როგორ უმკლავდებიან საქართველოში ბავშვები და მშობლები ფინანსური კრიზისის ზეგავლენას? – COVID-19-ის გავლენა რეალურ დროში

321

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში კვლევა. კვლევა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე.

 კვლევის მიდგომა ემყარება 1 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე რესპონდენტებისაგან განმეორებით ინფორმაციის შეგროვებას (პანელური კვლევა).

 კვლევის ფარგლებში შეგროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 2118 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 996 ერთეულით, ხოლო სოფლად 1122 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI).

კვლევის პირველი ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2020 წლის ნოემბერდეკემბერში. გამოპასუხების დონემ შეადგინა 86.7 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში – 89.0 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 84.7 პროცენტი. 

კვლევის საკვანძო გზავნილები

  1. შინამეურნეობების ზოგიერთი მახასიათებელი და შემოსავლები:

ყოველ მეხუთე შინამეურნეობას (20.8%) არ აქვს ინტერნეტთან წვდომა საცხოვრისში. ასეთი შინამეურნეობების წილი სოფლად ბევრად აღემატება ქალაქის მაჩვენებელს, 31.3% და 13.3% შესაბამისად;

შინამეურნეობების 31.8 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით – 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში;

2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში შინამეურნეობების 53.0 პროცენტს

შეუმცირდა საშუალო თვიური შემოსავალი. ამასთან, ამ შინამეურნეობების მესამედზე მეტს (39.5%) შემოსავალი შეუმცირდა 50%-ზე მეტით;

შემოსავლის შემცირების მთავარ მიზეზს წარმოადგენს COVID-19-ი და მასთან

დაკავშირებული ძირითადი გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ბიზნესის, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი, დახურვა (31.9%), კომპანიას/ბიზნესს, რომელშიც მუშაობდა ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს, შეუმცირდა მოთხოვნა (23.2%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ბიზნესის დახურვა (15.8%) და ა.შ.;

შემოსავლების შემცირებასთან გამკლავების მიზნით შინამეურნეობები ყველაზე

ხშირად მიმართავდნენ კვებაზე ხარჯების შემცირებას (67.2%), სხვა საოჯახო ხარჯების შემცირებას (82.9%), დანაზოგების გამოყენებას (49.9%), ფულის სესხებას მეგობრებისა და ნაცნობებისგან (45.5%);

COVID-19-ის გავლენის შესამსუბუქებლად, 2020 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში

მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, შინამეურნეობების 80.6 პროცენტმა მიიღო ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირება სულ მცირე ერთი თვით, 72.7 პროცენტმა მიიღო ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდირება სულ მცირე ერთი თვით, 40.4 პროცენტმა მიიღო 18 წლამდე ბავშვთა 200 ლარიანი ერთჯერადი სოციალური დახმარება, 23.6 პროცენტმა მიიღო მთავრობის მიერ მიწოდებული სხვა დახმარება. გარდა ამისა, 32.3 პროცენტმა ისარგებლა კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების გადავადებასთან დაკავშირებული შეღავათებით;

  1. ბავშვების განათლება

2-4 წლის ყოველი მეოთხე (25.6%) და 2-5 წლის ყოველი მეხუთე ბავშვი (20.0%)

არ დადიოდა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე. სოფლად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და შეადგენს 2-4 წლის ბავშვებში 42.0%, ხოლო 2-5 წლის ბავშვებში – 32.3%;

♦ 2-5 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ

სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვამდე და მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში დახმარების სახით მიიღეს საკვები სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის შემდეგ, შეადგინა 85.5%, რაც საჯარო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებში მოსწავლე თითქმის ყველა ბავშვს შეადგენს;

♦  2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში 2-4 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებთან ერთად შინამეურნეობის ზრდასრული წევრები ჩართული იყვნენ 4 ან მეტ აქტივობაში (ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა ან დათვალიერება; ზღაპრების მოყოლა; სიმღერა, მათ შორის ძილის წინ; გარეთ სასეირნოდ გაყვანა; თამაში; ნივთების დასახელება, დათვლა ან ხატვა) შეადგენდა 92.3%. შედარებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს შეადგენდა 77.6%;

2019-2020 სასწავლო წელს სკოლის მიღმა დარჩენილი სრული საშუალო განათლების საფეხურის შესაბამისი ასაკის (15-17 წლის) ბავშვების პროცენტული წილი შეადგენდა 11.2%. შედარებისთვის აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა 2018-2019 სასწავლო წლის შემდეგ;

6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის შემდეგ უყურებდნენ სატელევიზიო გაკვეთილებს შეადგინა 57.3%;

6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებსაც 2020 წლის მარტში საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვის შემდეგ უტარდებოდათ ონლაინ გაკვეთილები შეადგენდა 96.8%;

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში დისტანციური სწავლების დროს 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომელთა შესახებ შინამეურნეობის ზრდასრულმა წევრმა:

♦ მიიღო ინფორმაცია მასწავლებლებისგან საშინაო დავალების ან დამატებითი დავალებების შესახებ შეადგენდა 76.7%

♦ მიიღო მასწავლებლებისგან ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ შეადგენდა 83.0%.

კვლევის მეორე ტალღის საველე სამუშაოები ჩატარდა 2021 წლის მარტში.

კვლევის ეს ტალღა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: შინამეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლები, ენერგიის მოხმარება, წყალი და სანიტარია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, დისტანციური სწავლება, ბავშვის აღზრდა და სხვა. მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება აპრილის თვეში.

 

დატოვეთ კომენტარი