1 მარტი, პარასკევი, 2024

რთუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვის სა­ფე­ხუ­რე­ბი

spot_img

კა­ხა გალ­და­ვა

სამ­ტ­რე­დი­ის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი,
მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რი,
საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის „სი­კე­თის რე­ვო­ლუ­ცია“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, დი­რექ­ტო­რი
ა/ო პე­და­გოგ­თა კავ­ში­რის, გა­ნათ­ლე­ბა და სამ­ყა­რო სამ­შ­ვი­დო­ბო გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნე­რი

 

 

XXI სა­უ­კუ­ნე ცვლი­ლე­ბე­ბის და ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ხა­ნაა. გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბაც, გარ­თულ­და მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცე­სი. რად­გან სკო­ლა­ში ბი­ჰე­ვი­ო­რის­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბი მყა­რად იყო ფეს­ვ­გად­გ­მუ­ლი, დი­რექ­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლეს, სწავ­ლის პრო­ცეს­ში, პა­სი­ურს ხდი­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ძი­რი­თად აქ­ცენტს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა­სა და სწავ­ლე­ბა­ზე აკე­თებ­და და არა სწავ­ლა­ზე. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ასე­თი მიდ­გო­მე­ბი და­იგ­მო და აქ­ცენ­ტი სწავ­ლა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე გა­კეთ­და, სა­დაც მას­წავ­ლე­ბე­ლი სას­წავ­ლო პრო­ცესს პო­ზი­ტი­ურ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნოს უნ­და ხდი­დეს. იგი მუდ­მი­ვად უნ­და ახა­ლი­სებ­დეს მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას და უკუ­კავ­შირ­საც ისე­თი სიფ­რ­თხი­ლით აძ­ლევ­დეს, რომ მოს­წავ­ლის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი იოტის­ოდე­ნა მო­ტი­ვა­ცი­აც კი არ ჩა­აქ­როს. სწო­რედ აქ იჩი­ნა თა­ვი ქცე­ვი­თი დარ­ღ­ვე­ვე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა დე­ტა­ლებ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვას ვე­ღარ დაბ­ლო­კავს მკაც­რი, მენ­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბით. ამი­ტომ, სა­ჭი­რო გახ­და მი­სი მხრი­დან ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა.

მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან ქცე­ვით დარ­ღ­ვე­ვებს ხე­ლი შე­უწყო ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნილ­მა გა­უ­საძ­ლის­მა სო­ცი­ა­ლურ­მა ვი­თა­რე­ბამ. მოს­წავ­ლე­თა საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილს, ორი­ვე თუ არა, ერ­თი მშო­ბე­ლი მა­ინც ჰყავს ემიგ­რა­ცი­ა­ში. ბავ­შ­ვებს, ძი­რი­თა­დად, ოჯა­ხის უფ­როს წევ­რებ­თან, ბე­ბია ბა­ბუ­ას­თან, მო­უ­წი­ათ დარ­ჩე­ნა. გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში კი, მშობ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვი მარ­ტო ვერ არ­თ­მევს თავს რიგ პრობ­ლე­მებს და პრო­ტეს­ტის ერთ-ერ­თი ფორ­მა, შე­საძ­ლოა, სწო­რედ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა იყოს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისევ მას­წავ­ლებ­ლის აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვის სა­ა­ჭი­რო­ე­ბა იკ­ვე­თე­ბა  – იგი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ხდე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი, მშო­ბე­ლი, დამ­რი­გე­ბე­ლი, უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი და, გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე­სა­ი­დუმ­ლეც კი.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მოს­წავ­ლე­თა მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის მი­ზე­ზი, გარ­და სა­მე­დი­ცი­ნო დარ­ღ­ვე­ვე­ბი­სა, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ის გა­რე­მო, სა­დაც ბავ­შ­ვებს და­მო­უ­კი­დებ­ლად უწევთ უამ­რავ სირ­თუ­ლეს­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა.

და მა­ინც, რა არის ქცე­ვა?

ქცე­ვა არის მოთხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ქცე­ვა არის ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­საც ადა­მი­ა­ნი აკე­თებს, ას­რუ­ლებს რა­ი­მე მოქ­მე­დე­ბას თუ ფიქ­რობს, გრძნობს თუ ამ­ბობს. ნე­ბის­მი­ერ ქცე­ვას აქვს მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, იგი­ვე წი­ნა­პი­რო­ბა.

ქცე­ვის წი­ნა­პი­რო­ბა – იგი­ვე მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, ეს არის ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რთულ ქცე­ვას უშუ­ა­ლოდ ბიძგს აძ­ლევს.

რთუ­ლი ქცე­ვის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი – ეს არის რთუ­ლი ქცე­ვის ისე­თი შე­დე­გი, რო­მე­ლიც რთუ­ლი ქცე­ვის მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლია, მაგ.: თუ მოს­წავ­ლე, გაკ­ვე­თილ­ზე, გვერ­დით მჯდომ თა­ნაკ­ლა­სელს თმა­ში ექა­ჩე­ბა იმის გა­მო, რომ გა­რეთ გა­ა­ძე­ვონ. საკ­ლა­სო სივ­რ­ცი­დან გა­ძე­ვე­ბა  რთუ­ლი ქცე­ვის უშუ­ა­ლო შე­დე­გია, ასე­თი შე­დე­გი ინარ­ჩუ­ნებს რთულ ქცე­ვას, ანუ ხელს უწყობს შემ­დეგ მის აღ­მო­ცე­ნე­ბას, რად­გან ამ შე­დე­გით მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნი­ლე­ბა კმა­ყო­ფილ­დე­ბა.

რთუ­ლი ქცე­ვის დამ­ბ­ლო­კა­ვი ფაქ­ტო­რე­ბი – ეს ის ფაქ­ტო­რე­ბია, რომ­ლე­ბიც რთულ ქცე­ვას ბლო­კავს და გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. ეს ფაქ­ტო­რე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია ყო­ვე­ლი რთუ­ლი ქცე­ვის­თ­ვის, მაგ.: ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა მოს­წავ­ლის უნა­რებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა იყოს, რო­მე­ლიც შე­სას­რუ­ლებ­ლად მცი­რე დროს მო­ითხოვს და ა.შ.

რთუ­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს ისე­თი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა:

♦  გარ­და­მა­ვა­ლი ასა­კი;

♦  მშო­ბელ­თა უყუ­რადღე­ბო­ბა და ნაკ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლო­ბა შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში (რაც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მოწ­ვე­უ­ლია მშობ­ლის ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნით);

♦  მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან რთუ­ლი ქცე­ვის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (რაც გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლის გა­რეთ გაშ­ვე­ბას ან აკე­თე ის, რაც გინ­და, ოღონდ  ხე­ლი არ შე­მი­შა­ლო).

რთუ­ლი ქცე­ვის გა­მო­სავ­ლე­ნად სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რის დაკ­ვირ­ვე­ბით გავ­ლა:

♦  რთუ­ლი ქცე­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა;

♦ სა­მიზ­ნე რთუ­ლი ქცე­ვის ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რთუ­ლი ქცე­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი, შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი, დამ­ბ­ლო­კა­ვი ფაქ­ტო­რე­ბის ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბას;

♦  რთულ ქცე­ვა­ზე ჩა­რე­ვის გეგ­მა-ინ­ტერ­ვენ­ცია.

რთუ­ლი ქცე­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია, გან­ვ­საზღ­ვ­როთ მოს­წავ­ლის ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად:

სა­ფე­ხუ­რი პირ­ვე­ლი: რთუ­ლი ქცე­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა

♦  ფო­ნუ­რი/პირ­ვე­ლა­დი დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა რთულ ქცე­ვა­ზე (ფო­ნუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის დროს ვაკ­ვირ­დე­ბით მოს­წავ­ლეს ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე);

♦  ფო­ნუ­რი დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მოს­წავ­ლის რთუ­ლი ქცე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა (დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში ვი­წერთ მოს­წავ­ლის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნილ ყვე­ლა რთულ ქცე­ვას), მა­გა­ლი­თად:

♦  რთუ­ლი ქცე­ვის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვ­ლი­დან, სა­მიზ­ნე რთუ­ლი ქცე­ვის შერ­ჩე­ვა (რთუ­ლი ქცე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვ­ლი­დან ვირ­ჩევთ ერთ რთულ სა­მიზ­ნე ქცე­ვას), მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე უნე­ბარ­თ­ვოდ იღებს სხვის ნივ­თებს.

♦  შერ­ჩე­უ­ლი სა­მიზ­ნე ქცე­ვის გან­მარ­ტე­ბა, ანუ აღ­წე­რა მარ­ტი­ვი სიტყ­ვე­ბით. გან­მარ­ტე­ბა არ შე­ი­ცავს შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ სიტყ­ვებს, მაგ.: ყო­ჩა­ღი, ცუ­დი, აგ­რე­სი­უ­ლი და ა.შ. ქცე­ვა უნ­და იყოს დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რი­ლი, მაგ.: მოს­წავ­ლე უნე­ბარ­თ­ვოდ იღებს სხვის ნივ­თებს…

♦  შერ­ჩე­უ­ლი სა­მიზ­ნე რთუ­ლი ქცე­ვის­თ­ვის კო­დის მი­ნი­ჭე­ბა (კო­დი­რე­ბა), ანუ სა­მიზ­ნე ქცე­ვის რა­ი­მე სიმ­ბო­ლო­თი აღ­ნიშ­ვ­ნა (მაგ.: მოს­წავ­ლე უნე­ბარ­თ­ვოდ იღებს სხვის ნივ­თებს, ვა­ნი­ჭებთ სიმ­ბო­ლოს x, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბის დროს გა­მოვ­ლე­ნი­ლი რთუ­ლი ქცე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვა­კე­თებთ ჩა­ნა­წერს მხო­ლოდ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლოს სა­ხით).

♦  სა­მიზ­ნე რთულ ქცე­ვა­ზე და­საკ­ვირ­ვე­ბე­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შერ­ჩე­ვა (აღ­ნიშ­ნულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვაკ­ვირ­დე­ბით ქცე­ვის სიხ­ში­რეს — რამ­დენ­ჯერ გა­მოვ­ლინ­და, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას — რამ­დენ ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობს, ინ­ტენ­სი­ვო­ბას — რამ­დე­ნად ძლი­ე­რად და ლა­ტენ­ტო­ბას — ქცე­ვებს შო­რის დრო­ის მო­ნაკ­ვეთს, ერ­თი ქცე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან მე­ო­რე ქცე­ვის წარ­მო­შო­ბამ­დე დროს (იხ. მა­გა­ლი­თი):

 

 

 

 

ხე­ლოვ­ნე­ბა – 16

მა­თე­მა­ტი­კა – 10

ქარ­თუ­ლი – 5

ის­ტო­რია – 2

გე­ოგ­რა­ფია – 11

სა­მიზ­ნე რთუ­ლი ქცე­ვის სიხ­ში­რეს უნ­და და­ვაკ­ვირ­დეთ, მი­ნი­მუმ, სა­მი სას­წავ­ლო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქარ­თუ­ლის, მა­თე­მა­ტი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი ცხრი­ლე­ბი უნ­და გა­კეთ­დეს სა­მი­ვე დღეს.

პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, ჩვენ უკ­ვე გვექ­ნე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი ერ­თი ან რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი ქცე­ვა, რო­მელ­თა­გან ვირ­ჩევთ ერთ სა­სურ­ველ რთულ ქცე­ვას და ვა­კე­თებთ ანა­ლიზს.

სა­ფე­ხუ­რი მე­ო­რე: სა­მიზ­ნე რთუ­ლი ქცე­ვის ანა­ლი­ზი

♦  პირ­ველ რიგ­ში, ვწერთ რამ­დე­ნი ხა­ნი და რო­მელ გაკ­ვე­თილ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბო­დით სა­მიზ­ნე რთულ ქცე­ვას და თი­თო სა­განს რამ­დენ­ჯერ და­ვეს­წა­რით.

♦  შემ­დეგ ეტაპ­ზე, იწე­რე­ბა გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­მიზ­ნე რთუ­ლი ქცე­ვის სიხ­ში­რე (ამის­თ­ვის კი, აუცი­ლე­ბე­ლია, შე­ვად­გი­ნოთ ცხრი­ლე­ბი, სა­დაც ცალკ-ცალ­კე იქ­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი სიხ­ში­რის ცხრი­ლე­ბი ყვე­ლა საგ­ნის­თ­ვის და დაკ­ვირ­ვე­ბის ყვე­ლა სე­სი­ის­თ­ვის).

♦  ცხრილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქცე­ვი­თი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ვა­გებთ გრა­ფიკს, რო­მე­ლიც ქმნის ერ­თ­გ­ვარ სუ­რათს.

♦  გრა­ფი­კის ანა­ლი­ზი უნ­და მოხ­დეს ცალ­კე­უ­ლი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. ანა­ლი­ზის ამ სა­ფე­ხურ­ზე დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა წი­ნა­პი­რო­ბა — შე­დე­გე­ბის ცხრი­ლი (წი­ნა­პი­რო­ბა — შე­დე­გე­ბი უნ­და იყოს ბევ­რი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცალკ-ცალ­კე საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ანა­ლი­ზის­თ­ვის საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია არ გვექ­ნე­ბა და ვერც ქცე­ვა­ზე ჩა­რე­ვას დავ­გეგ­მავთ სწო­რად), მა­გა­ლი­თად:

წი­ნა­პი­რო­ბა – შე­დე­გე­ბის ცხრი­ლი

ცალ­კე­უ­ლი საგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით რთუ­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნის ანა­ლიზს — კონ­ტექ­ს­ტის ანა­ლიზს ებ­მის რთუ­ლი ქცე­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი, შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი და დამ­ბ­ლო­კა­ვი ფაქ­ტო­რე­ბის ანა­ლი­ზი.

სა­ფე­ხუ­რი მე­სა­მე – რთულ ქცე­ვა­ზე ჩა­რე­ვის გეგ­მა – ინ­ტერ­ვენ­ცია

♦  სა­სურ­ვე­ლი და ჩა­მა­ნაც­ვ­ლე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბი უნ­და გა­მო­ი­ყოს და უნ­და გან­ვ­მარ­ტოთ, ანუ აღ­ვ­წე­როთ მარ­ტი­ვი სიტყ­ვე­ბით, ყო­ველ­გ­ვა­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე.

♦  გან­მამ­ტ­კი­ცებ­ლე­ბის მე­ნიუ და სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის გან­მ­ტ­კი­ცე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი და პრო­ცე­დუ­რა (ვინ, რო­დის, სად მის­ცემს ამა თუ იმ გან­მამ­ტ­კი­ცე­ბელს, ასე­ვე, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­უძ­ლია მოს­წავ­ლეს გან­მამ­ტ­კი­ცებ­ლის მი­ღე­ბა და გან­მამ­ტ­კი­ცებ­ლის პრო­ცე­დუ­რის გა­მოხ­შირ­ვა).

♦ ჩა­რე­ვა რთუ­ლი ქცე­ვის წი­ნა­პი­რო­ბა­ში (რთუ­ლი ქცე­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მოხ­ს­ნა).

♦  ჩა­რე­ვა რთულ ქცე­ვა­ში (ანუ რთუ­ლი ქცე­ვის შე­დე­გი უნ­და შე­იც­ვა­ლოს).

♦  ჩა­რე­ვის დროს ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი დამ­ბ­ლო­კა­ვი ფაქ­ტო­რე­ბი უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ეტა­პობ­რი­ვად გა­ვაძ­ლი­ე­როთ.

⇑⇓ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ რთულ ქცე­ვა­ზე ინ­ტერ­ვენ­ცი­ის გეგ­მა­ში უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოთ რთუ­ლი ქცე­ვის ანა­ლი­ზით მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

⇑⇓ ჩა­რე­ვა იგეგ­მე­ბა რთუ­ლი ქცე­ვის მიზ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.  ჩვენ უნ­და ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლეს, რო­გორ და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვე­ბით ის მოთხოვ­ნი­ლე­ბა, რო­მელ­საც რთუ­ლი ქცე­ვით იკ­მა­ყო­ფი­ლებს.

⇑⇓ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დოთ, მოვ­ხ­ს­ნათ რთუ­ლი ქცე­ვის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი და შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი, ასე­ვე, გა­ვაძ­ლი­ე­როთ რთუ­ლი ქცე­ვის დამ­ბ­ლო­კა­ვი ფაქ­ტო­რე­ბი.

 

სურვილის შემთხვევაში, გთა­ვა­ზობთ უფა­სო ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბის, დას­მუ­ლ შე­კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხის მი­ღე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით.

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები