27 ივლისი, შაბათი, 2024

რის ხარჯზე მივიღებთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში პირველ შედეგებს?  – რას ფიქრობს პრემიერობის კანდიდატი განათლების შესახებ  

spot_img

პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ყურადღება დაუთმო განათლებისა და ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობის კომპონენტს.

„ადამიანური კაპიტალის სწორი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, დღეს, გლობალური კონკურენციის პირობებში, მომავალი თაობა აღვჭურვოთ ისეთი ცოდნით, რომლითაც ისინი შეძლებენ, კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს საერთაშორისო, გლობალურ ბაზრებზე და იყვნენ წარმატებულები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე შეფასებით, ეს არის განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომლის ძირითადი ფუნდამენტი საშუალო განათლებაა, ხოლო საშუალო განათლების ცენტრალური ნაწილი პედაგოგები არიან.

„კვალიფიციური პედაგოგი, ხარისხიანი და ღირსეული ანაზღაურებით, არის ერთადერთი შესაძლებლობა, რამდენიმე წლის შემდგომ, პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში. რაც შეეხება პროფესიული განათლების ნაწილს, აქ ჩვენ შეგვიძლია უფრო სწრაფ შედეგებზე ავიღოთ ორიენტირი, რამეთუ უფრო სწრაფად შეიძლება იქ ინვესტირებული რესურსის შედეგის დანახვა. აქ ძირითადი ამოცანაა შრომის ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების სისტემის მიერ გამოშვებული კადრების ერთმანეთთან თანხვედრა და, ამ კუთხით, მიღწეულია სერიოზული პროგრესი. უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი უმაღლესი განათლება პირდაპირ იყოს დაერთებული საერთაშორისო და, პირველ რიგში, ევროპული უმაღლესი განათლების სისტემას. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც, კერძო ინვესტიციების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების ნაწილში მაქსიმალურად მოვიზიდოთ კერძო ინვესტიციები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები