27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ უწყობს ხელს კომპლექსური  დავალებაზე  მუშაობის პროცესი მოსწავლეებში  კრიტიკული აზროვნების განვითარებას

spot_img

ჯონ დიუი აღ­ნიშ­ნავ­და, „ბავ­შ­ვი მხო­ლოდ მა­შინ იწყებს ფიქრს, თუ ჩვენ მას კონ­კ­რე­ტულ პრობ­ლე­მებ­თან შებ­რ­ძო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევთ და მას რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა უხ­დე­ბა“. დი­ახ, ბავ­შ­ვის ბუ­ნებ­რივ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ულ გა­რე­მო­ში მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი კვლე­ვა-ძი­ე­ბი­თი, შე­მეც­ნე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის წარ­მო­ე­ბა ხელს შე­უწყობს ცოდ­ნის გა­აზ­რე­ბუ­ლად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბას და დარ­გობ­რი­ვი ცნე­ბე­ბის აზ­როვ­ნე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბად გარ­დაქ­მ­ნას. მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი კი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, რაც სა­მი­ნის­ტ­როს ერთ-ერთ მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს.

აზ­როვ­ნე­ბა კრი­ტი­კუ­ლია მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც იგი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა. მოს­წავ­ლეს საკ­მა­რი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეს, რა­თა იფიქ­როს და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაჭ­რას სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლე­ე­ბის სა­კითხე­ბი. კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი პრობ­ლე­მე­ბის მი­სე­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტის გზებს პო­უ­ლობს და სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას გო­ნი­ე­რი, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი სა­ბუ­თე­ბით გა­ნამ­ტ­კი­ცებს. ასე­ვე, აც­ნო­ბი­ე­რებს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის სხვა გზებ­საც და შე­უძ­ლია და­ამ­ტ­კი­ცოს მის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ლო­გი­კუ­რო­ბა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს ერ­თ­გ­ვარ სა­ძირ­კ­ველს სხვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა კომ­პ­ლექ­სურ­მა და­ვა­ლე­ბებ­მა, რო­მე­ლიც სხვა ძი­რე­ულ უნა­რებ­თან ერ­თად, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ხელს უწყობს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

პირ­ველ რიგ­ში, თქვე­ნი ყუ­რადღე­ბა მინ­და გა­და­ვი­ტა­ნო თა­ვად ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბის არ­ს­ზე. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა არის მოს­წავ­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი, რომ­ლი­თაც იგი მო­ცე­მულ სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბით აზუს­ტებს ცოდ­ნას. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა: უბ­რა­ლოდ სა­კითხი კი არ ას­წავ­ლოთ, არა­მედ ას­წავ­ლეთ ისე, რომ მოს­წავ­ლემ გა­ი­აზ­როს, რა­ტომ და რის­თ­ვის ის­წავ­ლოს. მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით მოს­წავ­ლემ სი­ტუ­ა­ცი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა უნ­და შეძ­ლოს. ყო­ვე­ლი­ვე ეს კი პირ­და­პირ ეხ­მი­ა­ნე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი პა­რა­დიგ­მის იმ ხუთ ძი­რი­თად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ციპს, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვ­ლად უდევს უწყ­ვე­ტი და ინ­ტენ­სი­უ­რი ზრუნ­ვა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

რო­ცა მოს­წავ­ლეს ვთხოვთ, შექ­მ­ნას შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი, ვთხოვთ, აღ­წე­როს, იმ­ს­ჯე­ლოს და­ა­სა­ბუ­თოს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა, მო­ახ­დი­ნოს იდე­ე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა, სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, წარ­მო­სახ­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ახა­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა, შე­საძ­ლო გა­დაწყ­ვე­ტე­ბის გან­ხილ­ვა, არ­სე­ბულ ცოდ­ნა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი სტრა­ტე­გი­ე­ბია. სწო­რედ ყვე­ლა ეს სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გი­უ­რი სტრა­ტე­გია იყ­რის თავს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ მე­თოდ­ში „მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ლა­მი“.

ენობ­რი­ვი პრაქ­ტი­კა გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლე­თა მი­ერ შეთხ­ზუ­ლი ტექ­ს­ტის თვალ­სა­ჩი­ნოდ ჩა­წე­რას და შემ­დეგ ამ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბას. თა­ვად მე­თო­დი იმით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მო­ი­ცავს აზ­როვ­ნე­ბის, მეტყ­ვე­ლე­ბის, წე­რი­სა და კითხ­ვის პრო­ცე­სებს. ამას­თა­ნა­ვე, სა­ხა­ლი­სოა და მოს­წავ­ლე­ე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თ­ვე­ბი­ან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. ეს მე­თო­დი კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პირ­ველ და მე­ო­რე კლა­სებ­ში, თუმ­ცა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა, სხვა ფორ­მით, შემ­დ­გომ კლა­სებ­შიც შე­იძ­ლე­ბა.

გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს პე­და­გო­გი­ურ გა­მოც­დი­ლე­ბას.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა:

ამ­ბის შეთხ­ზ­ვა ენობ­რი­ვი პრაქ­ტი­კის — მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ლა­მი — გა­მო­ყე­ნე­ბით

ილუს­ტ­რა­ცი­ი­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბის — ჰი­პო­პო­ტა­მი, კუნ­ძუ­ლი, ჰა­მა­კი, ჰან­ტე­ლე­ბი, ბედ­ნი­ე­რი, მო­იწყი­ნა, გა­ზე­თი, გან­ცხა­დე­ბა, მე­გობ­რე­ბი — გა­მო­ყე­ნე­ბით, შეთხ­ზეთ ამ­ბა­ვი ჰი­პო­პო­ტამ­ზე, უკარ­ნა­ხეთ მას­წავ­ლე­ბელს. ამ­ბა­ვი და­ა­სა­თა­უ­რეთ.

 

და­ვა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი

თხრო­ბი­სას:

♦ წარ­მო­ა­ჩი­ნე რით და­იწყო, გაგ­რ­ძელ­და და დას­რულ­და ამ­ბა­ვი;

♦ გა­მო­ი­ყე­ნე ვრცე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და იშ­ვი­ა­თად ხმა­რე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი;

♦ გად­მო­ე­ცი ამ­ბის სხვა­დას­ხ­ვა დე­ტა­ლი (მაგ., სად ცხოვ­რობს ჰი­პო­პო­ტა­მი, რას საქ­მი­ა­ნობს, რა აწუ­ხებს ან უხა­რია, რა გა­სა­ჭი­რი ან პრობ­ლე­მა აქვს, რო­გორ ცდი­ლობს მის მოგ­ვა­რე­ბას და სხვა;

♦ რამ­დე­ნი ასოს­გან შედ­გე­ბა გა­მო­წე­რი­ლი სიტყ­ვა; რო­მე­ლია ეს ასო­ე­ბი;

♦ რამ­დე­ნად გა­წა­ფუ­ლად კითხუ­ლობ ნაც­ნობ სიტყ­ვებს, წი­ნა­და­დე­ბებს.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა და­მუ­შავ­და ორ სა­მიზ­ნე ცნე­ბა­ში:

  1. სიტყ­ვა, წი­ნა­და­დე­ბა, ტექ­ს­ტი;
  2. კო­დი­რე­ბა-დე­კო­დი­რე­ბა.

სა­მიზ­ნე ცნე­ბა   წარ­მო­ად­გენს, ერ­თი მხრივ, აზ­როვ­ნე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენტს, მე­ო­რე მხრივ, უნი­კა­ლურ პე­და­გო­გი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც აად­ვი­ლებს თე­მის და­გეგ­მ­ვა­სა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად მარ­თ­ვას პი­რო­ბი­სე­უ­ლი, არ­სობ­რი­ვი ცოდ­ნის­კენ.

მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი კი არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც შე­მო­საზღ­ვ­რავს ოთხ­წ­ლე­დის­თ­ვის ცნე­ბის მო­ცუ­ლო­ბას.

ხში­რად, რო­ცა და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ზე ვსა­უბ­რობთ, ის­მის შე­კითხ­ვა: რამ­დე­ნი გაკ­ვე­თი­ლი უნ­და და­ვუთ­მოთ? თა­ვად ასე­თი და­ვა­ლე­ბა ხომ, თა­ვი­სი არ­სით, ხელს უწყობს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ორი­ენ­ტა­ცია ხა­რის­ხ­ზე ავი­ღოთ და არა დრო­ზე. რო­ცა მოს­წავ­ლე წარ­მო­ა­ჩენს თა­ვის მო­საზ­რე­ბას, მსჯე­ლობს, ხსნის, ასა­ბუ­თებს სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას, ქმნის პრო­დუქტს და ახორ­ცი­ე­ლებს მის წარ­დ­გე­ნას, არა­სო­დეს ჩავ­თ­ვა­ლოთ ეს დრო და­კარ­გუ­ლად. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მოს­წავ­ლე­ებს შე­ეძ­ლოთ თვით­შე­ფა­სე­ბა, სა­კუ­თა­რი აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სის ანა­ლი­ზი, აც­ნო­ბი­ე­რებ­დ­ნენ მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ამის­თ­ვის დრო არა­სო­დეს არ უნ­და დაგ­ვე­ნა­ნოს.

ახ­ლა კი, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ვი­ა­როთ ის გზა, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში:

⇒ პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბის გაც­ნო­ბას, გა­მოწ­ვე­ვი­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ში ინ­ტე­რე­სის აღ­ძ­ვ­რის მიზ­ნით, დავ­ს­ვი შე­კითხ­ვე­ბი:

♦ მოგ­წონთ თუ არა ზღაპ­რე­ბის, ლექ­სე­ბის, მოთხ­რო­ბე­ბის კითხ­ვა?

♦ რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლექ­სი, მოთხ­რო­ბა ან ზღა­პა­რი?

♦ და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რო­გორ შე­იქ­მ­ნა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ლექ­სი, მოთხ­რო­ბა თუ ზღა­პა­რი?

♦ ვინ ქმნის მხატ­ვ­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს?

♦ რო­ცა თქვე­ნი ტო­ლა ვი­ყა­ვი, სურ­ვი­ლი მქონ­და, მეც და­მე­წე­რა რა­მე. თქვენ თუ გი­ფიქ­რი­ათ ამა­ზე?

♦ აბა, ახ­ლა და­ფიქ­რ­დით და მითხა­რით, გინ­დათ გავ­ხ­დეთ მწერ­ლე­ბი და მო­ვი­გო­ნოთ რა­ი­მე ამ­ბა­ვი?

რო­გორც ხე­დავთ, აქ დას­მუ­ლია ისე­თი შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს უბიძ­გებს ფიქ­რის­კენ, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის­კენ. ამავ­დ­რო­უ­ლად, აღ­ძ­რავს ინ­ტე­რესს, ამაღ­ლებს მო­ტი­ვა­ცი­ას. მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე მო­ტი­ვა­ცი­ის აღ­ძ­ვ­რა კი სა­ფუძ­ვე­ლია იმი­სა, რომ შემ­დეგ მოს­წავ­ლე ხა­ლი­სი­თა და დი­დი ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა, აქ­ვე, მოკ­ლედ და მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბი ენით ავუხ­სე­ნი, თუ რას გუ­ლის­ხ­მობს ენობ­რი­ვი პრაქ­ტი­კა — „მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ლა­მი“: დღეს ჩვენ მწერ­ლე­ბად უნ­და ვიქ­ცეთ. ერ­თად უნ­და დავ­წე­როთ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ცხო­ველ­ზე, ჰი­პო­პო­ტამ­ზე. თქვენ მი­კარ­ნა­ხებთ, მე დავ­წერ, ყვე­ლა­ნი ვიქ­ნე­ბით ამ ამ­ბის ავ­ტო­რი!

ტექ­ს­ტის შედ­გე­ნი­სას, და­ვეყ­რ­დ­ნოთ ბა­რათ­ზე და­წე­რილ სიტყ­ვებს, აქ­ვეა ილუს­ტ­რა­ცი­აც, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ რო­გორც ამ­ბის და­სას­რუ­ლის­თ­ვის, ასე­ვე პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სარ­ჩე­ვად. დავ­ფიქ­რ­დეთ, ვინ იქ­ნე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, რით და­იწყე­ბა, რო­გორ გაგ­რ­ძელ­დე­ბა და დას­რულ­დე­ბა ამ­ბა­ვი. ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ აბ­ზაცს, სას­ვენ ნიშ­ნებს. სა­თა­უ­რიც არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს! ბო­ლოს ჩვენ მი­ერ შეთხ­ზულ ამ­ბავს და­ვა­სუ­რა­თებთ, წიგ­ნად ვაქ­ცევთ და ვის­წავ­ლით მის წა­კითხ­ვას.

ბავ­შ­ვებს ვთხო­ვე, სა­კუ­თა­რი სიტყ­ვე­ბით აეხ­ს­ნათ, რას მო­ითხოვ­და და­ვა­ლე­ბა.

⇒ მე­ო­რე ეტაპ­ზე კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ ბავ­შ­ვე­ბი და წარ­მო­ად­გე­ნენ ნა­მუ­შე­ვარს.

მინ­და კო­ლე­გე­ბის ყუ­რადღე­ბა აუცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ტა­ნო იმ ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­მელ­შიც შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბია გა­წე­რი­ლი. რა­ტომ? აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ რო­დე­საც ბავშვს ვთხოვთ ახ­ს­ნას, და­ა­სა­ბუ­თოს, იმ­ს­ჯე­ლოს თუ რა გა­ა­კე­თა და რო­გორ გა­ა­კე­თა, ეს პირ­და­პირ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ. ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­აზ­რე­ბას და ისე­თი რე­სურ­სე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი თუ სა­მიზ­ნე ცნე­ბის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, რომ­ლე­ბიც მათ­ში აღ­ძ­რავს ფიქრს, უბიძ­გებს მსჯე­ლო­ბის­კენ, და­სა­ბუ­თე­ბის­კენ, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­კენ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­სურ­სის მიზ­ნობ­რი­ვად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შერ­ჩე­ვა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ილუს­ტ­რა­ცია, სა­თა­მა­შო­ე­ბი, საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ებ­მა ტექ­ს­ტი უნ­და შექ­მ­ნან.

რო­ცა მოს­წავ­ლე­ებს ვთა­ვა­ზობთ საყ­რ­დენ სიტყ­ვებს, ჩნდე­ბა შე­კითხ­ვა, გარ­კ­ვე­ულ ჩარ­ჩო­ში ხომ არ ვაქ­ცევთ მათ თა­ვი­სუ­ფალ აზ­როვ­ნე­ბას? ეს რომ მა­ღა­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, არ იქ­ნე­ბო­და გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი. მაგ­რამ აქ სა­უ­ბა­რია პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა, დახ­მა­რე­ბა, თუნ­დაც ამ ფორ­მით. მთა­ვა­რია, არ შევ­ზღუ­დოთ მა­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი.

კო­ლე­გე­ბის ყუ­რადღე­ბა ასე­ვე მინ­და შე­ვა­ჩე­რო ან­ბა­ნე­ლას რჩე­ვებ­ზე: ენობ­რივ პრაქ­ტი­კა­ზე მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე, იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებს სწო­რად გა­ე­აზ­რე­ბი­ნათ წე­რის პრო­ცე­სი, მათ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მე­გობ­რის, ან­ბა­ნე­ლას რჩე­ვე­ბიც გა­ვა­ცა­ნი. ეს ის ან­ბა­ნე­ლაა, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დროს, სა­ან­ბა­ნო პე­რი­ოდ­ში, ხში­რად გვსტუმ­რობ­და და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა­სა თუ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბას სთა­ვა­ზობ­და ჩემს პა­ტა­რებს.

ეს ერ­თ­გ­ვა­რი წინ­მ­ს­წ­რე­ბი მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზაა, რო­მე­ლიც, აქ­ტი­ვო­ბის შეს­რუ­ლე­ბამ­დე, გუ­ლის­ხ­მობს და­ფიქ­რე­ბა­სა და მსჯე­ლო­ბას გა­და­სად­გ­მელ ნა­ბი­ჯებ­ზე, გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ ხერ­ხებ­სა და სტრა­ტე­გი­ებ­ზე. მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი პა­უ­ზე­ბის ჩარ­თ­ვა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ხელს უწყობს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, სა­კუ­თარ თავ­ში სიძ­ნე­ლე­თა დაძ­ლე­ვის ახა­ლი რე­სურ­სე­ბი მო­ძებ­ნოს, გახ­დეს უფ­რო ქმე­დი­თი, წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად. ასეთ კონ­ტექ­ს­ტ­ში მკვეთ­რად იზ­რ­დე­ბა სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია, მოს­წავ­ლე ხდე­ბა უფ­რო აქ­ტი­უ­რი და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ენობ­რი­ვი პრაქ­ტი­კა „მას­წავ­ლე­ბე­ლი კა­ლა­მი“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სხვადა­ს­ხ­ვა ჟან­რის ტექ­ს­ტე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად. დავ­ფიქ­რ­დით, თუ რო­მელ ჟან­რ­ში შევ­ქ­მ­ნი­დით ამ­ბავს. მაგ­რამ მთა­ვა­რი ისაა, რომ ბავ­შ­ვე­ბი ეც­ნო­ბი­ან ტექ­ს­ტის ისეთ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რო­გო­რი­ცაა სა­თა­უ­რი, აბ­ზა­ცი, სტრი­ქო­ნი და ა.შ. იმავ­დ­რო­უ­ლად, მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ ფან­ტა­ზი­ის, ინ­ფორ­მა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად უწყობს ხელს კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ბო­ლო­ოდ შევ­თან­ხ­მ­დით, შეგ­ვექ­მ­ნა პა­ტა­რა ზღა­პა­რი, რო­მელ­საც ამ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რი ექ­ნე­ბო­და — ამ­ბის და­საწყი­სი, შუა ნა­წი­ლი, სა­თა­უ­რიც. სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით შე­ვარ­ჩი­ეთ „ჰი­პო­პო­ტა­მი ჰი­პო“, თუმ­ცა შევ­თან­ხ­მ­დით, რომ წე­რის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბო­და სა­თა­უ­რი შეგ­ვეც­ვა­ლა. აქ­ვე ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ეთ, თუ სად და რო­გორ იწე­რე­ბა სა­თა­უ­რი.

და­ვიწყეთ ამ­ბის შეთხ­ზ­ვა. პირ­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვქონ­და, რო­ცა საყ­რ­დენ სიტყ­ვებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით და, ორი საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით, სამ­სიტყ­ვი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბის შექ­მ­ნა და შემ­დეგ მი­სი გან­ვ­რ­ცო­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. სწო­რედ ამ წი­ნა­და­დე­ბით გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, დაგ­ვეწყო ჩვე­ნი ზღა­პა­რი: „შორს, ცხრა მთას იქით, ერთ პა­ტა­რა, ლა­მაზ კუნ­ძულ­ზე ცხოვ­რობ­და ჰი­პო­პო­ტა­მი ჰი­პო“. ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცა იმას, რომ წე­რა და­ვიწყეთ აბ­ზა­ცით. ასე­ვე ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბო­დით საყ­რ­დენ სიტყ­ვებს და მათ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით იწყე­ბო­და იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა.

მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზე ნა­ბი­ჯე­ბად, თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­წე­რი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა 1. ბა­რათ­ზე და­წე­რილ საყ­რ­დენ სიტყ­ვებ­ზე მუ­შა­ო­ბა.

აქ­ტი­ვო­ბა 2. ცხო­ველ­თა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი­დან ჰი­პო­პო­ტა­მის ამოც­ნო­ბა.

აქ­ტი­ვო­ბა 3. პირ­ვე­ლი სიტყ­ვის — „ჰი­პო­პო­ტა­მი“ ანა­ლი­ზი.

აქ­ტი­ვო­ბა 4. საყ­რ­დე­ნი სიტყ­ვე­ბის — „ჰი­პო­პო­ტა­მი“ და „კუნ­ძუ­ლი“ — გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მ­ნი­ლი სამ­სიტყ­ვი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბის გან­ვ­რ­ცო­ბა (მაგ: ამო­სა­ვა­ლი წი­ნა­და­დე­ბა — ჰი­პო­პო­ტა­მი კუნ­ძულ­ზე ცხოვ­რობ­და).

აქ­ტი­ვო­ბა 5. ან­ბა­ნე­ლას რჩე­ვე­ბი — ან­ბა­ნე­ლას რჩე­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა (ჯერ გა­ვაც­ნობთ რჩე­ვებს — „წე­რის დაწყე­ბამ­დე“ და „წე­რის დროს“, ხო­ლო რო­ცა წე­რა დას­რულ­დე­ბა, რჩე­ვებს — „წე­რის შემ­დეგ“).

აქ­ტი­ვო­ბა 6. იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბა

აქ­ტი­ვო­ბა 7. ერ­თობ­ლი­ვი წე­რა.

აქტივობა 1. შეთხზული ამბის  ერთობლივი  წაკითხვა   და  ტექსტის  გაუმჯობესება  ანბანელას  შემოთავაზებული კრიტერიუმების  მიხედვით წერის  შემდეგ

აქტივობა  2. შეთხზული ამბის  ერთობლივი  წაკითხვა   სხვადასხვა   ვარიაციებით (ერთობლივი კითხვა, ექოდ კითხვა, ქოროში კითხვა. გაგრძელებითი კითხვა: დაიწყოს იმ მოსწავლემ, ვისაც უყვარს  ტორტი,  გააგრძელოს მან, ვისაც უნდა ჰიპოსთან მეგობრობა და ა.შ) );

აქტივობა 3. შერჩეული ეპიზოდის წაკითხვაში ვარჯიში მეწყვილესთან ერთად;

აქტივობა 4. ილუსტრაციების მიხედვით პერსონაჟ   ჰიპოს  ამოცნობა.   როგორ განწყობილებაზე/გუნებაზე    იყო თავიდან,  მერე და  ბოლოს. შესაბამისი   ემოციების გამომხატველი „ღიმილაკების შერჩევა.

მათზე  დაყრდნობით  შესაბამისი ეპიზოდების წაკითხვა ჟესტიკა-მიმიკის გამოყენებით

აქტივობა 5. ტექსტში მითითებული ერთეულის პოვნა მინიშნებებზე დაყრდნობით:  გამოდი დაფასთან და კედელზე გაკრულ ტექსტში იპოვე:

  • მესამე აბზაცი;
  • პირველი აბზაცის პირველი სტრიქონი;
  • მეორე აბზაცის ყველაზემეტსიტყვიანი სტრიქონი;
  • პირველი აბზაცის ბოლო სტრიქონის მეორე სიტყვა.

აქტივობა 7. ნაწარმოების პერსონაჟების  სახელების  აწყობა მოძრავი ანბანით.

აქტივობა  8. შეთავაზებულ ბარათზე პერსონაჟების  გაფერადება და სახელების ჩაწერა

აქტივობა 9. სიტყვების მოძებნა და გადაწერა ინსტრუქციის მიხედვით, მაგ.: გადაიწერე ექვსასოიანი სიტყვები; გადაიწერე სიტყვები, რომლებშიც  „ჰ“ასოა და სხვა.

აქტივობა 10. წინადადებებად   დაყოფილი ტექსტის აწყობა   სიუჟეტის განვითარების საფეხურების მიხედვით

აქტივობა 11. ნაწარმოების ილუსტრაციის  მიხედვით  ტექსტის სიუჟეტის  ამოცნობა

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა. ხში­რად მოს­წავ­ლე­ე­ბი, შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის ში­შის, სა­კუ­თარ პა­სუხ­ში და­ურ­წ­მუ­ნებ­ლო­ბი­სა თუ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გა­მო, მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი არი­ან მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რაც აფერ­ხებს მათ­ში კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხე­ლი შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბას, ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ ჩვენს პა­ტა­რებს, რომ პა­ტივს ვცემთ და ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მათ აზრს, რაც ამაღ­ლებს მათ­ში თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბი­სა და სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის გრძნო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ვაძ­ლევ­დი სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­ეთ­ქ­ვა თა­ვი­სი ნა­აზ­რე­ვი. ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, ერ­თობ­ლივ ფიქ­რ­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გა­მოწ­ვე­ვაა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. სა­ინ­ტე­რე­სო იყო მა­თი იდე­ე­ბი, ყვე­ლა მო­საზ­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ღებ ვერ­სი­ას ვარ­ჩევ­დით. არც ან­ბა­ნე­ლას რჩე­ვებს ვი­ვიწყებ­დით, ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით წე­რის პრო­ცეს­ში. მოს­წავ­ლე­თა ნა­აზ­რე­ვით, ნელ-ნე­ლა, ივ­სე­ბო­და ჩვე­ნი მწვა­ნე და­ფა. ვცდი­ლობ­დი, ყო­ველ­თ­ვის ეგ­რ­ძ­ნოთ, რომ ვუს­მენ­დი და პა­ტივს ვცემ­დი მათ მო­საზ­რე­ბას, რაც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ბავ­შ­ვე­ბი თან­და­თან აც­ნო­ბი­ე­რებ­დ­ნენ წე­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მხა­რე­ებს. პა­ტა­რა მწერ­ლე­ბი, ერ­თი მხრივ, აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ წე­რენ გა­მოც­დი­ლი მწერ­ლე­ბი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ფა­ზე, მე­ო­რე მხრივ კი, უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ასო­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა-და­წე­რა­ში, სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბის სწო­რად დას­მა­ში და ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად იძენ­დ­ნენ, იუმ­ჯო­ბე­სებ­დ­ნენ წე­რის უნა­რებს. ზო­გი­ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ წერ­ტი­ლი დას­ვა, ზოგ­მა ამა თუ იმ სიტყ­ვის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა შე­არ­ჩია, ზო­გი­ერ­თი სიტყ­ვე­ბის და­წე­რა­ში „მო­მეშ­ვე­ლა“.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ხში­რად ვი­ყე­ნებ მე­თოდს „და­ი­ჭი­რე შეც­დო­მა“, რომ­ლის დრო­საც, პა­ტა­რე­ბი უფ­რო მე­ტი გუ­ლის­ყუ­რით და ხა­ლი­სით არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, მა­ღა­ლია ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცია და სულ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმის­კენ, რომ შეც­დო­მა გა­მო­ას­წო­რონ. აქაც, წე­რის დროს, ხან სიტყ­ვა­ში ასოს გა­მოვ­ტო­ვებ­დი, ხან არას­წორ სას­ვენ ნი­შანს დავ­ს­ვამ­დი, ხან აბ­ზაცს ვიწყებ­დი არას­წო­რად. ნე­ტავ ამ დროს გე­ნა­ხათ ჩე­მი პა­ტა­რე­ბი, რო­გორ უხა­რო­დათ, რო­ცა შეც­დო­მას „და­ი­ჭერ­დ­ნენ“ და გა­მო­ას­წო­რებ­დ­ნენ. ეს ერ­თ­გ­ვა­რი მე­თო­დია, ხერ­ხი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას, ცოდ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბას, მოს­წავ­ლეს ას­წავ­ლის ფიქრს, ამაღ­ლებს ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ას…

ბო­ლო სას­ვე­ნი ნი­შა­ნიც დავ­ს­ვით…

კი­დევ ერ­თხელ შე­ვა­ფა­სეთ ნაშ­რო­მი, ან­ბა­ნე­ლას მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით და შე­ვი­ტა­ნეთ სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი:

♦ და­ვიწყე აბ­ზა­ცით? კი­დევ თუ გვჭირ­დე­ბო­და სად­მე აბ­ზა­ცი?

♦ წი­ნა­და­დე­ბე­ბი გა­მარ­თუ­ლია?

♦ წი­ნა­და­დე­ბე­ბი ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ებ­მის ერ­თ­მა­ნეთს?

♦ ყვე­ლა სა­ჭი­რო სას­ვე­ნი ნი­შა­ნია დას­მუ­ლი?

აქ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა ამ ტექ­ს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა. მოს­წავ­ლე­ებს სი­ურ­პ­რი­ზი მო­ვუწყ­ვე, შევ­ქ­მე­ნი ამ ზღაპ­რის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ხმო­ვა­ნი წიგ­ნი, რო­მელ­მაც მა­თი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა და სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია. PowerPoint-ში შექ­მ­ნილ­მა ილუს­ტ­რა­ცი­ებ­მა მომ­ცა ინ­ს­პი­რა­ცია მე­ფიქ­რა დი­დი წიგ­ნის შექ­მ­ნა­ზე.

ამოვ­ბეჭ­დე ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­დი ზო­მის ფორ­მა­ტებ­ზე მო­ვა­თავ­სე. მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­წო­დათ დი­დი შრიფ­ტით და­ბეჭ­დი­ლი, წი­ნა­და­დე­ბე­ბად და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი. წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თან­მიმ­დევ­რუ­ლად უნ­და აეწყოთ ტექ­ს­ტი და ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის­თ­ვის შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ნათ. ჩვე­ნი დი­დი, ფე­რა­დი, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი წიგ­ნიც აიწყო. ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი, სა­კუ­თა­რი წიგ­ნი, მათ­თ­ვის ძვირ­ფა­სი, რო­გორც მა­თი ნა­ფიქ­რი­სა და შრო­მის შე­დე­გი, ამას­თა­ნა­ვე, ის გახ­და მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­რო, შემ­დეგ­შიც შე­ექ­მ­ნათ მსგავ­სი პრო­დუქ­ტი.

და­ბო­ლოს, მე­ტა­კოგ­ნი­ტუ­რი ხა­სი­ა­თის შე­კითხ­ვე­ბი…

შემდგომი მეტაკოგნიტური პაუზა გულისხმობს, ასე ვთქვათ, „კადრების  უკან დატრიალებას” – მოსწავლეები აკვირდებიან, როგორ იქცეოდნენ ისინი სამუშაოს შესრულების დროს – ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა, რა ვერ დაიძლია, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა ეგონათ და რა აღმოჩნდა. ამ დროს მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სამუშაო მეთოდებს, პოულობენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს, ურთიერთგაზიარებით ამდიდრებენ ერთმანეთის გამოცდილებას, სწავლობენ განსხვავებული სტრატეგიების გამოყენებას.

ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია – მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლისათვის პრიორიტეტულია სწავლის პროცესი, ანუ არა იმის განსჯა, თუ რა იცის ან არ იცის მოსწავლემ, არამედ მისი თანადგომა ცოდნის აგების პროცესში.

დასასრულ, მინდა შევაჯამო და  რამდენიმე ძირითად ასპექტზე  გავამახვილო ყურადღება. ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. და რაც მთავარია, ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები.  მესამე  თაობის  სასწავლო გეგმის  მიზანიც ხომ, პირველ რიგში, არის ის, რომ  გაზარდოს  კრიტიკულად მოაზროვნე  თაობა,  ინოვაციური,  შემოქმედებითი აზროვნებით, რაც 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს უნარს წარმოადგენს.

ინსტრუქცია  დიდი  წიგნის შექმნისათვის:

საჭირო  რესურსი: 

  • წიგნის ყდა  და  წიგნის ფურცლები (სასურველია დიდი ფორმატის მეოთხედი ნაწილი);
  • ილუსტრაციები (თუ ილუსტრაცია არა გვაქვს, შესაძლებელია ფერადი  ფანქრებით გაფორმება);

  • დიდი შრიფტით  ამობეჭდილი  და  დაწერილი  ტექსტი;
  • წებო;
  • ლენტი – წიგნის შესაკრავად.

წიგნის შექმნაზე მუშაობა:

  • დაფაზე გაკრულია  წიგნის  ფურცლები ილუსტრაციებით   და  წიგნის ყდა  შესაბამისი  ილუსტრაციებით;
  • მოსწავლეებს გავანაწილებთ იმის მიხედვით, რამდენი წიგნის  ფურცელიცაა  (თუ მოსწავლეთა რაოდენობა საკმარისი არ არის,  შესაბამისად ერთ მოსწავლეს  შეხვდება  რამდენიმე  ფურცელი ან  ერთობლივად წარიმართბა  მუშაობა);
  • დაურიგდებათ დაჭრილი ტექსტი.  პატარები წაიკითხავენ ამ ტექსტს და ილუსტრაციის  მიხედვით  უნდა მიხვდნენ, რომელია მათი წიგნის  ფურცელი;

  • აიღებენ თავიანთ ფურცლებს და დააკრავენ  მასზე  ტექსტს.

 

 

  • დაიწყება ტექსტის თანმიმდევრულად  წაკითხვა.  ჯერ გამოვა ის, ვისაც პირველი ფურცელი აქვს და წაიკითხავს ტექსტს, შემდეგ მეორე, მესამე და ა.შ

 

  • დაიწყება წიგნის აკინძვა – ჯერ თავფურცელი-ყდა, შემდეგ კი ფურცლები და შეიკვრება ლენტით.

 

 

⇒ რეკომენდაციები

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს  კრიტიკული აზროვნების განვითარებაში

ყოველთვის  ვიყოთ  ღია  სიახლეებისადმი

  • თუ ჩვენ, პედაგოგებს, თავად არ გვაქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება და არ ვართ ჩართული თვითანალიზის პროცესში, იგი ვერ შევძლებთ მოსწავლეებში ამ უნარის განვითარებას;

წავახალისოთ მოსწავლეთა  დამოუკიდებლობა

  • ხშირად მოსწავლეები შეცდომის დაშვების შიშის, საკუთარ პასუხში დაურწმუნებლობისა თუ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გამო მიჯაჭვულები არიან მასწავლებელზე, რაც აფერხებს მათში კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია დავადგინოთ მიჯაჭვულობის მიზეზი და ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელობის განვითარებას.

ორიენტაცია  ავიღოთ  ხარისხზე და არა  დროზე

  • კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ორიენტაცია ავიღოთ ხარისხზე და არა დროზე. როდესაც მოსწავლეთა მუშაობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი დავალების შესრულებაზე დახარჯული დროა, იქმნება საფრთხე, რომ ისინი ზედაპირულად მიუდგებიან განსახილველ საკითხს, რაც ხელს უშლის კრიტიკული აზროვნების განვითარებას.  არასოდეს ჩავთვალოთ, რომ  მოსწავლეთა  ნამუშევრების  წარდგენისას  დრო ფუჭად იხარჯება!  როცა მოსწავლე ახდენს საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციას, იგი მსჯელობს, ხსნის,  ასაბუთებს  საკუთარ მოსაზრებას, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

ხელი შევუწყოთ  მოსწავლეთა თვითშეფასების  ამაღლებას

  • ხელი უნდა შეუვუწყოთ მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებსთ მათ აზრს, რაც აამაღლებს მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და საკუთარი ღირსების გრძნობას.

ვიყოთ აქტიური მსმენელები

  • აქტიური მსმენელი მასწავლებელი ადვილად მოიპოვებს მოსწავლეთა ნდობას, ახალისებს მათ, იმსჯელონ საკუთარ ღირებულებებსა და შეხედულებებზე. ამიტომ, უნდა ვაგრძნობინოთ მოსწავლეს, რომ ვუსმენთ,  პატივს ვცემთ მის მოსაზრებას  რაც  დაეხმარება მოსწავლეს უკეთ გაერკვეს საკუთარ თავში, საკუთარი ღირებულებების შეფასებაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

შევაფასოთ და წავახალისოთ  მოსწავლეთა მცდელობა

  • დავგეგმოთ სასწავლო პროცესი ისე, რომ დავანახოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების სარგებლიანობა, რაც გაზრდის მათში მოტივაციას. ამის მისაღწევად უნდა შევაფასოთ არა მარტო მიღწეული შედეგი, არამედ უნდა წავახალისოთ  კიდეც  მოსწავლეთა მცდელობა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ, ჩვენ, მასწავლებელმა რეალისტური და მიღწევადი მიზნები დავუსახოთ მოსწავლეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველანაირი ენთუზიაზმი  ჩაქრება.

ხელი შეუვუწყო მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას

  • მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ თვითშეფასება, საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზი და აცნობიერებდნენ მათ მნიშვნელობას.

 

ნანა ბურძენიძე
სსიპ ჭიათურის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებელი კითხვის მიმართულებით

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები