25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ქართული ენისა და ლიტერატურის გა­მოც­დის­თ­ვის

spot_img
გვესაუბრება ნი­ნო ჭუმ­ბუ­რი­ძე,
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯგუ­ფის წევ­რი

 

სა­გა­მოც­დო ტეს­ტი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­მი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა: ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე, მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი.

პირ­ველ და­ვა­ლე­ბა­ში — რე­დაქ­ტი­რე­ბა — მო­ცე­მუ­ლია ტექ­ს­ტი, რო­მელ­შიც დაშ­ვე­ბუ­ლია ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი, მორ­ფო­ლო­გი­უ­რი, სინ­ტაქ­სუ­რი და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­უ­რი ხა­სი­ა­თის შეც­დო­მე­ბი, ასე­ვე, არის სტი­ლის­ტუ­რი ხარ­ვე­ზი. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და გა­ას­წო­როს ეს შეც­დო­მე­ბი და ხარ­ვე­ზი და ტექ­ს­ტი სწო­რი სა­ხით გა­და­წე­როს.

ტექ­ს­ტის გა­და­წე­რა აუცი­ლე­ბე­ლია. ზოგ­ჯერ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მხო­ლოდ არას­წორ ფორ­მებს იწე­რენ და გვერ­დით გას­წო­რე­ბულ ვა­რი­ანტს უწე­რენ. ეს არ ით­ვ­ლე­ბა შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბად იმი­ტომ, რომ ტექ­ს­ტ­ში მხო­ლოდ ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი ან მორ­ფო­ლო­გი­უ­რი შეც­დო­მე­ბი არ არის, ტექ­ს­ტი მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია ასე­ვე პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, გა­სას­წო­რე­ბე­ლია სტი­ლის­ტუ­რი ხარ­ვე­ზი, რაც ასე, მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვის შეც­ვ­ლით, არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამი­ტომ, ტექ­ს­ტის გა­და­წე­რა აუცი­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტი პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში ტეს­ტის გას­წო­რე­ბულ ვა­რი­ანტს გა­და­ი­ტანს, უნ­და ეცა­დოს, თვი­თონ არ და­უშ­ვას მე­ქა­ნი­კუ­რი ან რა­ი­მე სხვა სა­ხის შეც­დო­მა და არ შეც­ვა­ლოს ტეს­ტის ში­ნა­არ­სი. ეს და­ვა­ლე­ბა 16-ქუ­ლი­ა­ნია.

მე­ო­რე და­ვა­ლე­ბა — არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე 24-ქუ­ლი­ა­ნია.

აქ მო­ცე­მუ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სი რო­მე­ლი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მის ირ­გ­ვ­ლივ და აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს მო­საზ­რე­ბა. არის, მა­გა­ლი­თად, ასე­თი სა­კითხი — ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­დატ­ვირ­თუ­ლი გა­რე­მო ზღუ­დავს ადა­მი­ა­ნის წარ­მო­სახ­ვას, უკარ­გავს მას ძი­ე­ბი­სა და ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნის სურ­ვილს; ან ასე­თი — დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არა მარ­ტო თა­ვი­ანთ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, არა­მედ სამ­ყა­როს უკე­თე­სით შეც­ვ­ლის­კენ მი­ის­წ­რაფ­ვი­ან. აი, ასე­თი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესეს თე­მა არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უნ­და გა­მოთ­ქ­ვან თა­ვი­ან­თი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მა­თი მსჯე­ლო­ბა იყოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ლო­გი­კუ­რი და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­თა­ნა­დო მა­გა­ლი­თე­ბით გამ­დიდ­რე­ბუ­ლი. ამ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის დროს, შე­უძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ყე­ნონ რო­მე­ლი­მე მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, ან ნა­ნა­ხი ფილ­მი, ან ის­ტო­რი­უ­ლი ამ­ბა­ვი, ან რო­მე­ლი­მე გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი (ეს მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი), მთა­ვა­რია, რომ ის წა­მოჭ­რილ პრობ­ლე­მას მი­ე­სა­და­გე­ბო­დეს და არ­გუ­მენ­ტად გა­მოდ­გე­ბო­დეს. აპ­ლი­კან­ტებ­მა მიზ­ნი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი სტი­ლი უნ­და შე­არ­ჩი­ონ, აუცი­ლებ­ლად და­იც­ვან სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მე­ბი და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ის წე­სე­ბი.

მე­სა­მე და­ვა­ლე­ბაა მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც 30-ქუ­ლი­ა­ნია. მო­ცე­მუ­ლია ორი მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი: ერ­თი — სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­დან და ერ­თი — არაპ­როგ­რა­მუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. ამ ორი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან მხო­ლოდ ერ­თი უნ­და აარ­ჩი­ონ და მო­ცე­მუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ. ამ ორი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან, შე­იძ­ლე­ბა, ერ­თი პო­ე­ტუ­რი იყოს, მე­ო­რე — პრო­ზა­უ­ლი, ან ორი­ვე პრო­ზა­უ­ლი იყოს და აბი­ტუ­რი­ენ­ტი აარ­ჩევს მის­თ­ვის სა­სურ­ველს და მო­ცე­მუ­ლი სა­მი მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­ა­ნა­ლი­ზებს ამ ტექ­ს­ტებს.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ მა­თი თხზუ­ლე­ბა არ უნ­და იყოს მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სის გად­მო­ცე­მა, პე­რიფ­რა­ზი. რო­გორ კარ­გა­დაც არ უნ­და იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს პე­რიფ­რა­ზი, უშეც­დო­მო­დაც, მა­ინც არ და­ი­წე­რე­ბა ქუ­ლა იმი­ტომ, რომ და­ვა­ლე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხ­მობს მსჯე­ლო­ბას, და­სა­ბუ­თე­ბას, არ­გუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნას და არა მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტის პე­რიფ­რაზს.

ეს სა­მი მი­თი­თე­ბა, რო­მე­ლიც მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზის და­ვა­ლე­ბა­შია, და­ახ­ლო­ე­ბით, ამ სა­ხი­საა — იმ­ს­ჯე­ლეთ პერ­სო­ნა­ჟის მხტვრუ­ლი სა­ხის შე­სა­ხებ, იმ­ს­ჯე­ლეთ ავ­ტო­რის მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლის შე­სა­ხებ, იმ­ს­ჯე­ლეთ ავ­ტო­რის სტი­ლი­სა და ტექ­ს­ტის მხატ­ვ­რულ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამ ბო­ლო და­ვა­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ზოგ­ჯერ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი პირ­და­პირ იწე­რენ შე­და­რე­ბებს, ეპი­თე­ტებს, ანუ წე­რენ, რომ ტექ­ს­ტ­ში მწე­რალ­მა გა­მო­ი­ყე­ნა შე­და­რე­ბე­ბი, ეპი­თე­ტე­ბი, მე­ტა­ფო­რე­ბი… ეს, რა თქმა უნ­და, არ არის პა­სუ­ხი მო­ცე­მულ მი­თი­თე­ბა­ზე. უნ­და მო­იყ­ვა­ნონ სა­თა­ნა­დო ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და კი­დევ იმ­ს­ჯე­ლონ იმა­ზე, თუ რი­სი ჩვე­ნე­ბა სურ­და მწე­რალს ამ მხატ­ვ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ანუ ტრო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რას გა­მო­ხა­ტავს ესა თუ ის ტრო­პუ­ლი სა­ხე. ასე­ვე, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმას, რომ ნაშ­რო­მი არ იყოს 120 სიტყ­ვა­ზე ნაკ­ლე­ბი. თუ ასე მოხ­დე­ბა, მა­შინ ის ენობ­რი­ვად აღარ გას­წორ­დე­ბა. თქვენ იცით, რომ ნაშ­რო­მე­ბი სწორ­დე­ბა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მელ­თა­გან რამ­დე­ნი­მე ნაშ­რო­მის ენობ­რივ მხა­რეს ეხე­ბა და თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტის თხზუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე, მა­შინ ეს ნაშ­რო­მი, ენობ­რი­ვი მხა­რის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, არ გას­წორ­დე­ბა. ასე რომ, ეცა­დეთ, არ შე­მო­იზღუ­დოთ, მაგ­რამ ტექ­ს­ტი არც იმ­დე­ნად ვრცე­ლი იყოს, რომ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე არ და­ე­ტი­ოს. ჩვე­ნი თხოვ­ნაა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რონ თა­ვი­ან­თი სათ­ქ­მე­ლი ისე, რომ მა­თი ტექ­ს­ტი გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას და­ე­ტი­ოს.

ჩვენ ვი­სა­უბ­რეთ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ზე, რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დას, ის 70-ქუ­ლი­ა­ნია, ანუ მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 70 და ორი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა — პირ­ვე­ლი ამოწ­მებს იმას, თუ რამ­დე­ნად კარ­გად იცის აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა საპ­როგ­რა­მო მა­სა­ლა, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, რამ­დე­ნად კარ­გად აქვს მას გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს ტექ­ს­ტე­ბი, რამ­დე­ნად კარ­გად ახ­სოვს ნა­წარ­მო­ე­ბის სი­უ­ჟე­ტი, ამა თუ იმ ეპი­ზო­დის ში­ნა­არ­სი, რამ­დე­ნად კარ­გად შე­უძ­ლია გან­საზღ­ვ­როს გმი­რის ქცე­ვის მო­ტი­ვა­ცია ამა თუ იმ ეპი­ზო­დის მი­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ისიც იყოს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, ესა თუ ის ავ­ტო­რი რო­მე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ა.შ.

ეს ნა­წი­ლი, ასე ვთქვათ, კითხ­ვე­ბის ნა­წი­ლია, თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა არის 1-ქუ­ლი­ა­ნი, 2-ქუ­ლი­ა­ნი, 3-ქუ­ლი­ა­ნი და მეტ­ქუ­ლი­ა­ნი. და­ვა­ლე­ბის ნომ­რის გვერ­დით, ფრჩხი­ლებ­ში, მი­წე­რი­ლია რამ­დენ­ქუ­ლი­ა­ნია და­ვა­ლე­ბა, რამ­დე­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ამ და­ვა­ლე­ბის სწო­რად შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის მი­ი­ღოს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა. ასე რომ, მას მო­ეთხო­ვე­ბა, გა­იხ­სე­ნოს ამა თუ იმ ნა­წარ­მო­ე­ბის სი­უ­ჟე­ტი, ცალ­კე­უ­ლი ეპი­ზო­დი და გან­საზღ­ვ­როს გმი­რის ქცე­ვის მო­ტი­ვა­ცია, ან გმი­რის ხა­სი­ა­თი, მას უნ­და ეს­მო­დეს თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვის ან ფრა­ზის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ ტექ­ს­ტ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ამ კითხ­ვე­ბის შემ­დეგ, არის მხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტ­თა შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი. ეს და­ვა­ლე­ბა 30-ქუ­ლი­ა­ნია. წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­თა­გან ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის იყოს და მე­ო­რე — უცხო­ე­ლი მწერ­ლის, ან შე­იძ­ლე­ბა ორი­ვე ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან იყოს ვრცე­ლი ამო­ნა­რი­დე­ბი. აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რა პრობ­ლე­მაა დას­მუ­ლი ამ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში, რა აერ­თი­ა­ნებთ მათ ან რა გა­ნას­ხ­ვა­ვებთ, რა არის ავ­ტო­რის სათ­ქ­მე­ლი ერ­თი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით და მე­ო­რე ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გო­რია პერ­სო­ნაჟ­თა ქცე­ვის მო­ტი­ვა­ცია, რო­გო­რია მა­თი ხა­სი­ა­თი და ასე­ვე, რა მხატ­ვ­რულ სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს ავ­ტო­რი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად — აი, ამა­ზე უნ­და იმ­ს­ჯე­ლოს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა და ეს მსჯე­ლო­ბა უნ­და იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, ნა­თე­ლი, უნ­და მო­ვე­რი­დოთ ფუჭ­სიტყ­ვა­ო­ბას და ვე­ცა­დოთ, გან­ვ­საზღ­ვ­როთ ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლი ისე, რომ არ იყოს ძა­ლი­ან ვრცე­ლი, და­ე­ტი­ოს ამი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფილ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე და ამა­ვე დროს, არ იყოს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. აბი­ტუ­რი­ენტს, რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა ამ დროს სხვა რო­მე­ლი­მე მხატ­ვ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი გა­ახ­სენ­დეს და ცი­ტა­ტის მოხ­მო­ბა დას­ჭირ­დეს ან სი­უ­ჟე­ტის გახ­სე­ნე­ბა, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­მულ პრობ­ლე­მას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და არ გა­და­უხ­ვი­ოს სათ­ქ­მელს.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, წე­რით და­ვა­ლე­ბას სა­მი მი­თი­თე­ბა ახ­ლავს და ეს მი­თი­თე­ბე­ბი ისე უნ­და შე­ს­რულ­დეს, რომ თხზუ­ლე­ბა, აზ­რობ­რი­ვად, ერ­თი­ა­ნი და მთლი­ა­ნი გა­მო­ვი­დეს. თვალ­საზ­რი­სი ნათ­ლად უნ­და იყოს ჩა­მო­­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მკა­ფი­ოდ და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად, მსჯე­ლო­ბა უნ­და იყოს ლო­გი­კუ­რი და გა­მარ­თუ­ლი, უნ­და და­იც­ვან სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის ნორ­მე­ბი. თუ ტექ­ს­ტი მხო­ლოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პე­რიფ­რა­ზი იქ­ნე­ბა, ის არ გას­წორ­დე­ბა, რამ­დე­ნად კარ­გა­დაც არ უნ­და იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რად­გან ეს და­ვა­ლე­ბაც სწო­რედ ანა­ლიზს გუ­ლის­ხ­მობს და არა პე­რიფ­რა­ზის გად­მო­ცე­მას. მხატ­ვ­რულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას, უნ­და და­ი­მოწ­მონ სა­თა­ნა­დო მა­გა­ლი­თე­ბი, მო­იყ­ვა­ნონ სა­თა­ნა­დო ნი­მუ­შე­ბი და აღ­ნიშ­ნონ ასე­ვე, რის­თ­ვის დას­ჭირ­და მწე­რალს ამა თუ იმ ტრო­პუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

ნა­წე­რი უნ­და იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ლიგ­რა­ფი­ით, არ უნ­და იყოს ძნე­ლად გა­სა­გე­ბი. ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­საც გამ­ს­წო­რე­ბე­ლი ვერ წა­ი­კითხავს, თხზუ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

უნ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯგუფ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის მო­ამ­ზა­და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბი — რო­გორ უნ­და მო­ვემ­ზა­დოთ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის. ეს ჟურ­ნა­ლე­ბი შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დ­ზე დევს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია ნა­ხოს და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი, დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­ეც­ნოს იმ კრი­ტე­რი­უ­მებს, რომ­ლე­ბი­თაც სწორ­დე­ბა ეს და­ვა­ლე­ბე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები