12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

როგორ მივ­ცეთ ბავშვს მო­ტი­ვა­ცია,  წარ­მოთ­ქ­ვას პირ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი

spot_img

ჩვენ ვი­ცით, რომ ადა­მი­ა­ნის ენის, მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას თა­ვი­სი ეტა­პე­ბი აქვს. ადა­მი­ანს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, იქ­ნე­ბა ეს ვერ­ბა­ლუ­რი, არა­ვერ­ბა­ლუ­რი თუ აუგ­მენ­ტუ­რი. მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ ეს სა­ინ­ტე­რე­სო ტერ­მი­ნე­ბი.

ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გუ­ლის­ხ­მობს ენის  სიტყ­ვე­ბის, ფრა­ზე­ბი­სა და წი­ნა­და­დე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის და გა­ცე­მის მიზ­ნით.

არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მო­ი­ცავს ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბას, რო­მე­ლიც ანაც­ვ­ლებს მეტყ­ვე­ლე­ბას სხვა­დას­ხ­ვა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მე­ბით: სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა, ჟეს­ტე­ბი, სხე­უ­ლის ენა, ბა­რა­თე­ბი, და­სუ­რა­თე­ბუ­ლი წიგ­ნი, სიმ­ბო­ლო­ე­ბი და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა აუგ­მენ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, არა­ვერ­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მო­ი­ცავს აუგ­მენ­ტურ­საც. ის ასე­ვე გუ­ლის­ხ­მობს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მეტყ­ვე­ლე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

და­ბა­დე­ბი­დან პირ­ველ თვე­ებ­ში ბავ­შ­ვი სამ­ყა­როს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ძი­რი­თა­დად, არა­ვერ­ბა­ლუ­რად ამ­ყა­რებს – გა­ღი­მე­ბა, ტი­რი­ლი, თვა­ლის გა­ყო­ლე­ბა მო­სა­უბ­რის­თ­ვის, საგ­ნე­ბის­თ­ვის. და­ახ­ლო­ე­ბით, 0-6 თვემ­დე ბავ­შ­ვი იწყებს ღუ­ღუნს, გა­მოს­ცემს სხვა­დას­ხ­ვა ხმოვ­ნებს.

6-12 თვემ­დე ბავ­შ­ვი უკ­ვე ტი­ტინს იწყებს, ხმოვ­ნებ­თან ერ­თად, თან­ხ­მოვ­ნის წარ­თ­ქ­მა­საც ცდი­ლობს, მაგ.: და-და-და, ბა-ბა და ა.შ.

1-2 წლამ­დე კი, ჩნდე­ბა პირ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან, შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი სიტყ­ვე­ბი იყოს (მაგ.: ბა-ბა იყოს ბურ­თი), შემ­დ­გომ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი, ხო­ლო ბო­ლოს, ბავ­შ­ვი ცდი­ლობს, სწო­რად წარ­მოთ­ქ­ვას ცალ­კე­უ­ლი სიტყ­ვე­ბი.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი სტა­ტია, სწო­რედ რომ, პირ­ვე­ლი სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ბავშვს მეტყ­ვე­ლე­ბი­სათ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი, მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მო ჰქონ­დეს. ყო­ველ­დღი­უ­რი საგ­ნე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბით იწყე­ბა სიტყ­ვე­ბის გა­გე­ბა და შემ­დ­გომ მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა.

საგ­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა და გახ­მო­ვა­ნე­ბა იმ ყო­ველ­დღი­უ­რი საგ­ნე­ბის/ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბით უნ­და და­იწყოთ, რას­თა­ნაც ბავშვს აქვს შე­ხე­ბა: ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სა­თა­მა­შო­ე­ბი, საკ­ვე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ცხო­ვე­ლე­ბი და ა.შ.

დღეს რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სტრა­ტე­გი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვის ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ცალ­კე­უ­ლი სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მას.

⇒ თა­მა­ში „გულ­მა­ვიწყო­ბა“

ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ხა­ლი­სო­ბენ, რო­ცა უფ­რო­სებს გარ­კ­ვე­უ­ლი სიტყ­ვე­ბი ავიწყ­დე­ბათ და ცდი­ლო­ბენ მათ დახ­მა­რე­ბას. შე­გიძ­ლი­ათ, ნე­ბის­მი­ე­რი თა­მა­შის დროს, პრო­ცეს­ში ჩარ­თოთ „გულ­მა­ვიწყო­ბა“, მა­გა­ლი­თად, ცხო­ვე­ლე­ბით თა­მა­ში­სას, ხელ­ში აიღოთ სა­თა­მა­შო ლო­მი და და­ფიქ­რ­დეთ „მმმ, ვინ არის?“ ან უბ­რა­ლოდ, და­იწყოთ რამ­დე­ნი­მე ცხო­ვე­ლის და­სა­ხე­ლე­ბა და რო­მე­ლი­მე­ზე შე­ყოვ­დ­ნეთ და მის­ცეთ ბავშვს დრო, თვი­თონ და­ა­სა­ხე­ლოს.

გულ­მა­ვიწყო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სხვა­დას­ხ­ვა რუ­ტი­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის დრო­საც შე­გიძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, კვე­ბის დროს, რო­ცა სუფ­რას შლით, და­გა­ვიწყ­დეთ თეფ­შის და­დე­ბა ან კოვ­ზის/ჩან­გ­ლის გან­თავ­სე­ბა და იკითხეთ: „უი, რა უნ­და დავ­დოთ კი­დევ?“, „კოვ­ზი, ჭი­ქა და კი­დევ..?“

გა­რეთ გას­ვ­ლის დროს, რო­ცა ბავ­შ­ვ­მა ქურ­თუ­კი უნ­და ჩა­იც­ვას, და­გა­ვიწყ­დეთ ქუ­დი ან ფეხ­საც­მ­ლის გა­მოც­ვ­ლა. დას­ვით კითხ­ვა, „უი, თავ­ზე ახ­ლა რა უნ­და და­ვი­ფა­როთ?“, „ფეხ­ზე რა ჩა­ვიც­ვათ?“

⇒ თა­მა­ში „ვერ ვხვდე­ბი“

მო­ა­თავ­სეთ ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­თა­მა­შო­ე­ბი ოდ­ნავ შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას ისე, რომ ბავ­შ­ვი თან ხე­დავს რა დევს თა­რო­ზე და თან არ შე­ეძ­ლოს, თქვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, მის­წ­ვ­დეს და აიღოს.

რო­ცა ბავშვს რო­მე­ლი­მე სა­თა­მა­შო მო­უნ­დე­ბა, ხელს მოგ­კი­დებთ და მი­გიყ­ვანთ სა­თა­მა­შო­ე­ბამ­დე. ეცა­დეთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მიხ­ვ­დით რო­მე­ლი სა­თა­მა­შო უნ­და, პირ­და­პირ მას არ და­ა­დოთ ხე­ლი. მა­გა­ლი­თად: თუ ბავშვს მან­ქა­ნა უნ­და, მი­დით თა­როს­თან და სხვა­დას­ხ­ვა სა­თა­მა­შო­ე­ბი და­ა­სა­ხე­ლეთ, „კუ­ბი­კე­ბი გინ­და? ფაზ­ლე­ბი გინ­და?“ მი­ე­ცით დრო, თვი­თონ წარ­მოთ­ქ­ვას შე­სა­ბა­მი­სი სა­თა­მა­შოს სა­ხე­ლი.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, ყვე­ლა ბავშვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დრო სჭირ­დე­ბა სიტყ­ვე­ბის გახ­სე­ნე­ბის­თ­ვის და წარ­მოთ­ქ­მის­თ­ვის.

⇒ თა­მა­ში „შეც­დო­მით თქმა“

კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო თა­მა­შია საგ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რად შეც­დო­მით და­სა­ხე­ლე­ბა. ბავ­შ­ვებს გუ­ლი­ა­ნად ეცი­ნე­ბათ, რო­ცა უფ­რო­სი იღებს სა­თა­მა­შო ფორ­თო­ხალს და ამ­ბობს, აი, პო­მი­დო­რი. მი­ე­ცით დრო, თვი­თონ გითხ­რას რო­მე­ლი ციტ­რუ­სი გი­ჭი­რავთ ხელ­ში.

შე­გიძ­ლი­ათ გა­აგ­რ­ძე­ლოთ შეც­დო­მით თქმა: „აი, მარ­წყ­ვი! ააა, არა? მა­შინ, აი, კიტ­რი! უი, არც კიტ­რია.“ მოკ­ლედ, სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა მი­სი რე­აქ­ცია და დახ­მა­რე­ბის მცდე­ლო­ბა, და­ა­სა­ხე­ლოს სწო­რად სა­გა­ნი.

იგი­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­ი­მე­ო­როთ ფე­რებ­ზეც, კუ­ბი­კე­ბით თა­მა­შის დროს ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა თა­მა­ში­სას, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა ფე­რე­ბია. მა­გა­ლი­თად, ხატ­ვის დროს, აიღეთ შა­ვი ფე­რი და თქვით „აი, წი­თე­ლი“.

მი­ე­ცით ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­გეხ­მა­როთ და იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი კომ­პე­ტენ­ტუ­რად.

⇒ თა­მა­ში „გა­აგ­რ­ძე­ლე…“

ამ თა­მა­შის დროს თქვენ უნ­და და­აწყოთ, მწკრივ­ში ან ერთ სივ­რ­ცე­ში, რა­ი­მე საგ­ნე­ბი, და­იწყოთ ჩა­მოთ­ვ­ლა და და­სა­ხე­ლე­ბა. რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე გა­ჩერ­დით, მაგ­რამ ხე­ლი და­ა­დეთ. მა­გა­ლი­თად: რა გვი­დევს დღეს სუფ­რა­ზე? ჩა­მოთ­ვა­ლეთ და თი­თო­ე­ულ სა­განს ხე­ლი და­ა­დეთ. „დღეს გვი­დევს სუფ­რა­ზე თეფ­ში, კოვ­ზი, ჩან­გა­ლი…“ და ხე­ლი და­ა­დეთ ჭი­ქას და არ თქვათ, ბავშვს და­ე­ლო­დეთ.

წა­დით მა­ღა­ზი­ა­ში, იყი­დეთ სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც ბავშვს ძა­ლი­ან უყ­ვარს და სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა აჩ­ვე­ნეთ ვინ­მეს რა იყი­დეთ, მა­გა­ლი­თად: დღეს ვი­ყი­დეთ შო­კო­ლა­დი, რძე, პუ­რი, ხე­ლი და­ა­დეთ კო­კა-კო­ლას და და­ე­ლო­დეთ, მან თქვას.

ამ თა­მა­შის ხიბ­ლი იმა­შია, რომ რო­მე­ლი­მე საგ­ნის გა­მო­ტო­ვე­ბით ბავ­შ­ვი გრძნობს, რომ მის გარ­შე­მო წეს­რი­გი და­ირ­ღ­ვა და ცდი­ლობს, სიტყ­ვა აუცი­ლებ­ლად და­ა­მა­ტოს, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად იყოს.

⇒ თა­მა­ში „კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი“

შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი და მათ­ში სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თე­ბი შე­ი­ნა­ხოთ. ერთ კონ­ტე­ი­ნერ­ში ერ­თი ნივ­თი ან მა­სა­ლა უნ­და იყოს. შე­გიძ­ლი­ათ, კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის გახ­ს­ნამ­დე, ჯერ და­ა­სა­ხე­ლოთ რა არის მო­თავ­სე­ბუ­ლი შიგ­ნით და შემ­დ­გომ გახ­ს­ნათ, მა­გა­ლი­თად: აქ ქვი­შაა, აქ ბრინ­ჯია, აქ ლო­ბიოა, აქ წყა­ლია, აქ ფან­ქ­რე­ბია, აქ მან­ქა­ნე­ბია.

გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი ბავშვს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თან და­ი­ნა­ხოს რა არის შიგ­ნით მო­თავ­სე­ბუ­ლი და თან თა­მა­შის დაწყე­ბა­საც შე­უწყობს ხელს.

⇒ თა­მა­ში „ჩა­ვაგ­დოთ და და­ვა­სა­ხე­ლოთ“

თით­ქ­მის ყვე­ლა ბავშვს უყ­ვარს ცოცხა­ლი და მოძ­რა­ვი თა­მა­შე­ბი. ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის რა­ი­მე საგ­ნის რა­ი­მე­ში ჩაგ­დე­ბა და, ამა­ვე დროს ,შე­გიძ­ლი­ათ გა­ახ­მო­ვა­ნოთ ეს სა­გა­ნი.

მო­აგ­რო­ვეთ სხვა­დას­ხ­ვა სა­გა­ნი, ბავ­შ­ვის­თ­ვის ნაც­ნო­ბი, მა­გა­ლი­თად: სა­თა­მა­შო ძაღ­ლი, ბავ­შ­ვის ფეხ­საც­მე­ლი, ბურ­თი, ფან­ქა­რი, სა­თა­მა­შო ვაშ­ლი, კუ­ბი­კი, პი­რა­მი­დის რგო­ლი… და­დეთ წინ, ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით, რა­ი­მე ყუ­თი და და­იწყეთ – აიღეთ სა­გა­ნი, და­ა­სა­ხე­ლეთ ემო­ცი­ით, მხი­ა­რუ­ლად, თე­ატ­რა­ლუ­რად და ჩა­აგ­დეთ ყუთ­ში. შემ­დეგ მი­ე­ცით დრო ბავშვს, რომ იგი­ვე გა­ი­მე­ო­როს.

ამ თა­მა­შის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის ჩაგ­დე­ბით და და­სა­ხე­ლე­ბით, არა­მედ მხო­ლოდ ცხო­ვე­ლე­ბის, ფე­რა­დი ბურ­თე­ბის ფე­რე­ბის და­სას­წავ­ლად, ასე­ვე სა­თა­მა­შო ხი­ლის/ბოს­ტ­ნე­უ­ლის და­სა­ხე­ლე­ბის­თ­ვი­საც.

და­ი­მახ­სოვ­რეთ, ბავ­შ­ვე­ბი უკეთ სწავ­ლო­ბენ, რო­ცა თა­მა­შო­ბენ და მეტყ­ვე­ლე­ბაც სპონ­ტა­ნუ­რად ვი­თარ­დე­ბა. არ და­ა­ძა­ლოთ მათ სიტყ­ვე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, თქვენ, უბ­რა­ლოდ, მო­ტი­ვა­ცია და ბიძ­გი უნ­და მის­ცეთ თა­მა­შე­ბით და გა­რე­მოს მოწყო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

სო­ფო მე­ლა­ძე
ბავ­შ­ვ­თა ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები