12 ოქტომბერი, შაბათი, 2024

„რის­თ­ვის ვწერთ დღი­უ­რებს?“

spot_img

სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში დი­დი ად­გი­ლი  არ ეთ­მო­ბა პი­რა­დი დღი­უ­რე­ბის თე­მა­ტი­კას, მხო­ლოდ გაკ­ვ­რი­თაა მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი მე-7 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, არა­და, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მო­ზარ­დებს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში, ის გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებთ. ამ მიზ­ნით, გა­ვე­ცა­ნით მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი­სა და ანე ფრან­კის დღი­უ­რებს, სა­მო­მავ­ლოდ, ოლია ოკუ­ჯა­ვას დღი­უ­რის შე­სა­ხე­ბაც ვგეგ­მავ აქ­ტი­ვო­ბებს. ანას­ტა­სია ძა­ლი­ან წიგ­ნი­ე­რი გო­გო­ნაა, მან გულ­წ­რ­ფე­ლად გაგ­ვიმ­ხი­ლა სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი დღი­ურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვფიქ­რობ, ამ წე­რი­ლით ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის სათ­ქ­მელ­საც იტყ­ვის…

მაია გვი­ჩია

სსიპ ქა­ლაქ ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის მე­ხუ­თე სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

„რის­თ­ვის ვწერთ დღი­უ­რებს?“

ანასტასია ქოიავა

მე-7ა კლასის მოსწავლე

 

ეს ხში­რად დას­მუ­ლი კითხ­ვაა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვაგ­ვარ პა­სუხს მო­ი­ცავს.დღი­უ­რებს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­სარ­თო­ბად ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბის და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად წე­რენ, თუმ­ცა მე, ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩე­მი აზ­რი მაქვს.

დღი­უ­რებს წე­რენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც გვერ­დით არ ჰყავთ ვინ­მე მომ­ს­მე­ნი. სი­მათ­ლეა, რომ ცხოვ­რე­ბა ისე მი­დის, ვერც კი იც­ლით შვი­ლე­ბის­თ­ვის, არ იცით, რა აწუ­ხებთ. შვი­ლე­ბი ხში­რად თავს მარ­ტო ვგრძნობთ, დამ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლიც არა გვყავს… ამ ყვე­ლაფ­რი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში კი გვეხ­მა­რე­ბა დღი­უ­რე­ბი. დღი­უ­რი არ დაგ­ზარ­დე­ბათ მო­სას­მე­ნად, ყო­ველ­თ­ვის მზა­დაა, თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი გა­ი­ზი­ა­როს, არ წუ­წუ­ნებს და არ ბეზ­რ­დე­ბი. დღი­ურ­ში შე­გიძ­ლი­ათ ისა­უბ­როთ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე, რო­მე­ლიც გა­წუ­ხებთ და იცით, რომ არას­დ­როს გაგ­თ­ქ­ვამთ. დღი­უ­რი მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც გვერ­დ­ში გიდ­გათ. არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი ხარ, ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებს გვერ­დით ისეთ მე­გო­ბარს, რო­გო­რიც დღი­უ­რია. შე­იძ­ლე­ბა სა­სა­ცი­ლო­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ დღი­ურს მე­გო­ბარს ვუ­წო­დებ, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ეს და­ვამ­ტ­კი­ცო, რომ ე.წ. მე­გო­ბარს დღი­უ­რი სჯობს. დღი­უ­რი გის­მენს, ზურგს უკან არ სა­უბ­რობს, სა­ი­დუმ­ლო­ებს ინა­ხავს და არ გან­გ­ს­ჯის, შე­ნი ხა­სი­ა­თე­ბის მი­უ­ხე­და­ვად. დღი­უ­რი ყვე­ლა ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის არ­სე­ბობს ის, ვინც ჩემ­თ­ვის დღი­უ­რის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს.

მო­დი, ჩავ­თ­ვა­ლოთ ეს არ­გუ­მენ­ტად, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში,მე ორი დღი­უ­რი მაქვს, თუ მყავს ცხოვ­რე­ბა­ში. პირ­ვე­ლი და­ვიწყოთ იმ ნივ­თით, რო­მე­ლიც პა­ტა­რა­ო­ბი­დან თან მაქვს. რამ­დე­ნად სა­სა­ცი­ლო­დაც უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, ეს ჩე­მი და­თუ­ნიაა. ბავ­შ­ვო­ბი­დან მას ვუყ­ვე­ბი ამ­ბებს, ვი­ცი, არც ეს­მის და ვერც ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის სუ­ლაც არ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეს თვი­სე­ბე­ბი, მთა­ვა­რია, გვერ­დით მაქვს ის ნივ­თი, რო­მელ­საც ჩე­მი ეს­მის, არა ყუ­რით, არა­მედ გუ­ლით. ეს და­თუ­ნია ინა­ხავს იმ ყვე­ლა­ფერს, რაც კი მის­თ­ვის მით­ქ­ვამს, რაც მტკი­ო­და, მი­ხა­რო­და, მა­წუ­ხებ­და ან არ მას­ვე­ნებ­და ში­ნა­გა­ნად წლე­ბის მან­ძილ­ზე, ასეც ხდე­ბა მა­შინ, რო­ცა გუ­ლის გა­დაშ­ლა მო­გინ­დე­ბა ბავ­შ­ვუ­რად და არა­ვი­ნაა სი­ახ­ლო­ვეს. ბევ­რ­ჯერ მი­ტი­რია მას­თან ერ­თად, გამ­ცი­ნე­ბია, დამ­ძი­ნე­ბია კი­დეც. ამას წინ, გაკ­ვე­თილ­ზე, თხზუ­ლე­ბას რომ ვკითხუ­ლობ­დი, ჩემს მას­წავ­ლე­ბელს ეჭი­რა ხელ­ში, აქაც მამ­ხ­ნე­ვებ­და და მა­გუ­ლი­ა­ნებ­და ჩე­მი უტყ­ვი და უპ­რე­ტენ­ზიო მე­გო­ბა­რი.

ახ­ლა კი მინ­და ვი­სა­უბ­რო იმ ერთ ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს და ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მარ­თა­ლია, ზუს­ტად ისე მიყ­ვარს რო­გორც დე­და, მაგ­რამ ერ­თი რა­ღაც გა­მორ­ჩე­უ­ლია მას­ში, ეს ხომ სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვაა. შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე მიხ­ვ­დით, ვინც იქ­ნე­ბა, დი­ახ, დი­ახ ეს სწო­რე­დაც რომ მა­მა­ჩე­მია. მა­მა არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუ­დამ ჩემ გვერ­დი­თაა, არას­დ­როს მი­მა­ტო­ვებს და მგო­ნია, სულ ასე იქ­ნე­ბა. ზოგ­ჯერ ვკინ­კ­ლა­ობთ ხოლ­მე, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, ბო­ლოს ვე­ხუ­ტე­ბით ერ­თ­მა­ნეთს. არის რა­ღა­ცე­ბი, რაც ძა­ლი­ან მტკენს გულს, ფიქ­რობს, რომ არ ვენ­დო­ბი, თუმ­ცა ეს ასე არ არის. მა­მა ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნია, ვის­თ­ვი­საც თუნ­დაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო რა­ღაც არ და­მი­მა­ლავს, არა­სო­დეს მო­მიტყუ­ე­ბია, ის ამას არ იმ­სა­ხუ­რებს. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბო, თუმ­ცა ის და­კა­ვე­ბუ­ლია. მა­მა­ჩე­მი უდი­დე­სი დღი­უ­რია, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი – მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თუ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მო­მენ­ტე­ბი. მთა­ვა­რია, მე ის მყავს. მარ­თა­ლია, სიყ­ვა­რულს სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტავს, მა­გა­ლი­თად, ხუმ­რო­ბე­ბით (რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში მწყინს) ან თუნ­დაც გაწ­ვა­ლე­ბით, მაგ­რამ მე ის მიყ­ვარს ისე­თი, რო­გო­რიც არის და არა ისე­თი, რო­გო­რიც მინ­და რომ იყოს. ტყუ­ი­ლად რო­დი ამ­ბო­ბენ, თით­ქოს გო­გო­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მა­მის მხარ­და­ჭე­რა­სა და მე­გობ­რო­ბას უფ­რო გრძნო­ბე­ნო, ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ასეა. მა­მა ის სარ­კეა, რომ ჩა­ვი­ხე­დავ და არა­სო­დეს მიმ­ტყუ­ნებს. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მე­ტი დრო ჰქონ­დეთ მა­მებს შვი­ლე­ბის­თ­ვის… რო­გორც ხე­დავთ, არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, ყო­ველ­თ­ვის მე­ნატ­რე­ბა მა­მა.

მოკ­ლედ მე გე­სა­უბ­რეთ ჩემს „დღი­უ­რებ­ზე“, ახ­ლა კი მინ­და ვი­სა­უბ­რო იმ ერთ ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც სიტყ­ვა „დღი­უ­რის“ ხსე­ნე­ბა­ზე მახ­სენ­დე­ბა. ეს არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გმი­რი და სი­ა­მა­ყე, მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი, რომ­ლის დღი­უ­რებ­ში შე­გიძ­ლი­ათ მთე­ლი მი­სი ცხოვ­რე­ბა ამო­ი­კითხოთ, ყვე­ლა გაგ­ვა­ო­ცა მის­მა აზ­რებ­მა, სურ­ვი­ლებ­მა – რო­გორ უნ­დო­და მოგ­ზა­უ­რო­ბა ევ­რო­პა­ში, სურ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ გათხოვ­დე­ბო­და, რო­გორ სწო­რად აფა­სებ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას… აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რ­ჩი მი­სი ნა­წე­რე­ბით, მსურს, რომ ახალ­მა თა­ო­ბა­მაც გა­იც­ნოს ის ჩემ­სა­ვით. არც ანე ფრან­კის, ამ მა­მა­ცი ადა­მი­ა­ნის, დღი­უ­რი დამ­ვიწყ­ნია, გო­გო­ნა­სი, რო­მელ­მაც ფა­შის­ტურ რე­ჟიმ­სა და სამ­ყა­როს და­უმ­ტ­კი­ცა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ არის, რაც ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი თა­ვის უძ­ვირ­ფა­სეს მე­გო­ბარს, დღი­ურს გა­ან­დო ოდეს­ღაც, ამა­ვე დღი­უ­რით კი ის მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო და შე­იყ­ვა­რა.

მას­წავ­ლე­ბელ­მა რო­ცა ეს თხზუ­ლე­ბა შინ და­ვა­ლე­ბად გაგ­ვა­ტა­ნა, ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­გორ მინ­დო­და, მო­ეს­მი­ნათ კლა­სე­ლებს, მა­თი გა­მე­გო, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ბევ­რი არ წერს, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რ­და ერ­თი, რო­მელ­მაც გვი­ამ­ბო, რომ დღი­უ­რებს წლე­ბია წერს, მე­რე მა­ლავს, მაგ­რამ სულ პო­უ­ლო­ბე­ნო. თურ­მე, რო­ცა უგ­როვ­დე­ბა, წვავს, მე გუ­ლი დამ­წყ­და. რო­ცა მას­წავ­ლე­ბელ­მა იკითხა, მე ხომ არ მოვ­ხ­ვ­დი შე­ნი დღი­უ­რის ამ­ბებ­შიო, მან თა­ვი და­უქ­ნია, დი­ა­ხო… გუ­ლი აუჩუყ­და მას­წავ­ლე­ბელს, კარ­გი დღე იყო, ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ დღი­უ­რებ­ზე…

ახ­ლა კი დროა გავ­ცეთ კითხ­ვას პა­სუ­ხი – „რის­თ­ვის ვწერთ დღი­უ­რებს?“. დღი­უ­რებს ვწერთ იმი­ტომ, რომ გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დეთ ტკი­ვი­ლი­სა და დარ­დის­გან. არას­დ­როს არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს დღი­უ­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რად­გან ის მხო­ლოდ სა­გა­ნი არ არის, შე­საძ­ლე­ბე­ლია, დღი­უ­რი იყოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­გი­გებთ და და­გეხ­მა­რე­ბათ. გირ­ჩევთ იპო­ვოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც, დღი­უ­რის მსგავ­სად, ენ­დო­ბით ან თუ უკ­ვე იპო­ვეთ, არ და­კარ­გოთ. ასე­ვე არას­დ­როს და­კარ­გოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დღი­უ­რიც, რად­გან ის და­გეხ­მა­რე­ბათ ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა­ში. მგო­ნია, რომ ეს წე­რი­ლიც დღი­უ­რის ერ­თი ფურ­ცე­ლი იყო, რო­მე­ლიც დღეს სა­მა­ლა­ვი­დან გა­მო­ვი­ტა­ნე და გა­ბე­დუ­ლად ხმა­მაღ­ლა დავ­წე­რე…

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები