10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის

spot_img
ნა­ნუ­ლი და­ვი­თა­ძე
სსიპ და­ბა შუ­ა­ხე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შეს­წევთ ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბის უნა­რი, შე­უძ­ლი­ათ სა­კითხის გა­აზ­რე­ბა და მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სხვი­სი მოს­მე­ნა, ჯგუ­ფის წევ­რებ­თან შე­თან­ხ­მე­ბა, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა და ჯგუფ­ში კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა, წარ­მა­ტე­ბით მკვიდ­რ­დე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში. კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნი არა მხო­ლოდ ცოდ­ნის, ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის დაგ­რო­ვე­ბა, არა­მედ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზის, კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბაა. სკო­ლა­ში გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბი აუმ­ჯო­ბე­სებს სას­წავ­ლო პრო­ცეს­სა და მის შე­დე­გებს, ხელს უწყობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის წარ­მა­ტე­ბით მიღ­წე­ვას. ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან მა­გა­ლი­თით და არა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან. ისი­ნი სწავ­ლო­ბენ მოქ­მე­დე­ბა­ში, რო­ცა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ.

მოს­წავ­ლე­თა შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის ისე­თი ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა. ერ­თად მუ­შა­ო­ბი­სას ბავ­შ­ვე­ბი ეც­ნო­ბი­ან ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას, აანა­ლი­ზე­ბენ, უს­მე­ნენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ აზ­რებს, ერ­თად ეძე­ბენ და პო­უ­ლო­ბენ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებს, სწავ­ლო­ბენ ერ­თად მუ­შა­ო­ბას, ამ­ჟ­ღავ­ნე­ბენ ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მას, აღ­წე­ვენ შე­თან­ხ­მე­ბას, აკე­თე­ბენ დას­კ­ვ­ნებს და შე­ფა­სე­ბებს. მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც შეს­წევთ ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბის უნა­რი, შე­უძ­ლი­ათ სა­კითხის გა­აზ­რე­ბა და მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, სხვი­სი მოს­მე­ნა, ჯგუ­ფის წევ­რებ­თან შე­თან­ხ­მე­ბა, მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა და ჯგუფ­ში კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი არი­ან სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლემ ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლოს, თუ მას არ ექ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სას­კო­ლო გა­რე­მო­ში ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა.

სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შე­მუ­შავ­დე­ბა ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბის ქცე­ვის წე­სე­ბი, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­რუ­ლე­ბენ. ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის და­ვა­ლე­ბე­ბი და მი­ზა­ნი მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებს უნ­და მო­არ­გოს, ასე­ვე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა; შექ­მ­ნას ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო; პი­რა­დად ითა­ნამ­შ­რომ­ლოს მოს­წავ­ლე­ებ­თან და ეცა­დოს თა­ვი­სი ქცე­ვე­ბით მის­ცეს მა­გა­ლი­თი.

ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის კლა­სის მომ­ზა­დე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა დაჯ­გუფ­დ­ნენ წყვი­ლე­ბად, ტრი­ა­დე­ბად, მცი­რე (4-5-კა­ცი­ან) და დიდ (6 და მეტ კა­ცი­ან) ჯგუ­ფე­ბად. წყვი­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და­ბალ კლა­სებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას, ან ისეთ მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც მორ­ცხ­ვო­ბენ, ან არა აქვთ თა­ნა­ტო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გზით ამო­ცა­ნე­ბის გა­დაჭ­რის გა­მოც­დი­ლე­ბა. საწყის ეტაპ­ზე, სა­სურ­ვე­ლია, ეს ფორ­მა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის და­გეგ­მ­ვა და წარ­მარ­თ­ვა. წყვი­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი ზოგ­ჯერ იოლად არ­თ­მე­ვენ თავს ისეთ და­ვა­ლე­ბებს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. მა­გა­ლი­თად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას­თან, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი. წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბა უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმი­სათ­ვის, რომ ძლი­ე­რი მოს­წავ­ლე და­ეხ­მა­როს აკა­დე­მი­უ­რად სუსტ მოს­წავ­ლეს. ამა­ვე დროს, მას­წავ­ლე­ბელ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ოს, რომ ერ­თი მოს­წავ­ლე არ დო­მი­ნი­რებ­დეს მე­ო­რე­ზე. ტრი­ა­დე­ბი (3-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფე­ბი) გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რო­ცა ერ­თი მოქ­მე­დებს და­ნარ­ჩე­ნი ორის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მა­თი სა­ხე­ლით. მა­გა­ლი­თად, მუ­შა­ობს კომ­პი­უ­ტერ­ზე, იწერს მათ მი­ერ შეთხ­ზულ ამ­ბავს და ა.შ. ან კი­დევ, დის­კუ­სი­ი­სას, რო­ცა ბავ­შ­ვებს ჯერ კი­დევ უჭირთ შე­თან­ხ­მე­ბამ­დე მის­ვ­ლა, მე­სა­მე მოს­წავ­ლის აზ­რი შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტი აღ­მოჩ­ნ­დეს. თუმ­ცა ჩნდე­ბა საფ­რ­თხე, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­დაძ­ლევს ერ­თის უფ­რო სწორ მო­საზ­რე­ბას. მცი­რე ჯგუ­ფე­ბი (4-5-კა­ცი­ა­ნი) უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, რად­გან აქ იშ­ვი­ა­თია ერ­თი მოს­წავ­ლის დო­მი­ნი­რე­ბა ყვე­ლა სხვა­ზე. ალ­ბათ მე­გობ­რო­ბა გახ­დე­ბა გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი, თუ ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნას თა­ვად ბავ­შ­ვებს მი­ვან­დობთ. ამ არ­ჩევ­ნის და­დე­ბი­თი მხა­რე ისაა, რომ ბავ­შ­ვე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით იმუ­შა­ვე­ბენ მათ მი­ერ შერ­ჩე­ულ წევ­რებ­თან, ასე­ვე იგ­რ­ძ­ნო­ბენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. მე­ო­რე მხრივ, ამ­გ­ვარ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ქა­ო­სი და არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კლას­ში, რად­გან ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რულ ბავ­შ­ვებ­თან ჯგუ­ფის შექ­მ­ნას ცო­ტა თუ მო­ი­სურ­ვებს. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რე­ბი გა­და­ერ­თონ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­დან სხვა სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა­ზე. თა­ნაც ასე­თი ნიშ­ნით შექ­მ­ნი­ლი ჯგუ­ფე­ბი სტა­ბი­ლუ­რია და შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვებს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მი­ე­ცეთ სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნი­სას აუცი­ლე­ბე­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნის დო­ნე. ზოგ­ჯერ სა­სურ­ვე­ლია შე­რე­უ­ლი დო­ნის ჯგუ­ფე­ბის შექ­მ­ნა, რად­გან უფ­რო ძლი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ, უხ­ს­ნი­ან სუს­ტებს და ამ პრო­ცეს­ში თა­ვა­დაც უკეთ გა­ი­აზ­რე­ბენ დას­მულ პრობ­ლე­მას. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ექ­ს­პერ­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ, და­ვაჯ­გუ­ფოთ ძლი­ე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­შუ­ა­ლო დო­ნის ბავ­შ­ვებ­თან და სა­შუ­ა­ლო დო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი — სუს­ტებ­თან. ასე თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ მოს­წავ­ლე­თა შო­რის მკვეთრ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებს, რაც შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის და და­ძა­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს.

თუ მოს­წავ­ლე­ებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ და­ვა­ლე­ბებს ვთა­ვა­ზობთ, მა­შინ მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, ერ­თი და იმა­ვე დო­ნის მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვაჯ­გუ­ფოთ და მივ­ცეთ შე­სა­ბა­მი­სი სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბა. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, მე­ტი დრო და­უთ­მოს უფ­რო სუსტ მოს­წავ­ლე­ებს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შა­ოს მათ­თან. თუმ­ცა, მუდ­მი­ვად ძლი­ერ და სუსტ მოს­წავ­ლე­ე­ბად და­ყო­ფა არ არის სა­სურ­ვე­ლი, რად­გან იკარ­გე­ბა ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა — ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს მოს­წავ­ლე­ებს სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რი.

დაჯ­გუ­ფე­ბის კრი­ტე­რი­უ­მად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ აქ­ტი­ვო­ბის ხა­რის­ხი. რო­ცა უკ­ვე ვი­ცით რო­მე­ლი მოს­წავ­ლეა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბა­ში და ვინ ცდი­ლობს ამო­ე­ფა­როს სხვას, მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თად და­აჯ­გუ­ფოს წყნა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც ისი­ნი ნაკ­ლე­ბად შეძ­ლე­ბენ სხვის ზურგს ამო­ე­ფა­რონ და სხვას მი­ან­დონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თად დაჯ­გუ­ფე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ნაკ­ლე­ბად მო­ა­ხერ­ხე­ბენ დო­მი­ნი­რე­ბას და მო­უ­წევთ დათ­მო­ბებ­ზე წას­ვ­ლა.

შემ­თხ­ვე­ვი­თი დაჯ­გუ­ფე­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და­აჯ­გუ­ფოს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თად ან ერ­თ­მა­ნეთ­თან ახ­ლოს სხე­დან. ამ­გ­ვა­რად ჩვენ ვზო­გავთ დროს, თა­ვი­დან ავი­ცი­ლებთ ხმა­ურს და არე­უ­ლო­ბას, რაც თან ახ­ლავს მოს­წავ­ლე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბას გაკ­ვე­თილ­ზე. თუმ­ცა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე ერთ ად­გი­ლას სხე­დან და ამ­დე­ნად, ყო­ველ­თ­ვის ერ­თ­სა და იმა­ვე ჯგუფ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან. ასე მათ­თ­ვის ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ნო­ტო­ნუ­რი და უინ­ტე­რე­სო გახ­დეს. შემ­თხ­ვე­ვი­თი დაჯ­გუ­ფე­ბის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზაა გათ­ვ­ლა, მა­გა­ლი­თად 1-დან 3-მდე. პირ­ვე­ლად ამ პრო­ცე­დუ­რას საკ­მაო ხმა­უ­რი მოჰ­ყ­ვე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მი­ეჩ­ვე­ვი­ან და გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ სწრა­ფად, იოლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა გან­ვუ­მარ­ტოთ მოს­წავ­ლე­ებს, რა მი­ზანს ისა­ხავს ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა, რის მიღ­წე­ვას შეძ­ლე­ბენ ისი­ნი ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით და რა კავ­შირ­შია ეს და­ვა­ლე­ბა შე­სას­წავლ მა­სა­ლას­თან. ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბე­ლი და კლა­სი წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მ­დეს იმ წე­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც უნ­და და­იც­ვან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. ბავ­შ­ვებ­მა მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე უნ­და იცოდ­ნენ:

⇒ რა დრო ეძ­ლე­ვათ და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად;

⇒ რა ევა­ლე­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს, რად­გან ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში რო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს;

⇒ და­საშ­ვე­ბია თუ არა ხმა­უ­რი;

⇒ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის რა პრო­დუქ­ტი უნ­და წარ­მო­ად­გი­ნონ დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ და რო­გორ გვა­ნიშ­ნონ დას­რუ­ლე­ბა;

⇒ რო­გორ მო­უხ­მონ მას­წავ­ლე­ბელს, თუ დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ.

რაც უფ­რო ნაც­ნო­ბი ხდე­ბა ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის ფორ­მა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მით ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბათ მათ. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თა­ვი­დან ძა­ლი­ან მოკ­ლე, მარ­ტი­ვი ჯგუ­ფუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც მათ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას და სტი­მულს შე­მა­ტებს, რომ შეძ­ლე­ბენ თა­ვი გა­არ­თ­ვან მოთხოვ­ნებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მცი­რე მო­დი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ე­რი და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­ერ­გოს ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პებს. თუ და­ვა­ლე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გვეჩ­ვე­ნე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის­თ­ვის, სა­სურ­ვე­ლია, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სას შე­ას­რუ­ლონ.

მას­წავ­ლებ­ლებს აღელ­ვებთ ის, რომ ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის დროს ვერ აკონ­ტ­რო­ლე­ბენ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას. რო­ცა კლას­ში რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი მუ­შა­ობს, შე­უძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლე­ბელ­მა ყვე­ლას ერ­თ­დ­რო­უ­ლად მო­უს­მი­ნოს, აღ­რიცხოს ყვე­ლა შეც­დო­მა, და­ეხ­მა­როს ყვე­ლა მოს­წავ­ლეს და თა­ვი­დან აიცი­ლოს ყვე­ლა პრობ­ლე­მა. ამი­ტო­მაც არ არის გა­საკ­ვი­რი, ფუნ­ქ­ცი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ მას­წავ­ლე­ბელს დაბ­ნე­უ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და შე­კითხ­ვე­ბი გა­უჩ­ნ­დეს:

⇒ რო­გორ გა­ვი­გოთ, იცის თუ არა ყვე­ლა მოს­წავ­ლემ, რა უნ­და გა­ა­კე­თოს; სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აირ­ჩია თუ არა?

⇒ რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა თა­ვი­ანთ პი­რად საქ­მე­ებ­ზე სა­უ­ბარ­ში კი არ და­ხარ­ჯონ მი­ცე­მუ­ლი დრო, არამედ სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის­თ­ვის?

⇒ რო­გორ გა­ვა­ნა­წი­ლოთ ყუ­რადღე­ბა ჯგუფებს შო­რის?

⇒ რა უნ­და გა­ვა­კე­თო ზედ­მე­ტი ხმა­უ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა დგას მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­შე ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის დროს. ამი­ტომ სა­ჭი­როა კარ­გად მო­ვემ­ზა­დოთ და სწო­რად წარ­ვ­მარ­თოთ პრო­ცე­სი.

კონ­კ­რე­ტუ­ლი ჯგუ­ფუ­რი და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, აუცი­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა გან­მარ­ტე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად, რაც შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვი ენით მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს. მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე მათ უნ­და იცოდ­ნენ, რა დრო­ში უნ­და შე­ას­რუ­ლონ და­ვა­ლე­ბა. მას­წავ­ლე­ბელს და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო უნ­და ჰქონ­დეს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მათ­თ­ვის, ვინც სხვებ­ზე ად­რე და­ამ­თავ­რებს. ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბამ­დე აუცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რაა მოს­წავ­ლე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა, რად­გა­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ებ­მა დის­კუ­სია გა­მარ­თონ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც მათ­თან ზურ­გ­შექ­ცე­ვით ან სხვა რიგ­ში სხე­დან. ისი­ნი ერ­თად უნ­და ის­ხ­დ­ნენ. ამ პრო­ცესს ახ­ლავს მოძ­რა­ო­ბა და ხმა­უ­რიც. ხმა­უ­რის დო­ნე კლე­ბუ­ლობს, რაც უფ­რო ნაც­ნო­ბი ხდე­ბა ეს პრო­ცე­დუ­რა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი იც­ვ­ლე­ბა. ახ­ლა იგი დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ყუ­რადღე­ბით ადევ­ნებს თვალ­ყურს ყვე­ლა­ფერს, რაც კლას­ში ხდე­ბა. იგი მერ­ხებს შო­რის მოძ­რა­ობს, აკ­ვირ­დე­ბა ჯგუ­ფებს, აღ­ნიშ­ნავს და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მო­მენ­ტებს მათ მუ­შა­ო­ბა­ში. ამ დროს გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­ერ­თო შეც­დო­მე­ბის გან­ხილ­ვის­თ­ვის, ახა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვი­სა და მოს­წავ­ლე­თათ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რჩე­ვე­ბის მი­ცე­მის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნოს. მას­წავ­ლე­ბელ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ოს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და არა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მის ჩა­ნა­წე­რებ­ზე. იგი არ ერე­ვა ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს. მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ერ­თ­ვე­ბა:

⇒ თუ მოს­წავ­ლე­ებ­მა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თეს მუ­შა­ო­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი მათ ხე­ლახ­ლა აძ­ლევს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს და აძ­ლევს რჩე­ვებს;

⇒ თუ მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად რა­ი­მე სა­ხის ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცია სჭირ­დე­ბათ და ვერ გა­იხ­სე­ნეს, მას­წავ­ლე­ბელ­მა ან თა­ვად უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს, ან მი­ა­ნიშ­ნოს სად მო­ი­პო­ვონ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია;

⇒ თუ სა­ჭი­როა რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის წა­ხა­ლი­სე­ბა ან გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ერ­თ­ვე­ბა მის მუ­შა­ო­ბა­ში, რო­გორც ერთ-ერ­თი წევ­რი;

⇒ თუ რო­მე­ლი­მე ჯგუფს გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირს ან სუს­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბი­თაა და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა მმე­ტი დრო და­უთ­მოს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იმუ­შა­ოს მათ­თან. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­მე­ლი­მე ჯგუ­ფის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა არ არის გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი.

რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი რწმუნ­დე­ბა, რომ ყვე­ლა ჯგუ­ფი ჩარ­თუ­ლია და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, დრო­ე­ბით შე­უძ­ლია პა­სი­უ­რი რო­ლი აირ­ჩი­ოს. ის იკა­ვებს იმ ად­გილს, სა­ი­და­ნაც მთელ კლასს ხე­დავს და აკონ­ტ­რო­ლებს მათ მუ­შა­ო­ბას. ხმა­უ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლის მი­ახ­ლო­ე­ბა და ჩურ­ჩუ­ლით მი­ცე­მუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ხმას და­უ­წი­ონ.

ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა წყდე­ბა დათ­ქ­მულ დროს ან მა­შინ, რო­ცა ჯგუ­ფე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას მზად აქვს სა­ბო­ლოო შე­დე­გი. ზო­გა­დად, უმ­ჯო­ბე­სია მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ვა­ჩე­როთ მა­შინ, რო­ცა ისი­ნი ჯერ კი­დევ სი­ა­მოვ­ნე­ბით ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბას. თუ ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით, სა­ნამ ბო­ლო ჯგუ­ფიც და­ას­რუ­ლებს, ეს ნიშ­ნავს, რომ კლა­სის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი ამ დროს არა­ე­ფექ­ტუ­რად იყე­ნებს. ამი­ტომ, რო­ცა მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა — 70% მზა­დაა ნა­მუ­შევ­რე­ბის წარ­სად­გე­ნად ან იკ­ლო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­მა, მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­აცხა­დებს: „ბავ­შ­ვე­ბო, 3 წუთ­ში ყვე­ლა ჯგუ­ფი წარ­მო­ად­გენს თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს“. და­ვა­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბა ხდე­ბა სწო­რი პა­სუ­ხე­ბით შე­კითხ­ვებ­ზე, ზე­პი­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით, ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის გა­მო­ფე­ნით კე­დელ­ზე. მას­წავ­ლე­ბელ­მა ყუ­რადღე­ბით, შე­ქე­ბით, ნა­მუ­შევ­რის და­დე­ბით მხა­რე­ებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბით უნ­და აჩ­ვე­ნოს, რომ აფა­სებს მოს­წავ­ლე­ე­ბის შრო­მას, მონ­დო­მე­ბას. კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის ნა­წი­ლი კი მო­მა­ვალ სა­მუ­შაო გეგ­მა­ში უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის ერთ ერ­თი ცნო­ბი­ლი მე­თო­დია სი­მუ­ლა­ცია, ანუ რო­ლუ­რი თა­მა­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხა­ლი­სოს ხდის მოს­წავ­ლე­თათ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცესს და მათ მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო უნა­რებს უვი­თა­რებს. რო­ლუ­რი თა­მა­ში სწავ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ფორ­მაა. ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი არა მხო­ლოდ გო­ნებ­რი­ვად, არა­მედ ფი­ზი­კუ­რა­დაც აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ემო­ცი­ე­ბი, რაც აად­ვი­ლებს სწავ­ლის პრო­ცესს და მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას. მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და ემ­პა­თი­ის გრძნო­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბის და­დე­ბი­თი ეფექ­ტე­ბია: მოს­წავ­ლე ყო­ველ­თ­ვის ხა­ლი­სით ერ­თ­ვე­ბა თა­მაშ­ში; ამ­ჟ­ღავ­ნებს ინ­ტე­რეს­სა და ენ­თუ­ზი­აზმს; მა­შინ­ვე იღებს უკუ­კავ­შირს. ამ მე­თოდს ახ­ლავს სირ­თუ­ლე­ე­ბიც: მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­მელ­თაც უჭირთ ემო­ცი­ე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სხვე­ბის თან­დას­წ­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვა, რო­ლუ­რი თა­მა­ში­სას დის­კომ­ფორტს გრძნო­ბენ. ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და „გახ­ს­ნას“ ასე­თი მოს­წავ­ლე, ამი­სათ­ვის ნაკ­ლე­ბად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს კრი­ტი­კა და წა­ა­ხა­ლი­სოს მცი­რე­დი მცდე­ლო­ბის­თ­ვი­საც კი. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის მი­ზანს წარ­მო­ად­გენს:

ა) სა­კო­მუ­ნი­კა­ციო უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნა;

ბ) სა­კუ­თა­რი თა­ვი­სად­მი რწმე­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა;

მე­გობ­რუ­ლი სის­ტე­მა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის ასე­ვე ერთ ერ­თი ცნო­ბი­ლი მე­თო­დია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი გაკ­ვე­თი­ლებს, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას, პრე­ზენ­ტა­ცი­ას ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბით ამ­ზა­დე­ბენ. მე­გობ­რუ­ლი სის­ტე­მის — Buddy System მეშ­ვე­ო­ბით ზარ­მა­ცი ან ინერ­ტუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად არი­ან ჩარ­თუ­ლი საკ­ლა­სო თუ სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში, გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ისეთ უნა­რებს, რო­გო­რი­ცაა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა (Conway, 2008; Campell,2009). Buddy System-ის მი­ხედ­ვით, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, ჯგუ­ფი კომ­პ­ლექ­ტ­დე­ბა 2-3 მო­ზარ­დით შემ­დ­გა­რი წყვი­ლის­გან, რომ­ლე­ბიც ნე­ბის­მი­ერ და­ვა­ლე­ბა-სა­მუ­შა­ოს ერ­თად ას­რუ­ლე­ბენ. ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს ხა­რის­ხ­ზე. ამ დროს მო­ზარ­დი კლას­გა­რე­შე ინ­ტე­რაქ­ცი­ა­საც იყე­ნებს. კერ­ძოდ, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა ვინ­მეს­თან ერ­თად უნ­და მო­ამ­ზა­დოს, მუდ­მივ კავ­შირ­ში იყოს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან, თუნ­დაც სა­ტე­ლე­ფო­ნო. Buddy System მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მე­თო­დია და­სავ­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, ხელს უწყობს თა­ნა­ტო­ლებ­თან პო­ზი­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას (Jackson&Campbell; 2019). ეს მე­თო­დი კარ­გად მუ­შა­ობს. მოს­წავ­ლე­ებს შო­რის ჯან­სა­ღი, აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გრძელ­დე­ბაა ოჯა­ხებ­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თად ას­რუ­ლე­ბენ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს, უს­მე­ნენ, ეკითხე­ბი­ან, უზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს, ეხ­მა­რე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს.

პე­და­გო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა აქ­ტი­უ­რად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი — გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, ასე­ვე მოს­წავ­ლე­თა თვით­შე­ფა­სე­ბა და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბა. შე­ფა­სე­ბა ხომ სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და მას­წავ­ლე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­ე­ბის წინ­ს­ვ­ლის, მიღ­წე­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ მიზ­ნით, რა­თა და­ეხ­მა­რო მოს­წავ­ლე­ებს ამა თუ იმ უნა­რის დახ­ვე­წა­ში რჩე­ვე­ბით, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით თუ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბით. სა­ჭი­რო დროს, სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მოს­წავ­ლე მუდ­მი­ვად იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მას გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის/სწავ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ეს მე­თო­დი გა­უ­ბე­დავ მოს­წავ­ლე­ებს სე­რი­ო­ზულ დახ­მა­რე­ბას უწევს სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში. ასე­ვე უხ­ს­ნის ემო­ცი­ურ და­ძა­ბუ­ლო­ბას მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი, ისე ზე­პი­რი კო­მენ­ტა­რე­ბის სა­ხით სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, მოს­წავ­ლე­ებს მის­ცეს კონ­კ­რე­ტუ­ლი რჩე­ვა, რა გა­მოს­დით კარ­გად, რო­მე­ლი უნა­რის დახ­ვე­წა და გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი:

„მე ყუ­რადღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი თქვენს მუ­შა­ო­ბას და შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ შენ დი­დი ყუ­რადღე­ბით უს­მენ­დი მე­გო­ბარს. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, შე­ნი აზ­რიც რომ გა­გე­ზი­ა­რე­ბი­ნა მის­თ­ვის.“

„ყო­ჩაღ! დღეს შენ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­ნამ­შ­რომ­ლე თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან და შე­ძე­ლი მა­თი დახ­მა­რე­ბა. მო­მა­ვალ­ში იქ­ნებ პრე­ზენ­ტა­ცი­აც გა­ა­კე­თო. ჩე­მი აზ­რით, შენ ეს ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­გი­ვა.“

„დღეს შენ და­მა­ჯე­რებ­ლად და­ი­ცა­ვი შე­ნი მო­საზ­რე­ბა. მო­მე­წო­ნა ისიც, რომ ყუ­რადღე­ბით უს­მენ­დი მე­გო­ბარს, რო­მელ­საც შენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ჰქონ­და.“

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის სტრა­ტე­გია და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, დაძ­ლი­ონ ემო­ცია, ში­ში, გა­უ­ბე­და­ო­ბა, და­ი­ნა­ხონ რო­გორც სა­კუ­თა­რი წინ­ს­ვ­ლა, ასე­ვე სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი მხა­რე­ე­ბი.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ა­კე­თონ თვით­შე­ფა­სე­ბა და ურ­თი­ერ­თ­შე­ფა­სე­ბე­ბი.

მოს­წავ­ლე­ებს ინ­ტენ­სი­უ­რად უნ­და ჩა­უ­ტარ­დეთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბით.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მათ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას. სას­წავ­ლო გა­რე­მო მოს­წავ­ლე­თათ­ვის გახ­დე­ბა უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი, მე­გობ­რუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო.

თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ ჯგუ­ფუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, ჯგუფ­მა ერ­თად უნ­და მი­აღ­წი­ოს სა­ერ­თო მი­ზანს და მი­სი თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ში. მოს­წავ­ლე კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მი­სი წარ­მა­ტე­ბა ჯგუ­ფის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია.

ამ­რი­გად, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი/ერ­თობ­ლი­ვი სწავ­ლე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რივ გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ზე. ესე­ნია: აკა­დე­მი­უ­რი წინ­ს­ვ­ლა, უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი მიღ­წე­ვაა აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დახ­ვე­წა; მე­ო­რე მიღ­წე­ვაა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებ­ში ავი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბის და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბის ელე­მენ­ტებს; მე­სა­მე მიღ­წე­ვაა ის, რომ სხვა­დას­ხ­ვა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მოს­წავ­ლე­ებს ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა უყა­ლიბ­დე­ბათ და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ ჯგუ­ფებ­ში.

ჩა­ვა­ტა­როთ გაკ­ვე­თი­ლე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბით.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები