27 ივლისი, შაბათი, 2024

რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება შეიქმნება

spot_img

2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა რეფერირების წესი, რომლის მიზანი, ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის გზით, რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, დანაშაულის პრევენციაა. ახალი წესით განისაზღვრა რეფერირების ეტაპები, რომელიც რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა გამოვლენას, მათი საჭიროებების შესწავლას და შესაბამის პროგრამებში ჩართვას მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, რთული ქცევის მქონე მოზარდებისთვის შეიქმნება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება“ იქნება.

ასეთი დაწესებულების შექმნამდე კი, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების ფუნქციებს, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე, ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა (სკოლა-პანსიონი) შეასრულებს. სკოლა-პანსიონში 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მყოფი არასრულწლოვნების ამ წესის მიხედვით ხელახალ შეფასებას კი, 2020 წლის პირველ აპრილამდე, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი განახორციელებს.

მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდა.

რეფერირების წესის მიხედვით, ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია – არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სათანადო სპეციალიზაციის მქონე თანამშრომლები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სხვა სპეციალისტებთან ერთად აფასებენ არასრულწლოვნის ინდივიდუალურ საჭიროებებს, სოციალურ გარემოს, უსმენენ მას, კონსულტაციას უწევენ მის კანონიერ წარმომადგენელს/ფაქტობრივ მზრუნველს, გადაწყვეტილებას იღებენ არასრულწლოვნის რეფერირების, მათ შორის, ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების/ცვლილების/შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული წესი ვრცელდება რთული ქცევის მქონე 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიმართ დაწყებულია განრიდების პროცესი, ან მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელის სახით მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. წესი ასევე გავრცელდება 7-დან 14 წლამდე ასაკის იმ არასრულწლოვნებზე, რომლებთან მიმართებაშიც კომპეტენტური უწყებების მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა დაუშვებელია. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავს ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში შესაძლებელია 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის გაგზავნა ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის შუამდგომლობაში განსაზღვრული ვადით. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი სასწავლო სემესტრის ხანგრძლივობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არასრულწლოვანს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით, ცენტრის სპციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, გაუხანგრძლივდება არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა.

⇒ „არასრულწლოვნის ვინაობის, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია და სხვა პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრისა და რეფერირების პროცედურებში ჩართული უწყებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად“.

ლალი ჯელაძე 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები