4 დეკემბერი, ორშაბათი, 2023

რთუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი

spot_img
ნი­ნო შუ­ბი­თი­ძე
სსიპ ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. თა­მა­რი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

 

ხში­რად გვსმე­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ფრა­ზე­ბი – „გი­ჟი­ვით მო­იქ­ცა“, „იცელ­ქა“, „იმა­ი­მუ­ნა“, „აგ­რე­სი­უ­ლია“ – რაც, უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სუ­ბი­ექ­ტუ­რი აღ­ქ­მის შე­დე­გია და ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ის, რაც ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ცელ­ქო­ბაა, მე­ო­რის­თ­ვის ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს.

ქცე­ვის აღ­წე­რის თა­ნა­მედ­რო­ვე თე­ო­რი­ებ­მა შე­მო­ი­ტა­ნა ერ­თი გან­მარ­ტე­ბა, რო­მელ­საც რთულ ქცე­ვას ვე­ძა­ხით. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ეს ტერ­მი­ნიც, თა­ვის მხრივ, იწ­ვევს აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბას. ნე­ბის­მი­ე­რი არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ რთულ ქცე­ვად; ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ­სე­ბობს ერ­თი დე­ფი­ნი­ცია – რთუ­ლი არის ისე­თი ქცე­ვა, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კონ­კ­რე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და ად­გილს. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, ბავ­შ­ვის სირ­ბი­ლი დას­ვე­ნე­ბის დროს ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა რთულ ქცე­ვად, თუმ­ცა მი­სი სირ­ბი­ლი გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას უკ­ვე გა­მო­ხა­ტავს რთულ ქცე­ვას, თუ იგი არ არის სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბა.

რთუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვა საკ­მა­ოდ კომ­პ­ლექ­სუ­რი პრო­ცე­სია და მრა­ვა­ლი მე­ქა­ნიზ­მის ერ­თ­დ­რო­ულ ჩარ­თ­ვას გუ­ლის­ხ­მობს. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მშობ­ლის­თ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად მი­წო­დე­ბას.

ცხა­დია, მშო­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ყვე­ლა, ვი­საც შე­ხე­ბა აქვს აღ­ნიშ­ნულ ქცე­ვას­თან. რთუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია:

რთუ­ლი ქცე­ვის მარ­თ­ვის და­გეგ­მ­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლი, რა თქმა უნ­და, სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს აკის­რია, თუმ­ცა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი დგე­ბა უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე. მას უწევს გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ყვე­ლა მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, ოპ­ტი­მა­ლუ­რად მარ­თოს რთუ­ლი ქცე­ვა.

უპირ­ვე­ლე­სად, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ABC მო­დე­ლის გა­გე­ბა და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რა­თა შეძ­ლოს სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზი.

კონ­კ­რე­ტულ ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ან მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით, შე­ი­მუ­შა­ოს რამ­დე­ნი­მე სა­ხის დაკ­ვირ­ვე­ბის ფორ­მა, რო­მე­ლიც თვალ­ნათ­ლივ დაგ­ვა­ნა­ხებს ქცე­ვის სხვა­დას­ხ­ვა მა­ხა­სი­ა­თე­ბელს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფორ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, მას შე­უძ­ლია შე­იქ­მ­ნას წარ­მოდ­გე­ნა დი­ნა­მი­კა­ში და გან­საზღ­ვ­როს პრობ­ლე­მის აღ­მოფხ­ვ­რის ოპ­ტი­მა­ლუ­რი გზე­ბი. ბო­ლო ეტაპს, რა თქმა უნ­და, ქცე­ვის მარ­თ­ვის სტრა­ტე­გი­ე­ბი წარ­მო­ად­გენს, რომ­ლებ­საც ბი­ჰე­ვი­ო­რის­ტუ­ლი თე­ო­რი­ე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ.

დას­კ­ვ­ნის სა­ხით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ რთუ­ლი ქცე­ვის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელს უწევს თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ზედ­მი­წევ­ნი­თი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბი­სა და მი­სი აღ­მოფხ­ვ­რის­კენ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები