20 აპრილი, კვირა, 2025

რო­გორ ავირ­ჩი­ოთ პრო­ფე­სია

spot_imgspot_img
ნი­ნე­ლი ვიბ­ლი­ა­ნი
წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სა­ბე­ჭი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი

 

ბევრს ემახ­სოვ­რე­ბა ის დრო, რო­ცა სკო­ლებ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მიზ­ნით, მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­სა­უბ­როდ მო­დი­ოდ­ნენ პროფ­სას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ამა თუ იმ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის დახ­მა­რე­ბა იყო პრო­ფე­სი­ის სწო­რად არ­ჩე­ვა­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ეს არის. შე­იც­ვა­ლა მხო­ლოდ ის, რომ დღეს საგ­რ­ძ­ნობ­ლად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია პრო­ფე­სი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ბევ­რი ახა­ლი პრო­ფე­სი­აც გაჩ­ნ­და, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღი­ჭურ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­დაც რი­გი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებ­მა იცოდ­ნენ ყვე­ლა ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ, რად­გან ესეც კარ­გი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია სწო­რი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას. ამი­ტო­მაც დავ­გეგ­მეთ ბა­ტონ რა­მაზ ხი­ნი­კა­ძეს­თან, ჩვე­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორ­თან ერ­თად, ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გი­ამ­ბობთ.

სა­გან­ში „მო­ქა­ლა­ქე“ არის ერ­თი ასე­თი თე­მა – „პრო­ფე­სი­ე­ბი“. მხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თი რომ არ ჰქო­ნო­და გაკ­ვე­თილს, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი მო­მეწ­ვია ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან. სკო­ლა მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნია, IX კლას­ში სულ სა­მი მოს­წავ­ლეა: თა­მარ ხი­ნი­კა­ძე, ლუ­კა ბე­რი­ძე და ნი­კა ბე­რი­ძე. მათ მო­ი­წო­ნეს ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და 29 იან­ვარს ვუ­მას­პინ­ძ­ლეთ კი­დეც წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, ირაკ­ლი გი­გი­ნე­იშ­ვილს; მე­რის მო­ად­გი­ლეს, ან­ზორ ხი­ნი­კა­ძეს; ლი­ბერ­თი ბან­კის მმარ­თ­ველ და­ვით ბე­რი­ძეს; პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს, ალექ­სან­დ­რე ჯა­ფა­რი­ძეს; ოჯა­ხის ექიმს, ქე­თე­ვან კრა­წაშ­ვილს და ად­ვო­კატ მა­ნა­ნა ბახ­ტა­ძეს.

შეხ­ვედ­რა სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თა. მოს­წავ­ლე­ებს აინ­ტე­რე­სებ­დათ თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა თი­თო­ე­უ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღეს გა­დაწყ­ვე­ე­ტი­ლე­ბა თუ უფ­რო­სე­ბის დახ­მა­რე­ბით, რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წი­ათ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის გზა­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მათ­თ­ვის კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხიც… სტუმ­რებ­მა ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს შე­კითხ­ვებს და თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ე­ბის და და­საქ­მე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო მხა­რე­ებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე ისა­უბ­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად მოს­წავ­ლე­ებს, აღ­მოჩ­ნ­და, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა არც ერთს არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი, ჯერ მხო­ლოდ ფიქ­რო­ბენ… ჰო­და, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში სჭირ­დე­ბათ მათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რად­გან ბევ­რი არა­ფე­რი იცი­ან იმ პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­ზეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოთხოვ­ნაა შრო­მის ბა­ზარ­ზე. ეს კი, ჩვენ, პე­და­გო­გებ­მა უნ­და შევ­ძ­ლოთ, მით უმე­ტეს, რომ სა­გა­ნი იძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. მსგავ­სი ცოცხა­ლი შეხ­ვედ­რე­ბი წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ თუ და­ეხ­მა­რე­ბათ მო­ზარ­დებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში. ვფქი­რობ, პრო­ფე­სი­ა­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპექ­ტ­რის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნის შე­საქ­მ­ნე­ლად, მოს­წავ­ლე­ებს ად­გილ­ზე უნ­და შე­ეძ­ლოთ პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. ამ მიზ­ნით, გეგ­მა­ში მაქვს მე­ზო­ბელ სო­ფელ ბა­რეთ­ში, რძის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მო­ში მა­თი წაყ­ვა­ნა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ჩვე­ნი მცდე­ლო­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი, მე­ტი და­ინ­ტე­რე­სე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ თა­ვად პრო­ფე­სი­ულ­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე წარ­დ­გე­ნის კუთხით, რაც, პირ­ველ ეტაპ­ზე, უთუ­ოდ გა­აღ­ვი­ვებს მათ­ში ინ­ტე­რესს და, სა­ბო­ლო­ოდ კი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

რო­ცა ადა­მი­ა­ნი, სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ირ­ჩევს პრო­ფე­სი­ას, მო­მა­ვალ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც კმა­ყო­ფი­ლია, მუდ­მი­ვა­დაც ვი­თარ­დე­ბა და წარ­მა­ტე­ბა­საც ად­ვი­ლად აღ­წევს. ამი­ტომ გვინ­და დავ­გეგ­მოთ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი – შეხ­ვედ­რე­ბი და გას­ვ­ლე­ბიც. ბა­ტო­ნი რა­მა­ზი მო­მა­ვალ­შიც გვპირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბას, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დით მა­საც და ჩვენს სტუმ­რებ­საც.

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

ამას რა ეშ­ვე­ლე­ბა?

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება