9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

რთუ­ლი ქცევის მოს­წავ­ლე­ე­ბი და მათ­თან მუ­შა­ო­ბა

spot_img

მაია აბაშვილი
სსიპ თბი­ლი­სის №76 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი (I-IV) კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ალ­ბათ ყვე­ლა პე­და­გო­გი, ვი­საც მოს­წავ­ლე­ებ­თან ცო­ტა ხნით მა­ინც უმუ­შა­ვია, და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ სკო­ლებ­ში ხში­რია პრობ­ლე­მა ე.წ. რთუ­ლი ქცე­ვის მოს­წავ­ლე­ებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც არ ჭრის სწავ­ლე­ბის იგი­ვე მე­თო­დე­ბი, რო­გო­რიც და­ნარ­ჩე­ნებ­თან. რო­გორ ვიქ­ცე­ვით ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, „გა­ვე­ჯიბ­როთ“ მოს­წავ­ლეს და მუდ­მი­ვად გვქონ­დეს მას­თან „ომი“? მუდ­მი­ვად შე­ნიშ­ვ­ნე­ბი მივ­ცეთ? კლა­სის წი­ნა­შე შე­ვარ­ცხ­ვი­ნოთ? ხში­რად და­ვი­ბა­როთ მშო­ბე­ლი და მათ წი­ნა­შე ვლან­ძღოთ? რა თქმა უნ­და, არა! ყვე­ლა მოს­წავ­ლე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და თა­ვი­სე­ბურ მიდ­გო­მას მო­ითხოვს. თუ პე­და­გო­გი მოს­წავ­ლეს­თან სა­ერ­თო ენას ვერ გა­მო­ნა­ხავს, ისიც და­ი­ტან­ჯე­ბა და მოს­წავ­ლეც, შე­დე­გი იქ­ნე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი – ჯიბ­რი და იძუ­ლე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. პე­და­გოგს უნ­და უყ­ვარ­დეს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე, მი­სი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბით, უნ­და ჩა­ე­ჭი­დოს და­დე­ბით თვი­სე­ბებს და აქ­ცი­ოს ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­სა­ღებ წევ­რად.

მრა­ვა­ლი კვლე­ვა ცხად­ყოფს, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად აღე­ნიშ­ნე­ბათ ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი, უკი­დუ­რე­სად მძი­მე პი­რო­ბებ­ში იზ­რ­დე­ბი­ან: ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას გა­ნიც­დი­ან, ვერ გრძნო­ბენ ყუ­რადღე­ბას უფ­რო­სე­ბი­სა და თა­ნა­ტო­ლე­ბის მხრი­დან, სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რო­ბენ და, ხში­რად, კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხ­ვე­ვე­ბის მოწ­მე­ნიც კი ხდე­ბი­ან. შე­საძ­ლოა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მათ ქცე­ვას არ ამარ­თ­ლებს, მაგ­რამ მი­ზე­ზე­ბის გარ­კ­ვე­ვი­სა და პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას უდა­ვოდ გვაძ­ლევს.

რო­გორ შევ­ქ­მ­ნათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია კლას­ში? ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბაა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბას მო­ითხოვს, და­გეგ­მილ სტრა­ტე­გი­ა­სა და ტაქ­ტი­კას ეფუძ­ნე­ბა. პე­და­გო­გის მხარ­და­ჭე­რა მოს­წავ­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტიც კი აღ­მოჩ­ნ­დეს, რად­გან წარ­მა­ტე­ბა მი­სი ში­ნა­გა­ნი ძა­ლის ერ­თა­დერ­თი წყა­როა, რო­მე­ლიც სიძ­ნე­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის ენერ­გი­ა­სა და სწავ­ლის სურ­ვილს ბა­დებს.

ზოგ მას­წავ­ლე­ბელს სჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნის ქცე­ვას და­ჯილ­დო­ე­ბა-დას­ჯა გა­ნა­პი­რო­ბებს და გა­რე­გა­ნი სტი­მუ­ლე­ბი გვა­ი­ძუ­ლებს ამის გა­კე­თე­ბას. სხვე­ბი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბი­სა და პი­რა­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბას აღი­ა­რე­ბენ. ცხა­დია, გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენ­ზე, მაგ­რამ არ გვა­ყა­ლი­ბებს. ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბი­სა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი ჩვენ­ვე ვართ. ადა­მი­ა­ნო­ბის არ­სი მდგო­მა­რე­ობს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, არ­ჩე­ვან­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა­ში – სწო­რედ ეს უნ­და ას­წავ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს.

რა თქმა უნ­და, სკო­ლის ხერ­ხე­მა­ლი პე­და­გო­გია. სწო­რედ ის გან­საზღ­ვ­რავს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­სა და მიდ­გო­მებს. მას­წავ­ლე­ბელს უნ­და სჯე­რო­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია, რო­გორც ერთ იგავ­შია: ერთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­და სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი ბრძე­ნი. მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში იყო კა­ცი, რო­მელ­საც მი­სი შურ­და და გა­დაწყ­ვი­ტა, ისე­თი კითხ­ვა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ ბრძენს პა­სუ­ხი ვერ გა­ე­ცა. წა­ვი­და მინ­დორ­ში, და­ი­ჭი­რა პე­პე­ლა, მო­იმ­წყ­ვ­დია ხელ­ში და იფიქ­რა: „ბრძენს ვკითხავ, მუჭ­ში მოქ­ცე­უ­ლი პე­პე­ლა მკვდა­რია თუ ცოცხა­ლი; თუ მეტყ­ვის, ცოცხა­ლიაო, მუჭს მო­ვუ­ჭერ და პე­პე­ლა მოკ­ვ­დე­ბა; თუ მეტყ­ვის, მკვდა­რიაო, გავ­შ­ლი ხელს და პე­პე­ლა გაფ­რინ­დე­ბა. აი, მა­შინ გა­ი­გებს ყვე­ლა, რო­გო­რი ბრძე­ნია“. ასეც მო­იქ­ცა. პე­პე­ლა და­ი­ჭი­რა და ბრძენს ჰკითხა, ცოცხა­ლია თუ მკვდა­რიო? და მა­შინ კაც­მა, რო­მე­ლიც მარ­თ­ლა ბრძე­ნი იყო, უპა­სუ­ხა: „ყვე­ლა­ფე­რი შენ ხელ­თაა“. მას­წავ­ლე­ბე­ლი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს და მოს­წავ­ლეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა ჩა­უ­ნერ­გოს. კრის­ტო­ფერ ემი­დის, თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბის ავ­ტო­რის, აზ­რით, მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ფლობ­დეს ერ­თ­გ­ვარ მა­გი­ას, რომ­ლი­თაც ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს კლას­ზე. ცნო­ბი­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მეტს მის­გან სწავ­ლობს, ვინც უყ­ვარს. პე­და­გო­გის ამო­ცა­ნაა, თა­ვი შე­აყ­ვა­როს მოს­წავ­ლე­ებს. ამის­თ­ვის კი უბ­რა­ლო რა­მაა სა­ჭი­რო: თვი­თონ უყ­ვარ­დეს, თუნ­დაც ხში­რად სა­პა­სუ­ხოდ ვერ იღებ­დეს ისე­თი­ვე სით­ბოს, რო­გორ­საც გას­ცემს.

ყო­ველ­დღი­უ­რად, საკ­ლა­სო ოთახ­ში, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა უნ­და შევ­ქ­მ­ნათ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მთა­ვა­რია თბი­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხე, ყო­ველ­გ­ვა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კლა­სის ზღურ­ბ­ლ­თან უნ­და დავ­ტო­ვოთ და კლას­ში ბედ­ნი­ე­რი და იმე­დი­ა­ნი შე­ვი­დეთ. ჩვე­ნი ამ­გ­ვა­რი გან­წყო­ბა გა­დამ­დე­ბი იქ­ნე­ბა და მოს­წავ­ლე­ებს და­ა­ვიწყებს იმას, რაც გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბამ­დე აწუ­ხებ­დათ. ისი­ნი მზად იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მათ­თან ერ­თად დაგ­ვე­უფ­ლე­ბა გან­ც­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვ­ლე­ბა. ეფექ­ტუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ იყოთ, და­უ­ახ­ლოვ­დით მოს­წავ­ლე­ებს. გა­ი­გეთ, რა აღელ­ვებთ, რა უხა­რი­ათ, რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვთ. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გზე­ბის გა­მო­ნახ­ვა­ში. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ უამ­ბოთ თქვენ შე­სა­ხე­ბაც. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია გა­არ­კ­ვი­ოთ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის სწავ­ლე­ბის სტი­ლი, ვინ რა გზით ით­ვი­სებს, რა­თა შეძ­ლოთ მათ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბა. გა­ი­ცა­ნით მა­თი მშობ­ლე­ბი. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, არა­მედ აუცი­ლე­ბე­ლი. კო­ლე­გებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა  და­ამ­ყა­რეთ. უფ­რო გა­გი­ი­ოლ­დე­ბათ საქ­მე, თუ ყო­ველ­მ­ხ­რივ მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებთ სკო­ლა­ში თუ მის გა­რეთ.

სწავ­ლის პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლეს, შე­საძ­ლოა, ხე­ლი შე­უ­შა­ლოს და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლით გა­მოწ­ვე­ულ­მა ემო­ცი­ებ­მა. მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც შეშ­ფო­თე­ბას გა­ნიც­დის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის გა­მო, უმე­ტე­სად თავს არ თვლის კომ­პე­ტენ­ტუ­რად, არ ენ­დო­ბა სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ხში­რად ეჭ­ვ­ქ­ვეშ აყე­ნებს სა­კუ­თარ პა­სუ­ხებს ან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის სის­წო­რეს. რო­დე­საც ემო­ცი­ე­ბი ხელს უშ­ლის მოს­წავ­ლეს თვით­რ­წ­მე­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში, მან შე­იძ­ლე­ბა უარი თქვას სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე, სა­კუ­თა­რი ან სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის სურ­ვი­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჯგუ­ფუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, რო­დე­საც ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მა­ღა­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ზე. ნე­გა­ტი­ურ­მა ემო­ცი­ებ­მა შე­საძ­ლოა კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­აგ­დოს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე. ასეთ დროს მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი საკ­მა­ოდ დი­დია. მას შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს მოს­წავ­ლე­ებს უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში. მრა­ვალ­ჯე­რა­დი პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი, შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბა კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით, მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვა ისეთ პრო­ექ­ტებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სა­დაც ის თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნობს და შეძ­ლებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მოვ­ლე­ნას, კონ­კ­რე­ტუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა, პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რის აღი­ა­რე­ბა და სხვა მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, გა­ნიმ­ტ­კი­ცონ თვით­რ­წ­მე­ნა და გახ­დ­ნენ უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი. უფ­რო მე­ტიც, მოს­წავ­ლეს უნ­და გა­უჩ­ნ­დეს რწმე­ნა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მასზე ზრუ­ნავს, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა­სა და მოს­წავ­ლე­ზე.

ას­წავ­ლეთ მოს­წავ­ლე­ებს კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის გა­დაჭ­რის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბი, მა­თი მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბა. გა­ა­აზ­რე­ბი­ნეთ, რომ კონ­ფ­ლიქ­ტი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და მთა­ვა­რია, ვი­ცო­დეთ რო­გორ გა­დავ­ჭ­რათ ის პო­ზი­ტი­უ­რად, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით: აღ­ჭურ­ვეთ იმ უნა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა სხვებ­თან ეფექ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის, და­ეხ­მა­რეთ იმ ემო­ცი­ე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს რო­გორც ში­და პი­როვ­ნულ, ასე­ვე სხვებ­თან უთან­ხ­მო­ე­ბას; ხე­ლი შე­უწყ­ვეთ მოს­წავ­ლე­ებს, ნე­ბის­მი­ერ მოვ­ლე­ნა­ში შეძ­ლონ და­დე­ბი­თის და­ნახ­ვა, ასე­ვე სხვი­სი პო­ზი­ცი­ი­დან სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­ქ­მა და სა­კუ­თარ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­აზ­რე­ბა.

და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვა ხში­რად არას­ტა­ბი­ლურ თვით­შე­ფა­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტი მო­ლო­დი­ნე­ბი აქვთ სხვა ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ მა­თი საქ­ცი­ე­ლის მო­წო­ნე­ბის მხრივ. ნე­ბის­მი­ერ­მა შემ­თხ­ვე­ვამ, რო­მე­ლიც ეჭ­ვ­ქ­ვეშ და­ა­ყე­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ­გ­ვარ ხედ­ვას, შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვის აგ­რე­სი­უ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქცე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ გზით ის შე­ეც­დე­ბა, თა­ვი აარი­დოს თვით­შე­ფა­სე­ბის და­ცე­მას. ად­რე­ულ ასაკ­ში ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ნაკ­ლე­ბად აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბი და ისი­ნი ხში­რად პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბი­ან თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, ბევ­რი მათ­გა­ნი, შე­საძ­ლოა, თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­რი­ყუ­ლიც აღ­მოჩ­ნ­დეს, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მა­ინც მო­ა­ხერ­ხებს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი, უმ­თავ­რე­სად, ერ­თ­მა­ნეთ­თან მე­გობ­რო­ბენ და არა სხვა ბავ­შ­ვებ­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე ფაქ­ტო­რის, რთუ­ლი ქცე­ვის მქო­ნე თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ად­რე­ულ ასაკ­ში გამ­ჟ­ღავ­ნე­ბუ­ლი ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის, არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბას.

მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ეცა­დოს, რომ ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს მუდ­მი­ვად რა­ი­მე სა­ფიქ­რა­ლი ან სა­მუ­შაო ჰქონ­დეს გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მან აქ­ტი­უ­რო­ბა უნ­და მოს­თხო­ვოს რო­გორც ძლი­ერს, ისე სუს­ტი და რთუ­ლი ქცე­ვის მოს­წავ­ლე­ებს. ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, პე­და­გოგს შე­უძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ნი­კას მი­მარ­თოს: დას­ვას შე­კითხ­ვე­ბი, მის­ცეს მოს­წავ­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე წა­მი პა­სუ­ხის მო­სა­ფიქ­რებ­ლად, შე­ა­ქოს სწო­რი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მის­ცეს მი­თი­თე­ბა, მი­ნიშ­ნე­ბა, თუ მოს­წავ­ლე ვერ რის­კავს, ეჭ­ვი ეპა­რე­ბა თა­ვის პა­სუხ­ში. გა­და­ა­მოწ­მოს, რამ­დე­ნად სწო­რად გა­ი­გო ყვე­ლამ და­ვა­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცია. მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს არ მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბა უნ­და მის­ცეს, ქცე­ვის უნა­რე­ბი გა­ნუ­ვი­თა­როს, არა­მედ აუცი­ლებ­ლად სა­სი­ცოცხ­ლო უნარ-ჩვე­ვე­ბი უნ­და გა­მო­უ­მუ­შა­ვოს, რი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლე­ბენ.

ეს პრო­ცე­სი სა­სურ­ვე­ლია მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს. მოს­წავ­ლე­ებს გა­მო­ვუ­მუ­შა­ვოთ ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ: გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, მე­გობ­რო­ბა, მოთ­მი­ნე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, სი­მა­მა­ცე, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის გრძნო­ბა. უნ­და გვახ­სოვ­დეს , რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი აქვს და მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან და­უშ­ვე­ბე­ლია ვინმეს გა­მორ­ჩე­ვა, ეს გა­მო­იწ­ვევს მოს­წავ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვას და რთუ­ლი ქცე­ვის ბავ­შ­ვე­ბში აგ­რე­სი­ის გა­ჩე­ნას.

აუცი­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლებ­ლის კონ­სულ­ტა­ცია თუ დახ­მა­რე­ბა კონ­კ­რე­ტულ მიზ­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს და არ იყოს ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის. კონ­კ­რე­ტუ­ლი რჩე­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ხელს უწყობს მშობ­ლე­ბის პე­და­გო­გი­ურ გა­ნათ­ლე­ბას. პე­და­გოგს აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კითხებ­ში, ხო­ლო ოჯახს – ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო და მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლის გა­რეთ ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ასეთ დროს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ურ­თი­ერ­თ­ნ­დო­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს გვაძ­ლევს.

კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­ლექ­ტის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, სა­შუ­ა­ლოდ, რამ­დე­ნი­მე ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა მა­თი­ვე თა­ნა­ტო­ლე­ბის ინ­ტე­ლექ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბელს. სხვა­ო­ბა კი­დევ უფ­რო დი­დია ისეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, რო­ცა ბავშვს ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან აღე­ნიშ­ნე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ვერ­ბა­ლუ­რი უნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტით, რა­მაც, შე­საძ­ლოა, ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს მოს­მე­ნი­სა და კითხ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით ათ­ვი­სე­ბის უნარ­ზე, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნარ­ზე, ზე­პირ და წე­რით მეტყ­ვე­ლე­ბა­ზე.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ინ­ტე­ლექ­ტის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ბავშვს ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბი აუცი­ლებ­ლად ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბა. ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სირ­თუ­ლე­ებს აწყ­დე­ბი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლა­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა ფაქ­ტებ­მა, შე­საძ­ლოა,ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლის ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს, კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ აკა­დე­მი­უ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არ არის, გან­სა­კუთ­რე­ბით – ად­რე­ულ ასაკ­ში. ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის გარ­კ­ვე­ულ ელე­მენ­ტებს ხომ ბევ­რი ბავ­შ­ვი სკო­ლა­ში შეს­ვ­ლამ­დე ამ­ჟ­ღავ­ნებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, პრობ­ლე­მებს სა­ერ­თო ფაქ­ტო­რე­ბი – ნე­ი­როფ­სი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ მეტყ­ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვე­ბი, ან არა­ხელ­საყ­რე­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბი გან­საზღ­ვ­რავს. ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ენის ათ­ვი­სე­ბი­სა და კითხ­ვის ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის კუთხით. თუმ­ცა, თუ ქცე­ვით პრობ­ლე­მებს ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მი არ ახ­ლავს, ამ ბავ­შ­ვე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, აღ­ნიშ­ნულ კომ­პო­ნენ­ტებ­ში, თა­ნა­ტოლ­თა მოს­წ­რე­ბის­გან არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. ამ­რი­გად, ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბი აკა­დე­მი­ურ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას მხო­ლოდ ყუ­რადღე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა და ჰი­პე­რაქ­ტი­ვო­ბის სინ­დ­რო­მის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში უკავ­შირ­დე­ბა.

ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა უფ­რო ად­ვი­ლი და ეფექ­ტუ­რია შე­და­რე­ბით უმ­ც­რო­სი ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში. ად­რე­ულ ასაკ­ში რის­კ­ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბი­თა და დამ­ცა­ვი ფაქ­ტო­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით, მეტ-ნაკ­ლე­ბად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მო­მა­ვალ­ში, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვის, თა­ნა­ტო­ლე­ბის მი­ერ გა­რიყ­ვის, და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის, ქცე­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის თა­ვი­დან აცილ­ე­ბა.

კვლე­ვე­ბიც და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც ცხად­ყოფს, რომ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი შე­დე­გი კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას აქვს. კერ­ძოდ, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი მშობ­ლე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის აქ­ტი­ურ როლს და ბავ­შ­ვე­ბი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა მოს­წავ­ლე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას, რამ­დე­ნა­დაც სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ხში­რად და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. სწავ­ლის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ ისეთ სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა საკ­ლა­სო ოთახ­ში მოქ­ცე­ვა, ურ­თი­ერ­თო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი, პი­როვ­ნუ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

სწავ­ლის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი ხში­რად აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან ყვი­რილ­ში, ჩხუბ­ში, წა­კინ­კ­ლა­ვე­ბა­ში. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ასეთ საქ­ცი­ელს ხში­რად „არა­ნორ­მა­ლურს“ უწო­დე­ბენ და თვლი­ან, რომ ასე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი ცუდ მა­გა­ლითს აძ­ლე­ვენ და­ნარ­ჩე­ნებს, თუმ­ცა ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ მოს­წავ­ლეს ახა­სი­ა­თებ­დეს. სწავ­ლის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბი­სა და ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ცხად­ყოფს, რომ მათ ნაკ­ლე­ბად ჰყავთ მე­გობ­რე­ბი, ხში­რად ისი­ნი უარ­ყო­ფი­ლი არი­ან თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან, მათ პრობ­ლე­მებ­ზე ხში­რად სა­უბ­რო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. ამ პრობ­ლე­მის წარ­მო­შო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ის, რომ ვერ ხერ­ხ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩაბ­მა სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მე­გობ­რებ­თან დი­ა­ლოგ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში არ არი­ან დარ­წ­მუ­ნე­ბულ­ნი, სა­უ­კე­თე­სოა ე.წ. „მი­კუთ­ვ­ნე­ბის“ ტრე­ნინ­გი, რომ­ლის აზ­რი მოს­წავ­ლის დარ­წ­მუ­ნე­ბაა იმა­ში, რომ მი­სი მარ­ცხი გა­მოწ­ვე­უ­ლია არა­საკ­მა­რი­სი მცდე­ლო­ბით. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მოს­წავ­ლე გა­ცი­ლე­ბით მეტ ძა­ლის­ხ­მე­ვას ახ­მარს მა­სა­ლის დას­წავ­ლას და წარ­მა­ტე­ბა­საც აღ­წევს. სა­კუ­თარ თავ­ზე წარ­მოდ­გე­ნის შეც­ვ­ლა და თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით:

  1. და­სა­ხეთ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და მიღ­წე­ვა­დი მიზ­ნე­ბი. მოს­წავ­ლი­სათ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის და­სახ­ვის დროს დარ­წ­მუნ­დით, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რად მიღ­წე­ვა­დი და არც ზედ­მე­ტად ად­ვი­ლია. მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბა მაღ­ლ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ის მიზ­ნის მიღ­წე­ვას გარ­კ­ვე­უ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გად ახერ­ხებს.
  2. მოს­წავ­ლის ყო­ველ საქ­ცი­ელ­ზე იქო­ნი­ეთ შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია. რე­აქ­ცია უნ­და იყოს პო­ზი­ტი­უ­რი, თუმ­ცა, საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ბა­მი­სი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე იფიქ­რებს, რომ თქვენ მას, უბ­რა­ლოდ, მფარ­ვე­ლობთ. ყო­ველ­თ­ვის მი­უ­თი­თეთ მოს­წავ­ლეს, რო­დე­საც ის შეც­დო­მებს უშ­ვებს.
  3. და­ა­კის­რეთ მოს­წავ­ლეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა. ეს აყა­ლი­ბებს გრძნო­ბას, რომ თქვენ მას ენ­დო­ბით და გჯე­რათ მი­სი. შე­საძ­ლოა, ეს იყოს ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა არ­და­დე­გებ­ზე საკ­ლა­სო ოთა­ხის მცე­ნა­რის დრო­ე­ბით სახ­ლ­ში წა­ღე­ბა და მოვ­ლა, რვე­უ­ლე­ბის აკ­რე­ფა-და­რი­გე­ბა, მოს­წავ­ლის კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნა და ა.შ.

და­ბო­ლოს, ყო­ველ­თ­ვის გვახ­სოვ­დეს, რომ სკო­ლა­ში საქ­მე გვაქვს ადა­მი­ა­ნებ­თან, პი­როვ­ნე­ბებ­თან და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის გა­დარ­ჩე­ნა, სწორ გზა­ზე და­ყე­ნე­ბა ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი უნ­და იყოს. მა­თი სუ­ლის სი­მებს ფა­ქი­ზად უნ­და შე­ვე­ხოთ, მოვ­ზო­მოთ მათ­თან თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვა, ნა­ბი­ჯი, და­ვაკ­ვირ­დეთ ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლის უკუ­კავ­შირს და მერ­წ­მუ­ნეთ, შე­დე­გი აუცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა. რთული ქცევის მოს­წავ­ლეც ჩვენ­თ­ვის იმა­ზე მე­ტად საყ­ვა­რე­ლი გახ­დე­ბა, ვიდ­რე – და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რად­გან მათ ქცე­ვებს ახ­ლი­დან „გა­მოვ­ძერ­წავთ“.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები