27 ივლისი, შაბათი, 2024

როგორ დავწეროთ კვლევის ანალიზი?

spot_img

კვლევის ანალიზი, რომელიც დირექტორთა გამოცდის ერთ-ერთ ტესტს წარმოადგენს, მაქსიმალურად, 9 ქულით ფასდება. ამ ტესტზე მუშაობისას აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ, რა არის კვლევის თემად პირობაში წარმოდგენილი (მშობელთა ჩართულობა, აკადემიური მოსწრება, უნარებისა და კომპეტენციების განვითარება, დისციპლინა და ა.შ.). ეს მნიშვნელოვანი ორიენტირია და არ უნდა ავცდეთ საკვლევ თემას, არ უნდა გადავიდეთ მომიჯნავე თემებზე (მაგ.: არ უნდა დავაკავშიროთ კატეგორიულად აკადემიური მოსწრება დისციპლინასთან და ა.შ.).

⇒ პირველი დავალება

საკვლევი თემის გააზრების მერე ვიწყებთ დირექტორის პოზიციიდან მუშაობას და ვაფასებთ მკვლევარი მასწავლებლის მონაცემთა ვერსიების რელევანტურობას და არგუმენტირებულად ვწერთ მათ ეფექტიანობაზე, დაბალეფექტიანობაზე, უეფექტობაზე. ეს არის პირველი დავალება, რომელიც მაქსიმალური – 3 ქულით ფასდება.

⇒ მეორე დავალება

ა) დირექტორის პოზიციიდან შეფასების მერე ვიწყებთ იმ ვერსიების არგუმენტებით დაწერას, რომელსაც საკუთრივ კვლევის მონაცემების შეგროვებისას გამოვიყენებდით.

ბ) ა პუნქტში დაწერილი მონაცემების შეგროვებას რომელი მეთოდოლოგიით ვაპირებთ, ამას აუცილებლად ვწერთ ასეთი რიგით: მონაცემი, მონაცემის შეგროვების მეთოდი.

ამ ტესტში, მეორე პუნქტის ა ქვეპუნქტის მიხედვით, მნიშვნელოვანია მონაცემების რანჟირება (ეფექტიანი, დაბალეფექტიანი/უეფექტო). ჩამონათვალში აუცილებლად იქნება ამგვარი მონაცემები ან ზუსტად ესენი!

 

ეფექტიანი მონაცემები არაეფექტიანი მონაცემები
მშობელთა ჩართულობის ხარისხი გენდერი
კათედრებს შორის თანამშრომლობა რასობრივი
არაფორმალურ განათლებაში ჩართულობის ხარისხი დაბალი მოლოდინები ეთნიკური, რელიგიური უმცირესობის მოსწავლეების მიმართ
სასკოლო საგანმანათლებლო ინიციატივები და მათში სასკოლო თემის ჩართულობა კი /არა პასუხებზე ორიენტირებული მონაცემები
სასკოლო კულტურის ძლიერი და სუსტი მხარეები გამოცდებზე ორიენტირებული სწავლება
მასწავლებლების პრაქტიკული გამოცდილება მატრიცებზე, კურიკულუმზე მუშაობის მიმართულებით მხოლოდ განმსაზღვრელ შეფასებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი
საგრანტო პროექტების გამოცდილების ხარისხი

 

დახურულ ბოლოიანი შემაჯამებელი ტესტები
კლუბური მუშაობის გამოცდილება მხოლოდ სახელმძღვანელოს პარაგრაფებიდან პარაგრაფზე სწავლება
განმავითარებელი შეფასების როლი და მნიშვნელობა

 

საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელია წამყვანი/მმართველი და არა ფასილიტატორი
ინკლუზიური პოლიტიკის/პრაქტიკის განვითარება
სასწავლო პროცესის დაგეგმვა გრძელვადიან მიზნებსა და საფეხურის სამიზნე ცნებებზე
რემედიაციის როლი სასწავლო პროცესში
სკოლის მართვაში მოსწავლეთა მონაწილეობა
დემოკრატიულ კომპეტენციებზე ორიეტირებული სასწავლო პროცესი
დიფერენცირებული სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში
STEM საგნების როლი/მნიშვნელობა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხის ამაღლებაში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
დამრიგებლის როლი მოსწავლეთა ფსიქოემოციური განვითარების მიმართულებით

 

მეორე დავალების ბ ქვეპუნქტი გვთხოვს მონაცემთა შეგროვების მეთოდიკას, დავიმახსოვროთ, ესენია:

რაოდენობრივი კვლევის მეთოდები: მასობრივი გამოკითხვა (ზეპირი, წერილობითი), ანკეტირება, პრეტესტი, პოსტტესტი, ექსპერიმენტი.

თვისებრივი კვლევის მეთოდები: დაკვირვება, ინტერვიუ სატელეფონო და პირისპირ, ჩაღრმავებული ინტერვიუ, დიალოგი, ფოკუსჯგუფები, ჩანაწერები.

როლანდ ხოჯანაშვილი, ესგ-ს ექსპერტი

მარინე (მაკა) ვაჩეიშვილი, ესგ-ს ექსპერტი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები