12 აგვისტო, პარასკევი, 2022

როგორია გოგონათა ჩართულობა STEM დისციპლინებში და რა პოლიტიკას ნერგავენ უმაღლესი სასწავლებლები

spot_img

მეცნიერება და გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვანია საერთაშორისოდ აღიარებული განვითარების მიზნების, მათ შორის მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მისაღწევად. გასული ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოებამ დიდი ძალისხმევა გაიღო ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით (STEM) ქალთა დაინტერესებისათვის. STEM-ში გენდერული თანასწორობისა და ქალთა როლის გაძლიერების მიზნით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 11 თებერვალი მეცნიერი ქალების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა (2015 წელი). მარტი კი, სრულად ეძღვნება ქალების გაძლიერებას და მათი როლის წამოწევას საზოგადოებაში.

დღეს მსოფლიო მასშტაბით STEM-ში ჩართული ქალების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე  ეს ბოლო წლების განმავლობაში იყო. Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა 2016-დან 2019 წლამდე 1,8 მილიონითაა გაზრდილი, აქედან სამუშაო ძალის 50%-ს ქალები შეადგენენ (2021).

საქართველოშიც ნელ-ნელა პოპულარული ხდება STEM დისციპლინები და უფრო და უფრო მეტი გოგონა  და ქალი ერთვება მასში. ბოლო წლებში ქალები აქტიურად ინტერესდებიან ისეთი დარგებით, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა და ა.შ. დღეს გაცილებით მეტი გოგონა მონაწილეობს და იმარჯვებს სხვადასხვა სამეცნიერო კონკურსში, მათ აქვთ ინოვაციური გამოგონებები და სტარტაპ პროექტები.

მიუხედავად საგრძნობი ცვლილებებისა, საქართველოში არსებული სოციალური ნორმებისა და სტერეოტიპული მიდგომების გამო ზუსტ და საბუნებისმეტყველო (STEM) დარგებში სტუდენტ გოგონათა რაოდენობა ჯერ კიდევ  ჩამოუვარდება ბიჭების რაოდენობას.

ამ გამოწვევის გადაჭრის კუთხით საინტერესო მიდგომა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU). KIU-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური და თანასწორი საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა, რომელიც თავისუფალი იქნება პირდაპირი თუ ირიბი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისაგან. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სასწავლო წელს KIU-მ შეძლო მათემატიკის მიმართულებით სტუდენტთა მესამედზე მეტი გოგოს მიღება, ხოლო მეორე წელს ამ მაჩვენებლის 45 %-ით გაზრდა, უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობა საკმარისი არ არის და აქტიურად უნდა განახორციელოს ღონისძიებები თანასწორი გარემოს შესაქმნელად.  სწორედ ამიტომ, KIU-ში სტუდენტი გოგონებისთვის მენტორობის პროგრამა ფუნქციონირებს. პროგრამის მიზანია მხარდაჭერა გაუწიოს KIU-ს სტუდენტ გოგონებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, ასევე, ხელი შეუწყოს მათი შესაძლებლობების რეალიზებას და დაეხმაროს ახალგაზრდებს არსებული ბარიერების გადალახვაში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ სასწავლო წელთან შედარებით, STEM დარგებში ჩართულ სტუდენტ გოგონათა რაოდენობა KIU-ში გაორმაგდა. პირველ წელს KIU-ში 65 გოგონა ჩაირიცხა, 2021-22 სასწავლო წელს კი მათი რაოდენობა თითქმის 100%-ითაა გაზრდილი. გოგონათა უმეტესობა მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, ისინი აქტიურად არიან ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მოპოვებული აქვთ რექტორისა და ქუთაისის მერიის სტიპენდიები. უნივერსიტეტს ჰყავს ისეთი ლიდერი გოგონები, რომლებიც KIU-ს ელჩის სტატუსს ატარებენ და STEM მიმართულების პოპულარიზაციაზეც და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მუშაობენ. სტუდენტ გოგონათა უმრავლესობა დაკავებულია კვლევითი საქმიანობით, ინოვაციებით, ისინი ქმნიან სტარტაპებს, ასევე პროექტებს/თამაშებს ვიზუალური მათემატიკის მიმართულებით. დატვირთული აკადემიური ცხოვრების პარალელურად ახერხებენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემოქმედებით და სოციალურ კამპანიაში, მრავალფეროვანი სტუდენტური და სამეცნიერო საქმიანობით კი, მოტივატორები გახდნენ რეგიონში მცხოვრები გოგონებისათვის.

უნივერსიტეტში დასაქმებული არიან ქართველი და უცხოელი ქალი მეცნიერები, რომლებიც თავიანთი გამოცდილებითა და მიღწევებით მაგალითს აძლევენ KIU-ს სტუდენტებს, დაკავებული არიან სამეცნიერო საქმიანობით, ატარებენ საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებს, რათა უფრო მეტი გოგო დააინტერესონ STEM-ით. ნაწილი მათგანი რეგიონის დონეზე ნერგავს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საერთაშორისო პროგრამებს. ისინი იმერეთში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს STEM დარგებში გამოცდილებას უზიარებენ, რათა უზრუნველყონ რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა შეიმუშავა გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტი. დოკუმენტის თანახმად, უნივერსიტეტი ახორციელებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მიმართულია მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციის ხელშეწყობისა და წახალისებისაკენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები