24 ნოემბერი, კვირა, 2024

როგორ პასუხობს სპორტის უნივესიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის პროგრამა დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს

spot_img

მე­დი­ცი­ნის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა — არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ქი­რურ­გია, ტრავ­მა­ტო­ლო­გია, ნევ­რო­ლო­გია, მე­ან-გი­ნე­კო­ლო­გია, სპორ­ტის მე­დი­ცი­ნა და სხვა — მკურ­ნა­ლო­ბის მყა­რი რე­ზულ­ტა­ტი­უ­რო­ბი­სათ­ვის, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მებს იყე­ნებს. სწო­რედ რე­ა­ბი­ლი­ტა­ციაა მყა­რი გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის, რე­ცი­დი­ვის პრე­ვენ­ცი­ის და ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სფე­როს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი, გან­ვი­თა­რე­ბა­დი და პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი დარ­გია.

აირ­ჩიე სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (186) და გახ­დი ჩემ­პი­ო­ნი!

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დი­სა და სპორ­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (186) აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს. პროგ­რა­მის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ და თუ რო­გორ პა­სუ­ხობს სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა თა­ნა­მედ­რო­ვე და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნებს, ვე­სა­უბ­რეთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ქე­თე­ვან ბე­რი­ძეს.

⇒ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს, მათ შო­რის, სპორ­ტ­ს­მე­ნებს, სხვა­დას­ხ­ვა მიზ­ნით, ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­საც გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს პა­ცი­ენ­ტის­თ­ვის. რო­გორ პა­სუ­ხობს ამ გა­მოწ­ვე­ვას სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა?

⇒ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტს დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ აქ, 2003 წელს, გა­იხ­ს­ნა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პირ­ვე­ლი ფა­კულ­ტე­ტი, თუმ­ცა, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბით სწავ­ლე­ბა 1970 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამ ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში.

დღე­ი­სათ­ვის, სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სწავ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მებ­ზე. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით, მეც­ნი­ე­რე­ბა­ზე და სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას დარ­გ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ წამ­ყ­ვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი, პრაქ­ტი­კო­სი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი. ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბის და­საქ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლო­ბით და არა­ერ­თი მათ­გა­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა უცხო­ეთ­ში, ვფიქ­რობ, პირ­და­პი­რი მა­ნიშ­ნე­ბე­ლია იმი­სა, რომ პროგ­რა­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის მომ­ზა­დე­ბას და პა­სუ­ხობს ბაზ­რის მოთხოვ­ნებს, ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

⇒ რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პროგ­რა­მებ­ში მე­დი­ცი­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი/მიდ­გო­მე­ბი და რამ­დე­ნად ექ­ნე­ბათ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი?

⇒ სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს, ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო შემ­ფა­სებ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შედ­გე­ნილ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დი სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, სწავ­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კი­სა და დარ­გ­ში უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. სწავ­ლის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა ზო­გა­დი, სა­ბა­ზი­სო და ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის ფარ­თო სპექ­ტ­რის/მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას; ამას­თან, სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კურ­სე­ბი; უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ნერ­გი­ლი სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი სტუ­დენ­ტებს არა მხო­ლოდ ღრმა სის­ტე­მურ ცოდ­ნას აძ­ლე­ვს, არა­მედ დარ­გი­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს უნა­რებს უყა­ლი­ბე­ბს. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ ისიც, რომ სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას — ძი­რი­თა­დი სპე­ცი­ა­ლო­ბის კურ­სე­ბი მო­ი­ცავს პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის შეს­წავ­ლას სი­მუ­ლა­ცი­ე­ბის ცენ­ტ­რ­ში და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კურ-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ბა­ზებ­ზე; და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­ს­ზე ერ­თი სე­მეს­ტ­რი მთლი­ა­ნად ეთ­მო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა/გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რის შე­სა­ბა­მი­სად. სტუ­დენ­ტ­თა ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი, ISO სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე, სხვა­დას­ხ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო-სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კე­ბი, მა­ღა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გის წამ­ყ­ვა­ნი კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რე­ბი.

სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ეტაპ­ზე, ჩა­ერ­თონ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში, სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რონ ევ­რო­პის წამ­ყ­ვან კლი­ნი­კებ­ში.

⇒ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლია. შე­გიძ­ლი­ათ, უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბოთ, რო­გორ უნ­და ჩა­ერ­თოს სტუ­დენ­ტი გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში, რა არის ამის­თ­ვის სა­ჭი­რო?

⇒ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ მე­ო­რე და მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტებს. პირ­ველ­კურ­სე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი კონ­კურსს ეთი­შე­ბი­ან აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის, ანუ GPA-ს გა­მო, რად­გან მათ მი­ერ გავ­ლი­ლი საგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ვერ გვაწ­ვ­დის სრულ­ყო­ფილ ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე. მე­ოთხე­კურ­სე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შეზღუდ­ვა უკავ­შირ­დე­ბა სა­ბა­კა­ლავ­რო ნაშ­რომ­სა და პრაქ­ტი­კას, რო­მელ­საც ისი­ნი სწავ­ლის ბო­ლო სე­მეს­ტ­რ­ში გა­დი­ან.

კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს სტუ­დენ­ტი, რომ­ლის GPA 2.5-ზე და­ბა­ლია. კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, მან უნ­და წა­რად­გი­ნოს სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა აღ­წე­რი­ლი, თუ რა­ტომ სურს კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ამ სა­ფე­ხუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, მათ უტარ­დე­ბათ ტეს­ტი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნის შე­სა­მოწ­მებ­ლად და გა­სა­უბ­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ჯამ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი და რან­ჟი­რე­ბის სა­თა­ვე­ში მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბი პარ­ტ­ნი­ორ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს წა­რედ­გი­ნე­ბა.

გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა მო­ი­ცავს 1 სას­წავ­ლო სე­მესტრს და სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა Erasmus+-ის სას­წავ­ლო გრან­ტით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს მგზავ­რო­ბის სა­ფა­სურს — და­ახ­ლო­ე­ბით 350 ევ­როს ოდე­ნო­ბით და სტი­პენ­დი­ას — 800-900 ევ­როს. გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებს, სას­წავ­ლო შე­თან­ხ­მე­ბის მი­ხედ­ვით, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტებს უღი­ა­რებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი.

⇒ სად შე­იძ­ლე­ბა და­საქ­მ­დეს ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი?

⇒ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ერთ-ერ­თი მა­ღალ­მოთხოვ­ნა­დი და მა­ღა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი დარ­გია, რო­მელ­საც პან­დე­მი­ის მძი­მე პე­რი­ოდ­შიც კი არ შე­უ­ჩე­რე­ბია მუ­შა­ო­ბა. მე­ტიც, საქ­ს­ტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2019-2020 წლებ­ში, გა­ი­ზარ­და ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ­თა პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ეს არც არის გა­საკ­ვი­რი; დღეს შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ვა­სა­ხე­ლოთ მე­დი­ცი­ნის რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბა, სა­დაც არ არის სა­ჭი­რო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ჩა­რე­ვა — იქ­ნე­ბა პე­დი­ატ­რია, თე­რა­პია, ნევ­რო­ლო­გია, გას­ტ­რო­ენ­ტე­რო­ლო­გია, ტრავ­მა­ტო­ლო­გია-ორ­თო­პე­დია, ქი­რურ­გია, გი­ნე­კო­ლო­გია, გე­რონ­ტო­ლო­გია, სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნა თუ სხვა; ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა შორს წაგ­ვიყ­ვანს.

ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის და მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის და­საქ­მე­ბის არე­ა­ლი საკ­მა­ოდ ფარ­თოა და ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე. პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, და­საქ­მ­დ­ნენ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი ტი­პის ყვე­ლა რგოლ­ში, მრა­ვალ­პ­რო­ფი­ლურ და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კლი­ნი­კებ­ში, სპორ­ტულ გუნ­დებ­ში, სპორ­ტულ სკო­ლებ­სა და კლუ­ბებ­ში, სა­კუ­რორ­ტო და ველ­ნეს-ცენ­ტ­რებ­ში, სპორ­ტუ­ლი და სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სამ­სა­ხურ­ში, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები