27 ივლისი, შაბათი, 2024

რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის ზოგად უნარებში

spot_img

თე­ო­ნა ლო­დია

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი

 

შე­ვეც­დე­ბი, გა­გი­ზი­ა­როთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, და­გეხ­მა­რე­ბათ ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის შე­სა­ხებ ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნის შექ­მ­ნა­ში. და­ვიწყოთ იმით, თუ რას ნიშ­ნავს ზო­გა­დი უნა­რე­ბი. ტერ­მი­ნით „ზო­გა­დი უნა­რე­ბი“ აღი­ნიშ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რად აღ­ქ­მის, ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბის, მოვ­ლე­ნა­თა შო­რის არ­სე­ბი­თი მი­მარ­თე­ბე­ბის წვდო­მის უნა­რი. ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მა­ტე­ბა ზო­გად უნა­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ის გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა სპე­ცი­ფი­კუ­რი უნა­რე­ბი­სა­გან, რო­გო­რე­ბიც არის, მა­გა­ლი­თად, მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭი, ხატ­ვა­სა თუ შე­მოქ­მე­დე­ბის ამა თუ იმ სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა უნა­რი.

ზო­გა­დი უნა­რე­ბი ვლინ­დე­ბა აზ­როვ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის, ანა­ლი­ზის სინ­თე­ზის, აბ­ს­ტ­რა­გი­რე­ბის, გან­ზო­გა­დე­ბის სა­ხით და ის ადა­მი­ანს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უვი­თარ­დე­ბა. ზო­გად უნა­რებს ავი­თა­რებს კითხ­ვა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა­სა თუ კულ­ტუ­რას­თან ზი­ა­რე­ბა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა.

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ემ­ზა­დე­ბი­ან ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის­თ­ვის და აქ­ვე დავ­ძენ, რომ არა­ერ­თი კვლე­ვით და­დას­ტურ­და, რომ მხო­ლოდ ბო­ლო წელს რე­პე­ტი­ტორ­თან და­ხარ­ჯუ­ლი დრო, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ არის შე­დე­გი­ა­ნი. საკ­მა­რი­სია, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა იცო­დეს ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა და და­ვა­ლე­ბის ამოხ­ს­ნის პრინ­ცი­პე­ბი. სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ხებ გე­სა­უბ­რე­ბით დღეს.

რას ამოწ­მებს ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი? ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი ამოწ­მებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბი­სა და გა­აზ­რე­ბის უნა­რებს. ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი შექ­მ­ნი­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით. დღემ­დე, არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ამ ტი­პის ტეს­ტით ხდე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა შერ­ჩე­ვა. ეს ქვეყ­ნე­ბია, მა­გა­ლი­თად: აშშ, ის­რა­ე­ლი, შვე­დე­თი.

არა­ერ­თი კვლე­ვით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ასე­ვე, ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის პროგ­ნოს­ტუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღალ ქუ­ლებს იღე­ბენ ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტ­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან შემ­დ­გომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის დროს, ასე­ვე, პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის დროს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით შე­იქ­მ­ნა, ტეს­ტ­ში არ შეგ­ხ­ვ­დე­ბათ არც ერ­თი და­ვა­ლე­ბა, რო­მე­ლიც უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან არის ნა­თარ­გ­მ­ნი. ტესტს ქმნი­ან ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა არა ერ­თ­გ­ზის არის გა­მოც­დი­ლი ექ­ს­პერ­ტუ­ლად, ასე­ვე საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბის გზით დად­გე­ნი­ლია თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი.

ტეს­ტ­ში შეგ­ხ­ვ­დე­ბათ სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ლა­გე­ბუ­ლია პრინ­ცი­პით — მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლის­კენ. ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღირ­სე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ის, რომ მი­სი დაძ­ლე­ვა არ მო­ითხოვს რა­ი­მე ტი­პის სპე­ცი­ფი­კურ საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას, შე­სა­ბა­მი­სად, ის თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ო­კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში მცხოვ­რებ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.

მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით დად­გე­ნი­ლია ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის რამ­დე­ნი­მე სფე­რო, მათ შო­რის, მთა­ვა­რია ვერ­ბა­ლუ­რი (ენობ­რი­ვი) კომ­პე­ტენ­ცია და მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი. ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტიც სწო­რედ ამ ორ უნარს ეფუძ­ნე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა მო­ი­ცავს ორ ნა­წილს — ვერ­ბა­ლურ, ანუ ენობ­რივ ნა­წილს და მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილს. გან­ვი­ხი­ლოთ ცალ-ცალ­კე თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი:

ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის და­ვა­ლე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე ბლო­კის­გან შედ­გე­ბა: პირ­ვე­ლია ლო­გი­კა, შემ­დეგ — წი­ნა­და­დე­ბე­ბის შევ­სე­ბა და წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა, რო­მელ­საც მოს­დევს ანა­ლო­გი­ის ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი. გან­ვი­ხი­ლოთ ცალ-ცალ­კე თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი.

ლო­გი­კის ბლო­კის და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია, შე­ა­მოწ­მოს რამ­დე­ნად შე­უძ­ლია აბი­ტუ­რი­ენტს ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბა. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბა­თა მეშ­ვე­ო­ბით მოწ­მ­დე­ბა: არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის (წა­ნამ­ძღ­ვ­რე­ბის) სა­ფუძ­ველ­ზე დას­კ­ვ­ნის სწო­რად გა­მო­ტა­ნის უნა­რი, ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოთ­ქ­მუ­ლი ვა­რა­უ­დის კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბის უნა­რი.

თქვენ ხე­დავთ ლო­გი­კის ბლო­კის ერთ-ერთ და­ვა­ლე­ბას:

და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია ორი წა­ნამ­ძღ­ვა­რი, ორი პი­რო­ბა. აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა, ამ წა­ნამ­ძღ­ვ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ი­ტა­ნოს სწო­რი დას­კ­ვ­ნა და, მო­ცე­მუ­ლი 5 შე­საძ­ლო პა­სუ­ხი­დან, შე­არ­ჩი­ოს ერ­თი სწო­რი ვერ­სია.

ლო­გი­კის ბლო­კის და­ვა­ლე­ბებ­ში შეგ­ხ­ვ­დე­ბათ და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია ობი­ექ­ტებს შო­რის მი­მარ­თე­ბებ­ზე. ეს მი­მარ­თე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, იყოს სივ­რ­ცი­თი — მარ­ჯ­ვ­ნივ, მარ­ცხ­ნივ, ზე­მოთ, ქვე­მოთ… ან სხვა ტი­პის — მსუ­ბუ­ქი, მძი­მე, მა­ღა­ლი, და­ბა­ლი…

თქვენ ხე­დავთ და­ვა­ლე­ბას, რომ­ლის პი­რო­ბა­შიც სწო­რედ ამ­გ­ვა­რი მი­მარ­თე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი..აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა, შექ­მ­ნას გარ­კ­ვე­უ­ლი მო­დე­ლი და, შე­საძ­ლო პა­სუ­ხე­ბის ვერ­სი­ე­ბი­დან, აარ­ჩი­ოს შე­კითხ­ვის შე­სა­ბა­მი­სი სწო­რი ვერ­სია.

ლო­გი­კის ბლო­კის და­ვა­ლე­ბებ­ში, ასე­ვე, შეხ­ვ­დე­ბით ისეთ და­ვა­ლე­ბებს, სა­დაც პი­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია კვლე­ვის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­რა­უ­დი. აბი­ტუ­რი­ენ­ტის ამო­ცა­ნაა, ეს ვა­რა­უ­დი კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სოს.

ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წარ­მოდ­გე­ნი­ლია და­ვა­ლე­ბა, რომ­ლის პი­რო­ბა­შიც მო­ცე­მუ­ლია ვა­რა­უ­დი. აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა, შე­საძ­ლო პა­სუ­ხე­ბის ვერ­სი­ე­ბი­დან, შე­არ­ჩი­ოს ის პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვა­რა­უ­დის ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­სა­ყე­ნებ­ლად გა­მოდ­გე­ბა.

ლო­გი­კის ბლოკს მოს­დევს წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბის ბლო­კის და­ვა­ლე­ბე­ბი. ამ ბლო­კის და­ვა­ლე­ბა­თა მი­ზა­ნია, შე­ა­მოწ­მოს რამ­დე­ნად შე­უძ­ლია აბი­ტუ­რი­ენტს წი­ნა­და­დე­ბის ნა­წი­ლებს ან წი­ნა­და­დე­ბებს შო­რის ლო­გი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის წვდო­მა. წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბის ბლო­კის და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია პი­რო­ბა, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა, რომ­ლებ­შიც გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლია ად­გი­ლი. გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლია ხა­ზე­ბით. პა­სუ­ხე­ბის შე­საძ­ლო ვერ­სი­ებ­ში მო­ცე­მუ­ლია ამ გა­მო­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლებ­ში ჩა­სას­მე­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის ნა­წი­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ვერ­სია.

აბი­ტუ­რი­ენ­ტის ამო­ცა­ნაა, ჩას­ვას თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლი, თი­თო­ე­უ­ლი ვერ­სია გა­მო­ტო­ვე­ბულ ად­გი­ლას ისე, რომ მი­ი­ღოს ლო­გი­კუ­რად გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა.

 

წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბის ბლოკს მოს­დევს წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი.

ამ ნა­წი­ლის მი­ზა­ნია, შე­ა­ფა­სოს: რამ­დე­ნად შე­უძ­ლია აბი­ტუ­რი­ენტს წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის ადეკ­ვა­ტუ­რად გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა, ტექ­ს­ტის მო­ნაკ­ვე­თებს შო­რის ლო­გი­კუ­რი კავ­ში­რის ამოც­ნო­ბა, მთა­ვა­რი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა, ძი­რი­თა­დი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა, მთა­ვა­რი აზ­რის გა­მო­ტა­ნა ტექ­ს­ტი­დან.

თქვენ ხე­დავთ ნაწყ­ვეტს, ამო­ნა­რიდს ტექ­ს­ტი­დან, ერთ-ერთ აბ­ზაცს და წარ­მო­გიდ­გენთ და­ვა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ეყ­რ­დ­ნო­ბა ამ აბ­ზაცს. და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია ამო­ნა­რი­დი აბ­ზა­ცი­დან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვა­რა­უ­დი და, ასე­ვე, ორი ინ­ფორ­მა­ცია.

აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­ზა­ნია, და­ად­გი­ნოს, რამ­დე­ნად გა­მოდ­გე­ბა ეს ორი ინ­ფორ­მა­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვა­რა­უ­დის გა­სამ­ყა­რებ­ლად.

წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის და­ვა­ლე­ბა­თა ბლოკ­ში, ასე­ვე, შეგ­ხ­ვ­დე­ბათ და­ვა­ლე­ბე­ბი, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია.

ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტექ­ს­ტ­ში ვერ შეხ­ვ­დე­ბით. აბი­ტუ­რი­ენ­ტის ამო­ცა­ნაა, და­ა­კავ­ში­როს ეს ინ­ფორ­მა­ცია ტექ­ს­ტ­ში მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და, შე­კითხ­ვის შე­სა­ბა­მი­სად, გას­ცეს სწო­რი პა­სუ­ხი.

გა­და­ვი­დეთ ანა­ლო­გი­ის ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­ზე. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის მი­ზა­ნია, შე­ა­მოწ­მოს რამ­დე­ნად შე­უძ­ლია აბი­ტუ­რი­ენტს სიტყ­ვე­ბის, ფრა­ზე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის წვდო­მა, კონ­ტექ­ს­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ასე­ვე, რამ­დე­ნად შე­უძ­ლია სიტყ­ვა­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს შო­რის არ­სე­ბი­თი კავ­ში­რე­ბის, მი­მარ­თე­ბე­ბის წვდო­მა და რამ­დე­ნად აქვს მას მსგავს მი­მარ­თე­ბა­თა გა­მოვ­ლე­ნის უნა­რი.

თქვენ ხე­დავთ და­ვა­ლე­ბას, რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფრა­ზა კონ­კ­რე­ტუ­ლი აბ­ზა­ცი­დან. აბი­ტუ­რი­ენ­ტის ამო­ცა­ნაა, მიხ­ვ­დეს ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი ფრა­ზის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას და, პა­სუ­ხე­ბის შე­საძ­ლო ვერ­სი­ე­ბი­დან, შე­არ­ჩი­ოს სწო­რი პა­სუ­ხი.

და­ბო­ლოს, ანა­ლო­გი­ის ტი­პის და­ვა­ლე­ბა, რომ­ლის პი­რო­ბა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ორი სიტყ­ვა, სიტყ­ვა­თა წყვი­ლი, რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს შო­რის არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თე­ბა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტის ამო­ცა­ნაა, და­ად­გი­ნოს ამ სიტყ­ვებს შო­რის მი­მარ­თე­ბა და, შე­საძ­ლო პა­სუ­ხე­ბის ვერ­სი­ებს შო­რის, იპო­ვოს ანა­ლო­გი­უ­რი სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც არის ანა­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თე­ბა.

 

გა­და­ვი­დეთ მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ზე. მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლის მი­ზა­ნია, და­ად­გი­ნოს: რამ­დე­ნად შე­უძ­ლია აბი­ტუ­რი­ენტს რა­ო­დე­ნობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა, რიცხ­ვე­ბით და მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცნე­ბე­ბით ოპე­რი­რე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის (გრა­ფი­კის, ცხრი­ლის, დი­აგ­რა­მის…) გა­გე­ბა-გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა.

მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში შეხ­ვ­დე­ბით და­ვა­ლე­ბა­თა რამ­დე­ნი­მე ბლოკს: პირ­ვე­ლია რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­და­რე­ბა, შემ­დეგ­ში — ამო­ცა­ნე­ბი, მო­ნა­ცემ­თა საკ­მა­რი­სო­ბა და მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი.

თქვენ ხე­დავთ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­და­რე­ბის და­ვა­ლე­ბას, პი­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა და წარ­მოდ­გე­ნი­ლია რა­ო­დე­ნო­ბე­ბი. აბი­ტუ­რი­ენ­ტის ამო­ცა­ნაა, შე­ა­და­როს ეს რა­ო­დე­ნო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და, პა­სუ­ხე­ბის შე­საძ­ლო 4 ვერ­სი­ი­დან, შე­არ­ჩი­ოს სწო­რი ვერ­სია.

თქვენ ხე­დავთ ამო­ცა­ნე­ბის ბლო­კის და­ვა­ლე­ბის ნი­მუშს:

რო­გორც ხე­დავთ, ამ­გ­ვა­რი ტი­პის და­ვა­ლე­ბებს ხში­რად შეხ­ვედ­რი­ხართ სკო­ლა­ში. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნა, რომ­ლის ამოხ­ს­ნი­სას თქვენ გჭირ­დე­ბათ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცნე­ბე­ბით ოპე­რი­რე­ბა.

აქ­ვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში დაგ­ჭირ­დე­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი და ყვე­ლა ეს ფორ­მუ­ლა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა დაგ­ჭირ­დეთ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნი­სას, მო­ცე­მუ­ლია თა­ვად ტეს­ტ­ში.

ახ­ლა ხე­დავთ მო­ნა­ცემ­თა საკ­მა­რი­სო­ბის და­ვა­ლე­ბას:

და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია 2 პი­რო­ბა და, და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, დას­მუ­ლია შე­კითხ­ვა. აბი­ტუ­რი­ენ­ტის ამო­ცა­ნაა, და­ად­გი­ნოს, რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მო­ცე­მულ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, ანუ რამ­დე­ნად არის საკ­მა­რი­სი წარ­მოდ­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა­ში მო­ცე­მულ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად.

და­ბო­ლოს, ხე­დავთ მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის ბლო­კის და­ვა­ლე­ბის ნი­მუშს:

რო­გორც ხე­დავთ, აქ დი­აგ­რა­მის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. აბი­ტუ­რი­ენტს ევა­ლე­ბა, გა­ი­გოს დი­აგ­რა­მის, ცხრი­ლის ან გრა­ფი­კის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს და უპა­სუ­ხოს რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვას, რომ­ლე­ბიც მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზის და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას მოს­დევს.

ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტა­რი ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კურ მხა­რე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ტექ­ს­ტ­ში შეგ­ხ­ვ­დე­ბათ 80 და­ვა­ლე­ბა, აქე­დან 40 არის ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის, 40 — მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლის. და­ვა­ლე­ბე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა — ტეს­ტის პირ­ველ ნა­წილ­ში შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბია, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წილ­ში — შე­და­რე­ბით რთუ­ლი. თქვე­ნი ამო­ცა­ნაა, სწო­რად გა­ა­ნა­წი­ლოთ დრო. დიდ დროს ნუ და­ხარ­ჯავთ ერთ და­ვა­ლე­ბა­ზე, ნუ შე­ჩერ­დე­ბით. თუ­კი მიხ­ვ­დე­ბით, რომ ეს და­ვა­ლე­ბა თქვენ­თ­ვის რთუ­ლია, გა­და­დით შემ­დეგ­ზე.

თუ­კი დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ და­ვა­ლე­ბა სწო­რად ამოხ­სე­ნით, მა­შინ­ვე გა­და­ი­ტა­ნეთ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე. დრო ორად არის გა­ყო­ფი­ლი, სულ 3 სა­ა­თი და 10 წუ­თი გაქვთ — ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ზე სა­მუ­შა­ოდ გეძ­ლე­ვათ 1 სა­ა­თი და 15 წუ­თი, ხო­ლო მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ზე სა­მუ­შა­ოდ — 1 სა­ა­თი და 35 წუ­თი. თუ თქვენ ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ზე მუ­შა­ო­ბა ად­რე და­ას­რუ­ლეთ, დრო­ის ამო­წურ­ვამ­დე, მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ზე გა­დას­ვ­ლის უფ­ლე­ბა არ გაქვთ.

სულ ეს იყო, რაც მინ­დო­და მეთ­ქ­ვა ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობ, მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლი­ოთ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები