9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რო­გორ ავუ­მაღ­ლოთ მო­ტი­ვა­ცია კითხ­ვის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, ანუ რო­ცა კლას­ში კითხ­ვა უჭირთ

spot_img

გულნაზი პაპუნაშვილი
სსიპ ქ.თე­ლა­ვის №6 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ერთი გაკვეთილის გამოცდილება

სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი სი­ტუ­ა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ნაც­ნო­ბი და ხში­რია: შევ­დი­ვართ ახალ კლას­ში და გვხვდე­ბა კითხ­ვის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვი. დგე­ბა სა­კითხი – რა უნ­და გა­ა­კე­თოს მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ მათ მო­ტი­ვა­ცია არ და­ე­კარ­გოთ? რო­გო­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, რომ ერ­თი მხრივ, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს კლას­ში კითხ­ვის დო­ნე და, მე­ო­რე მხრივ, თა­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად არ იგ­რ­ძ­ნონ – ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლ­ნი არ გახ­დ­ნენ, არ და­უქ­ვე­ით­დეთ თვით­შე­ფა­სე­ბა.

გა­გი­ზი­ა­რებთ ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ამ მიზ­ნით შექ­მ­ნილ რე­სურსს, რო­მელ­მაც კარ­გი შე­დე­გი მაჩ­ვე­ნა მე­ექ­ვ­სე კლას­ში.

გაკ­ვე­თი­ლის თე­მა – ბუ­ლინ­გი სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში.

მიზ­ნე­ბი:

Δ მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს სა­მეტყ­ვე­ლო ქცე­ვის მარ­თ­ვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით (სიტყ­ვა, წი­ნა­და­დე­ბა, ტექ­ს­ტი) (ქართ. დაწყ, II, მე-6);

Δ გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს, რა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე მი­ღე­ბულ­მა ცოდ­ნამ (სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცია);

Δ კრი­ტი­კუ­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა;

Δ ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა კითხ­ვის უნა­რე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თათ­ვის.

მო­ვამ­ზა­დე რე­სურ­სი – PPT-ში შექ­მ­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ენის მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­მო­ად­გე­ბა.

პირ­ველ ორ სლა­იდ­ზე და­ვა­მაგ­რე ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბუ­ლინ­გის ამ­სახ­ვე­ლი იყო (პირ­ვე­ლი – ღია და მე­ო­რე – ფა­რუ­ლი ბუ­ლინ­გის შემ­თხ­ვე­ვა).

დავ­ს­ვი შე­კითხ­ვე­ბი: რას ხე­დავთ ფო­ტო­ებ­ზე? რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა და ჰგავს მათ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ამ­ბა­ვი. ყვე­ლა ბავ­შ­ვი ინ­ტე­რე­სით ჩა­ე­ბა დის­კუ­სი­ა­ში. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­საც მი­აგ­ნეს.

მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რომ „ბუ­ლინ­გის მსხვერ­პ­ლ­ნი უფ­რო მე­ტად ხდე­ბი­ან რა­ი­მე ნიშ­ნით გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და ა.შ. ბუ­ლინ­გის მო­ტი­ვა­ცია კი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია – შუ­რის­ძი­ე­ბა, კონ­კუ­რენ­ცია, მი­უ­ღებ­ლო­ბა, მორ­ჩი­ლე­ბა ლი­დე­რი­სად­მი, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა და სხვ.“ აგ­რეთ­ვე, რომ ბუ­ლინ­გი ოთხი სა­ხის შეძ­ლე­ბა იყოს: ფი­ზი­კუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფა­რუ­ლი და კი­ბერ ბუ­ლინ­გი.

შემ­დეგ კლა­სი დავ­ყა­ვი ორ ჯგუ­ფად, რომ­ლებ­შიც დის­ლექ­სი­ის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბიც გა­ნა­წილ­დ­ნენ, მათ უნ­და მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნათ ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ჩან­და ფო­ტო­ებ­ზე, ეს და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. წარ­მო­ად­გი­ნეს სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბი.

კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და შემ­დე­გი და­ვა­ლე­ბა: ჯერ ნა­ხეს ანი­მა­ცია

გახ­მო­ვა­ნე­ბის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ასა­ხავ­და ბი­ჭი­სა და გო­გო­ნას კა­მათს, მათ აღად­გი­ნეს დი­ა­ლო­გი – რას ეტყო­და ერ­თი მე­ო­რეს, რად­გან კარ­გად ჩან­და, რომ გო­გო­ნამ და­ჩაგ­რა ბი­ჭი — მას ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და თვა­ლე­ბი­დან.

გა­მო­ი­ყე­ნეს ppt-ს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გა­ახ­მო­ვა­ნეს ანი­მა­ცია. შემ­დეგ ნა­ხეს პირ­ვან­დე­ლი ვა­რი­ან­ტი, დი­ა­ლო­გი ნა­წი­ლობ­რივ და­ემ­თხ­ვა; მე­ო­რე ნა­წილ­ში კი, ისევ უხ­მოდ ვაჩ­ვე­ნე ანი­მა­ცი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­გორ უნ­და ესა­უბ­რა ბიჭს, რომ გო­გო­ნას ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი არ გამ­ხ­და­რი­ყო. გა­ახ­მო­ვა­ნეს, მაგ­რამ აქ დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დათ, რად­გან მა­თი გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და სი­ნამ­დ­ვი­ლის­გან.

შე­ჯა­მე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­ფიქ­რე, ჩა­ვა­ხე­დე სა­კუ­თარ თავ­ში – რა იყო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ძლი­ე­რი მხა­რე, რი­თაც უნ­და იამა­ყონ და და­ვამ­შ­ვი­დე, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერპლს არ უნ­და შერ­ცხ­ვეს და ამა­ზე უნ­და ისა­უბ­როს, სჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და არ აჰ­ყ­ვეს მო­ძა­ლა­დეს, ამით ის უფ­რო ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.

თქვენ მარ­ტო­ნი არ ხართ! – ეს იყო ამ გაკ­ვე­თი­ლის გზავ­ნი­ლი.

ხან­და­ხან თა­ვის დაც­ვა ყვე­ლას სჭირ­დე­ბა და ვერ ახერ­ხებს. ამა­ში სა­მარ­ცხ­ვი­ნო არა­ფე­რია, ასე­თი რამ შე­იძ­ლე­ბა დი­დებ­საც და­ე­მარ­თოთ. ღი­ად ისა­უბ­რეთ ამა­ზე, ნუ შეგ­რ­ცხ­ვე­ბათ! მე­რე რა, რომ კარ­გად ვერ თა­მა­შობ ფეხ­ბურთს, მე­რე რა, რომ კარ­გად ვერ კითხუ­ლობ, მე­რე რა, რომ ლექსს ვერ იმახ­სოვ­რებ, მე­რე რა… და ასე შემ­დეგ.

სა­მა­გი­ე­როდ, გაქვს უნა­რი, რო­მე­ლიც გან­გას­ხ­ვა­ვებს სხვის­გან; და­ფიქ­რ­დით და და­ა­სა­ხე­ლეთ თქვე­ნი ძლი­ე­რი მხა­რე.

შე­ავ­სეს გა­სას­ვ­ლე­ლი ბი­ლე­თი:

Δ 1. მე ძლი­ე­რი ვარ: ____________________________________

Δ 2. ამ გაკ­ვე­თილ­მა და­მა­ნა­ხა, რომ _______________________

Δ 3. რა სა­კითხ­ზე ისურ­ვებ­დი სა­უ­ბარს ___________________

ყვე­ლა ბავ­შ­ვი აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, კითხ­ვის უნა­რის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ ჩარ­თუ­ლო­ბით. ისი­ნი დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად მა­თი პრობ­ლე­მი­სა, კლას­ში სა­ჭი­რო­ნი არი­ან!

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი:

https://intermedia.ge ბუ­ლინ­გი სკო­ლა­ში. ავ­ტო­რი – ანა ქო­ჩი­აშ­ვი­ლი

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები