30 სექტემბერი, პარასკევი, 2022

როგორ მოვიქცეთ, თუ მოსწავლეს სემესტრული შეფასება სწორად არ უფიქსირდება

spot_img

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მასწავლებლებს აძლევს რეკომენდაციას – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს სემესტრული შეფასება სწორად არ უფიქსირდება, მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ სემესტრული ნიშნის კორექტირება.

ამისთვის საჭიროა:

  1. გადაამოწმეთ, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში eSchool-ში სკოლის ადმინისტრაციას წაშლილი ხომ არ აქვს იმ კლასის განრიგი, რომელშიც გსურთ სემესტრული ქულის/ქულების კორექტირება.

თუ კლასი წაშლილია, სემესტრული ქულების კორექტირება უნდა მოახდინოს სკოლის დირექტორმა (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა სხვა პირმა) „მონაცემების“ მოდულიდან, მოსწავლის ბარათის მეშვეობით (იხილეთ დანართი №1)

  1. თუ კლასი წაშლილი არ არის და თქვენს ჟურნალში რომელიმე კლასში ფიქსირდება მოსწავლესთან/მოსწავლეებთან არასწორი სემესტრული ქულა/ქულები, მაშინ:

2.1 მიმართავთ სკოლის ადმინისტრაციას (დირექტორს) რათა მან მოხსნას კონკრეტულ კლასზე სემესტრის დადასტურება (იხილეთ დანართი №2)

2.2 შემდგომ მოდულიდან „მოთხოვნები“ აგზავნით შესაბამის მოთხოვნას სემესტრული ქულის კორექტირებაზე (იხილეთ დანართი №2)

2.3. დასტურის შემთხვევაში, შედიხართ ჟურნალში, სასურველ კლასში/კლასებში და ცვლით სასურველ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან სემესტრულ ქულას;

2.4. ამის შემდეგ, კვლავ ადასტურებთ სემესტრულ შეფასებებს (უკვე კორექტირებულს) ჟურნალში.

დანართები იხილეთ ბმულში

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები