნა არე­ვა­ძე-კო­ტო­რაშ­ვი­ლი

მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. დაშ­ტა­ფის ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ის რე­სურ­სია, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლა­ზე მეტს სა­უბ­რო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, გა­ნი­ხი­ლა­ვენ, აფა­სე­ბენ და გა­მოთ­ქ­ვა­მენ ხოლ­მე სა­კუ­თარ ფრთხილ მო­წო­ნე­ბას თუ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვ­ნებს. თით­ქ­მის არ მახ­სენ­დე­ბა შემ­თხ­ვე­ვა, რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს უპი­რო­ბო მხარ­და­ჭე­რა და­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ნოს. მე­ტიც, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, დიდ­წი­ლად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­ბა­ლი ხა­რის­ხი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ხში­რად გა­ი­გებთ ამ­გ­ვარ შე­ფა­სე­ბა­საც: „დღეს რა წიგ­ნე­ბი­თაც ას­წავ­ლი­ან სკო­ლებ­ში, კი­დევ კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს გა­ნათ­ლე­ბის მხრი­ვო…“

მო­დით, ერ­თ­გ­ვა­რი რეფ­ლექ­სი­ით გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კითხი და ვიმ­ს­ჯე­ლოთ, მა­ინც რა­ტომ აკის­რე­ბენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ასეთ გა­დამ­წყ­ვეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, რამ­დე­ნად სწო­რია ეს და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა რო­ლი აქვს მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის შე­დე­გე­ბის­თ­ვის ამა თუ იმ საგ­ნის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. ამი­სათ­ვის მცი­რედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნის პრო­ცე­სი.

რო­გორც ვი­ცით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი იქ­მ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რის თუ პირ­თა ჯგუ­ფის მი­ერ, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი მკაც­რად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის, რომ სკო­ლა­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­გორც სას­წავ­ლო რე­სურ­სი, ვერ შე­ვა, თუ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ჯერ კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის ამა თუ იმ საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სი არ გა­მო­აცხა­და. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყე­ბა ავ­ტო­რე­ბის მი­ერ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის წე­რა, ხო­ლო სა­გან­გე­ბოდ შედ­გე­ნი­ლი გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სი­ის (სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს და მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფი) მი­ერ ხდე­ბა ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­ბო­ლოო ეტაპ­ზე დაშ­ვე­ბა ან და­ხარ­ვე­ზე­ბა.

მივ­ყ­ვეთ თან­მიმ­დევ­რო­ბით. თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ პირ­ვე­ლი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, შემ­დეგ იწყე­ბა მე­ო­რე, ბევ­რად რთუ­ლი ეტა­პი, რო­დე­საც კო­მი­სია იწო­ნებს ან მო­ითხოვს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ჩას­წო­რე­ბას გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით. ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეხე­ბა წიგ­ნის ში­ნა­არსს, მოს­წავ­ლე­თა ასაკ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას, ეთი­კუ­რო­ბას, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვას და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას, უპირ­ვე­ლე­სად კი — საგ­ნის და კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას. კო­მი­სი­ის მი­ერ დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რი­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და შე­ნიშ­ვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­რე­ბი იწყე­ბენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ჩას­წო­რე­ბას და მხო­ლოდ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­დეგ ენი­ჭე­ბა მას გრი­ფი – ანუ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სკო­ლებ­ში და­იშ­ვე­ბა ასარ­ჩე­ვად.

ამით იმის თქმა მსურს, რომ საქ­მე­ში ჩა­უ­ხე­დავ­მა პი­რებ­მაც იცოდ­ნენ, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხი და სას­წავ­ლო ფა­სე­უ­ლო­ბა მხო­ლოდ ავ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არაა და მას­ზე არა­ერ­თი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობს.

სულ ბო­ლოს კი, სკო­ლა და საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა გუნ­დი, რამ­დე­ნი­მე გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან, ირ­ჩევს მათ­თ­ვის უფ­რო მი­სა­ღებ და მო­სა­წონ რე­სურსს.

ახ­ლა ვი­სა­უბ­როთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და დავ­ს­ვათ შე­კითხ­ვა:

რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ „ცუდ­მა“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ მას­წავ­ლე­ბელს არ მის­ცეს სწავ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა და პი­რი­ქით, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ „კარ­გ­მა“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ ცალ­სა­ხად გა­ნა­პი­რო­ბოს მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა­ში?

გა­მოც­დი­ლი და მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე პე­და­გო­გე­ბი მა­შინ­ვე იტყ­ვი­ან, რომ ასე­თი გა­რან­ტი­ე­ბის გა­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო წარ­მა­ტე­ბის ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი არ არის. ამის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად ასე­თი არ­გუ­მენ­ტიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა: — ერ­თ­სა და იმა­ვე სკო­ლა­ში, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი იდენ­ტუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ას­წავ­ლი­ან, მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლიც იყოს. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია აქე­დან და­ას­კ­ვ­ნას ის, რაც პე­და­გო­გი­ურ წრე­ებ­ში კარ­გად ნაც­ნო­ბი მო­ცე­მუ­ლო­ბაა:

⇒ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ არის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა და რე­სურ­სი. ის ერ­თ­გ­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვია, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს უად­ვი­ლებს სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას გან­საზღ­ვ­როს მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მიჰ­ყ­ვეს ესგ-ს და ამის მი­ხედ­ვით გა­არ­თუ­ლოს ან გა­ა­მარ­ტი­ვოს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი თე­მე­ბი და სა­კითხე­ბი.

მაშ, შე­ჯა­მე­ბის­თ­ვის, ვთქვათ, რომ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­სე­ბობს რო­გორც მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, ასე­ვე ხარ­ვე­ზი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის შე­დე­გე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის ცოდ­ნას და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ყო­ველ­თ­ვის უფ­რო მე­ტი რო­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე თუნ­დაც სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. აქ­ვე, მას­წავ­ლებ­ლებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ კი­დევ ერთ მო­საზ­რე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ: — ყვე­ლა­ზე უფ­რო „ცუ­დი“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც კი ჯო­ბია სულ უწიგ­ნოდ მუ­შა­ო­ბას, რად­გან დღე­ვან­დე­ლი სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის, მო­ტი­ვა­ცი­ის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის ამა­რა გა­ვი­დეს ფონს. ერ­თი ადა­მი­ა­ნის ძა­ლის­ხ­მე­ვა არას­დ­როს არის საკ­მა­რი­სი, ყოვ­ელ­დღი­უ­რად, ახალ-ახა­ლი მა­სა­ლე­ბის, რე­სურ­სე­ბის, თე­მე­ბის და ში­ნა­არ­სის შე­საქ­მ­ნე­ლად, და­სა­გეგ­მად და თუნ­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შაო ფურ­ც­ლე­ბის და­სა­ბეჭ­დად.

ვი­ნა­ი­დან მე თა­ვად გახ­ლა­ვართ ქარ­თუ­ლი ენის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით ამ საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნის სპე­ცი­ფი­კა­საც გა­გაც­ნობთ.

ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სწავ­ლე­ბა ისე­თი­ვე რთუ­ლი ან მარ­ტი­ვია, რო­გო­რიც ნე­ბის­მი­ე­რი მე­ო­რე ენის (ინ­გ­ლი­სუ­რის, ფრან­გუ­ლის, გერ­მა­ნუ­ლის…). სწავ­ლე­ბა უფ­რო რთულ­დე­ბა, რო­დე­საც ენა შემ­ს­წავ­ლე­ლის­თ­ვის მე­ო­რე ენის სტა­ტუსს კი არ ატა­რებს, არა­მედ რე­ა­ლუ­რად უცხო ენაა. და უფ­რო მარ­ტივ­დე­ბა, თუ ის მე­ო­რე ენაა. ზე­და­პი­რუ­ლად გან­ვ­მარ­ტოთ, რას ნიშ­ნავს სტა­ტუ­სით მე­ო­რე ან უცხო ენა.

მე­ო­რეა ის ენა, რო­მე­ლიც არ არის შემ­ს­წავ­ლე­ლის­თ­ვის მშობ­ლი­უ­რი ენა, მაგ­რამ მშობ­ლი­უ­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ენობ­რივ გა­რე­მო­ში უწევს ყოფ­ნა — ეს ენა ეს­მის ქუ­ჩა­ში, ტე­ლე­ვი­ზორ­ში, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში. ხო­ლო უცხოა ის ენა, რო­მელ­თა­ნაც შემ­ს­წავ­ლელს შე­ხე­ბა მხო­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში უწევს ამ ენის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და მის­თ­ვის შე­სას­წავ­ლი ენის გა­რე­მო მაქ­სი­მა­ლუ­რად შეზღუ­დუ­ლია.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დი ხდე­ბა, რა­ტომ არის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ზოგ­ჯერ უფ­რო რთუ­ლი ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით დას­ახ­ელე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში და ნაკ­ლე­ბად რთუ­ლი დიდ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლეს გარს აკ­რავს ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­რე­მო. მას შე­სას­წავ­ლი ენა ეს­მის ქუ­ჩა­ში, ტრან­ს­პორ­ტ­ში, მა­ღა­ზი­ებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ხში­რად ოჯახ­შიც კი, მა­შინ, რო­ცა ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი ასეთ გა­რე­მოს­თან შე­ხე­ბას მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან.

შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რო­მე­ლი­მე სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლის­თ­ვის და ზედ­მე­ტად მარ­ტი­ვი –  თბი­ლი­სის სომ­ხუ­რი ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლის­თ­ვის. ამი­ტო­მაც, რთუ­ლია შე­იქ­მ­ნას ისე­თი უნი­ვერ­სა­ლუ­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ასე­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბის და­საძ­ლე­ვად. უკ­ვე გა­სა­გე­ბია, რა­ტომ ვი­სა­უბ­რე ზე­მოთ მას­წავ­ლებ­ლის გა­დამ­წყ­ვეტ როლ­ზე, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა გა­რე­მო­ე­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით ამარ­ტი­ვებს ან არ­თუ­ლებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თე­მებს.

რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით შე­ვე­ხე­ბი (ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა) სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სას­წავ­ლო თე­მებს და თა­ვად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის ჩვე­ნე­ულ, ავ­ტო­რე­ბი­სე­ულ პრინ­ცი­პებს.

თე­მე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აღე­ბუ­ლია ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი­დან და ჩვენ მი­ერ შევ­სე­ბუ­ლია ისე­თი ში­ნა­არ­სით, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა ასა­კობ­რივ ინ­ტე­რე­სებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, თე­მე­ბი და შერ­ჩე­უ­ლი თხზუ­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამი­სათ­ვის მივ­მარ­თეთ რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბის, ასე­ვე ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას. თუმ­ცა, სწო­რედ ეს ტექ­ს­ტე­ბი იყო, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს წე­რი­სას, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა.

უნ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ტექ­ს­ტე­ბის უც­ვ­ლე­ლად შე­ტა­ნა წიგნს მძი­მე და მო­უქ­ნელ რე­სურ­სად გა­და­აქ­ცევს. ტექ­ს­ტე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­უ­ახ­ლოვ­დეს კონ­კ­რე­ტულ სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი შემ­ს­წავ­ლე­ლის დო­ნეს და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ამი­ტომ თი­თო­ე­ულს იმ­გ­ვა­რად ადაპ­ტი­რე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ არ და­ი­კარ­გოს მთა­ვა­რი აზ­რი, მი­სი მხატ­ვ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ავ­ტო­რი­სე­უ­ლი სტი­ლი. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამა თუ იმ სა­ფე­ხურ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­ი­ტა­ნო რო­მე­ლი­მე მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი და, მი­სი სირ­თუ­ლის გა­მო, მათ კითხ­ვი­სა და სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია არ და­უ­კარ­გო. ამ სირ­თუ­ლეს გა­ნა­პი­რო­ბებს მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის ლექ­სი­კა, რთუ­ლი სინ­ტაქ­სი, მე­ტა­ფო­რე­ბი და ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მე­ბი, რომ­ლი­თაც დატ­ვირ­თუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ს­ტი.

ამ­გ­ვა­რად, ავ­ტო­რებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა უარი კი არ უნ­და თქვან ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბის სწავ­ლე­ბა­ზე, არა­მედ უნ­და აც­ნო­ბი­ე­რებ­დ­ნენ ტექ­ს­ტე­ბის ადაპ­ტი­რე­ბის აუც­ილებ­ლო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, ფლობ­დ­ნენ სწო­რად ადაპ­ტი­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ტექ­ნი­კებს. კონ­კ­რე­ტუ­ლად რა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ტექ­ს­ტე­ბის ადაპ­ტი­რე­ბის­თ­ვის, ანუ გა­მარ­ტი­ვე­ბის­თ­ვის? უპირ­ვე­ლე­სად, სა­ჭი­როა ზმნებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა ისე, რომ, მა­გა­ლი­თად, მე-4 კლა­სის ტექ­ს­ტებ­ში შევ­ხ­ვ­დეთ მხო­ლოდ აწ­მ­ყოს, წყვე­ტი­ლის და მყო­ფა­დის ფორ­მებს. არ და­ვუშ­ვათ, რომ ამ ეტაპ­ზე ტექ­ს­ტებ­ში აირი­ოს მე­სა­მე სე­რი­ის მწკრი­ვის ფორ­მე­ბი ან ერთ აბ­ზაც­ში მო­ნაც­ვ­ლე­ობ­დეს ზმნის 3-4, თუნ­დაც ნაც­ნო­ბი, მწკრი­ვის ფორ­მა. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ლექ­სი­კა­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა, ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბა და ტექ­ს­ტე­ბის გან­ტ­ვირ­თ­ვა ისე­თი სიტყ­ვე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს, მო­ცე­მულ ეტაპ­ზე, არ გა­მო­ად­გე­ბა მეტყ­ვე­ლე­ბა­ში გად­მო­სა­ტა­ნად. სა­ჭი­როა ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მე­ბი­სა და მე­ტა­ფო­რუ­ლი ში­ნა­არ­სე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა, რად­გან მშობ­ლიურ ენა­ზეც კი რთუ­ლია პა­ტა­რა ასაკ­ში ამ­გ­ვა­რი სა­კითხა­ვი ამო­ცა­ნე­ბის დაძ­ლე­ვა.

კი­დევ უამ­რა­ვი სა­კითხია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რო­ცა ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, ამი­ტო­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ზი­ა­რებთ და ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ კო­ლე­გე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ რჩე­ვებ­სა და წი­ნა­და­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ას­წავ­ლი­ან.

და­სას­რულს კი, სი­ნა­ნუ­ლით უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, უკ­ვე ორი წე­ლია, შე­ჩე­რე­ბუ­ლია გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის II, III, IV და XII კლა­სე­ბი ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ზუს­ტად არ შე­მიძ­ლია ვთქვა, რა იყო ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, მაგ­რამ ის კი ვი­ცი, რომ სა­ბა­ბი სწო­რედ კონ­კ­რე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­ერ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქ­მუ­ლი ზო­გა­დი და ზე­და­პი­რუ­ლი კრი­ტი­კა იყო. მახ­სოვს, რო­გორ მი­მარ­თა ერთ-ერ­თი სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, აწ უკ­ვე ყო­ფილ, მი­ნისტრს სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში პა­თე­ტი­კუ­რად: „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­კითხი მი­სა­ხე­დია, ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს ეს წიგ­ნე­ბი და იქ­ნებ გვიშ­ვე­ლოთ რა­მეო“… ხომ ყვე­ლას გვეს­მის, რომ ერთ ადა­მი­ანს, თუნ­დაც სკო­ლის დი­რექ­ტორს (და, ვფიქ­რობ, გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლის დი­რექ­ტორს), არაფ­რით არ შე­უძ­ლია ერ­თი წი­ნა­და­დე­ბით შე­ა­ფა­სოს ყვე­ლა კლა­სის და ყვე­ლა საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ არის არას­წო­რიც და სა­ში­შიც უსაგ­ნო კრი­ტი­კა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ყო­ველ­თ­ვის იცი­ან, რომ ამ­გ­ვა­რად ფორ­მუ­ლი­რე­ბულ შე­ფა­სე­ბას – „ეს არ არის კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო“ – უნ­და მოჰ­ყ­ვეს დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა, რა­ტომ არ არის კარ­გი და რა შემ­თხ­ვე­ვა­ში გახ­დე­ბო­და ის კარ­გი. ასე­თია მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ქცე­ვა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­ფა­სე­ბა მარ­თ­ლაც გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის საქ­მეა. მო­ვუს­მი­ნოთ და ვენ­დოთ მათ და არა იმ მხა­რე­ებს, რო­მელ­თაც შე­ფა­სე­ბის მხო­ლოდ ორი კრი­ტე­რი­უ­მი აქვთ: კარ­გია ან ცუ­დია.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები