19 მარტი, ოთხშაბათი, 2025

როგორ ვმართოთ ემოციები

spot_imgspot_img

ნატალია შაქარიშვილი
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. კლდეეთის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი

 

 

 

ემოცია, ეს არის მოვლენა, რომელიც თანმდევია ადამიანის ყოველდღიურობისა. იგი ფრანგული სიტყვაა და „ღელვას“ ნიშნავს. ემოცია ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელიც გამოხატავს მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანთან და გარე სამყაროს მოვლენებთან.

არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ემოციები. პოზიტიურია ემოცია, რომელთა განცდა, როგორც წესი, სასიამოვნოა და დადებით რეაქციას იწვევს. პოზიტიური ემოციებია: სიხარული, სიყვარული, სიმშვიდე, კმაყოფილება და სხვა .ნეგატიური ემოცია უსიამოვნო ემოციაა, რომელიც ადამიანში იწვევს მოვლენის ან ადამიანის მიმართ ნეგატიურ რეაქციას. ნეგატიური ემოციებია: გაღიზიანებადობა, შიში, ბრაზი, მოწყენილობა და სხვა. ემოციას თავისი დამახასიათებელი გარეგნული გამოხატულება (მიმიკა, ჟესტიკულაცია, მოქმედება) და შინაგანი ფიზიოლოგიური ცვლილებები ახასიათებს.

ემოციები განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღვიქვამთ გარშემო მოვლენებს. პიროვნების ემოციურობა კი მის ტემპერამენტზეა დამოკიდებული.

ემოციას აქვს დროებითი განვითარება, რომელსაც ახასიათებს დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული. ღელვას სამი ფაზა აქვს: მოლოდინი (მანამ სანამ ემზადები), კონფრონტაციის (როდესაც წარდგები აუდიტორიის წინაშე), ადაპტაციის (პირველი წუთების შემდეგ, როდესაც ღელვა თანდათან მცირდება).

ემოციის დროს ადამიანი გრძნობს გახშირებულ გულისცემას, გაძნელებულ სუნთქვას, თავში მოსდის ნეგატიური აზრები, ირღვევა კონცენტრაციის უნარი და სხვა.

მღელვარებას შეიძლება იწვევდეს: საკითხის არასათანადო ცოდნა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, აუდიტორიის იმედგაცრუება, მეგობრებისა თუ თანამშრომლების კრიტიკა და სხვა.

ემოციების მართვა ბევრადაა დამოკიდებილი ადამიანის ტიპოლოგიურ თავისებურებებზე, თუმცა ეს უნარი გამომუშავებადია. შესაძლებელია მისი კონტროლი და მართვა მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. ემოციების უმართაობა ზიანის მომტანია ადამიანისათვის:

♦ ქვეითდება ჩვენი შრომისუნარიანობა, შეიძლება ძალა აღარ გვეყოს საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების მისაღწევად;

♦ გვიფუჭდება დამოკიდებულება საკუთარ თავთან და გვიქვეითდება თვითშეფასება;

♦ გვიფუჭდება ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან;

♦ ნადგურდება ჩვენი ჯანმრთელობა. არაკონტროლებადი და უმართავი ემოციები დიდ როლს თამაშობს ძალაინ ბევრი დაავადების აღმოცენებაში.

მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ემოციის მართვა, რომლის გასაკონტროლებლად აუცილებელია ვმართოთ ჩვენი აზრები, რადგან სწორედ ეს იწვევს ჩვენში ემოციას. შევეცადოთ, ავიყვანოთ საკუთარი თავი ხელში და არ მივცეთ ემოციას ჩვენი მართვის უფლება.

მნიშვნელოვანი კომპონენტია სუნთქვითი ვარჯიშები, პოზიტიური განწყობა და ძალიან ეფექტურია ღიმილი. ესაა გამომეტყველება, რომელიც ადამიანში გამოხატავს ბედნიერებას. ღიმილი მნიშვნელოვანი ფენომენია. ამ ფორმით სხვებზეც საოცარ ზეგავლენას მოახდენთ.

ემოციები, მეტნაკლებად, ყველასთან მოდის, მათ შორის, მასწავლებლებშიც. ეს იქნება ნების მიერი გამოსვლა – აუდიტორიის წინაშე წარდგომა პრეზენტაციისას, ღონისძიება თუ უბრალოდ საგაკვეთილო პროცესი.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე (ვარ მუსიკის მასწავლებელი), ხშირად მიწევს კონცერტზე გამოსვლა. როცა გასვლამდე დარჩენილია რამდენიმე წამი და ვდგავარ სცენის მიღმა, ვიწყებ თვითდამშვიდებას და ვფიქრობ, რომ დარბაზში მელოდება საოცარი მსმენელი, გულთბილი ოვაციებით. ვიღიმი და ჩემში იღვრება უდიდესი სითბო. გაბედული ნაბიჯებით შევაბიჯებ სცენაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. სწორედ იქ მთავრდება ჩემი ღელვაც და მის ადგილს იკავებს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც გეკისრება მსმენელის წინაშე. შენ ვალდებული ხარ, არ გაუცრუო იმედი და გააკეთო შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი.

ყველა ჩვენი შემეცნებითი და არსებითი საქმიანობა წარმოუდგენელია ემოციების გარეშე. მღელვარება კი, რაღაც კუთხით, ნიშანი ხდება მზაობის.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება