24 ნოემბერი, კვირა, 2024

რის­თ­ვის გროვ­დე­ბა ფუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში

spot_img

სკო­ლა­ში ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ფარ­თოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ მან­კი­ე­რი პრო­ცე­სის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხდე­ბა.

თუმ­ცა, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დ­ოება­შიც და მშობ­ლებ­შიც ამ მოვ­ლე­ნის მი­მართ არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. მშო­ბელ­თა ერ­თი ნა­წი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა­ში ერ­თ­ვე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად სურ­ვი­ლი­სა თუ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წილს, მი­უ­ღებ­ლად მი­აჩ­ნია და თავს იკა­ვებს, რაც შემ­დეგ უთან­ხ­მო­ე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა და, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც კი ცვლის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რე­ა­ლუ­რად, რის­თ­ვის გროვ­დე­ბა ფუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში ან რა მიზ­ნი­თა და მე­თო­დე­ბი­თაა უმ­ჯო­ბე­სი თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა ამა თუ იმ სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის? ზო­გა­დად, რას ნიშ­ნავს „ფონ­დის ფუ­ლი“ და რო­გო­რია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

ამ სა­კითხებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ ვი­დე­ორ­გოლ­ში სა­უბ­რობს პრო­ექ­ტის „ჩარ­თე“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ მჭედ­ლიშ­ვი­ლი.

ვი­დე­ორ­გო­ლი მო­ამ­ზა­და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“, პრო­ექ­ტის „მშო­ბელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა სკო­ლა­ში ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის (USAID Civil Society Engagement Program) მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მშობ­ლებს შო­რის ხში­რად რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებს ვხვდე­ბით ხოლ­მე, ნა­წი­ლი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბა­ში უნ­და ჩაერ­თოს, მი­უ­ხე­და­ვად სურ­ვი­ლი­სა თუ ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა; მე­ო­რე ნა­წი­ლი კი, რა­დი­კა­ლუ­რად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა მსგავს პრო­ცე­სებს და ცდი­ლობს, არ­სად არ და­დოს თან­ხა. პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლის­თ­ვის, უმე­ტე­სად, გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია შემ­დ­გო­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ში­ში: რომ მი­სი შვი­ლის­თ­ვის დის­კომ­ფორ­ტი არ შე­იქ­მ­ნას ან არ იფიქ­რონ, რომ არ სურს სას­კო­ლო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თ­ვა. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბი ასეთ არ­გუ­მენ­ტ­ებსაც კი იყე­ნე­ბენ ხოლ­მე: „ასე­თი წე­სია“, „ყვე­ლა ასე იქ­ცე­ვა“. ფაქ­ტი ერ­თია, რომ სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბის პრაქ­ტი­კა, ხში­რად, გრძელ­ვა­დი­ა­ნი უთან­ხ­მო­ე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა, გარ­და ამი­სა, საკ­მა­ოდ დიდ დის­კომ­ფორტს ქმნის რო­გორც მშობ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც უშუ­ა­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მო იქ­მ­ნე­ბა.

⇑⇓ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა

გა­დაჭ­რით იმის თქმა, უნ­და გროვ­დე­ბო­დეს თუ არა თან­ხა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია მიზ­ნობ­რი­ო­ბა­სა და სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. ჩვენ ვერ ვიტყ­ვით იმას, რომ არაფ­რის­თ­ვის არ უნ­და შეგ­როვ­დეს, თუმ­ცა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გვეს­მო­დეს რის­თ­ვის და რა მე­თო­დე­ბით შე­ვაგ­რო­ვოთ თან­ხა სკო­ლა­ში.

სკო­ლა­ში მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და, ზო­გა­დად, სას­კო­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თ­ვის თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა არა­ერ­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ქვეყ­ნის პრაქ­ტი­კა­შია. ასეთ მა­გა­ლი­თებს აქ­ტი­უ­რად ვხვდე­ბით ამე­რი­კა­ში. ზო­გა­დად, ამე­რი­კა­ში სას­კო­ლო კულ­ტუ­რის ნა­წი­ლიც კია სას­კო­ლო ფონ­დე­ბი, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი რო­გორც მშობ­ლე­ბი, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბიც. მსგავ­სი პრაქ­ტი­კა გვხვდე­ბა, ასე­ვე, დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში.

ზო­გა­დად, სას­კო­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ში მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა, თუნ­დაც, თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს აუმ­ჯო­ბე­სებს გა­რე­მოს და მი­სი შვი­ლის­თ­ვის უფ­რო კომ­ფორ­ტულ­სა და ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულს ხდის.

⇑⇓ ქარ­თუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა

რო­გო­რია პრაქ­ტი­კა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და რის­თ­ვის ვაგ­რო­ვებთ სკო­ლებ­ში ფულს? უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­გორც მშობ­ლე­ბი თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნა­ვენ, ეს არის სა­ჩუქ­რე­ბის ფუ­ლი, რო­მე­ლიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გროვ­დე­ბა. ხში­რად, ეს სა­ბა­ზი­სო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თ­ვის თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბის პრო­ცე­სია ან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეტა­პობ­რი­ვად მივ­ყ­ვეთ, რის­თ­ვის ღირს ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, გარ­კ­ვე­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა ან უშუ­ა­ლოდ პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რე­ბის­თ­ვის გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თ­ვა. ყვე­ლა­ზე ხში­რად, რო­გორც მშობ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, თან­ხა გროვ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჩუქ­რე­ბის­თ­ვის, ში­და სივ­რ­ცის მოწყო­ბის­თ­ვის ან სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის­თ­ვის. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ სა­ჭი­რო­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი გზის და მე­თო­დის არ­ჩე­ვა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის: თუ თან­ხას ვაგ­რო­ვებთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ან ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მის­თ­ვის, სა­ჭი­როა გვეს­მო­დეს, რომ ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი პრო­ცე­სი უნ­და იყოს და არა იძუ­ლე­ბი­თი, არ უნ­და და­წეს­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა, რად­გან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იზღუ­დე­ბა იმ მშობ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, ვი­საც არ აქვს სურ­ვი­ლი, ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში ან, უბ­რა­ლოდ, არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მშობ­ლის უფ­ლე­ბებ­ზე, აქ აუცი­ლე­ბე­ლია გან­ვ­მარ­ტოთ, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლებს იძუ­ლე­ბით უწევთ და­თან­ხ­მე­ბა, რად­გან ში­ში აქვთ, რომ მა­თი უარი, შემ­დ­გომ­ში, გარ­კ­ვე­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე აისა­ხე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მა­თი შვი­ლე­ბის მი­მართ შე­იც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე­თი პრაქ­ტი­კაც არ­სე­ბობს, რო­დე­საც სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მა კონ­კ­რე­ტულ სი­ას­თან ერ­თად ხდე­ბა და სწო­რედ ეს იწ­ვევს ხოლ­მე გარ­კ­ვე­ულ და­ძა­ბუ­ლო­ბას. მსგავ­სი მა­გა­ლი­თე­ბი ქმნის მან­კი­ერ პრაქ­ტი­კას, რის გა­მოც ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბის ხსე­ნე­ბა მშობ­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვაა სკო­ლებ­ში. არა­და, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვ­დეთ მშობ­ლებს, რის­თ­ვი­საც მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ეს უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე მოქ­მე­დებს და ხში­რად უარს ამ­ბო­ბენ, გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე.

⇑⇓ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი

არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, პირ­ველ რიგ­ში, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის სწო­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ. მა­გა­ლი­თის­თ­ვის რომ ავი­ღოთ – თუ არ­სე­ბობს რა­ღაც გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც სკო­ლის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტით, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­დეთ. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მშო­ბელ­მა იცო­დეს, რა ბი­უ­ჯე­ტი აქვს სკო­ლას და რა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა შე­უძ­ლია, რომ პირ­და­პირ სა­კუ­თარ თავ­ზე არ აიღოს ეს ხარ­ჯი და ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბის არ­სე­ბუ­ლი მე­თო­დი არ გა­მო­ი­ყე­ნოს. მათ შო­რის, შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში მოგ­ვა­რე­ბის გა­წე­რა ბი­უ­ჯეტ­ში. თუ, ვთქვათ, სკო­ლის ბი­უ­ჯე­ტი ვერ სწვდე­ბა, შემ­დ­გომ უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია მე­რი­ას ან გამ­გე­ო­ბას მივ­მარ­თოთ, რად­გან სწო­რედ მათ ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დის სკო­ლის, მა­გა­ლი­თად, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა. თუ საქ­მე სხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან გვაქვს, მა­გა­ლი­თად, რე­სურ­სე­ბის შე­ძე­ნა ან არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა სკო­ლა­ში, სივ­რ­ცის მოწყო­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, შეგ­ვიძ­ლია სხვა ტი­პის კამ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა, მა­გა­ლი­თად, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის შეკ­რე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და ამ პრო­ცეს­ში, გარ­და მშობ­ლე­ბი­სა, სხვა აქ­ტო­რე­ბის ჩარ­თ­ვა.

⇑⇓ „სხვა“ ფონ­დის ფუ­ლი

ფონ­დის ფუ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თ­ვის ნაც­ნო­ბია და ყვე­ლას გვქო­ნია შე­ხე­ბა ამ თე­მას­თან, საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ ბევრ გან­ვით­არე­ბულ ქვე­ყა­ნა­შიც. თუმ­ცა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ისაა, რომ ამ კონ­კ­რე­ტულ ფონ­დ­ში ფი­ნან­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა იქ სხვა მე­თო­დით ხდე­ბა – უფ­რო მე­ტად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩარ­თუ­ლო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის გარ­და, შე­საძ­ლოა ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თი სა­ერ­თო მი­ზა­ნი აერ­თი­ა­ნებთ – თა­ვი­ანთ სკო­ლა­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ გა­რე­მო. ფონ­დის ფულს, რო­მელ­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ და რო­გორც „სხვა“ ფონ­დის ფულს – ასეც მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, მთა­ვა­რი და­დე­ბი­თი რაც აქვს, არის ის, რომ უფ­რო გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სია და ფონ­დი არ იქ­მ­ნე­ბა ერ­თი რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის­თ­ვის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი თან­ხი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ალ­ბათ, უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ დღეს არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მა­ინც მან­კი­ე­რია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საკ­მა­ოდ დი­დი საქ­მე­ე­ბი კეთ­დე­ბა სწო­რედ ამ მე­თო­დით. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს და სკო­ლის მხრი­და­ნაც მოხ­დეს ხაზ­გას­მა, რომ მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ხში­რად აგ­რო­ვე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თ­ვის თან­ხებს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხდე­ბი­ან – სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან ერ­თად ზრუ­ნა­ვენ სას­კო­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ბა­ზი­სო სა­კითხე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზეც. სას­კო­ლო რე­სურ­სე­ბის­თ­ვის თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მხო­ლოდ მშო­ბელს არ ეკის­რე­ბო­დეს. იმის­თ­ვის, რომ ეს პრო­ცე­სი უფ­რო გა­მარ­თუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს, კარ­გი იქ­ნე­ბო­და პრო­ცეს­ში რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა, რად­გან სწო­რედ ამ სამ რგოლს უკეთ ეს­მის სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა, მათ შო­რის, რა არის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და შე­უძ­ლი­ათ ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მონ გარ­კ­ვე­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბი, რო­მე­ლიც ამ კონ­კ­რე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბას მო­აგ­ვა­რებს. რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა? მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით ისი­ნი იღე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას, რო­გორ გა­ერ­თი­ან­დ­ნენ სა­ერ­თო სა­ზო­გა­დო სი­კე­თის­თ­ვის და რო­გორ მო­ი­ძი­ონ თუნ­დაც და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად.

⇑⇓ რას ფიქ­რო­ბენ მშობ­ლე­ბი

თე­მა რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რია და პრობ­ლე­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, ამის და­დას­ტუ­რე­ბა, ალ­ბათ, ყო­ველ მე­ო­რე მშო­ბელს შე­უძ­ლია, თუმ­ცა, თან­ხის შეგ­რო­ვე­ბის დროს, უთან­ხ­მო­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თავს იკა­ვე­ბენ გაპ­რო­ტეს­ტე­ბის­გან და მა­ინც დე­ბენ და­სა­ხე­ლე­ბულ თან­ხას, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ მა­თი შვი­ლი არ გახ­დეს თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ან ჩაგ­ვ­რის ობი­ექ­ტი. ნა­წი­ლი პი­რის­პირ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გა­ნაც კი იკა­ვებს თავს. თუმ­ცა, ვი­დე­ორ­გო­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მა­ინც მოჰ­ყ­ვა იმ გამ­ბე­და­ვი და სწო­რად მო­აზ­როვ­ნე მშო­ბელ­თა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ, დი­ახ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მან­კი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი გა­უ­თა­ვე­ბელ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბას, რომ­ლის მიზ­ნა­დაც, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ჩუქ­რის ყიდ­ვას ასა­ხე­ლე­ბენ. ამ გამ­ბე­და­ვი მშობ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ, თუმ­ცა, მა­თი აზ­რი სა­ჯა­როდ გა­მოგ­ვაქვს, რად­გან, ალ­ბათ, ათა­სო­ბით მშობ­ლის აზრს ახ­მო­ვა­ნე­ბენ და რე­ა­ლურ სუ­რათს გვიჩ­ვე­ნე­ბენ რა­ტომ, რა მიზ­ნით გროვ­დე­ბა ჩვენს სკო­ლებ­ში ფუ­ლი.

„ამ მავ­ნე საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ა­ზე პრო­ტეს­ტი­სა და სკო­ლა­ში ბევ­რი ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი რა­მის გა­მო, ყვე­ლა დის­ტან­ცი­რებ­და ჩემ­გან ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ კერ­ძო სკო­ლა­ში, დი­დუ­ბე­ში — დამ­რი­გე­ბე­ლიც და მშობ­ლე­ბიც. დამ­რი­გე­ბელს, ყო­ველ­თ­ვე, პირ­და­პირ ან­გა­რიშ­ზე ურიცხავ­დ­ნენ და­მა­ტე­ბით თან­ხას, ხელ­ფა­სი და­ბა­ლი აქ­ვ­სო, თა­ნაც უკეთ მი­ხე­დავს ჩვენს შვი­ლებ­სო (აი, ეს „უკეთ მი­ხე­დავს“ ვე­რა­სო­დეს გა­ვი­გე)! დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე ხომ თა­ვის­თა­ვად… ეს ტრა­დი­ცია დღე­საც გრძელ­დე­ბა.“

⇔ „და­საწყის­ში ერ­თე­უ­ლი მშობ­ლე­ბი ვართ ამ მან­კი­ე­რი ტრა­დი­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი. ნელ-ნე­ლა, სხვე­ბიც შე­მოგ­ვი­ერ­თ­დე­ბი­ან. მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელს აწერს შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და თა­ნახ­მაა, კონ­კ­რე­ტუ­ლი ანაზღა­უ­რე­ბის და პი­რო­ბე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, იმუ­შა­ოს მოს­წავ­ლე­ებ­თან. თუ უკ­მა­ყო­ფი­ლოა ანაზღა­უ­რე­ბით, დამ­საქ­მე­ბელ­თან უნ­და ისა­უბ­როს ამა­ზე და სა­თა­ნა­დო ზო­მებს მი­მარ­თოს. მშობ­ლე­ბი მხო­ლოდ ზი­ანს აყე­ნე­ბენ თა­ვი­ანთ შვი­ლებს და ქვეყ­ნის მო­მა­ვალს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის თან­ხის ან ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბით.

სკო­ლა­ში უნ­და აიკ­რ­ძა­ლოს ზედ­მე­ტი სა­ჩუქ­რე­ბის ცვე­ნა! სხვა თუ რა­მე კონ­კ­რე­ტუ­ლია სა­ჭი­როა, ეგ სხვა სა­კითხია და არა და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა!“

⇔ „პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა ამ ძა­ლი­ან მავ­ნე და მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხის წა­მო­წე­ვის­თ­ვის. მთე­ლი ბავ­შ­ვო­ბა ხომ გამ­წა­რე­ბუ­ლი მქონ­და ამ „ფონ­დის ფუ­ლით“, რამ­დენ­ჯერ მო­უ­ყე­ნე­ბია შე­უ­რაცხ­ყო­ფა მას­წავ­ლე­ბელს ამის გა­მო ვერც დავ­თ­ვ­ლი… ახ­ლაც იგი­ვე გრძელ­დე­ბა, თით­ქ­მის ყვე­ლა სკო­ლა­ში, ოღონდ ამ­ჯე­რად ეს მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის ბრა­ლია. წე­ლი­წად­ში ხუთ­ჯერ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ფუ­ლის აგ­რო­ვე­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა კი არა, მატ­რაკ­ვე­ცო­ბაა! თან ეს ჩა­დე­ბუ­ლი სი­ე­ბი, უკი­დუ­რე­სი სა­ძაგ­ლო­ბაა! პი­რა­დად მე, ამას პა­ტი­ვის­ცე­მად ვერ აღ­ვიქ­ვამ და უარს ვამ­ბობ მსგავს აქ­ტი­ვო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, რის გა­მოც ბევ­რ­ჯერ გავ­ხ­დი და­ნარ­ჩე­ნი მშობ­ლე­ბის აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტი. სკო­ლის და პე­და­გო­გე­ბის მხრი­დან უნ­და იკ­რ­ძა­ლე­ბო­დეს სკო­ლა­ში მსგავ­სი „პა­დარ­კე­ბით“ სირ­ბი­ლი, შემ­დეგ უკ­ვე მშობ­ლე­ბიც და­ა­ნე­ბებ­დ­ნენ თავს მას­წავ­ლებ­ლის „პა­ტი­ვის­ცე­მის­თ­ვის“ ფუ­ლის აგ­რო­ვე­ბას. თუმ­ცა, მე არ მი­ნა­ხავს არც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ვინც სა­ჩუ­ქარ­ზე უარი თქვა, ან მშობ­ლებს შემ­დე­გი სა­ჩუქ­რის მირ­თ­მე­ვა აუკ­რ­ძა­ლა, ან ჩა­დე­ბუ­ლი სია გა­აპ­რო­ტეს­ტა.“

⇔ „თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბელს უნ­და პა­ტი­ვი სცეს რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბელს, სხვას ნუ მო­უ­წო­დებს და ნუ ავალ­დე­ბუ­ლებს თან­ხის და­დე­ბას.“

⇔ „ჩვენ­თან ფონ­დის ფუ­ლის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად ხდე­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში კო­ლექ­ტი­უ­რი თან­ხის აგ­რო­ვე­ბა კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვაა, თუმ­ცა ამას არა­ვინ აკონ­ტ­რო­ლებს. ეს არის სა­ში­ნე­ლი მე­თო­დი „პა­ტი­ვის­ცე­მის“, რაც ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც ამა­ხინ­ჯებს.“

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები