2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

რო­გორ გა­ა­ერ­თი­ა­ნა სამ­ტ­რე­დი­ის ორი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ისტ-ის მას­წავ­ლე­ბელ­მა

spot_img

დე­კემ­ბე­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვეა. ამ დროს, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, მი­ლი­ო­ნო­ბით მოს­წავ­ლე, მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი ერ­თი­ან­დე­ბა და, ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თად წე­რენ პროგ­რა­მულ კოდს. სწო­რედ ამ გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ა­ში ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სსიპ სამ­ტ­რე­დი­ის №4 სა­ჯა­რო სკო­ლი­სა და სსიპ ივა­ნე ჯა­შის სა­ხე­ლო­ბის სამ­ტ­რე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭოგ­ნა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­თი მას­წავ­ლებ­ლის მეშ­ვე­ო­ბით (პედაგოგი თეა მეფარიშვილი).

რო­გორც ორი­ვე სკო­ლის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თეა მე­ფა­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ეს არის, ერ­თი მხრივ, ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის აღი­ა­რე­ბა და პროგ­რე­სის ზე­ი­მი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, ძა­ლი­ან კარ­გი სტარ­ტი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, კო­დის წე­რა­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯონ.

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლე­ებს გა­აც­ნოს პროგ­რა­მი­რე­ბა და მი­სი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი: ალ­გო­რით­მე­ბი და ალ­გო­რით­მი­ზა­ცია, ცვლა­დე­ბი, მა­სი­ვე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი, პი­რო­ბი­თი ბრძა­ნე­ბე­ბი, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი. ასე­ვე, გა­ნუ­ვი­თა­როს ისე­თი გამ­ჭო­ლი უნა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტის მო­ფიქ­რე­ბა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტი­რე­ბა, შე­უ­პოვ­რო­ბა და გამ­ძ­ლე­ო­ბა, და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნის ბო­ლომ­დე შეს­რუ­ლე­ბა, შეც­დო­მე­ბის ახალ ცოდ­ნად ქცე­ვა, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

მას­წავ­ლე­ბე­ლი „კო­დის ერ­თი სა­ა­თის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა და აგ­ვიხ­ს­ნა, რომ კო­დის ერ­თი სა­ა­თი ეს არის ღია აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც უამ­რავ მოს­წავ­ლეს და ზრდას­რულს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ვად გა­მოს­ცა­დონ პროგ­რა­მი­რე­ბა და მოკ­ლე დრო­ში და­ი­ნა­ხონ პროგ­რე­სი.

„ვცდი­ლობთ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად შე­ვუ­ერ­თ­დეთ HOUR OF CODE-„კო­დის ერ­თი სა­ა­თის“ გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას, ნა­წილს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა უკ­ვე ჰქონ­და. წელს ორი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დ­ნენ და, სა­მი გაკ­ვე­თი­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ცალ-ცალ­კე, ხო­ლო შემ­დ­გომ­ში – ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბით, ხა­ლი­სით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ MINECRAFT-ის გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, სა­დაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით შე­ი­ძი­ნეს პროგ­რა­მი­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ეს აქ­ტი­ვო­ბა ყო­ველ­თ­ვი­უ­რად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ვიწ­ვევთ ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მოს­წავ­ლეს, სტუ­დენტს, მშო­ბელ­სა და მას­წავ­ლე­ბელს, რად­გან კო­დინ­გი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, და­საწყე­ბად კი სუ­ლაც არ დაგ­ჭირ­დე­ბათ წი­ნას­წა­რი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა,“ – ამ­ბობს სამ­ტ­რე­დი­ის №4  და სო­ფელ ჭოგ­ნა­რის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის ისტ-ის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

თეა მე­ფა­რიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას, ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ თქვა, რომ ეს იყო მის­თ­ვის ამ წლის სა­უ­კე­თე­სო დღე, რად­გან ძა­ლი­ან გა­ერ­თო, კო­დი შექ­მ­ნა და და­ას­რუ­ლა პირ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა. მე­ო­რე გაკ­ვე­თილ­ზე კი, ყვე­ლა მათ­განს ჰქონ­და პა­სუ­ხი მას­წავ­ლებ­ლის კითხ­ვებ­ზე და უკ­ვე თა­ვი­ან­თი სიტყ­ვე­ბით შე­ეძ­ლოთ გა­ნე­მარ­ტათ საწყი­სი ცნე­ბე­ბი, რისი სწავ­ლაც და­იწყეს. მე­სა­მე გაკ­ვე­თილ­ზე პირ­ვე­ლად იმუ­შა­ვეს ჯგუ­ფუ­რად, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ახ­ს­ნეს რო­გორ იმუ­შა­ვეს, რა კო­დი და­წე­რეს და და­ჯილ­დოვ­დ­ნენ სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით.

გაკ­ვე­თი­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ბავ­შ­ვე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებს მას­წავ­ლებ­ლის ასის­ტენ­ტი ინიშ­ნავ­და. თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლ­ეზე დაკ­ვირ­ვე­ბის მი­ხედ­ვით ვხე­დავთ, რა ნა­წილ­ში იყ­ვ­ნენ აქ­ტი­უ­რე­ბი, რა მო­ე­წო­ნათ, რისი გა­კე­თე­ბა გა­უ­ჭირ­დათ და რა ის­წავ­ლეს ახა­ლი.

თეა მე­ფარი­შ­ვი­ლი: „აქ­ტი­ვო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ხში­რად მო­ის­მენ­დით მოს­წავ­ლე­თა შე­ძა­ხილს: „მივ­ხ­ვ­დი“, „მუ­შა­ობს“, „გა­მო­მი­ვი­და“, „კო­დის ერ­თი სა­ა­თი ძა­ლი­ან მა­გა­რია“. ისი­ნი ამ ფრა­ზებს სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე იმე­ო­რებ­დ­ნენ, რად­გან თვლი­ან, რომ ამ ქმე­დე­ბით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მოს­წავ­ლე­ებს უერ­თ­დე­ბია­ნ. ეს მსოფ­ლიო მოძ­რა­ო­ბაა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს აჩ­ვე­ნებს, რო­გორ ხდე­ბა იმ აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა, რო­მელ­საც ისი­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად იყე­ნე­ბენ. ეს უდი­დე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბაა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ამ­ბი­ცი­უ­რი მი­ზა­ნი და­ი­სა­ხეს, 10 მი­ლი­ო­ნი მოს­წავ­ლე გა­ე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნათ ერ­თი მიზ­ნის ირ­გ­ვ­ლივ. ეს პრო­ცე­სი ჩვენ­ში იწ­ვევ­და გან­ც­დას, რომ უკ­ვე დაპყ­რო­ბი­ლი გვაქვს მსოფ­ლიო, რად­გან გა­ვერ­თი­ან­დით. ვფიქ­რობ, სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, ბავშვები კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა გზა აირ­ჩი­ონ, მაგ­რამ პროგ­რა­მი­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ პრო­ფე­სი­ა­ში გა­მოად­გე­ბათ“.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები