4 ივნისი, კვირა, 2023

რო­გორ გავ­ზარ­დოთ მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია და ჩარ­თუ­ლო­ბა კლას­ში

spot_img

მა­რი­ნა შან­ში­აშ­ვი­ლი

სსიპ დე­დოფ­ლის­წყა­როს მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ცნე­ბა მო­ტი­ვა­ცია ლა­თი­ნუ­რი ენი­დან, კონ­კ­რე­ტუ­ლად სიტყ­ვი­დან „movere“, მომ­დი­ნა­რე­ობს, რაც მოძ­რა­ო­ბას, მიზ­ნის­კენ სწაფ­ვას, მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ცე­მას გუ­ლის­ხ­მობს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც სურ­ვი­ლი და ენ­თუ­ზი­აზ­მი, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებს მი­ზან­მი­მარ­თულ ქცე­ვას, ვა­კე­თოთ ის, რა­საც ვირ­ჩევთ.

მოს­წავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­ტი­ვა­ცია შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ ენერ­გი­ის წყა­როს, რო­მე­ლიც მას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის­კენ უბიძ­გებს. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას იჩე­ნენ, ამას­თა­ნა­ვე სჯე­რათ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი ქცე­ვაც მა­თი­ვე არ­ჩე­ვა­ნი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კი მათ­თან მუ­შა­ო­ბა ნამ­დ­ვი­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა! თუმ­ცა, ყო­ველ­თ­ვის ასე არ ხდე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ გა­მორ­თუ­ლი ძრა­ვა, რო­მე­ლიც არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ენერ­გი­ას მოძ­რა­ო­ბის­თ­ვის. სწო­რედ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია სწავ­ლის მო­ტი­ვა­ცია. სკო­ლა­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლის გარ­და, თით­ქ­მის არ აქვს ის ენ­თუ­ზი­აზ­მი, ის ენერ­გი­ის წყა­რო, რომ­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა­საც შეძ­ლებ­და სწავ­ლის პრო­ცეს­ში. შე­იძ­ლე­ბა, სხვა რა­მის­თ­ვის იყოს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თად, ასი­ა­მოვ­ნოს მე­გობ­რებს, გა­ამ­ხი­ა­რუ­ლოს ან გა­ა­ცი­ნოს ისი­ნი), მაგ­რამ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მი­სი ჩარ­თ­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია და ბევ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის დიდ გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

მა­ინც რა არის ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და ჩარ­თუ­ლო­ბის ზ­რ­დას? მო­დით, ჯერ ვი­სა­უბ­როთ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იგი გაჩ­ნ­დეს. ბევ­რი მკვლე­ვა­რი გან­საზღ­ვ­რავს მო­ტი­ვა­ცი­ის ორ ძი­რი­თად კა­ტე­გო­რი­ას: გა­რე­გან და ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ას.

სწავ­ლის გა­რე­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია მოს­წავ­ლის გა­რე­დან, გა­რე ფაქ­ტო­რე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ი­მე სა­ხის ჯილ­დო ან სას­ჯე­ლი. მა­გა­ლი­თად, თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ აქ­ტი­ვო­ბა­ში პრი­ზის მო­სა­პო­ვებ­ლად ან თუ ისი­ნი მზად არი­ან ის­წავ­ლონ, რად­გან სურთ კარ­გი შე­ფა­სე­ბა, ან­და პი­რი­ქით, ეში­ნი­ათ ცუ­დი შე­ფა­სე­ბის, ეს ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი გა­რე­დან, გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბით არი­ან მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯილ­დო­ე­ბი და სას­ჯე­ლე­ბი ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის, ში­ნა­გა­ნი სწავ­ლის სურ­ვი­ლის არარ­სე­ბო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს (Williams, Burden, 1997). იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას მოს­წავ­ლე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც უცხო­ურ ენას იმის­თ­ვის სწავ­ლო­ბენ, რომ მო­მა­ვალ­ში გლო­ბა­ლურ აუდი­ტო­რი­ას­თან იმუ­შა­ონ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის წყა­რო გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბია. მე­ო­რე მხრივ, სწავ­ლის ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია მომ­დი­ნა­რე­ობს მოს­წავ­ლის ში­და სამ­ყა­როს­გან, სწავ­ლის სურ­ვი­ლის­გან. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ არის სა­ჭი­რო რა­ი­მე სა­ხის ჯილ­დო, გარ­და თა­ვად სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა.

უცხო­უ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლებს ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ჭი­როა ხე­ლი შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რად­გან იგი უფ­რო ეფექ­ტუ­რი და მტკი­ცეა, ვიდ­რე გა­რე­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია. ეს სი­მარ­თ­ლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა! თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ მო­მენ­ტა­ლუ­რად მი­ი­ღონ რა­ი­მე სა­ხის ჯილ­დო, მო­ი­გონ  პრი­ზი, ან თა­ვი­დან აიცი­ლონ და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი სას­ჯე­ლი, ისი­ნი თან­და­თან შე­ე­გუ­ე­ბი­ან ასეთ ჯილ­დო­ებს ან სას­ჯე­ლებს და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. ამი­ტომ, გა­რე მო­ტი­ვა­ტო­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რ­დის თვალ­საზ­რი­სით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, უფ­რო და უფ­რო მე­ტი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დეს იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად დი­დია სწავ­ლის პრო­ცეს­ში რო­გორც და­დე­ბი­თი, ისე უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბის ზე­გავ­ლე­ნა მოს­წავ­ლე­ებ­ზე, რა­თა არ დაქ­ვე­ით­დეს გა­რე მო­ტი­ვა­ტო­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა.

ორი­ვე სა­ხის მო­ტი­ვა­ცი­ას თა­ვი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს კლას­ში. რასაკ­ვირ­ვე­ლია, ყო­ველ­თ­ვის რე­ა­ლის­ტუ­რი არ არის მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს ში­ნა­გა­ნად ეყ­ვა­რე­ბა, მა­გა­ლი­თად, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ან რომ­ლი­მე სხვა უცხო­უ­რი ენის სწავ­ლა. თუმ­ცა, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, თუ რა გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბი ამოძ­რა­ვებს მოს­წავ­ლეს, შე­საძ­ლოა სარ­გებ­ლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­დეს. მა­გა­ლი­თად, თუ მოს­წავ­ლე­ე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი არი­ან რა­ი­მე გრძელ­ვა­დი­ან მი­ზან­ზე (რო­გო­რი­ცაა: პრო­ფე­სია, სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც, იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ოდეს­მე ექ­ნე­ბათ) ასე­თი სა­ხის გა­რე მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად უფ­რო ეფექ­ტუ­რი იყოს, ვიდ­რე მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ჯილ­დო­ე­ბი და სას­ჯე­ლე­ბი, რად­გან ისი­ნი თა­ვად მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მას­წავ­ლებ­ლებს კი შე­უძ­ლი­ათ, და­ეხ­მა­რონ ასეთ მოს­წავ­ლე­ებს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, აქვთ თუ არა უცხო­უ­რი ენის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი ან­და სიყ­ვა­რუ­ლი და რე­ა­ლუ­რად და­ა­ნა­ხონ სწავ­ლის მიზ­ნე­ბი და მი­ზე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ეს და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, რომ სწავ­ლა­ზე თა­ვად აიღონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, თუნ­დაც მა­თი მო­ტი­ვა­ცია არ იყოს ში­ნა­გა­ნი. გარ­და ამი­სა, რო­დე­საც გა­რე­გა­ნი მო­ტი­ვა­ცია იწ­ვევს საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბას, ზოგ­ჯერ, ეს შე­იძ­ლე­ბა და­დე­ბი­თად აისა­ხოს მოს­წავ­ლის ში­ნა­გან მო­ტი­ვა­ცი­ა­ზეც, რაც მი­სი მხრი­დან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქცე­ვით გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მშვე­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და სწავ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბით სავ­სე კლას­ში. ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზ­რით, ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ის, ავ­ტო­ნო­მი­ი­სა და მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი (Rayan & Deci, 2000). სწო­რედ ეს გრძნო­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის სა­ფუძ­ველს. მო­დი, ცალ­კე­უ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ ისი­ნი:

კომ­პე­ტენ­ცია

მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან, ის­წავ­ლონ, რო­ცა თავს კომ­პე­ტენ­ტუ­რად გრძნო­ბენ – რო­ცა სჯე­რათ, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა გზით  ხე­ლი შე­ვუწყოთ მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ის გრძნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ შო­რის:

♦ მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ვად­გი­ნოთ სა­თა­ნა­დო სირ­თუ­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და თუ და­ვა­ლე­ბა რთუ­ლია, და­ვეხ­მა­როთ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, რა­თა იგ­რ­ძ­ნონ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა;

♦ მოს­წავ­ლე­თა წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით და სა­ჭი­რო სიტყ­ვე­ბის ან ენობ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის წი­ნას­წა­რი სწავ­ლე­ბით მო­ვამ­ზა­დოთ ისი­ნი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის;

♦ ყო­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის და­საწყი­სი­სას მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცეთ მკა­ფიო ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რა­თა მათ იცოდ­ნენ, რო­გორ მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბას;

♦ და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს, ის­წავ­ლონ აღ­მო­ჩე­ნის გზით, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ვუთხ­რათ, რა სჭირ­დე­ბათ, რომ იცოდ­ნენ;

♦ წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი­თა და მოქ­მე­დე­ბე­ბით და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ გა­უჩ­ნ­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა;

♦ მივ­ცეთ ზუს­ტი და კონ­კ­რე­ტუ­ლი უკუ­კავ­ში­რი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­ვა­ქოთ ისი­ნი, რა­თა იცოდ­ნენ სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის შე­სა­ხებ;

♦ ვას­წავ­ლოთ, რომ მათ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის კი არ ეში­ნო­დეთ, არა­მედ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მა და­ი­ნა­ხონ და აღიქ­ვან, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯი სწავ­ლას­თან მი­მარ­თე­ბით;

♦ ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს, რო­გორ შე­ა­ფა­სონ და გა­ა­კონ­ტ­რო­ლონ სა­კუ­თა­რი სწავ­ლის პრო­ცე­სი რეფ­ლექ­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ავ­ტო­ნო­მია

მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან, ის­წავ­ლონ, რო­ცა თავს და­მო­უ­კი­დებ­ლად გრძნო­ბენ, რო­ცა სჯე­რათ, რომ შე­უძ­ლი­ათ, გა­ა­კე­თონ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ მოს­წავ­ლე­ებ­ში ავ­ტო­ნო­მი­ის გრძნო­ბის ხელ­შეწყო­ბას, მათ შო­რის:

♦ და­ვეხ­მა­როთ მოს­წავ­ლე­ებს, გან­საზღ­ვ­რონ და გა­ნი­ხი­ლონ პი­რა­დი მიზ­ნე­ბი ენის შეს­წავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­ვა­ნა­ხოთ, რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა ამ მიზ­ნებს და­ვა­ლე­ბე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი;

♦ მკა­ფი­ოდ გან­ვუ­საზღ­ვ­როთ მათ­თ­ვის არც თუ მიმ­ზიდ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, ამო­ცა­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბა მათ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში ან თუნ­დაც გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა­ში;

♦ მივ­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს მე­ტი არ­ჩე­ვა­ნი საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებ­სა და და­ვა­ლე­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, ორი­დან ერ­თი წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის არ­ჩე­ვა, ან არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მოს­მე­ნა­სა და კითხ­ვას შო­რის, ან თუნ­დაც ხმის მი­ცე­მა/კენ­ჭის­ყ­რა იმ მიზ­ნით, გაკ­ვე­თილ­ზე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი 2 აქ­ტი­ვო­ბი­დან პირ­ვე­ლად რო­მელს შე­ას­რუ­ლე­ბენ;

♦ და­ვა­ლე­ბე­ბი შე­ვუ­სა­ბა­მოთ ისეთ კონ­კ­რე­ტულ თე­მებს/სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც ვი­ცით, რომ მოს­წავ­ლე­ებს მოს­წონთ, ან არი­ან მა­თით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, რო­გო­რი­ცაა, მა­თი ჰო­ბი ან კერ­პე­ბი;

♦ ენის სწავ­ლა და­ვა­კავ­ში­როთ ნე­ბის­მი­ერ მი­ზან­თან, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ სა­მიზ­ნე ენის ქვე­ყა­ნას­თან ან კულ­ტუ­რას­თან მი­მარ­თე­ბით;

♦მოს­წავ­ლე­ებს მივ­ცეთ უფ­ლე­ბა, მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ბა­მი­სად.

მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბა

მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან, ის­წავ­ლონ, რო­ცა ისი­ნი გრძნო­ბენ და თვლი­ან, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ პი­როვ­ნე­ბას, მათ როლს, აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ჩვენ ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია, მრა­ვა­ლი გზით, ხე­ლი შე­ვუწყოთ მოს­წავ­ლე­ებ­ში მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბის გრძნო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­მ­ტ­კი­ცე­ბას, მა­გა­ლი­თად:

⇒ მოს­წავ­ლე­ებ­თან და­ვამ­ყა­როთ მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა გულ­წ­რ­ფე­ლი და სან­დო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბეის მეშ­ვე­ო­ბით;

⇒ საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში წა­ვა­ხა­ლი­სოთ სი­კე­თის, და­ფა­სე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა და იუმო­რის კულ­ტუ­რა;

⇒ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი ცალ­სა­ხად ვა­ღი­ა­როთ საკ­ლა­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში;

⇒ დავ­გეგ­მოთ ჯგუ­ფუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ერ­თ­მა­ნეთ­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლე­ბენ და გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ეფექ­ტუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის/კო­ლა­ბო­რა­ცი­ის უნარ-ჩვე­ვებს;

⇒ ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ მოს­წავ­ლე­ებს, თუ რა­ო­დენ დიდ როლს ას­რუ­ლებს მა­თი აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა და  ინ­ტე­რაქ­ცია საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბებ­ში;

⇒ ხე­ლი შე­ვუწყოთ სა­მიზ­ნე ენის კულ­ტუ­რას­თან კავ­ში­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და გაზ­რ­დას.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ თქმუ­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს მოს­წავ­ლე­ებ­ში აზ­როვ­ნე­ბის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას­თან და ხელ­შეწყო­ბას­თან (a growth mindset) (Dweck, 2008), რაც ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ფიქ­სი­რე­ბულ აზ­როვ­ნე­ბას, ფიქ­სი­რე­ბულ მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბას (a fixed mindset). ფსი­ქო­ლოგ ქეროლ დვექის მო­საზ­რე­ბის თა­ნახ­მად, ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა არის რწმე­ნა იმი­სა, რომ ინ­ტე­ლექ­ტი სტა­ტი­კუ­რია, უკუ­კავ­ში­რი აღიქ­მე­ბა, რო­გორც კრი­ტი­კა და არა გან­ვით­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მე­ო­რე მხრივ, აზ­როვ­ნე­ბის ზრდა მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­გორც წე­სი, სა­კუ­თა­რი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად, გა­და­ლა­ხა­ვენ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და შეც­დო­მებს, ხში­რად გა­ნიც­დი­ან  წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­საც, მაგ­რამ უკუ­კავ­შირს იღე­ბენ არა რო­გორც კრი­ტი­კას, არა­მედ რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბის ახალ გზას და სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

კლას­ში, მო­ტი­ვა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ის ჯონ კელერმა შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა მო­დე­ლი, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა ARCS მო­დე­ლი. ARCS (attention, relevance, confidence and satisfaction) ნიშ­ნავს ყუ­რადღე­ბას, შე­სა­ბა­მი­სო­ბას/მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბას, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას და კმა­ყო­ფი­ლე­ბას. ალ­ბათ ხვდე­ბით, რო­გორ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ოთხი იდეა მო­ტი­ვა­ცი­ის იმ სა­მი ტი­პის სა­ფუძ­ველს, რომ­ლებ­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ. ARCS-ის მო­დელ­ში, კე­ლე­რი გვთა­ვა­ზობს, რომ ჩვენ უნ­და მი­ვიპყ­როთ მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით, სი­ურ­პ­რი­ზე­ბით ან იუმო­რით და მა­თი ყუ­რადღე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ  ისე­თი კითხ­ვე­ბის დას­მით და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს აინ­ტე­რე­სებთ.

რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად გა­მოგ­ვად­გე­ბა ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებს ეს აკ­რო­ნი­მი კლას­ში? შეგ­ვიძ­ლია, მო­ვი­ფიქ­როთ ახა­ლი გზე­ბი და ხერ­ხე­ბი მოს­წავ­ლე­თა ყუ­რადღე­ბის მი­საპყ­რო­ბად და  შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და, ამას­თა­ნა­ვე, სწავ­ლა გავ­ხა­დოთ მათ­თ­ვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი? შეგ­ვიძ­ლია, გავ­ზარ­დოთ მა­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნე და და­ვეხ­მა­როთ მათ, რომ იგ­რ­ძ­ნონ კმა­ყო­ფი­ლე­ბა სწავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბე­ბით?

იმე­დი მაქვს, რომ შეგ­ვიძ­ლია!

გამოყენებული ლი­ტე­რა­ტუ­რა

მო­ტი­ვა­ცია

http://dictionary.css.ge/content/motivation

Dweck, C. S. (2006). Mindset: the new psychology of success. Random House. https://psycnet.apa.org/record/2006-08575-000

Ryan, R. & Deci, E. (2000). Self-determination theory and the facilitation of intrinsic motivation, social development, and well-being. American Psychologist, 55(1).

https://selfdeterminationtheory.org/SDT/documents/2000_RyanDeci_SDT.pdf

Williams, M. & Burden, L. R. (1997). Psychology for language teachers:

A social constructive approach.Cambridge University Press

http://assets.cambridge.org/97805214/98807/frontmatter/9780521498807_frontmatter.pdf

ARCS Model of Motivational Design Theories (n.d.). Retrieved January 26, 2017, from https://www.learning-theories.com/kellers-arcs-model-of-motivational-design.html

 

ბლოგი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები