27 ივლისი, შაბათი, 2024

რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ეროვნული გა­მოც­დის­თ­ვის ის­ტო­რი­აში 

spot_img
მა­ნა­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ის­ტო­რი­ის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

 

შე­ვეც­დე­ბი გე­სა­უბ­როთ იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც თან ახ­ლავს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, კონ­კ­რე­ტუ­ლად — ის­ტო­რი­ა­ში. ის­ტო­რი­ის ტეს­ტი მო­ი­ცავს რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის, ისე მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის სა­კითხებს, საკ­მა­ოდ ვრცელ პე­რი­ოდს — უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მე-20 სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვ­ლით. ტეს­ტი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ამოწ­მებს რო­გორც ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნას და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უნარს, ასე­ვე ისეთ მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა: არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­სა და ფაქ­ტებს შო­რის, შე­ფა­სე­ბა და სხვ.

ტეს­ტი 8 სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის და­ვა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. და­ვიწყოთ თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

პირ­ვე­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი და­ვა­ლე­ბაა. რო­გო­რია და­ვა­ლე­ბის ტი­პი? მას­ში მო­ცე­მუ­ლია შე­კითხ­ვა, რო­მელ­საც ახ­ლავს ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი, რო­მელ­თა­გან მხო­ლოდ ერ­თია სწო­რი, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში უნ­და და­ა­ფიქ­სი­როს. ეს და­ვა­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად, ამოწ­მებს ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის ცოდ­ნას და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უნარს, მაგ­რამ არა მარ­ტო, ასე­ვე ამოწ­მებს ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ძი­რი­თა­დი, არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის უნა­რებს, ამ­დე­ნად, შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთულ და­ვა­ლე­ბა­დაც ჩავ­თ­ვა­ლოთ. ტეს­ტ­ში მო­ცე­მუ­ლია და­ხუ­რუ­ლი ტი­პის 15 და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის უნა­რებს ამოწ­მებს.

მე­ო­რე ტი­პის და­ვა­ლე­ბა — ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პით დაწყო­ბის და­ვა­ლე­ბა. ეს ნიშ­ნავს სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ან ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით და­ლა­გე­ბას — უძ­ვე­ლე­სი­დან უახ­ლე­სი­სა­კენ. სა­ერ­თოდ, ჩვე­ნი ტეს­ტი არა­სო­დეს სვამს კითხ­ვებს თა­რი­ღე­ბის შე­სა­ხებ და ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­ვუ­მოწ­მოთ მეხ­სი­ე­რე­ბა, გა­მოვ­კითხოთ თა­რი­ღე­ბი, მაგ­რამ ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ვარ­კ­ვი­ოთ რამ­დე­ნად შე­უძ­ლია მას ის­ტო­რი­ულ დრო­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა. ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი პრინ­ცი­პით და­ლა­გე­ბის და­ვა­ლე­ბა სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა — ვთქვათ, ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის სა­მი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი, სა­მი ფაქ­ტი ან სა­მი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და და­ა­ლა­გოს უძ­ვე­ლე­სი­დან უახ­ლე­სი­სა­კენ, ანუ მას უნ­და ჰქონ­დეს დრო­ში ორი­ენ­ტა­ცი­ის უნა­რი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის­ტო­რი­ის დის­ციპ­ლი­ნი­სათ­ვის და ამა­ვე დროს, ეს და­ვა­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის უნარ­საც ამოწ­მებს.

შემ­დე­გი ტი­პის და­ვა­ლე­ბა ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ჩვენს ტეს­ტ­ში არა ერ­თი და ორი და­ვა­ლე­ბაა მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის ანა­ლი­ზის და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. კერ­ძოდ, და­ვა­ლე­ბა №19-ში ორი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როა — რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რი, ისე წე­რი­ლო­ბი­თი. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბაა იმი­ტომ, რომ ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორი ტი­პის წყა­როა მო­ცე­მუ­ლი, რო­მე­ლიც ერ­თი და იმა­ვე ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას ასა­ხავს — ერ­თი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა, მა­გა­ლი­თად, კონ­კ­რე­ტუ­ლი ბრძო­ლის სქე­მა და მე­ო­რეა წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო, რო­მე­ლიც ამა­ვე ბრძო­ლას ასა­ხავს.

და­ვა­ლე­ბას ახ­ლავს ოთხი შე­კითხ­ვა, რო­მელ­ზეც უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა, ორი­ვე წყა­როს შე­ჯე­რე­ბი­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ის კარ­გად უნ­და და­აკ­ვირ­დეს რო­გორც ბრძო­ლის სქე­მას (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში), ყუ­რადღე­ბით წა­ი­კითხოს ნა­რა­ტი­უ­ლი წყა­რო და მხო­ლოდ ამ წყა­რო­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­შე­ჯე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გას­ცეს პა­სუ­ხი დას­მულ შე­კითხ­ვას.

ეს და­ვა­ლე­ბა ამოწ­მებს წყა­როს კითხ­ვის, მი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის, არ­სე­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის უნა­რებს და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვენ­თ­ვის, რამ­დე­ნად აქვს აბი­ტუ­რი­ენტს ეს უნა­რე­ბი.

შემ­დ­გო­მი და­ვა­ლე­ბა ასე­ვე ის­ტო­რი­ულ წყა­როს ეხე­ბა, მაგ­რამ ამ და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია მხო­ლოდ ერ­თი ტი­პის წყა­რო — ვი­ზუ­ა­ლუ­რი, მა­გა­ლი­თად, კა­რი­კა­ტუ­რა, ან მო­ნე­ტა, ან აფი­შა ან ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის ვი­ზუ­ა­ლუ­რი წყა­რო, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე მეტყ­ვე­ლია, რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო. ჩვენ ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ სწო­რედ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის წყა­რო­ებ­ზე, მით უფ­რო ვი­ზუ­ა­ლუ­რი ტი­პის წყა­რო­ებ­ზე იმი­ტომ, რომ, პრინ­ციპ­ში, სკო­ლებ­ში ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბა ხოლ­მე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ტი­პის წყა­რო­ებს და უფ­რო მე­ტი —   წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ებს, გნე­ბავთ დო­კუ­მენ­ტურს თუ ნა­რა­ტი­ულს. ვი­ზუ­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბია და ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა რომ არ დარ­ჩეს, დიდ ად­გილს ვუთ­მობთ ჩვენს ტეს­ტ­ში. კონ­კ­რე­ტულ ვი­ზუ­ა­ლურ წყა­როს მოს­დევს შე­კითხ­ვე­ბი, რო­მელ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი. თუმ­ცა, ეს და­ვა­ლე­ბა, გარ­და წყა­როს წა­კითხ­ვი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სა, ცხა­დია, იმ ეპო­ქის ცოდ­ნა­საც ამოწ­მებს.

აქ აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ რო­გორც ეს და­ვა­ლე­ბა, ერ­თი ვი­ზუ­ა­ლუ­რი წყა­როს შე­სა­ხებ, ასე­ვე, წი­ნა და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ორი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის წყა­როს მო­ი­ცავ­და, აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის უც­ნო­ბი იქ­ნე­ბა, ის მას პირ­ვე­ლად ნა­ხავს, მაგ­რამ ამ ფაქ­ტ­მა არ უნ­და შე­ა­ში­ნოს, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც აღ­ბეჭ­დი­ლია ამ წყა­რო­ებ­ში, მის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბია. ვი­მე­ო­რებ — წყა­რო­ე­ბი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი ტეს­ტ­ში, შე­საძ­ლოა იყოს და უმე­ტეს წი­ლად, უც­ნო­ბია აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის, მაგ­რამ ის ის­ტო­რი­უ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია ამ წყა­რო­ებ­ში, მის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­დან კარ­გად ნაც­ნო­ბია, ამი­ტომ ეს ფაქ­ტი ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ნუ და­აფ­რ­თხობთ.

ჩვენ ვე­კითხე­ბით, რა არის ამ წყა­როს მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი, რი­სი თქმა სურ­და ავ­ტორს ამ ვი­ზუ­ა­ლუ­რი წყა­როს შექ­მ­ნი­სას და რა თქმა უნ­და, მან უნ­და უპა­სუ­ხოს ამ კითხ­ვას, წყა­რო­ზე კარ­გად დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად.

შემ­დ­გო­მი და­ვა­ლე­ბა ასე­ვე ვი­ზუ­ა­ლურ წყა­როს ეხე­ბა — ის­ტო­რი­უ­ლი რუ­კის ანა­ლი­ზი.

21-ე და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია ამა თუ იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი ეპო­ქის ის­ტო­რი­უ­ლი რუ­კა, რო­მე­ლიც, ასე­ვე, შე­საძ­ლოა, არ იყოს ნაც­ნო­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის, მაგ­რამ ის ეპო­ქა და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, ვთქვათ, რუ­კის ლე­გენ­და­ში იქ­ნე­ბა გად­მო­ცე­მუ­ლი და რუ­კა­ზე ასა­ხუ­ლი, ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის. ასე რომ, მათ ესეც ნუ და­აფ­რ­თხობთ. რუ­კის და­ვა­ლე­ბა 11-ქუ­ლი­ა­ნია, მას 8 შე­კითხ­ვა ახ­ლავს და უმე­ტე­სი წი­ლი ამ შე­კითხ­ვე­ბი­სა მო­დის სწო­რედ რუ­კის წა­კითხ­ვა­ზე, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია აპ­ლი­კანტს ის­ტო­რი­უ­ლი რუ­კის წა­კითხ­ვა, აღ­ქ­მა, გა­გე­ბა და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია. ამა­ვე დროს, ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ვი­დეს კითხ­ვა, რომ­ლის პა­სუ­ხი რუ­კა­ზე შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ი­ძებ­ნოს, მაგ­რამ ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა იცო­დეს იმი­ტომ, რომ ეს პროგ­რა­მი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი და რუ­კის გა­რე­შე შე­კითხ­ვებ­საც უნ­და უპა­სუ­ხოს.

ორი­ოდ სიტყ­ვით მინ­და ვი­სა­უბ­რო იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლებ­საც ად­გი­ლი აქვს ხოლ­მე სწო­რედ ის­ტო­რი­უ­ლი რუ­კის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს. ხში­რად აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი არ კითხუ­ლო­ბენ კარ­გად და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას, კარ­გად არ ეც­ნო­ბი­ან ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას და თუ ჩვენ ვთხოვთ, კონ­კ­რე­ტუ­ლად ჩა­მოთ­ვა­ლონ ორი ან სა­მი სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს, პი­რო­ბი­თად, ხმელ­თა­შუა ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე, ისი­ნი პა­სუ­ხად 5-6 ჩა­მო­ნათ­ვალს აკე­თე­ბენ, არა კონ­კ­რე­ტუ­ლად იმ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, რომ­ლებ­საც ვე­კითხე­ბით (რომ­ლე­ბიც ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქ­რო­ბე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე). სა­ვა­რა­უ­დოდ, ასე ფიქ­რო­ბენ — ჩა­მოვ­თ­ვ­ლი ყვე­ლას, რაც კი რუ­კა­ზე წე­რია და ერთ-ერ­თი მა­ინც იქ­ნე­ბა სწო­რი და ჩა­მეთ­ვ­ლე­ბა. ეს მიდ­გო­მა, ცხა­დია, არას­წო­რია, ამ­გ­ვა­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა არ გას­წორ­დე­ბა იმი­ტომ, რომ პა­სუ­ხი უნ­და იყოს ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი და ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი უნ­და იყოს სწო­რედ ის სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ ვე­კითხე­ბით ამ შე­კითხ­ვა­ში და არა ყვე­ლა ის სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია რუ­კა­ზე. სხვა­თა შო­რის, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი სხვა და­ვა­ლე­ბა­შიც გვხვდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ვი­ზუ­ა­ლუ­რი წყა­როს ანა­ლი­ზის შემ­თხ­ვე­ვა­შიც (ამ და­ვა­ლე­ბას ილუს­ტ­რა­ცი­ის ანა­ლიზ­საც ვუ­წო­დებთ).

აქაც, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ვე­კითხე­ბით, რა ტი­პის ილუს­ტ­რა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რა ტი­პის წყა­როა, რა ჰქვია ამ ტი­პის ვი­ზუ­ა­ლურ წყა­როს, ხში­რად ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხავ ჩა­მონათ­ვალს აკე­თე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ეწე­როს — კა­რი­კა­ტუ­რა, მო­ნე­ტა, აფი­შა… უბ­რა­ლოდ ჩა­მოთ­ვ­ლი­ან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხავ პა­სუ­ხებს იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა ერთ-ერ­თი სწორ პა­სუხს „მო­ერ­გოს“. ვი­მე­ო­რებ, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი არ გას­წორ­დე­ბა, რამ­დე­ნა­დაც, ცხა­დია, ეს არ არის კონ­კ­რე­ტუ­ლი და და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი.

შემ­დე­გი ტი­პის და­ვა­ლე­ბა, 22-ე და 23-ე, ერ­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბია, რო­მელ­საც ჰქვია ის­ტო­რი­უ­ლი პრობ­ლე­მის ანა­ლი­ზი. ეს და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია, რამ­დე­ნა­დაც ის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის შე­მოწ­მე­ბა­ზე. ამ და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მოთ­ქ­მუ­ლია ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი, ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო აზ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, ვე­თან­ხ­მე­ბი თუ არა ამა თუ იმ ის­ტო­რი­ულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ან ვე­თან­ხ­მე­ბი თუ არა ამა თუ იმ ის­ტო­რი­ულ მო­წო­დე­ბას. აქ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და მო­ი­ტა­ნოს არ­გუ­მენ­ტე­ბი რო­გორც ერ­თი პო­ზი­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ, ისე მე­ო­რე პო­ზი­ცი­ის, ანუ და­ვა­ლე­ბა­ში ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ციაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, ხო­ლო არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნა უკ­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტის და­ვა­ლე­ბაა.

ამ და­ვა­ლე­ბის   გას­წო­რე­ბის პრო­ცეს­ში გვაქვს ხოლ­მე პრობ­ლე­მე­ბი, რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი წე­რენ ძა­ლი­ან ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის პა­სუ­ხებს — ვე­თან­ხ­მე­ბი ამას იმი­ტომ, რომ ეს იქ­ნე­ბო­და და­დე­ბი­თი ან ეს იქ­ნე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი ამა თუ იმ ქვეყ­ნის­თ­ვის. ეს იმ­დე­ნად ზო­გა­დი და არაფ­რის მთქმე­ლი პა­სუ­ხია, რომ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ის­ტო­რი­ულ კონ­ტექსტს მო­ერ­გოს, ამი­ტომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რომ პა­სუ­ხი იყოს ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი და ასა­ხავ­დეს კონ­კ­რე­ტულ ის­ტო­რი­ულ რე­ა­ლი­ებს, მა­გა­ლი­თად, და­ვა­ლე­ბა 22 (პრობ­ლე­მის ანა­ლი­ზი):

დავალება 22

1095 წელს ქალაქ კლერმონში რომის პაპმა, ურბან II-მ ევროპელებს აღმოსავლეთში გალაშქრებისა და მუსლიმთაგან მაცხოვრის საფლავის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ფეოდალთა ერთი ნაწილი ურბან II-ის მოწოდების მომხრე იყო, ხოლო მეორე ნაწილი – მოწინააღმდეგე.

მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც პაპის მოწოდების მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა.

მოიყვანეთ ერთი არგუმენტი, რომლითაც პაპის მოწოდების მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა.

ამ და­ვა­ლე­ბა­ში სა­უ­ბა­რია ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქ­რო­ბის მო­წო­დე­ბა­ზე რო­მის პა­პის ურ­ბან II-ის მხრი­დან. ის ლაშ­ქ­რო­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებს ევ­რო­პელ ჯვა­როს­ნებს და არ­სე­ბობს ორი ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მო­საზ­რე­ბა — ერ­თ­ნი ეთან­ხ­მე­ბი­ან ამ მო­წო­დე­ბას და თვლი­ან, რომ წმინ­და მი­წა­ზე საბ­რ­ძოლ­ვე­ლად უნ­და წა­ვიდ­ნენ, უფ­ლის საფ­ლა­ვის გა­მო­სახ­ს­ნე­ლად, მე­ო­რე­ნი პა­პის ამ მო­წო­დე­ბას არ ეთან­ხ­მე­ბი­ან. ზო­გა­დი პა­სუ­ხე­ბი, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და წას­ვ­ლა ან უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბო­და, არ მი­ი­ღე­ბა. პა­სუ­ხი უნ­და იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, უნ­და ჩან­დეს ჯვა­რო­სან­თა, რო­გორც მომ­ხ­რე­თა, არ­გუ­მენ­ტა­ცია, რა­ტომ უნ­და გა­ი­ლაშ­ქ­რონ, ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­თა, თუ რა­ტომ და რა მი­ზე­ზით უნ­და შე­ი­კა­ვონ თა­ვი. ეს და­ვა­ლე­ბა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მსჯე­ლო­ბას და ზო­გა­დად ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა­საც ამოწ­მებს, ამავ­დ­რო­უ­ლად, ცხა­დია, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან უნა­რებს ავი­თა­რებს, კერ­ძოდ — არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბის უნარს.

შემ­დე­გი ტი­პის და­ვა­ლე­ბა არის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და­ვა­ლე­ბაა, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ჯერ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გი უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნოს, ანუ დაგ­ვი­ფიქ­სი­როს ამ მოვ­ლე­ნის შე­დე­გი, ხო­ლო შემ­დ­გომ ეს შე­დე­გი უნ­და შე­ა­ფა­სოს, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის­თ­ვის იქ­ნე­ბა ეს თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის, თა­ვად და­ვა­ლე­ბის ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია აბი­ტუ­რი­ენტს ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა და ზო­გა­დად, არ­სე­ბი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის გა­მო­ყო­ფა ამა თუ იმ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნი­დან. აქაც, ვი­მე­ო­რებ, ძა­ლი­ან ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის პა­სუ­ხე­ბი არის ხოლ­მე (კარ­გი იყო, ცუ­დი იყო, უარ­ყო­ფი­თი იყო, და­დე­ბი­თი იყო…). ცხა­დია, ასე­თი პა­სუ­ხე­ბი არ მი­ი­ღე­ბა. იფიქ­რეთ, იაზ­როვ­ნეთ, არ იჩ­ქა­როთ — ეს იქ­ნე­ბა ჩე­მი რე­კო­მენ­და­ცია და მხო­ლოდ გან­ს­ჯი­სა და ფიქ­რის შემ­დ­გომ გა­ე­ცით ძა­ლი­ან კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხი დას­მულ შე­კითხ­ვებს.

და ბო­ლო, 25-ე და­ვა­ლე­ბა — ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს ანა­ლი­ზი. აქ უკ­ვე სა­უ­ბა­რია წე­რი­ლო­ბით წყა­რო­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ნა­რა­ტი­უ­ლი, ისე დო­კუ­მენ­ტუ­რი, საკ­მა­ოდ ვრცე­ლი წყა­რო. ეს წყა­რო იქ­ნე­ბა თქვენ­თ­ვის უც­ნო­ბი, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, რო­გორც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი წყა­რო, აქაც, ამ წყა­რო­ში მო­ცე­მუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რე­ა­ლო­ბა, ის­ტო­რი­უ­ლი პე­რი­პე­ტი­ე­ბი და კონ­ტექ­ს­ტი თქვენ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი იქ­ნე­ბა. ამ და­ვა­ლე­ბა­ში მო­გეთხო­ვე­ბათ, რომ კარ­გად გა­ი­გოთ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს ში­ნა­არ­სი, ეს არის ერ­თ­გ­ვა­რი წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, ოღონდ კონ­კ­რე­ტუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­სი, მაგ­რამ შე­კითხ­ვე­ბი მხო­ლოდ წყა­როს გა­გე­ბა­ზე არ არის, წყა­როს ტექ­ს­ტის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ა­ზე­ცაა და ზო­გი­ერ­თი კითხ­ვა შე­იძ­ლე­ბა იმ მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბას ეხე­ბო­დეს, რო­მე­ლიც ამ წყა­რო­ში ასა­ხუ­ლი არ არის. ეს ვრცე­ლი და­ვა­ლე­ბაა და მი­სი მი­ზა­ნია ის­ტო­რი­უ­ლი წყა­როს გა­გე­ბის, ანა­ლი­ზის, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ი­სა და, ამა­ვე დროს, ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტი­კუ­ლი გა­აზ­რე­ბის უნა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა.

ასე­თია მთლი­ა­ნო­ბა­ში ჩვე­ნი ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა. რო­გორც ხვდე­ბით, ძი­რი­თა­დად, ტეს­ტი აგე­ბუ­ლია ისეთ მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: კრი­ტი­კუ­ლი ანა­ლი­ზი, მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რე­ბის დად­გე­ნა სხვა­დას­ხ­ვა ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნებ­სა თუ ფაქ­ტებს შო­რის — ეს არის შე­ფა­სე­ბა, ამა თუ იმ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნი­დან ძი­რი­თა­დი და არ­სე­ბი­თი ნიშ­ნის გა­მო­ყო­ფა, ის­ტო­რი­ულ დრო­ში ორი­ენ­ტა­ცი­ის უნა­რი და ა.შ. ჩვე­ნი ტეს­ტი ბევ­რად უფ­რო ნაკ­ლე­ბა­დაა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვთქვათ, კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა­სა და და­ზე­პი­რე­ბა­ზე, უფ­რო სა­აზ­როვ­ნო ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბია მო­ცე­მუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ სა­ი­დან უნ­და მო­ემ­ზა­დოთ და რა რე­სურ­სე­ბით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოთ ის­ტო­რი­ის ტეს­ტის ჩა­სა­ბა­რებ­ლად მომ­ზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში, რა თქმა უნ­და, პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი — მე-11 და მე-12 კლა­სე­ბის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი; მე-11 კლას­ში, დღეს, ორი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გვაქვს, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ისე­ვე, რო­გორც მე-12 კლას­ში. არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რო­მე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი სწავ­ლობთ, ორი­ვე გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა და ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ტეს­ტ­ში იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი, ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ერთ, ისე მე­ო­რე, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში. ასე რომ, ამა­ზე შე­გიძ­ლი­ათ არ იღელ­ვოთ, რამ­დე­ნა­დაც ის­ტო­რი­ის ტეს­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ფაქ­ტობ­რივ მა­სა­ლას არ გას­ც­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ცხა­დია, შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ ნე­ბის­მი­ერ ადეკ­ვა­ტურ, გნე­ბავთ ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სებს, გნე­ბავთ სხვა ტი­პის ბეჭ­დურ მა­სა­ლას, გა­იღ­რ­მა­ოთ ცოდ­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გა­დად, ტი­პურ შეც­დო­მებს, რომ­ლებ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უშ­ვე­ბენ ტეს­ტი­რე­ბის დროს, ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად და ვრცლადაა მოთხ­რო­ბი­ლი ელექ­ტ­რო­ნულ კრე­ბულ­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­გან­ში მო­ამ­ზა­და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და, ცხა­დია, მათ შო­რის, ის­ტო­რი­ა­შიც. ეს კრე­ბუ­ლი, გარ­და ტი­პუ­რი შეც­დო­მე­ბი­სა, ზო­გა­დად გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ზე, ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა­ზე. კრე­ბულ­ში, ასე­ვე, ჩა­დე­ბუ­ლია შარ­შან­დე­ლი ტეს­ტი, თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბის სქე­მი­თა და პა­სუ­ხე­ბით და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ, დე­ტა­ლუ­რად ნა­ხოთ ის ტი­პუ­რი შეცდო­მე­ბი, რომ­ლებ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უშ­ვე­ბენ გა­მოც­დებ­ზე. აქ­ვე მინ­და აუცი­ლებ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ზე­მოთ უფ­რო ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის შეც­დო­მებ­ზე გე­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, ხში­რია ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ხარ­ვე­ზე­ბი, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც კა­ლიგ­რა­ფიაა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ან ხარ­ვე­ზე­ბითაა ტეს­ტი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ან არ იკითხე­ბა და გამ­ს­წო­რე­ბელს უჭირს შე­ფა­სე­ბის მი­ცე­მა. ამი­ტომ, და­სას­რულს, ისევ ვი­მე­ო­რებ და ვთხოვ ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, შე­ნიშ­ვ­ნა, ინ­ს­ტ­რუქ­ცია, რო­მე­ლიც მო­ცე­მუ­ლია ჩვენს ელექ­ტ­რო­ნულ კრე­ბულ­ში (ასე­ვე ტეს­ტის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი) და შე­ე­ცა­დონ, ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შე­ას­რუ­ლონ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ტეს­ტი.

და­სას­რულს, მინ­და, ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები