13 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ გადანაწილდება 13 მილიონზე მეტი ოდენობის სახელმწიფო სასაწავლო გრანტი 2024-25 სასწავლო წელს

spot_img

საქართველოს მთავრობის №67 დადგენილებით განისაზღვრა, 2024-2025 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა,

ოდენობა და პროგრამული დაფინანსების მოცულობა:

♦ 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/ მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა 12 723 750 (თორმეტი მილიონ შვიდას ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით განისაზღვრა;

♦ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა – 13 162 500 (ცამეტი მილიონ ას სამოცდაორი ათას ხუთასი) ლარით. ეს თანხა განაწილდება შემდეგ საგნებზე: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება;

♦ სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისათვის – 9 155 000 (ცხრა მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.

2024-2025 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა ისევ 2 250 ლარი იქნება, ნაწილობრივი ოდენობები კი, კერძო და საჯარო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად: სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა; სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება შეადგენს 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარს, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს.

იხილეთ საქართველოს მთავრობის №67 დადგენილება სრულად⇓⇓

https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6127265?publication=0

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები