24 ნოემბერი, კვირა, 2024

როგორ მოემზადნენ უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლისთვის

spot_img

რექტორები ონლაინ სწავლების პრობლემებსა და უპირატესობებზე

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნი­ლი რთუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გა­მო, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი კვლავ დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში და­იწყეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას, ასე­ვე პრო­ფე­სორ-მა­წავ­ლებ­ლებს, გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს. ბევ­რი მათ­გა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ამ მე­თო­დით ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ვერ იღებს, ეს მხო­ლოდ აუდი­ტო­რი­ა­ში სწავ­ლე­ბის დრო­საა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლია, ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის, დრო­ის და­ზოგ­ვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა და კი­დევ ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს.

გა­სუ­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რა პრობ­ლე­მებ­თან თუ უპი­რა­ტე­სო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, რა სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზო­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სტუ­დენ­ტებს, რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი არი­ან ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის — ამ და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს კერ­ძო და სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რე­ბი.

 

რო­ლანდ კო­პა­ლი­ა­ნი
ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო
უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი

 

აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2021 წლის აპ­რი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მზა­დე­ბა 2021-2022 სას­წავ­ლო წლის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­საწყე­ბად. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ იყო და პე­რი­ო­დუ­ლად იხი­ლე­ბო­და ბრძა­ნე­ბის პრო­ექ­ტი „აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით 2021-2022 სას­წავ­ლო წლის გან­რი­გის დამ­ტ­კი­ცე­ბის შე­სა­ხებ“. ბრძა­ნე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნე­ბი და სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სე­ბი. შედ­გა სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ცხრი­ლე­ბი სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით. სწავ­ლის დაწყე­ბის ვა­დად გა­ნი­საზღ­ვ­რა 2021 წლის 20 სექ­ტემ­ბე­რი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა წლის 4 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლე­ბა წა­რი­მარ­თე­ბა On-Line (ონ-ლა­ინ) პლატ­ფორ­მა­ზე (Microsoft teams, moodle); მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე გან­საზღ­ვ­რუ­ლია სწავ­ლე­ბის შე­რე­უ­ლი ფორ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტუ­დენ­ტ­თა ნა­წილს არ მოს­წონს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა, რად­გან ფიქ­რო­ბენ, რომ ვერ იღე­ბენ იმ ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას, რო­გორ­საც — ლექ­ცია-პრაქ­ტი­კუ­მებ­ზე, აუდი­ტო­რი­ა­ში დას­წ­რე­ბის დროს. სტუ­დენ­ტ­თა ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ისე აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით, 2020-2021 სას­წავ­ლო წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ ყვე­ლა მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ბერ­კე­ტი გა­მო­ი­ყე­ნა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის, კერ­ძოდ:

e პან­დე­მი­ის გა­მოცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლი­სათ­ვის და­ვიწყეთ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვა, სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში გა­დაყ­ვა­ნის­თ­ვის; შე­ვის­წავ­ლეთ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მზად­ყოფ­ნა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნად ხელ­მის­წ­ვ­დო­მი იყო მათ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი. მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მზად არ აღ­მოჩ­ნ­და შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და სას­წავ­ლო კურ­სის ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით სწავ­ლე­ბი­სათ­ვის;

e უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ასო­ცი­ა­ცი­ის-ENQA-ს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბი. ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ძა­ლის­ხ­მე­ვით, აწ­სუ-ში მომ­ზად­და და ვებ­გ­ვერ­დ­ზე გან­თავ­ს­და, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვი­დეორგო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტ­თა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პო­რა­ცი­ულ ფოს­ტებ­ზე და­იგ­ზავ­ნა; შედ­გა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დრო­ე­ბი­თი ცხრი­ლე­ბი;

e ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით შე­იქ­მ­ნა ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ჯგუ­ფი; გა­დამ­ზად­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, ვი­დე­ო­ლექ­ცი­ე­ბი გან­თავ­ს­და აწ­სუ ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში, რა­თა სტუ­დენ­ტებს მის­ცე­მო­დათ მა­თი ნე­ბის­მი­ერ დროს ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ ხე­ლი შე­უწყო აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში და­ოს­ტა­ტე­ბას დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ჯგუ­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გ­კურ­სით.

ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თა შო­რის, რო­მე­ლიც 2020 წლის მარ­ტ­ში გა­და­ვი­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე. გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ რამ­დე­ნად მოხ­და ტრან­ს­ფორ­მა­ცია 2019-2020 სას­წავ­ლო წელ­სა და 2020-2021 სას­წავ­ლო წელს შო­რის ტრა­დი­ცი­ულ (პი­რის­პირ) სწავ­ლე­ბა­სა და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას შო­რის — რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, დრო­ის ამ მო­ნაკ­ვეთ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის 80%-ს, გა­ე­მარ­თა დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სის­ტე­მა და მო­ერ­გო არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თ­ვის. ძი­რი­თა­დად, ჩვენ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შეძ­ლო, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად წა­რე­მარ­თა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, რომ­ლის შეც­ვ­ლაც რამ­დენ­ჯერ­მე მოგ­ვიხ­და, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­და­ფეთ­ქე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ტრა­დი­ცი­ულ სა­ა­უ­დი­ტო­რიო მუ­შა­ო­ბას ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ვერ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს. მი­მაჩ­ნია, რომ   ტრა­დი­ცი­ულ და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და შე­ფა­სე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მარ­თ­ვის სამ­სა­ხუ­რი, ამ თვალ­საზ­რი­სით, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ.

გა­სუ­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი, სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, სტუ­დენ­ტებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლად მი­ე­წო­დე­ბათ სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი.

იმე­დი მაქვს, რომ 2021 წლის 4 ოქ­ტომ­ბ­რი­დან, და­ვუბ­რუნ­დე­ბით სა­ა­უ­დი­ტო­რიო სწავ­ლე­ბას, სა­დაც სტუ­დენ­ტებს დახ­ვ­დე­ბათ გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სას­წავ­ლო აუდი­ტო­რი­ე­ბი, სტუ­დენ­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ცხრი­ლე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, ახა­ლი გაც­ვ­ლი­თი   პროგ­რა­მე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა.

 

კა­ხა­ბერ კორ­ძა­ია
კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი

 

 

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მიმ­დი­ნა­რე კო­ვიდ­პან­დე­მი­ამ სრუ­ლად შეც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, ჩვენ­მა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ­მა და აკა­დე­მი­ურ­მა პერ­სო­ნალ­მა, სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, სწრა­ფად აუღო ალ­ღო ახალ გა­მოწ­ვე­ვებს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ეფექ­ტი­ა­ნად და­ი­ნერ­გა სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მი, თუმ­ცა პრაქ­ტი­კულ საგ­ნებ­ზე, სა­დაც აუცი­ლე­ბე­ლია სტუ­დენ­ტ­თა დას­წ­რე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყოფს სას­წავ­ლო პრო­ცესს.

ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნი­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კავ­კა­სი­ის საერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, 13 სექ­ტემ­ბერს, კვლავ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლ­და, თუმ­ცა მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი პრაქ­ტი­კულ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ და კლი­ნი­კურ საგ­ნებს დას­წ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში გა­დი­ან. ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა 4 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, შემ­დეგ კი, ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დაწყ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გაგ­რ­ძე­ლე­ბის ფორ­მა­ტი.

ცხა­დია, ცოცხა­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია და პირ­და­პი­რი ინ­ტე­რაქ­ცია უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­როს­თ­ვის, თუმ­ცა არ­სე­ბულ­მა მო­ცე­მუ­ლო­ბამ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რომ ის, რაც აქამ­დე წარ­მო­უდ­გენ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, დღეს რე­ა­ლო­ბაა. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი ისაა, რომ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ფე­ხი ავუწყოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში. სტუ­დენტებს მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღონ და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ვა­წარ­მო­ოთ შე­უ­ფერ­ხებ­ლად.

გა­სულ­მა სას­წავ­ლო წელ­მა   წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პლატ­ფორ­მა „Google meet“-ის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­უ­ფერ­ხებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­და­იჭ­რა სასწავლო ლი­ტე­რა­ტუ­რის პრობ­ლე­მაც — სრუ­ლად გა­ციფ­რულ­და. და­ი­ნერ­გა სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი/შე­რე­უ­ლი ფორ­მა­ტი. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ზედ­მი­წევ­ნით გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია და შექ­მ­ნა უსაფ­რ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ისე აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის. დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მა­ტით გა­ი­მარ­თა რი­გით მე-9 სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია. ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ონ­ლა­ინ სა­ჯა­რო ლექ­ცია და ვე­ბი­ნა­რი. წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრო­ექ­ტე­ბი, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და კონ­კურ­სე­ბი. დის­ტან­ცი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ სპორ­ტ­ში. გა­ვამ­ყა­რეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, მო­ვი­პო­ვეთ უფა­სო გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მა კსუ-ს სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ავ­ს­ტ­რი­ა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფუტ­სა­ლის გუნ­დ­მა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა და აგ­ვის­ტო­ში, ფუტ­სა­ლის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, იას­პა­რე­ზა მონ­ტე­ნეგ­რო­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წლის­თ­ვის გა­ნახ­ლ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­ტე­რი­ე­რი და სტუ­დენ­ტებს უკ­ვე სრუ­ლად შეც­ვ­ლი­ლი გა­რე­მო დახ­ვ­დე­ბათ მთა­ვა­რი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე, ასე­ვე შე­იქ­მ­ნა ახა­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რ­ცე. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რ­ძელ­დე­ბა მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მას­შ­ტა­ბით. მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და „ტე­ლე­მე­დი­ცი­ნის ცენ­ტ­რი“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს იდე­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას და აუცი­ლე­ბელ სერ­ვისს COVID-19-ის მსგავ­სი სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­გორც სტუ­დენ­ტ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და მხარ­და­ჭე­რის, ისე მი­სი კლი­ნი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მხრივ. „ტე­ლე­მე­დი­ცი­ნის ცენ­ტ­რის“ მი­ზა­ნია კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­პუ­ლა­ცი­ის შეს­წავ­ლა, COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მის გარ­კ­ვე­ვა და სა­მიზ­ნე სუ­ბი­ექ­ტე­ბის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ (ცხე­ლი ხა­ზი, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი, კო­ვიდ კლი­ნი­კე­ბი). გარ­და ამი­სა, გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ებს COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ. სო­ცი­ა­ლურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტს და­ე­მა­ტა 2 ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო   პროგ­რა­მა — მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­დოქ­ტო­რო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა და ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა „გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის კვლე­ვე­ბი“, რო­მე­ლიც უკ­ვე საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟუ­ლია რო­გორც ქარ­თ­ველ, ისე უცხო­ელ სტუ­დენ­ტებ­ში.

ყვე­ლა სტუ­დენტს ვუ­ლო­ცავ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას და მად­ლო­ბას ვუხ­დი, გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თ­ვის. გახ­დე კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ნიშ­ნავს, და­უ­ღა­ლავ სწრაფ­ვას სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, სა­დაც ლექ­ტო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი მუდ­მი­ვად შენ გვერ­დით არი­ან და გიკ­ვა­ლა­ვენ გზას წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის­თ­ვის, თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის სის­წო­რე­ში კი მა­ლე დარ­წ­მუნ­დე­ბით. არ შე­უ­შინ­დეთ ახალ გა­მოწ­ვე­ვებს, მუდ­მი­ვად იშ­რო­მეთ და იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ჩვენ აუცი­ლებ­ლად შევ­ქ­მ­ნით ყვე­ლა პი­რო­ბას თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის! მუ­დამ გახ­სოვ­დეთ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია!

 

მა­კა ბე­რი­ძე
სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის
რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი

 

 

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სწავ­ლა 13 სექ­ტემ­ბ­რი­დან, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში, გა­ნა­ახ­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის კორ­პუ­სე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია რო­გორც ახალ­ცი­ხე­ში, ისე ახალ­ქა­ლაქ­ში და კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო წლის ად­რე დაწყე­ბა გარ­კ­ვე­ულ ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რა­თა ზამ­თ­რის სე­ზო­ნი სა­გა­მოც­დო სე­სი­ე­ბი­სა და არ­და­დე­გე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფორ­მატს, ჩვენც ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, 4 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, სრუ­ლად დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სას­წავ­ლო პრო­ცესს, შემ­დეგ და­ვე­ლო­დე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლებს და გა­დავ­წყ­ვეტთ, რა ფორ­მატ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ. აქ­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა — ვი­ნა­ი­დან ვფიქ­რობთ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­რე­ულ ფორ­მატს ავირ­ჩევთ. სტუ­დენ­ტ­თა დიდ ჯგუ­ფებს, თე­ო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ლექ­ცი­ე­ბის­თ­ვის, კვლავ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმს შევ­თა­ვა­ზებთ, სა­სე­მი­ნა­რო ჯგუ­ფებს კი — კონ­ტაქ­ტურ სწავ­ლე­ბას.

ჩვენც ვფიქ­რობთ, რომ კონ­ტაქ­ტუ­რი სწავ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სპე­ცი­ა­ლო­ბა­თა ერ­თი ნა­წი­ლის­თ­ვის — შე­უც­ვ­ლე­ლიც. თუმ­ცა, შარ­შან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, რომ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­საც აქვს თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი და ცალ­სა­ხად უარ­ყო­ფი­თად შე­ფა­სე­ბა მარ­თე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. ასე­თია ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში — შარ­შან სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის კონ­ტაქ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვა. ჩვენ ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ და სტუ­დენ­ტებ­სა და აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით. რე­ა­ლუ­რად გა­მოგ­ვი­ვი­და შე­რე­უ­ლი ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო კურ­სის, სპე­ცი­ა­ლო­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და. მი­ვი­ღეთ მოქ­ნი­ლი ფორ­მა­ტი.

რა თქმა უნ­და, არა­ბუ­ნებ­რი­ვია ცა­რი­ე­ლი აუდი­ტო­რი­ე­ბი, დე­რეფ­ნე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბის ხმა­ურს მოკ­ლე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო. ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის­თ­ვის უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს. კარ­გად გვეს­მის, რომ მთა­ვა­რი დღეს სი­ცოცხ­ლის­თ­ვის უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნაა. აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის 88% აც­რი­ლია, ასე­ვე ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის — 70%. სამ­წუ­ხა­როდ, და­ბა­ლია სტუ­დენ­ტ­თა შო­რის აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუმ­ცა, მო­ნა­ცე­მე­ბი მზარ­დია და ეს გვა­ი­მე­დებს. რაც შე­ე­ხე­ბა პრობ­ლე­მებს, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა შეძ­ლო და ადეკ­ვა­ტუ­რად გა­დაწყ­ვი­ტა ისი­ნი. ყვე­ლა­ზე კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში სტუ­დენ­ტებს დრო­ე­ბით მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვე­ცით კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, და­ვა­ფი­ნან­სეთ ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტე­ბი, შევ­თა­ვა­ზეთ იზო­ლი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ჩარ­თ­ვე­ბის­თ­ვის, შე­ვი­ტა­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი სი­ლა­ბუ­სებ­ში და შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბას მო­ვარ­გეთ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა, მო­ვამ­ზა­დეთ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი დის­ტან­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად და ა.შ. ჩა­მო­ნათ­ვა­ლი საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, 24-სა­ა­თი­ა­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან, ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა. შე­ჯა­მე­ბის სა­ხით, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ შარ­შან­დე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით შედ­გა.

ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბით და­ვიწყეთ. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბულ პროგ­რა­მებს და­ე­მა­ტა კი­დევ ერ­თი — ვე­ტე­რი­ნა­რი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა. გვსურს, მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მი­მართ, რად­გან ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ახა­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა დარ­გი­სა და პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის სტუ­დენ­ტებს, პირ­ველ კორ­პუს­ში, სრუ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ გათ­ბო­ბის სის­ტე­მას და­ვახ­ვედ­რებთ, პრო­ფე­სუ­რას კი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის ერთ ნა­წილ­ში — თი­თო­ე­ულ ოთახ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შეყ­ვა­ნილ სველ წერ­ტი­ლებს. სა­მუ­შა­ო­ე­ბი გაგ­რ­ძელ­დე­ბა და ყვე­ლა ოთა­ხი შე­კეთ­დე­ბა. ამ სას­წავ­ლო წლი­დან ვი­მე­დოვ­ნებთ ახალ­ქა­ლა­ქის მე­ოთხე კორ­პუ­სის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას. რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე წარ­დ­გე­ნი­ლია და მზად­დე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პროგ­რა­მა. ასე რომ, პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, უნი­ვერ­სი­ტე­ტი აგ­რ­ძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბას.

თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს, გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ­კურ­სე­ლებს მინ­და მი­ვუ­ლო­ცო ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი. მათ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს, რო­დე­საც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს. მა­თი არ­ჩე­ვა­ნი ზრდის ჩვენს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და გვაძ­ლევს მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ არ გავ­ჩერ­დეთ.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები