5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

რო­გორ ის­ტო­რი­ას ვწერთ? ვფიქ­რობ, არ­ც­თუ სა­სა­ხე­ლოს

spot_img

აგ-ს სა­ი­უ­ბი­ლეო მე-1000 ნომ­რის სტუ­მა­რია ის­ტო­რი­კო­სი და გა­მომ­ცე­მე­ლი ბუ­ბა კუ­და­ვა.

ინ­ტერ­ვიუ 25 თე­ბერ­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­გეგ­მა და მას­თან სა­უ­ბა­რიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მოვ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბით და­ვიწყეთ, თუმ­ცა, ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, არან­კ­ლებ სა­ინ­ტერ­სო იქ­ნე­ბა ის­ტო­რი­კო­სის პა­სუ­ხე­ბი დღე­ვან­დე­ლო­ბა­ზე, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბით მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ჭრილ­ში და უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მელ­საც ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი ახ­ლა და ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში წერს, ამ­ბობს, რომ  – არ­ც­თუ სა­სა­ხე­ლოს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ასე­ვე სა­უბ­რობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სკო­ლებ­ში სწავ­ლის სა­კითხ­ზეც და „თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ზეც“, რო­მელ­საც თა­ვად წარ­მარ­თავს მე-6 სა­ავ­ტო­რო სკო­ლა­ში.

☑️🔳ბა­ტო­ნო ბუ­ბა, რო­გორ აფა­სებთ 25 თე­ბერ­ვალს, თა­ვი­სი მძი­მე შე­დე­გე­ბით, დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან?

ჩვე­ნი ის­ტო­რია ტრა­გი­კუ­ლი თა­რი­ღე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ უჩი­ვის, თუმ­ცა 25 თე­ბერ­ვა­ლი მა­ინც გა­მო­ირ­ჩე­ვა — მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბით, მი­სი და­უს­რუ­ლებ­ლო­ბით, კვლა­ვაც აქ­ტუ­ა­ლო­ბით. 1921 წლის თე­ბერ­ვალ-მარ­ტის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის (დი­ახ, ომის! – რა­ტომ­ღაც არ ვარ­ქ­მევთ ხოლ­მე თა­ვის სა­ხელს) შე­დე­გად სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ოკუ­პა­ცია და ანექ­სია მოხ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, ანუ მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რია, და­ი­შა­ლა, იმ დროს ჩაკ­ლუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბა, საბ­ჭო­ეთ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 70 წე­ლი და წი­თე­ლი იმ­პე­რი­ის მემ­კ­ვიდ­რე თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო დღემ­დე მოგ­ვ­ყ­ვე­ბა მძი­მე მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბად.

25 თე­ბერ­ვა­ლი არა მხო­ლოდ წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის მებ­რ­ძო­ლი თა­ო­ბე­ბის და­ფა­სე­ბის დღეა, არა­მედ უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­სა და არ­სე­ბუ­ლი მძი­მე რე­ა­ლო­ბის კვლავ გა­აზ­რე­ბის სიმ­ბო­ლუ­რი თა­რი­ღი­ცაა.

☑️🔳რო­გორ ის­ტო­რი­ას ვწერთ დღეს? რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლო­ბა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ის ჭრილ­ში?

კა­ცობ­რი­ო­ბას, არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, არა­სო­დეს ჰქო­ნია ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­გო­რიც თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა­შია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­საც – შე­სა­ბა­მი­სად. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი, გა­და­ად­გი­ლე­ბის სი­მარ­ტი­ვე, დიდ­ძალ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სწრა­ფი წვდო­მა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ბუ­მი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა მე­ტი ღი­ა­ო­ბა – ეს იმ სი­კე­თე­თა მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ახ­ლან­დელ დრო­ე­ბა­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს (ქარ­თ­ველს, მათ შო­რის) რომ ხვდა წი­ლად. რამ­დე­ნად ვაქ­ცევთ ამ უნი­კა­ლურ პრი­ვი­ლე­გი­ებს (პლუს – გე­ო­პო­ლი­ტი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს) ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად, სრუ­ლად თუ არა, დიდ­წი­ლად ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ლა­მის ის­ტო­რი­ულ ტრა­დი­ცი­ად გვექ­ცა წუ­წუ­ნი და გა­დაბ­რა­ლე­ბა – რომ ჩვე­ნი ბედ­კ­რუ­ლი ხვედ­რი დი­დი იმ­პე­რი­ე­ბი­სა და ძლე­ვა­მო­სი­ლი დამ­პყ­რობ­ლე­ბის ბრა­ლია. კარ­გი კითხ­ვაა — სად ვართ ჩვენ ასეთ დიდ ჭი­დი­ლებ­ში? რა რო­ლი გვაქვს? თუ­კი ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერს დი­დი ძი­ე­ბი წყვე­ტენ, მაშ, სადღაა ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა?

რო­გორ ის­ტო­რი­ას ვწერთ? ვფიქ­რობ, არ­ც­თუ სა­სა­ხე­ლოს. ვფლან­გავთ ზე­მოხ­სე­ნე­ბულ უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს – იმე­დით, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­სა­მებრ, ქვეყ­ნის სტაგ­ნა­ცი­ას კვლავ მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს სიძ­ლი­ე­რეს და ჩვენს „პატა­რა ქვეყ­ნო­ბას“ და­აბ­რა­ლე­ბენ.

☑️🔳 რო­გორ ის­წავ­ლე­ბა დღეს სკო­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რია და რო­გორ უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს, თქვე­ნი აზ­რით? რო­გო­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გვაქვს ის­ტო­რი­ა­ში?

ალ­ბათ უკეთ, ვიდ­რე ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში. დროც წინ მი­დის და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ვფიქ­რობ, უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ ვარ ჯე­როვ­ნად ჩა­ხე­დუ­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ში, თუმ­ცა პირ­ველ­კურ­სელ სტუ­დენ­ტებ­თან მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, წარ­მოდ­გე­ნა შე­ვიქ­მ­ნა სკო­ლა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე.

სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და კლი­შე­ე­ბი, აქ­ცენ­ტი ფაქ­ტო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის ცოდ­ნა­ზე, ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­უ­აზ­რებ­ლო­ბა, გლო­ბა­ლუ­რი და რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ტექ­ს­ტე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­სუ­ლის იდე­ა­ლი­ზე­ბა, მი­თო­ლო­გი­ზე­ბა და საკ­რა­ლი­ზე­ბა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვერ­სი­ე­ბის გა­ნუ­ხილ­ვე­ლო­ბა, პი­როვ­ნე­ბის რო­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბა, ის­ტო­რი­ის უინ­ტე­რე­სო და უსარ­გებ­ლო საგ­ნად აღ­ქ­მა… – ეს იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის ნა­წი­ლია, რომ­ლის წი­ნა­შეც, ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბით, კვლავ დგას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის შე­მეც­ნე­ბა რო­გორც „სა­ზო­გა­დო­ებ­რივ“, ისე სას­კო­ლო დო­ნე­ზე.

☑️🔳 ცო­ტა ხნის წინ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ხე­ლი მო­ა­წე­რა ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას სკო­ლებ­ში (X-XII კლა­სებ­ში) ცალ­კე საგ­ნად ის­წავ­ლი­ან. ეთან­ხ­მე­ბით თუ არა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და რას შეც­ვ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის ცალ­კე საგ­ნად სწავ­ლე­ბა?

ჩვენ ვართ ხალ­ხი, რო­მელ­საც ხში­რად ფორ­მა უფ­რო გვხიბ­ლავს, ვიდ­რე ში­ნა­არ­სი. თუ­კი ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბას (რაც მას ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბა), მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სის ზრდას, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი­სა და კულ­ტუ­რის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, მა­შინ მშვე­ნი­ე­რი. თუმ­ცა, თუ ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი პრობ­ლე­მე­ბი ვერ დავ­ძ­ლი­ეთ და პი­რი­ქით, კლი­შე­ე­ბი და იზო­ლა­ცი­ო­ნუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ვაძ­ლი­ე­რეთ, მხო­ლოდ „ფორ­მა“ შეგ­ვ­რ­ჩე­ბა ხელ­ში.

ყვე­ლა­ფე­რი გა­ზომ­ვა­დია და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის გაც­ნო­ბა – სწავ­ლი­სა და შე­მეც­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით რა შე­იც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ ბო­ლო წლებ­ში, მათ შო­რის, ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით.

☑️🔳 „ჩვენ და ის­ტო­რია“ – მე­ექ­ვ­სე სა­ავ­ტო­რო სკო­ლა­ში თქვე­ნი ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბი ასე­თი სა­ხელ­წო­დე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.  რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ სკო­ლა­ში, თუნ­დაც, ასე­თი ფორ­მით  სწავ­ლე­ბა?

იდეა, რომ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თ­გ­ვა­რი „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“ მქო­ნო­და, მე­ექ­ვ­სე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას და ჩემ­თ­ვის დი­დად სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ანს – ნი­ნო რა­მიშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის.

ის­ტო­რი­ის სა­განს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მოს­წავ­ლე­ე­ბი ად­რე­უ­ლი სა­ფე­ხუ­რი­დან­ვე გა­დი­ან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ზო­გა­დად მსოფ­ლი­ოს ხან­გ­რ­ძ­ლივ ის­ტო­რი­ა­ში მათ უამ­რა­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი­სა თუ მოვ­ლე­ნის შეს­წავ­ლა, ასე­უ­ლო­ბით ის­ტო­რი­უ­ლი პი­რი­სა თუ ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხე­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა უწევთ. შე­დე­გად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცია გროვ­დე­ბა, რის გა­რე­შეც ის­ტო­რი­ის, რო­გორც საგ­ნის ათ­ვი­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში დიდ­ძა­ლი ფაქ­ტო­ლო­გი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი ხან­და­ხან თით­ქოს არ ტო­ვებს მა­სა­ლის გან­ზო­გა­დე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო ანა­ლი­ზის დროს. ამას­თან, ეს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი „მო­ძა­ლე­ბა“ დრო­დად­რო ილუ­ზი­ა­საც ტო­ვებს, რომ სწო­რედ ესაა ის­ტო­რია და მი­სი ცოდ­ნა-არ­ცოდ­ნაც ქრო­ნო­ლო­გი­ის, ფაქ­ტე­ბი­სა და სა­ხე­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა-ვერ­და­მახ­სოვ­რე­ბა­ზე გა­დის.

არა­და, ის­ტო­რი­ის შე­მეც­ნე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ მა­სა­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სე­ბი­სა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და­უფ­ლე­ბა, დაგ­რო­ვი­ლი ფაქ­ტო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა და პრო­ცე­სე­ბის გან­ზო­გა­დე­ბაა. ამ დროს უკირ­კი­ტებ თით­ქოს ნაც­ნობ მოვ­ლე­ნებს, კრი­ტი­კუ­ლად ეკი­დე­ბი არ­სე­ბულ კლი­შე­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებს, იაზ­რებ კონ­ტექ­ს­ტებს, წარ­სულ­ში იჭ­ვ­რი­ტე­ბი სა­კუ­თა­რი და არა წიგ­ნე­ბის თვა­ლით, ეძებ პა­რა­ლე­ლებს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქებს შო­რის, პო­უ­ლობ უზო­გა­დეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებს…

მოკ­ლედ, ფიქ­რობ, ფიქ­რობ და ამო­ცა­ნე­ბი­სა და გან­ტო­ლე­ბე­ბის ამოხ­ს­ნას ლა­მობ. ერ­თი ეგაა: მა­თე­მა­ტი­კის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქ მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხ­ვა პა­სუ­ხე­ბი მი­ი­ღონ. ან, სა­ერ­თო­დაც, ვე­რა­ფე­რი მი­ი­ღონ…

ჩვენს გაკ­ვე­თი­ლებ­ზე (უფ­რო შეხ­ვედ­რებს და­ვარ­ქ­მევ­დი) ვცდი­ლობთ, დავ­ს­ვათ კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა არა­სო­დეს დაგ­ვის­ვამს ის­ტო­რი­ის სწავ­ლი­სას, მსჯე­ლო­ბის გზით მი­ვი­დეთ რა­ი­მე დას­კ­ვ­ნამ­დე, ან კი­დევ, ეჭ­ვი შე­ვი­ტა­ნოთ არ­სე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბის სის­წო­რე­ში. ის­ტო­რი­აც ხომ ესაა – მუდ­მი­ვი ფიქ­რი, მსჯე­ლო­ბა და პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბი­სა და გა­და­სინ­ჯ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა.

სწავ­ლე­ბი­სას პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას. სა­კითხებს, რო­გორც წე­სი, დის­კუ­სი­ის ფორ­მატ­ში ვი­ხი­ლავთ. მოს­წავ­ლე­ე­ბი, ცხა­დია, ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც იღე­ბენ, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სია, პა­რა­ლე­ლე­ბის გავ­ლე­ბა (მათ შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას­თან), კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბის და­ნახ­ვა და სა­კუ­თა­რი ხედ­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა.

☑️🔳 ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ნაკ­ვე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს  ის­ტო­რი­ი­დან, რო­მელ­ზეც  სი­ა­მოვ­ნე­ბით ესა­უბ­რე­ბით მოს­წავ­ლე­ებს ან სტუ­დენ­ტებს?

გა­ნა რო­მელ პე­რი­ოდს შე­იძ­ლე­ბა „ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი“ ვუ­წო­დოთ. საგ­ნის მი­მართ ზო­გა­დი ინ­ტე­რე­სი­სა თუ სიყ­ვა­რუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა ის­ტო­რი­კოსს აქვს შე­და­რე­ბით ვიწ­რო „ვნე­ბე­ბი“ ამა თუ იმ პე­რი­ო­დის/სა­კითხის მი­მართ. მე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მკვლე­ვა­რი გახ­ლა­ვართ და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ალ­ბათ მეტყო­ბა ეს „დამ­ხ­რო­ბა“.

ვფიქ­რობ, სწავ­ლე­ბი­სას უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, სა­უ­ბა­რი ორ­მ­ხ­რი­ვად (!) სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ამის­თ­ვის კი მხო­ლოდ ცოდ­ნი­სა თუ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­და­ცე­მა არ არის საკ­მა­რი­სი. სა­ჭი­როა ინ­ტე­რაქ­ტი­ვი და ისეთ თე­მებ­სა თუ დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი, რა­ზეც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პა­სუ­ხე­ბი შე­საძ­ლოა შენ­თ­ვი­საც სი­ახ­ლე იყოს.

ეკუთ­ვ­ნო­და თუ არა გი­ორ­გი III-ს (ან მის ასულ თა­მარს) ლე­გი­ტი­მუ­რად სა­მე­ფო ტახ­ტი? გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია თუ არა გი­ორ­გი ბრწყინ­ვა­ლის ნა­ბი­ჯი, რო­მელ­მაც დი­დე­ბუ­ლე­ბი მოტყუ­ე­ბით სა­დარ­ბა­ზოდ (სა­თათ­ბი­როდ) და­ი­ბა­რა და ამო­ხო­ცა? თქვენ რომ ფე­ო­და­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით, უპი­რო­ბოდ დათ­მობ­დით სტა­ტუ­სებს, ქო­ნებ­რივ და სა­ო­ჯა­ხო-საგ­ვა­რე­უ­ლო ინ­ტე­რე­სებს მე­ფის შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ? მა­ში­ნაც კი, თუ ის უსა­მარ­თ­ლოდ და უგუ­ნუ­რად მარ­თავს ქვე­ყა­ნას? რო­გორ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბო­და ქა­ლა­ქე­ბი და რა­ტომ იქ­ცე­ო­და ზო­გი მათ­გა­ნი ნა­ქა­ლა­ქა­რად, სხვა კი, აოხ­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აგ­რ­ძე­ლებ­და სი­ცოცხ­ლეს? რა­ტომ უნ­და და­ვუ­ჯე­როთ წყა­როს, რო­ცა ცნო­ბის სის­წო­რის გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა გვაქვს? რო­გორ შე­ვიტყოთ ისე­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მე­მა­ტი­ა­ნე­ებ­მა გან­ზ­რახ დაგ­ვი­მა­ლეს, ან უბ­რა­ლოდ, არ ჩათ­ვა­ლეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფაქ­ტად და არა­ფე­რი გვამ­ც­ნეს? რა შლის ხოლ­მე ქვე­ყა­ნას და რა აერ­თი­ა­ნებს? რომ კინ­კ­ლა­ო­ბენ, იმი­ტომ იშ­ლე­ბა, თუ რომ სუს­ტ­დე­ბა და იშ­ლე­ბა, იმი­ტომ იწე­ვენ ერ­თურ­თ­ზე?…

გაკ­ვე­თი­ლებ­სა თუ ლექ­ცი­ებ­ზე უამ­რავ ასეთ სა­კითხს ვე­ხე­ბით ხოლ­მე და სი­ა­მოვ­ნე­ბას იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა იწ­ვევს, რომ რა­ღა­ცას ახ­ლე­ბუ­რად შევ­ხე­დეთ იმ დღეს და ისე­თი კითხ­ვა დავ­ს­ვით ან ისე­თი ვერ­სია მო­ვის­მი­ნეთ პა­სუ­ხად, რო­მელ­ზეც მა­ნამ­დე არა­სო­დეს გვი­ფიქ­რია.

☑️🔳 აუცი­ლებ­ლად მინ­და გკითხოთ სვა­ნუ­რი და მეგ­რუ­ლი ენე­ბის შე­სა­ხე­ბაც. გა­სულ წელს, პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვას, სკო­ლებ­ში არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სტა­ტუ­სით შე­მო­სუ­ლი­ყო ამ ენე­ბის სწავ­ლე­ბა, არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყ­ვა. რე­ა­ლუ­რად, სვა­ნუ­რი და მეგ­რუ­ლი ენე­ბი რომ გაქ­რო­ბის პი­რა­საა, ამა­ში თა­ვა­დაც დავ­რ­წ­მუნ­დი. ზაფხულ­ში ვი­ყა­ვი მეს­ტი­ა­ში, იქ უფ­რო­სე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ იმა­ზე, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი (სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი) სვა­ნუ­რად თით­ქ­მის აღარ ლა­პა­რა­კო­ბე­ნო. რა არის ამის მი­ზე­ზი და რას ფიქ­რობთ, რო­გორ უნ­და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ეს ენე­ბი? თქვენ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ წიგ­ნე­ბიც კი გა­მოს­ცა – „ვის­წავ­ლოთ სვა­ნუ­რი“ და „ვის­წავ­ლოთ მეგ­რუ­ლი“.

სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად გვა­ვიწყ­დე­ბა, რომ მეგ­რუ­ლი, სვა­ნუ­რი და ლა­ზუ­რი ენე­ბი ჩვე­ნი,  ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­ერ­თო სიმ­დიდ­რეა და მა­თი, რო­გორც უნი­კა­ლუ­რი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის, მოფ­რ­თხი­ლე­ბა, პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა, კვლე­ვა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სა­ერ­თო საქ­მეა. იგი­ვე უნ­და ით­ქ­ვას სხვა ენებ­ზეც (აფხა­ზუ­რი, წო­ვა­თუ­შუ­რი, უდი­უ­რი…), რომ­ლე­ბიც მარ­თა­ლია არ შე­დის ქარ­თ­ვე­ლურ ენა­თა ოჯახ­ში, თუმ­ცა მათ­ზე ზრუნ­ვაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა.

გა­სა­გე­ბია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფამ და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ, სხვა, ათა­სო­ბით მცი­რე ენის მსგავ­სად, დი­დი საფ­რ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ენე­ბიც. რაც დრო გა­დის, სულ უფ­რო და უფ­რო ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობს მათ­ზე, ბავ­შ­ვებ­სა და ახალ­გაზ­რ­დებ­ში კი ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ამ ენებ­ზე ლა­პა­რა­კი (არ­ც­თუ იშ­ვი­ა­თად, სამ­წუ­ხა­როდ, სა­თა­კი­ლოც), რაც, ერ­თი-ორი თა­ო­ბის შემ­დ­გომ, მა­თი გაქ­რო­ბის საფ­რ­თხე­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ში, სან­თ­ლით სა­ძებ­ნი იქ­ნე­ბა ამ ენებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ა­ნი.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუჯ­მა“ გა­დაწყ­ვი­ტა, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქარ­თ­ვე­ლუ­რი ენე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში. ნახ­სე­ნე­ბი საფ­რ­თხეც რომ არა, არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის­გან (მათ შო­რის, სხვა კუთხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან) გა­მი­გო­ნია, რომ სურთ ამ ენებ­ზე ამეტყ­ველ­დ­ნენ. თუმ­ცა ამ­გ­ვარ სურ­ვილს, პრაქ­ტი­კუ­ლად, აქამ­დე ვე­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბო­დით. ვი­საც მეგ­რუ­ლი და სვა­ნუ­რი ენე­ბის შეს­წავ­ლა სურს, მათ­თ­ვის ჩვე­ნი თვით­მას­წავ­ლებ­ლე­ბი უკ­ვე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია.

და­ვიწყეთ აგ­რეთ­ვე ქარ­თ­ვე­ლურ ენა­თა (მეგ­რუ­ლი, სვა­ნუ­რი, ლა­ზუ­რი) სას­წავ­ლო კურ­სე­ბი. პირ­ველ­მა ნა­კად­მა უკ­ვე და­ას­რუ­ლა სწავ­ლა და მა­ლე მე­ო­რე ნა­კად­საც მი­ვი­ღებთ.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ არის საკ­მა­რი­სი ამ ენე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­ში სწავ­ლას, ვფიქ­რობ, მხო­ლოდ არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­ტა­ნა ბევრს არა­ფერს შეც­ვ­ლის. გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ასეთ დროს და­მა­ტე­ბით სა­განს აღარ ირ­ჩევს ხოლ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, ჯგუ­ფიც ვერ დგე­ბა (იხ. მე­ზო­ბე­ლი თურ­ქე­თის მა­გა­ლი­თი, სა­დაც ლა­ზურს სკო­ლებ­ში ძა­ლი­ან ცო­ტა თუ ირ­ჩევს).

და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ენე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად რთუ­ლია, რომ ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად შე­სა­ბა­მის რე­გი­ო­ნებ­ში მა­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად სწავ­ლე­ბა მე­სა­ხე­ბა. სხვაგ­ვა­რად თვალ­სა და ხელს შუა დავ­კარ­გავთ ამ სიმ­დიდ­რეს. მე მა­მით მეგ­რე­ლი გახ­ლა­ვართ, დე­დით — სვა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ვიც­ნობ ამ ენე­ბის წი­ნა­შე მდგარ საფ­რ­თხე­ებს. თქვენ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ბრძა­ნეთ. მე­ტიც, რაც დრო გა­დის, სულ უფ­რო და უფ­რო იზღუ­დე­ბა ამ ენე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სივ­რ­ცე­ე­ბი უფ­რო­სე­ბის­თ­ვი­საც (ბევ­რის­თ­ვის რა­ტომ­ღაც მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­უ­ბა­რი, ბევ­რის­თ­ვის – სკო­ლებ­ში, სხვა­თათ­ვის – მა­ღა­ზი­ებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში, დიდ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, ზო­გის­თ­ვის – ქუ­ჩა­შიც კი…). შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო­სი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რო­ბენ მეგ­რუ­ლად და სვა­ნუ­რად. კი­დევ უფ­რო მძი­მე ვი­თა­რე­ბაა ლა­ზურ­თან, წო­ვა­თუ­შურ­თან და უდი­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქმე­დით ნა­ბი­ჯებს თუ არ გა­დავ­დ­გამთ, ჩვენს თვალ­წინ „მკვდარ ენე­ბად“ იქ­ცე­ვა ეს ჩვე­ნი სა­გან­ძუ­რი.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები