27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

როგორი იქნება უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი

spot_img

 

ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერჯერობით საზოგადოებას არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ 2020 წლის გამოცდების ახალი მოდელი უკვე წარადგინა და ცნობილი გახდა რამდენი გამოცდის ჩაბარება მოუწევს აბიტურიენტს და როგორ გაიცემა გრანტი. ისევ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – გულისხმობს თუ არა დაფინანსების ახალი მოდელი დიფერენცირებული დაფინანსების სისტემას (მაგალითად, უფრო ძვირადღირებული ფაკულტეტების მეტი ოდენობის თანხით დაფინანსება) და იგეგმება თუ არა დღეს არსებული დაფინანსების   თანხის – 2250 ლარის გაზრდა?

ცნობილია მხოლოდ ის, რომ უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დამუშავება ფინალს უახლოვდება და დეტალურ ინფორმაციას სამინისტრო შემოდგომაზე გაგვაცნობს. მიხეილ ბატაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან აქტიურად მუშაობენ უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე, რომელიც შეეხება არა მარტო უფასო ფაკულტეტებს, არამედ, ზოგადად როგორ შეიცვლება  დაფინანსების ეს მოდელი. თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქცენტი აქაც სწავლის ხარისხსა და უნივერსიტეტის შედეგებზე გაკეთდება.

„კვლევები უკვე ჩატარებულია, ფინანსური მოდელები დამუშავებულია და შემოდგომაზე წარმოვადგენთ. ფაქტობრივად, ბოლოში გვყავს გაყვანილი, მცირედი დეტალებია დარჩენილი, აქაც კონსულტაციების გზით მივდივართ უნივერსიტეტებთან. დამუშავებული გვაქვს ასევე ფინანსური მოდელები, რომ ჩვენ უნივერსიტეტებს რისკი არ შეექმნათ ამ სხვადასხვა ფინანსური მოდელებიდან გამომდინარე. დაფინანსების მოდელში, რომელიც მომავალი წლისთვის იქნება  ძირითადი აქცენტი, როგორც საგამოცდო სისტემაში, სწავლის ხარისხსა და უნივერსიტეტის შედეგებზე გაკეთდება. “ – განაცხადა მინისტრმა.

ცნიბილია ისიც, რომ დაფინანსების წესი ისევ ცენტრალიზებულად განისაზღვრება და არ გადაინაცვლებს უნივერსიტეტების ნაწილში.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები