26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

როგორ ვაქციოთ ბავშვთა უფლებები ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუყ­რელ ნა­წი­ლად

spot_img

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, ახალ­ცი­ხე­ში, მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას “ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში – ფოკუსით სახელმწიფო ენის სწავლებასა და ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე” უმას­პინ­ძ­ლა, რო­მე­ლიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას მი­ეძღ­ვ­ნა.

სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ გა­მარ­თუ­ლი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ, ორ­დღი­ან კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ ცენ­ტ­რა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რე­ბი, ელ­ჩე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 16 ქვეყ­ნი­დან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან, პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბის დარ­გ­ში, ასე­ვე, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რე­ბი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქ­ვეს: გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვილ­მა; სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, და­ვით სერ­გე­ენ­კომ; შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რ­მა, თეა ახ­ვ­ლე­დი­ან­მა; გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ევ­რო­პი­სა და ცენ­ტ­რა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი ოფი­სის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, ფი­ლიპ კო­რიმ; გა­ე­როს მუდ­მივ­მა კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ბი­ნე მახ­ლ­მა; გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ღა­სან ხა­ლილ­მა; ასე­ვე, ბულ­გა­რე­თის, ეს­ტო­ნე­თის, სა­ბერ­ძ­ნე­თის, იტა­ლი­ის, ნი­დერ­ლან­დე­ბის, პო­ლო­ნე­თის, შვე­დე­თი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის ელ­ჩებ­მა.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ვე­ლე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ფარ­თო სპექ­ტ­რ­მა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და უფ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. კონ­ფე­რენ­ცი­ამ მო­მა­ვალ სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­უქ­მ­ნა მო­ტი­ვა­ცია, რომ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა თა­ვი­ან­თი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ნუყ­რელ ნა­წი­ლად აქ­ცი­ონ­, რა­საც მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის სახ­ლ­ში, სკო­ლა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბით შეძ­ლე­ბენ.

 

მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ფო­კუ­სი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის გა­ნათ­ლე­ბა იყო, რაც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბის დაც­ვას გუ­ლის­ხ­მობს, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­დე­გად, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მე­ტად აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა მა­თი და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და პერ­ს­პექ­ტი­ვა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს გა­მოწ­ვე­ვას სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ხა­რის­ხი­ა­ნად სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა წარ­მო­ად­გენს. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, 2019 წელს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის ცოდ­ნის დო­ნის გან­საზღ­ვ­რას, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის 87%-მა, ხო­ლო სომ­ხუ­რი სექ­ტო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის 60%-მა ქარ­თუ­ლი ენა ელე­მენ­ტა­რულ დო­ნე­ზეც კი არ იცო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­მო, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­ზარ­დი ბო­ლომ­დე ვერ ავი­თა­რებს და წარ­მო­ა­ჩენს თა­ვის პო­ტენ­ცი­ალს და ვერც ქვეყ­ნის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ სა­კითხებ­ში ახერ­ხებს სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ცნო­ბილ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და ექ­ს­პერ­ტებ­მა. ასე­ვე, წარ­დ­გე­ნილ იქ­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის ესე­ე­ბი და სას­კო­ლო პრო­ექ­ტე­ბი. გან­ხილ­ვის ძი­რი­თა­დი სა­გა­ნი იყო — რა როლს თა­მა­შობს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მხარ­და­ჭე­რის, პო­ლი­ტი­კა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­მო შექ­მ­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო უთა­ნას­წო­რო­ბის დაძ­ლე­ვის სა­კითხებ­ში.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა წა­რად­გი­ნეს თა­ვი­ან­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხავს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მებ­ში, რის შე­დე­გა­დაც ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის მო­მა­ვა­ლი დამ­ც­ვე­ლე­ბი უკეთ იქ­ნე­ბი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნათ­ლე­ბის, სა­მარ­თ­ლის, ბიზ­ნე­სი­სა და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სფე­რო­ებ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 15 პრო­ფე­სორს, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის­თ­ვის, გა­და­ე­ცა სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, რი­თაც ისი­ნი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გახ­დ­ნენ.

რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში გა­მარ­თუ­ლი მე­სა­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ყო­ველ­წ­ლი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას მი­ეძღ­ვ­ნა. პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა, 2020 წელს, ხო­ლო მე­ო­რე — ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 2021 წელს. კონ­ფე­რენ­ცია ერ­თ­გ­ვარ პლატ­ფორ­მად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­ს­პერ­ტე­ბი ერ­თ­მა­ნეთს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო არ­სე­ბულ თე­ო­რი­ებს, კვლე­ვებს, პო­ლი­ტი­კა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები