რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ უცხოური ენის გა­მოც­დის­თ­ვის

1058

 

რუსუდან ტყემალაძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი

 

დღეს გე­სა­უბ­რე­ბით უცხო­უ­რი ენის გა­მოც­დის სტრუქ­ტუ­რა­ზე, ფორ­მატ­ზე და მოგ­ცემთ გარ­კ­ვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ, უფ­რო წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­როთ ეს გა­მოც­და.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ვთქვა, რო­გო­რია ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა. ჩვე­ნი ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა არ შეც­ვ­ლი­ლა, რო­გო­რიც იყო შარ­შან, ისე­თი­ვეა წელს — არის 8-და­ვა­ლე­ბი­ა­ნი ტეს­ტი, სა­დაც გვაქვს: 2 — მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბა, 4 — წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის, რო­მელ­შიც შე­დის, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად, გრა­მა­ტი­კის და ლექ­სი­კის გა­მოც­და და 2 — წე­რის და­ვა­ლე­ბა. აქ­ვე მინ­და ვთქვა, რომ ოთხი­ვე ენა­ში, ეს არის: ინ­გ­ლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი და რუ­სუ­ლი, სტრუქ­ტუ­რა ზუს­ტად იდენ­ტუ­რია და ტეს­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ტყუ­პის­ცა­ლი­ვით ჰგავს. ამი­ტომ, რა­ზეც ამ წე­რილ­ში ვი­სა­უბ­რებთ, არ გე­გო­ნოთ, რომ მხო­ლოდ ერთ ენას — ინ­გ­ლი­სურს — ეკუთ­ვ­ნო­დეს.

ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცია — სა­ნამ გა­მოც­და­ზე გახ­ვალთ, უნ­და ძა­ლი­ან კარ­გად გა­ეც­ნოთ ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რას, უნ­და იცო­დეთ რამ­დე­ნი და­ვა­ლე­ბაა, რო­გორ ფას­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი, რო­გო­რი სა­ხის და­ვა­ლე­ბე­ბია, ანუ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბია. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ წი­ნას­წარ იცო­დეთ და­ვა­ლე­ბის სა­ხე, ინ­ს­ტ­რუქ­ცია, რად­გან გა­მოც­დაზე ამა­ში დრო არ უნ­და და­ხარ­ჯოთ. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გუ­ლის­ყუ­რით და დე­ტა­ლუ­რად მო­ამ­ზა­და ჩვენ­მა ჯგუფ­მა და რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ცენ­ტ­რის სა­იტ­ზე. კრე­ბულ­ში ძა­ლი­ან კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბია თქვენ­თ­ვის, ასე­ვე არის ტეს­ტის ნი­მუ­ში. ასე რომ, ძა­ლი­ან გთხოვთ, ეს კრე­ბუ­ლი კარ­გად და­ა­მუ­შა­ოთ.

უცხო­უ­რი ენის ტეს­ტი არ არის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი, ორ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი გრძელ­დე­ბა, არ არის გრძე­ლი ტეს­ტი, ადეკ­ვა­ტუ­რია დრო და ში­ნა­არ­სი, მაგ­რამ თქვენ უნ­და იყოთ ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბით, რომ დროს არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ, შე­ღა­ვა­თი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ გექ­ნე­ბათ. ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ფაქ­ტია და ეს არის ჩვე­ნი ცენ­ტ­რის ერთ-ერ­თი წე­სი, რომ, რო­გორც კი ამო­ი­წუ­რე­ბა დრო, მა­შინ­ვე ჩა­მო­გარ­თ­მე­ვენ შე­ფა­სე­ბის ფურ­ცელს, ამი­ტომ ყუ­რადღე­ბით იყა­ვით, მი­ა­დევ­ნეთ თვა­ლი დროს და რო­დე­საც სახ­ლ­ში ნი­მუ­შებ­ზე ვარ­ჯი­შობთ, აუცი­ლებ­ლად გე­დოთ სა­ა­თი და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ დრო.

ჩვე­ნი ტეს­ტის დო­ნე ცნო­ბი­ლია, რომ არის B1, ეს არის ევ­რო­კავ­ში­რის მი­ერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი ენის ცოდ­ნის დო­ნე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო დო­ნე. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ტეს­ტის შედ­გე­ნი­სას, და­ვეყ­რ­დე­ნით (ეს ყო­ველ­თ­ვის ასე იყო) გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტებს. ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან — თუ მე ეს ტეს­ტი ჩა­ვა­ბა­რე, ეს ნიშ­ნავს, რომ მაქვს B1 დო­ნე? რა­საკ­ვირ­ვე­ლია — არა. ეს ტეს­ტია ამ სირ­თუ­ლის, მაგ­რამ თუ თქვენ უბ­რა­ლოდ გა­და­ლა­ხავთ ან სა­შუ­ა­ლო ქუ­ლას მი­ი­ღებთ, რა თქმა უნ­და, B1-ს არ ფლობთ. B1-ს ფლო­ბენ მხო­ლოდ ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ვინც ძა­ლი­ან მა­ღალ ქუ­ლას მი­ი­ღე­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­დე­საც ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე ვმუ­შა­ობ­დით, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ თქვე­ნი შე­კითხ­ვე­ბი, ღია კა­რის დღე­ებ­ზე დას­მუ­ლი, ასე­ვე ის შეც­დო­მე­ბი, რო­მელ­საც უშ­ვებთ ამ ტეს­ტ­ში. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მინ­და მო­გა­წო­დოთ თქვენ­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ჩვე­ნი ტეს­ტი იწყე­ბა მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბით. მოს­მე­ნის ორი და­ვა­ლე­ბაა, ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ხუ­რუ­ლი სა­ხის, უნ­და აღ­ნიშ­ნოთ სწო­რი პა­სუ­ხი, რაც, ერ­თი მხრივ, იოლი საქ­მეა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, მოს­მე­ნა არ არის მა­ინც და მა­ინც იოლი უნა­რი ენობ­რი­ვი. ამი­ტო­მაც, ძა­ლი­ან გთხოვთ, მოს­მე­ნი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ სა­მი რამ — ერ­თ­დ­რო­უ­ლად, უს­მენთ ტექსტს, ეკ­რან­ზე უყუ­რებთ და­ვა­ლე­ბებს და კითხუ­ლობთ. რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სა­მი უნა­რი ენობ­რი­ვი, თუმ­ცა, მთლი­ა­ნი დატ­ვირ­თ­ვა მა­ინც მოს­მე­ნა­ზე გა­და­დის. პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბა არის 5 პა­ტა­რა ტექ­ს­ტი, თი­თო­ე­უ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი წუ­თი გრძელ­დე­ბა და თქვენ უნ­და უპა­სუ­ხოთ ორ შე­კითხ­ვას. რო­გორც ვთქვი, მი­ა­დევ­ნეთ თვალ­ყუ­რი, რო­გორც ეკ­რან­ზე რა ხდე­ბა, ასე­ვე რა გეს­მით. თუ, და­ვუშ­ვათ, ისე მოხ­და, რომ რა­ღაც ვერ გა­ი­გეთ, დიდ­ხანს ნუ გა­ჩერ­დე­ბით ამ სა­კითხ­ზე, რად­გან, რო­გორც კი თქვენ რა­ი­მე სა­კითხ­ზე გა­ჩერ­დე­ბით, შემ­დე­გი წა­ვა, მოს­მე­ნა მა­ინც გრძელ­დე­ბა და თქვენ გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მი­ა­დევ­ნოთ თვალ­ყუ­რი. ნუ შე­შინ­დე­ბით, ეს არ არის რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი, თქვენ გაქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს და­ვა­ლე­ბა და ყვე­ლა, ორი­ვე მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბა, ორ­ჯერ მო­ის­მი­ნოთ. ჩვენ მი­ერ ძა­ლი­ან კარ­გად არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­უ­ზე­ბი, ისე­თი ინ­ტერ­ვა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გეხ­მა­რე­ბათ წი­ნას­წარ წა­ი­კითხოთ მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბა, რომ კარ­გად გა­ი­აზ­როთ. რო­გორც გითხა­რით, არის მე­ო­რე მოს­მე­ნა, ასე რომ, ძა­ლი­ან მშვი­დად შეხ­ვ­დით მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბას.

ძა­ლი­ან ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან, რო­გო­რია ჩა­ნა­წე­რის ხა­რის­ხი. მინ­და ვთქვა სრუ­ლი­ად სან­დოდ, რომ ხა­რის­ხი ძა­ლი­ან კარ­გია. ჩვენ უცხო­ე­ლებს ვიწ­ვევთ ჩვენს პა­ტა­რა ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში, იქ­ვე ვი­წერთ, ვა­მონ­ტა­ჟებთ და სრუ­ლად ვი­ცავთ იმ უმაღ­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, რაც სჭირ­დე­ბა მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბას. თუ თქვენ მო­უს­მენთ ჩვენს მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბას (კრე­ბულ­ში გვაქვს ჩა­დე­ბუ­ლი სავ­რ­ჯი­შო­ე­ბიც და ტეს­ტიც, ასე­ვე შარ­შან­დე­ლი ნი­მუ­შე­ბი, 6 ტეს­ტი დევს ჩვენს სა­იტ­ზე, ძა­ლი­ან მდი­და­რი მა­სა­ლაა), დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან კარ­გი, უნაკ­ლო ხა­რის­ხია. მე­ო­რე მხრივ, თუ თქვენს ოთახ­ში ცუ­დი აკუს­ტი­კაა ან რა­ღა­ცამ შე­გი­შა­ლათ ხე­ლი მოს­მე­ნა­ში, წელს გვექ­ნე­ბა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­დან­ვე (და არა ტეს­ტის შუ­ა­ში) იყოს პა­ტა­რა ტეს­ტი ქარ­თუ­ლად და თუ რა­ი­მე ხარ­ვე­ზია, უთხ­რათ თქვენს დამ­კ­ვირ­ვე­ბელს, რომ ცუ­დად ის­მის და ტექ­ნი­კო­სი მა­შინ­ვე და­ა­რე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა, არ მინ­და ამით შე­გა­ში­ნოთ, ეს ალ­ბათ არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც გქონ­დეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია.

მოს­მე­ნის მე­ო­რე და­ვა­ლე­ბა არის გრძე­ლი ტექ­ს­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, 2-2.5 წუ­თი გრძელ­დე­ბა და უფ­რო რთუ­ლია, რად­გან თქვენ იმ 8 და­ვა­ლე­ბას უნ­და მიყ­ვეთ, წა­ი­კითხოთ, თან ამას ყვე­ლა­ფერს უნ­და უს­მი­ნოთ და სწო­რი პა­სუ­ხი მო­ნიშ­ნოთ. სა­მი არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხია, არა ოთხი, საქ­მეს ესეც გი­ი­ო­ლებთ და ისიც, რომ უნ­და მო­ნიშ­ნოთ და არ და­წე­როთ, რაც თქვენ­თ­ვის შე­და­რე­ბით იოლია ტექ­ნი­კუ­რად. სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ტეს­ტი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა კარგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტეს­ტე­ბის სტან­დარ­ტ­თან უცხო­ურ ენა­ში, რად­გა­ნაც და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად გვაქვს მო­ცე­მუ­ლი სა­მი უნარ-ჩვე­ვა, სა­მი უნა­რი ენობ­რი­ვი, ეს არის: მოს­მე­ნა, წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა და ბო­ლოს — ორი წე­რა. გვე­კითხე­ბი­ან, ხომ არ და­ე­მა­ტე­ბა ლა­პა­რა­კი, მინ­და და­გამ­შ­ვი­დოთ, რომ ლა­პა­რა­კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩვენს ტესტს არ და­ე­მა­ტე­ბა, რად­გან ეს ტექ­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია და სა­ნამ ამას და­ვა­მა­ტებ­დეთ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყოთ, რომ ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ვა­ტა­რებთ. ასე რომ, ეს გა­მოვ­რიცხოთ და ამა­ზე სა­უ­ბა­რი აღარ იყოს.

შემ­დეგ ოთხ და­ვა­ლე­ბას — მე­სა­მე, მე­ოთხე, მე­ხუ­თე და მე­ექ­ვ­სე — ჩვენ ვა­ერ­თი­ა­ნებთ, ასე ვთქვათ, ერთ ჯამ­ში ვყრით, ერ­თი ქუ­დის ქვეშ — წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ტექსტს კითხუ­ლობს, კარ­გად გა­ი­გოს რა არის ძი­რი­თა­დი აზ­რი, რა არის დე­ტა­ლე­ბი და ფაქ­ტე­ბი, სწო­რედ ამა­ზეა შე­კითხ­ვე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მინ­და ხაზ­გას­მით ვთქვა, რომ ჩვენ არა­სო­დეს არც ერ­თი და­ვა­ლე­ბა სა­ი­დან­ღაც არ გად­მოგ­ვაქვს და არ ვსვამთ ტეს­ტ­ში. ერთ და­ვა­ლე­ბას — ტექსტს უკეთ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 რე­დაქ­ტი­რე­ბა, ჩვენ მი­ერ და ასე­ვე უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის მი­ერ. ეს ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, გათ­ვ­ლი­ლია ყო­ვე­ლი სიტყ­ვა, ყო­ვე­ლი შე­კითხ­ვა და ყო­ველ­თ­ვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მოთხოვ­ნის დო­ნეს და თქვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რა თქმა უნ­და, მოთხოვ­ნის პროგ­რა­მას, ასე ვთქვათ.

და­ვუბ­რუნ­დე­ბი ამ ოთხ და­ვა­ლე­ბას, პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ოთხე არის სუფ­თა წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა. გირ­ჩევთ, ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­და­ათ­ვა­ლი­ე­როთ ტექ­ს­ტი, მე­რე და­უბ­რუნ­დეთ შე­კითხ­ვებს და უკ­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ რა წე­რია შე­კითხ­ვა­ში და ზუს­ტად ის ინ­ფორ­მა­ცია მო­ძებ­ნოთ ტექ­ს­ტ­ში, რა­საც შე­კითხ­ვა ითხოვს — პა­სუ­ხი შე­კითხ­ვა­ზე ან რო­მელ აბ­ზაც­შია მო­ცე­მუ­ლი ესა თუ ის და­ვა­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ხუ­თე და­ვა­ლე­ბას, ეს არის ლექ­სი­კის და­ვა­ლე­ბა — თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვის ცოდ­ნა, რო­მელ­საც ჩვენ ვა­მოწ­მებთ, აუცი­ლებ­ლად უკავ­შირ­დე­ბა კონ­ტექსტს, კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რად არის აუცი­ლე­ბე­ლი მი­სი გა­გე­ბა და არა ლექ­სი­კუ­რად, რო­გორც ლექ­სი­კონ­შია გან­მარ­ტე­ბუ­ლი სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ კონ­ტექ­ს­ტი. ამი­ტო­მაც ჩვენ ამ და­ვა­ლე­ბა­ზე ვამ­ბობთ, რომ ეს არის ლექ­სი­კა კონ­ტექ­ს­ტის გავ­ლით, ანუ კითხ­ვის უნა­რის გავ­ლით და ყო­ვე­ლი სიტყ­ვა, რო­მე­ლიც გა­მო­ტა­ნი­ლია, თქვენ უნ­და ჩას­ვათ გა­მო­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლას. ესეც და­ხუ­რუ­ლი სა­ხის კითხ­ვაა, ტექ­ნი­კუ­რად მარ­ტი­ვი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, რომ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გარ­და, კარ­გად უნ­და გა­ეც­ნოთ მო­ცე­მულ კონ­ტექსტს.

შემ­დე­გია მე­ექ­ვ­სე და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ასე ვუ­წო­დებთ, — გრა­მა­ტი­კა კონ­ტექ­ს­ტ­ში და არა იზო­ლი­რე­ბუ­ლად გრა­მა­ტი­კუ­ლი წე­სე­ბის ცოდ­ნა. ოთხი­ვე უცხო­ურ ენა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წინ­დე­ბუ­ლი, კავ­ში­რი, არ­ტიკ­ლი… მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტე­ბია და ამი­ტო­მაც ჩვენ სუფ­თად გრა­მა­ტი­კულ ცოდ­ნას ვა­მოწ­მებთ, ისევ და ისევ, კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რად, აი, ამ „პა­ტა­რა სიტყ­ვე­ბის“ ცოდ­ნით — ნაც­ვალ­სა­ხე­ლი, კავ­ში­რი, არ­ტიკ­ლი…, რომ­ლე­ბიც ოთხი­ვე ენა­ში შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს. ეს პა­ტა­რა სიტყ­ვე­ბი პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში უკ­ვე უნ­და და­წე­როთ და არა— ჩას­ვათ. ეს ოდ­ნავ უფ­რო რთუ­ლია, რად­გან და­წე­რის დროს ადა­მი­ა­ნი ხში­რად უშ­ვებს ორ­თოგ­რა­ფი­ულ შეც­დო­მას. მა­გა­ლი­თად, თუ თქვენ კავ­შირს „and“ ინ­გ­ლი­სურ­ში და­წერთ e-თი და არა a-თი, რაც არ უნ­და ამ­ტ­კი­ცოთ აპე­ლა­ცი­ა­ზე, რომ მე სწო­რად მე­წე­რაო, შეც­დო­მად ჩა­გეთ­ვ­ლე­ბათ და ეს და­ვა­ლე­ბა გან­წი­რუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ 0 ქუ­ლით შე­ფას­დეს.

რა­ზეც აქამ­დე ვი­სა­უბ­რე, ყვე­ლა­ფე­რი ფას­დე­ბო­და 1 ქუ­ლით — მოს­მე­ნა, სწო­რი პა­სუ­ხი — 1 ქუ­ლა, წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, სწო­რი პა­სუ­ხი — 1 ქუ­ლა. გა­და­ვი­დეთ შე­და­რე­ბით რთულ და­ვა­ლე­ბებ­ზე, რომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, მინ­და კარ­გი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოგ­ცეთ და თუ თქვენ ამას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ, ნამ­დ­ვი­ლად უკე­თე­სი შე­დე­გი გექ­ნე­ბათ და უფ­რო მა­ღალ ქუ­ლას მი­ი­ღებთ.

პირ­ველ რიგ­ში, წე­რი­ლი — მეშ­ვი­დე და­ვა­ლე­ბა. ეს არის პა­ტა­რა წე­რის და­ვა­ლე­ბა, მო­ცე­მუ­ლია კი­დეც პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე ის ად­გი­ლი, სა­დაც უნ­და ჩა­წე­როთ, მეტს ვერ და­წერთ, ცხა­დია და ეს თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებს ორ უნარს ენობ­რივს — პირ­ველ რიგ­ში, წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნოთ ადა­მი­ანს და წე­რი­ლის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია ჩა­დოთ, რაც მო­გეთხო­ვე­ბათ და­ვა­ლე­ბა­ში; მე­ო­რე უნა­რი — წე­რი­ლი უნ­და და­წე­როთ სწო­რი გრა­მა­ტი­კუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბით და სწო­რი ლექ­სი­კით (ისე რა­ნა­ი­რი წე­რის უნა­რია). ამი­ტო­მაც, გთხოვთ, ძა­ლი­ან ყუ­რადღე­ბით წა­ი­კითხოთ ის შე­კითხ­ვე­ბი, რა­ზეც შემ­დეგ პა­სუ­ხე­ბი უნ­და გას­ცეთ, უფ­რო სწო­რად, დას­ვათ შე­კითხ­ვა, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც არ არის მო­ცე­მუ­ლი, იმის მო­პო­ვე­ბა წე­რი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით. ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და­ვა­ლე­ბაა, მინ­და გითხ­რათ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­გად­გე­ბათ.

აქ­ვე მინ­და შევ­ნიშ­ნო ერ­თი რამ, თქვენ უბ­რა­ლოდ ტესტს არ აბა­რებთ და ქუ­ლებს არ იღებთ, თქვენ ხართ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც აქვთ სურ­ვი­ლი და პრე­ტენ­ზია, ის­წავ­ლონ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ანუ აკა­დე­მი­ურ სივ­რ­ცე­ში მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სრუ­ლი­ად აუცი­ლე­ბე­ლია, რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოთ ის მოთხოვ­ნე­ბი, რო­მელ­საც აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა უყე­ნებს ადა­მი­ა­ნებს. აი, ასე იფიქ­რეთ, რომ ამ წე­რი­ლის კარ­გად და­წე­რა და­გეხ­მა­რე­ბათ სწავ­ლა­შიც, სწავ­ლის დროს წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა­შიც, პრა­ტი­კუ­ლად შე­ხე­დეთ ამ ამ­ბავს. ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან კითხ­ვა დავ­წე­რო თუ ირიბ თქმა­ში, — რო­მე­ლიც გინ­დათ, მთა­ვა­რია, სწო­რი იყოს. მარ­ტო კითხ­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძა­ლი­ან ცუ­დია, ეს არ არის წე­რი­ლი, უნ­და გა­ნავ­რ­ცოთ ლექ­სი­კუ­რად. გუ­ლახ­დი­ლად გეტყ­ვით, ვი­საც ირიბ თქმა­ში ექ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მას უკ­ვე პრე­ტენ­ზია მა­ღალ ქუ­ლა­ზე ექ­ნე­ბა, რად­გან უბ­რა­ლოდ კი არ გად­მო­წე­რა და კითხ­ვა კი არ და­წე­რა, არა­მედ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა და გა­და­იყ­ვა­ნა ირიბ თქმა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­მას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მაქვს ექ­ვ­სი რე­კო­მენ­და­ცია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ:

⇒ პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით — ძა­ლი­ან გთხოვთ, კარ­გად წა­ი­კითხეთ სა­თა­უ­რი, თქვენ პა­სუ­ხობთ ამ სა­თა­ურს და არა ზო­გა­დად სახ­ლი­დან მო­ტა­ნილ ცოდ­ნას წერთ. სა­თა­უ­რის მი­ხედ­ვით უნ­და აირ­ჩი­ოთ, ეთან­ხ­მე­ბით თუ არა და შემ­დეგ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოთ თქვე­ნი აზ­რი. გა­მო­ი­ყე­ნეთ ფრა­ზე­ბი: ვე­თან­ხ­მე­ბი, მომ­წონს, ვფიქ­რობ, ჩე­მი აზ­რია… პირ­ველ რიგ­ში, თქვე­ნი პი­როვ­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ.

⇒ მე­ო­რე — ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან ღია კა­რის დღე­ებ­ზე, და­წე­რონ თუ არა არ­გუ­მენ­ტე­ბი და კონ­ტ­რარ­გუ­მენ­ტე­ბი. ჩვე­ნი თე­მა ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ­სად და­ვა­ლე­ბა­ში არ წე­რია — და­ი­ცა­ვი ორი­ვე პო­ზი­ცია. თქვენ უნ­და და­ე­თან­ხ­მოთ ან არ და­ე­თან­ხ­მოთ და ისე გა­ნა­ვი­თა­როთ ეს თე­მა. თუმ­ცა, თუ ორი­ვე და­წე­რეთ და ეს ძა­ლი­ან გინ­დათ, ქუ­ლა არ და­გაკ­ლ­დე­ბათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­გე­წე­ლე­ბათ თე­მის სი­დი­დე.

მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია — ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ უხ­ვად და­ზე­პი­რე­ბულ ფრა­ზებს. ხან­და­ხან არის ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც სავ­სეა და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით, მაგ­რამ არა­ფერს არ იძ­ლე­ვა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ან­და სავ­სეა მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბით, მაგ­რამ ჩვენ ვერ ვი­გებთ ამ ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­კითხის მი­მართ. გა­ბე­დუ­ლად და­ა­ფიქ­სი­რეთ თქვე­ნი პო­ზი­ცია, ეს და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზა და მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სიტყ­ვა ღი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ მა­შინ, თუ თქვენს სა­კუ­თარ კონ­ტექ­ს­ტ­ში, გა­რე­მო­ში ჩას­ვამთ, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს არ არის წე­რის უნა­რი, მხო­ლოდ და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბის წე­რის უნა­რია, რაც ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. მინ­და გითხ­რათ, რომ და­ზე­პი­რე­ბუ­ლი, მა­ღალ­ფარ­დო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბით ნა­წერ­ში თქვენ შე­იძ­ლე­ბა 0-იც კი მი­ი­ღოთ; თუ თქვენს და­ზე­პი­რე­ბულ თე­მა­ში ფრაგ­მენ­ტუ­ლად მა­ინც არის ნახ­სე­ნე­ბი ერ­თი-ორი თე­მა, რა­ზე­დაც უნ­და გე­სა­უბ­რათ, მა­ინც და­ბალ ქუ­ლას მი­ი­ღებთ, ეს კარ­გად უნ­და გა­ი­აზ­როთ.

⇒ მე­სა­მე რე­კო­მენ­და­ცია — სხვის სა­ხელ­სა და გვარს ნუ მი­უ­თი­თებთ, ასე­თი ნა­წე­რი არ შე­ფას­დე­ბა.

⇒ მე­ოთხე რე­კო­მენ­და­ცია — და­ი­ცა­ვით მო­ცე­მუ­ლი სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, შე­გიძ­ლი­ათ ოდ­ნავ გა­და­ა­ჭარ­ბოთ, მაგ­რამ ბევ­რი წე­რა კარგ წე­რას არ ნიშ­ნავს. ჩვენ ვა­მოწ­მებთ უნარს, რომ ადა­მი­ან­მა მო­ცე­მუ­ლი სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ში გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზ­რი და არა უსას­რუ­ლოდ წე­რით. ასე რომ, ფრთხი­ლად იყა­ვით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

⇒ მე­ხუ­თე რე­კო­მენ­და­ცია — სახ­ლ­ში ვარ­ჯი­ში­სას, გქონ­დეთ ასე­თი ჩვე­ვა, თე­მას რომ და­წერთ, მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­გის­წო­რებთ, შემ­დეგ ის შეს­წო­რე­ბუ­ლი გა­და­წე­რეთ, ისევ გა­უ­კე­თეთ რე­დაქ­ტი­რე­ბა, და­ა­მა­ტეთ რა­ღაც, გა­მო­ა­კე­ლით, ისევ გა­და­წე­რეთ. რამ­დე­ნი­მე გა­და­წე­რა (თვით­რე­დაქ­ტი­რე­ბა ჰქვია ამას) ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა და სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლ­ში მუ­შა­ო­ბის დროს კარგ თე­მამ­დე მი­გიყ­ვანთ და წე­რის უნარ­საც გა­ნი­ვი­თა­რებთ.

⇒ და­ბო­ლოს, მე­ექ­ვ­სე — ჩე­მი და ჩვე­ნი ჯგუ­ფის სა­ერ­თო რე­კო­მენ­და­ციაა, წი­ნას­წარ გა­ეც­ნოთ შე­ფა­სე­ბის სქე­მას და იცო­დეთ რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ხდე­ბა თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა. შე­ა­ფა­სეთ ხოლ­მე თქვე­ნი თა­ვი ჩვენს კრებულში მოცემული შე­ფა­სე­ბის სქე­მით. ამ­გ­ვა­რად, წი­ნას­წარ გექ­ნე­ბათ იმის მო­ლო­დი­ნი, მეტ-ნაკ­ლე­ბად, რა ქუ­ლა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ.

გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას ამ ზაფხულს!

დატოვეთ კომენტარი