24 ნოემბერი, კვირა, 2024

როგორ და­ვეხ­მა­როთ ბავშვს აქ­ტი­ვო­ბი­დან აქ­ტი­ვო­ბა­ზე ტრან­ზი­ცი­ა­ში

spot_img

მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ რას ვგუ­ლის­ხ­მობთ, რო­ცა ვამ­ბობთ აქ­ტი­ვო­ბი­დან აქ­ტი­ვო­ბა­ზე ტრან­ზი­ცი­ას. ტრან­ზი­ცია გუ­ლის­ხ­მობს „გადას­ვ­ლას“ რა­ი­მე ერ­თი ად­გი­ლი­დან, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, აქ­ტი­ვო­ბი­დან მე­ო­რე­ზე. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ასე­თი „გადას­ვ­ლე­ბი“ შე­საძ­ლოა ისე­თი დიდ მოვ­ლე­ნებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­გო­რი­ცაა ბაღ­ში შეს­ვ­ლა, ბა­ღი­დან სკო­ლა­ში გა­დას­ვ­ლა, ბა­ღის შეც­ვ­ლა, საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვ­ლა. ასე­ვე, გა­დას­ვ­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას­თა­ნაც, რო­გო­რი­ცაა კვე­ბი­დან ძი­ლის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა, თა­მა­ში­დან ბა­ნა­ო­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა, ერ­თი თა­მა­ში­დან მე­ო­რე თა­მაშ­ზე გა­დას­ვ­ლა და ა.შ.

ხში­რად ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი უსი­ა­მოვ­ნოა და გარ­კ­ვე­ულ შფოთ­ვას იწ­ვევს, ეს კი, სა­ბო­ლო­ოდ, მოქ­მე­დებს მათ ქცე­ვა­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით სენ­სი­ტი­უ­რია, რო­ცა ბავშვს გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს ან გარ­კ­ვე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბებ­თან გვაქვს კავ­ში­რი, რო­გო­რი­ცაა აუტიზ­მი, ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი და ჰი­პე­რაქ­ტი­უ­რო­ბის სინ­დ­რო­მი, სენ­სო­რუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი და ა.შ.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ რა უნა­რებს მო­ითხოვს ბავ­შ­ვის­გან ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი. პირ­ველ რიგ­ში, ეს ეხე­ბა ემო­ცი­ურ თვით­რე­გუ­ლა­ცი­ას, რო­გორ შე­უძ­ლია ბავშვს გა­უმ­კ­ლავ­დეს ცვლი­ლე­ბებს და ადაპ­ტირ­დეს მათ­თან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ მო­მენ­ტი, რო­ცა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი ან ფილ­მი დას­რულ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შე­გიყ­ვარ­დათ. დი­ახ, გუ­ლი გწყდე­ბათ, გინ­დათ კი­დევ გაგ­რ­ძელ­დეს ეს პრო­ცე­სი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ იაზ­რებთ, რომ წიგ­ნი/ფილ­მი დას­რულ­და და მარ­თავთ სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს. სწო­რედ ასეთი შეგ­რ­ძ­ნე­ბა აქვთ ბავ­შ­ვებ­საც, რო­ცა უწევთ მათ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბის დას­რუ­ლე­ბა და რა­ი­მე სხვა აქ­ტი­ვო­ბა­ზე ტრან­ზი­ცია. გარ­და ამი­სა, ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია ბავ­შ­ვის კოგ­ნი­ტუ­რი და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბი. გა­აზ­რე­ბა, რომ თა­მა­ში კულ­მი­ნა­ცი­ას მი­უ­ახ­ლოვ­და, გა­გე­ბა სიტყ­ვი­ე­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის, რომ ამ თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა­ი­მე სხვა აქ­ტი­ვო­ბის დროა, სწო­რედ რომ კავ­შირ­შია ბავ­შ­ვის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლურ-კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­კითხე­ბი­სა, ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცე­სი პრობ­ლე­მუ­რია იქამ­დე, სა­ნამ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის ნა­წი­ლი არ გახ­დე­ბა, რაც უკ­ვე სიმ­შ­ვი­დის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ც­დას უქ­მ­ნის ბავშვს.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ტრან­ზი­ცია ეხე­ბა ბავ­შ­ვის ერ­თი აქ­ტი­ვო­ბი­დან მე­ო­რე აქ­ტი­ვო­ბა­ზე გა­დას­ვ­ლას. მშობ­ლებს ხში­რად აქვთ სირ­თუ­ლე, გარ­კ­ვე­ულ დრო­ში, და­ას­რუ­ლე­ბი­ნონ ბავშვს აქ­ტი­ვო­ბა, რად­გან კვე­ბის ან ძი­ლის დროა, ან უბ­რა­ლოდ სხვა აქ­ტი­ვო­ბის დაწყე­ბა სურთ. შემ­დ­გომ­ში ბავ­შ­ვებს უკ­ვე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში უჭირთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბა­ზე გა­დარ­თ­ვა.

ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ციაა, რომ ბავ­შ­ვებს წი­ნას­წარ შე­ვუქ­მ­ნათ  გან­წყო­ბა, თუ რამ­დე­ნი ხა­ნი მო­უ­წევთ ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ამის­თ­ვის ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლია „ვიზუ­ა­ლუ­რი გან­რი­გის“ შექ­მ­ნა. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს, მა­გა­ლი­თად: თქვენ შე­გიძ­ლი­ათ, დღის და­საწყის­ში ან აქ­ტი­ვო­ბის და­საწყის­ში, ბავშვს შე­უ­თან­ხ­მ­დეთ რო­მე­ლი თა­მა­შის ან აქ­ტი­ვო­ბის შემ­დეგ რა მო­დის, რას გა­ა­კე­თებთ. ვი­ზუ­ა­ლუ­რი გან­რი­გი, რა თქმა უნ­და, გუ­ლის­ხ­მობს თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას, ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვერ­ბა­ლუ­რად გახ­მო­ვა­ნე­ბის გარ­და, ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც უნ­და იყოს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. შე­გიძ­ლი­ათ აიღოთ დი­დი თეთ­რი ფურ­ცე­ლი და და­ხა­ტოთ ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რი­სი გა­კე­თე­ბაც მო­უ­წევს ბავშვს თან­მიმ­დევ­რუ­ლად. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და­იწყოთ, რა­თა ქა­ო­სუ­რი არ გახ­დეს ბავ­შ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მა. შემ­დ­გომ­ში კი, რო­ცა უკ­ვე ბავ­შ­ვი აც­ნო­ბი­ე­რებს თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას, გა­ზარ­დოთ რა­ო­დე­ნო­ბა.

 

ერ­თი აქ­ტი­ვო­ბი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვ­ლი­სას ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რე­ბათ თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის „თქვე­ნე­ბუ­რი მე­ლო­დი­ე­ბი“. ყო­ვე­ლი თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას შე­გიძ­ლი­ათ წა­იმ­ღე­როთ ეს მე­ლო­დია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მა­ტუ­რად უქ­მ­ნის ბავშვს გან­წყო­ბას, რომ თა­მა­ში და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა.  მა­გა­ლი­თად, მე ხში­რად ვი­ყე­ნებ ერ­თი სიტყ­ვის­გან შექ­მ­ნილ სიმ­ღე­რას „ჩავა­ლა­გოთ, ჩა­ვა­ლა­გოთ“, რომ­ლის დრო­საც ბავ­შ­ვე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ას­რუ­ლე­ბენ აქ­ტი­ვო­ბას, ალა­გე­ბენ კი­დეც სა­თა­მა­შო­ებს თა­ვის ად­გი­ლას.

მსგავ­სი მე­ლო­დი­ე­ბი შე­გიძ­ლი­ათ შექ­მ­ნათ იმ რუ­ტი­ნებ­ზეც, რომ­ლის დაწყე­ბა და ადაპ­ტა­ცია, ამ ეტაპ­ზე, ბავშვს ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს. სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ სიმ­ღე­რით და თა­მა­შით მი­წო­დე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ბავ­შ­ვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონთ. აქ მთა­ვა­რი უკ­ვე თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და კრე­ა­ტი­უ­ლი მიდ­გო­მაა.

რო­ცა ბავშვს აქვს სირ­თუ­ლე და­ას­რუ­ლოს საყ­ვა­რელ სა­თა­მა­შოს­თან თა­მა­ში, იქ­ნე­ბა ეს თო­ჯი­ნა, მან­ქა­ნე­ბი თუ ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის თა­მა­ში, შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ „სენ­სო­რუ­ლი შეს­ვე­ნე­ბე­ბი“. მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ რას ვგუ­ლის­ხ­მობთ ამ ფრა­ზა­ში. სენ­სო­რუ­ლი შეს­ვე­ნე­ბე­ბი გუ­ლის­ხ­მობს ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის დაწყე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენს შეგ­რ­ძ­ნე­ბებს ას­ტი­მუ­ლი­რებს.

შე­საძ­ლოა, ეს მა­ნა­თო­ბე­ლა სა­თა­მა­შო­ე­ბი იყოს, რო­მელ­ზეც ბავშვს ად­ვი­ლად გა­და­აქვს ყუ­რადღე­ბა, ბა­ტუტ­ზე ხტუ­ნა­ო­ბა, აიწო­ნა-და­ი­წო­ნას თა­მა­ში, სას­რი­ა­ლო­ზე სრი­ა­ლი, ჰა­მაკ­ზე ან სა­ქა­ნე­ლა­ზე ქა­ნა­ო­ბა, გა­რეთ გა­სე­ირ­ნე­ბა, ხე­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით ხატ­ვა, ქა­ფით ან პლას­ტი­ლი­ნით თა­მა­ში და ა.შ.

ბავ­შ­ვე­ბი, ხში­რად, ადა­მი­ა­ნებს, უსუ­ლო საგ­ნებს/ნივ­თებს, სა­თა­მა­შო­ებს, ცხო­ვე­ლებს ერ­თ­ნა­ი­რად ეპყ­რო­ბი­ან. გარ­კ­ვე­ულ ასა­კამ­დე მათ უჭირთ იმის გა­აზ­რე­ბა, რო­მე­ლია სუ­ლი­ე­რი და უსუ­ლო სა­გა­ნი. ეს შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნოთ, მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მე გა­დის სახ­ლი­დან და ბავ­შ­ვი ხელს უქ­ნევს, შე­გიძ­ლი­ათ, აქ­ტი­ვო­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად, ხე­ლი და­უქ­ნი­ოთ იმ სა­თა­მა­შოს, რომ­ლი­თაც და­ას­რუ­ლეთ თა­მა­ში და ამით შე­უმ­ქ­ნათ ბავშვს გან­წყო­ბა, რომ აქ­ტი­ვო­ბა დას­რულ­და.

ასე­ვე, ბავ­შ­ვებს ხში­რად აქვთ მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო/სა­გა­ნი, რო­მელ­საც აქ­ტი­ვო­ბე­ბის დროს ინა­ხავთ და დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ აძ­ლევთ. მა­გა­ლი­თად, თუ ბავშვს არ სურს ბა­ნა­ო­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ აჩ­ვე­ნოთ მი­სი საყ­ვა­რე­ლი თო­ჯი­ნა, რო­მე­ლიც ოთახ­ში ელო­დე­ბა ან მი­სი საყ­ვა­რე­ლი ტან­საც­მე­ლი აჩ­ვე­ნოთ, რომ­ლის ჩაც­მა­საც გეგ­მავთ. მი­ე­ცით მო­ტი­ვა­ცია, რომ აქ­ტი­ვო­ბა და­ას­რუ­ლოს.

ტრან­ზი­ცია ხში­რად ეხე­ბა ბავ­შ­ვის გზა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც, მა­გა­ლი­თად, სახ­ლი­დან გა­მოს­ვ­ლი­სას, სა­ნამ ის ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბას­თან გა­მოგ­ყ­ვე­ბათ. ამ დროს, გზა­ში, სი­ა­რუ­ლის დროს, შე­გიძ­ლი­ათ სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეგ­მოთ — და­ით­ვა­ლოთ 10-მდე, გა­და­ახ­ტეთ დიდ ქვებს, ეცა­დოთ ას­კინ­კი­ლით იაროთ, გზა­ში ამო­იც­ნოთ ყვე­ლა ფე­რის მან­ქა­ნა. ასე­თი „თადას­ვ­ლე­ბის“ დროს ბავ­შ­ვის მო­ტი­ვა­ცია იზ­რ­დე­ბა.

ტრან­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა „სოცი­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი“, რო­მე­ლიც, ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ბავ­შ­ვებს წი­ნას­წარ გან­წყო­ბას უქ­მ­ნის­ და ქცე­ვის პა­ტერნს უყა­ლი­ბებს, თუ რო­გორ ქცე­ვას ელი­ან მათ­გან.

მა­გა­ლი­თად, თუ ბავშვს უჭირს მა­ღა­ზი­ა­ში ქცე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბა და მა­ღა­ზი­ის აქ­ტი­ვო­ბი­დან მე­ო­რე აქ­ტი­ვო­ბა­ზე გა­დას­ვ­ლა — გა­მოს­ვ­ლა მა­ღა­ზი­ი­დან და სახ­ლ­ში წას­ვ­ლა, მო­უ­ყე­ვით ამ­ბა­ვი გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც, დე­დას­თან ერ­თად მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვ­ლის წინ, თი­თებ­ზე ჩა­მოთ­ვ­ლის სა­ჭი­რო ნივ­თებს ან და­ხა­ტავს ამ ნივ­თებს და შემ­დეგ, ერ­თად მო­ძებ­ნი­ან  მა­ღა­ზი­ა­ში. გო­გო­ნა, დე­დას­თან ერ­თად, ელო­დე­ბა რიგს, მი­დის სა­ლა­როს­თან და შემ­დ­გომ დე­დას ნივ­თე­ბის სახ­ლამ­დე წა­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

არ და­გა­ვიწყ­დეთ, რომ ყვე­ლა ბავშვს, აქ­ტი­ვო­ბი­დან აქ­ტი­ვო­ბა­ზე გა­დას­ვ­ლის დროს, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო უნ­და მის­ცეთ, რა­თა მო­ემ­ზა­დოს „გან­სა­შო­რებ­ლად“. ეს ყვე­ლა­ფე­რი  ემო­ცი­ებ­თა­ნაა კავ­შირ­ში და ეცა­დეთ, მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ემ­პა­თი­უ­რი იყოთ, ამა­ვე დროს, და­ეხ­მა­როთ ემო­ცი­უ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში.

 

სოფო მელაძე

ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტი,

განათლების ფსიქოლოგი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები