13 ივნისი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ დავ­გეგ­მოთ რე­მე­დი­ა­ცია 

spot_img

ეკა რე­ვა­ზიშ­ვი­ლი
სსიპ მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­საქ­ცი­ე­ლის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

დაწყე­ბით კლა­სებ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­წავ­ლე­თა ფუნ­და­მენ­ტუ­რი უნა­რე­ბის ფორ­მი­რე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს გა­მოკ­ვე­თი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ წიგ­ნი­ე­რე­ბა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, კონ­კ­რე­ტულ დის­ციპ­ლი­ნა­ში პრობ­ლე­მის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, და­მა­ტე­ბით მი­მარ­თა­ვენ სა­რე­მე­დი­ა­ციო პრაქ­ტი­კას.

რე­მე­დი­ა­ცია სწავ­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის შემ­ცი­რე­ბას ან აღ­მოფხ­ვ­რას მო­ი­აზ­რებს.

სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ სწავ­ლე­ბის მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე არ­სე­ბუ­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სა­ბა­ზი­სო უნა­რებ­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მის თა­ვი­დან არი­დე­ბა, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა, და­წე­ვი­სა და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის კუ­რი­კუ­ლუ­მის სა­ხით, სკო­ლამ უნ­და შეს­თა­ვა­ზოს იმ მოს­წავ­ლე­ებს, ვინც რის­კის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის კუ­რი­კუ­ლუ­მის ში­ნა­არსს გან­საზღ­ვ­რავს თა­ვად სკო­ლა, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით.

რე­მე­დი­ა­ცია გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც გარ­კ­ვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ კონ­კ­რე­ტუ­ლი დის­ციპ­ლი­ნის თუ უნარ-ჩვე­ვის და­უფ­ლე­ბა­ში.

სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ცეს­ში დამ­რი­გებ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა და მშობ­ლის მხარ­და­ჭე­რა.

კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლობს სა­რე­მე­დი­ა­ციო ჯგუ­ფის მას­წავ­ლე­ბელ­თან და ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის კვლე­ვა­ში; ხელს უწყობს მშო­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რას და ჩარ­თუ­ლო­ბას.

მშო­ბე­ლი ეც­ნო­ბა პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მოს­წავ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ მიზ­ნებს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გან­რიგს; თა­ნამ­შ­რომ­ლობს მე­დი­ა­ტორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ბავ­შ­ვის აკა­დე­მი­უ­რი პრობ­ლე­მის შეს­წავ­ლის მიზ­ნით.

სა­რე­მე­დი­ა­ციო სას­წავ­ლო ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­თა ოპ­ტი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა სა­სურ­ვე­ლია, ოთხი­დან შვი­დამ­დე იყოს, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია მუ­შა­ო­ბა წა­რი­მარ­თოს მცი­რე ჯგუ­ფებ­ში, წყვი­ლებ­ში ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია კვი­რა­ში სა­მი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა, 40-50 წუ­თის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბით.

სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბამ­დე, მიმ­დი­ნა­რე­ობს მოს­წავ­ლე­თა შერ­ჩე­ვა-სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით.

კითხ­ვის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის­თ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ შემ­დე­გი სა­ხის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბი:

♦ წიგ­ნ­თან მუ­შა­ო­ბის საწყი­სი ჩვე­ვე­ბი;

♦ სიტყ­ვე­ბის ბგე­რე­ბად და­ნა­წევ­რე­ბა;

♦ სიტყ­ვე­ბის წა­კითხ­ვა;

♦ ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა;

♦ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი;

♦ თხრო­ბი­თი ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა;

♦ სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა.

მა­თე­მა­ტი­კა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მომ­ზად­დეს ერთ ან რამ­დე­ნი­მე კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო ტეს­ტი:

♦ თვლა; რიცხ­ვ­თა ამოც­ნო­ბა;

♦ მოქ­მე­დე­ბე­ბი რიცხ­ვებ­ზე;

♦ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა;

♦ ალ­გებ­რა;

♦ სი­დი­დე­ებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­სახ­ვა, აღ­წე­რა;

♦ გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბი, ფარ­თო­ბი;

♦ მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი;

♦ ტექ­ს­ტუ­რი ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნა;

♦ გე­ო­მეტ­რი­უ­ლი გარ­დაქ­მ­ნე­ბი.

(ვებ­პორ­ტა­ლი kargiskola.ge)

იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ სა­მიზ­ნე უნა­რებ­ში და სა­ჭი­რო­ე­ბენ და­მა­ტე­ბით ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, უნ­და შე­მუ­შავ­დეს სა­რე­მე­დი­ა­ციო კუ­რი­კუ­ლუ­მი – რე­მე­დი­ა­ცი­ის გრა­ფი­კი, პროგ­რა­მა და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გეგ­მე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რე­მე­დი­ა­ცი­ის მიზ­ნე­ბი მკა­ფი­ოდ და კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­ნი­საზღ­ვ­როს, ამა­ვე დროს უნ­და იყოს მიღ­წე­ვა­დი და იზო­მე­ბო­დეს შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­კა­ტო­რით. რე­მე­დი­ა­ცი­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის და მიზ­ნის ადეკ­ვა­ტუ­რად უნ­და შე­ირ­ჩეს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფა­ზე­ბი კი გა­ი­წე­როს დრო­ში.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (გზამ­კ­ვ­ლე­ვი);

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (Gpried).

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტის გვერდი

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები